14 ივნისი – სისხლის დონორთა მსოფლიო დღე

14 ივნისი – სისხლის დონორთა მსოფლიო დღე

15. ივნ, 2011 / მთავარი

2011 წლის 14 ივნისს სისხლის საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების და იმ ადამიანთა მიმართ მადლიერების გამოსახატავად, რომლებიც უანგაროდ გასცემენ სისხლს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სისხლის დონორთა მსოფლიო დღე აღინიშნა.

2011 წელს სისხლის დონორთა მსოფლიო დღის თემა იყო „მეტი სისხლი.მეტი სიცოცხლე“.

ეს დღე საქართველოშიც აღინიშნა. „საქართველო უნდა გახდეს იმ ევროპული სახელმწიფოების მსგავსი ქვეყანა, სადაც დონორობა ნებაყოფლობითია… ვფიქრობ, თითოეული ჩვენთაგანის ვალია, დონორობით დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს” -აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის 58–ე შეკრებაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ხაზი გაუსვეს სისხლის ნებაყოფლობითი დონორობის საჭიროებას და მიიღეს გადაწყვეტილება ყოველი წლის 14 ივნისს აღინიშნოს სისხლის დონორთა მსოფლიო დღე. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 2004 წლის 14 ივნისს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში.