ტრენინგი თემაზე „ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“

ტრენინგი თემაზე „ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“

19. აპრ, 2011 / მთავარი

ტრენინგი თემაზე „ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“

2011 წლის 16–17 აპრილს კახეთში (ლოპოტას ტბა) გაიმართა ტრენინგი თემაზე „ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“.

ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ადვოკატები, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და თბილისის სხვადასხვა რაიონული პროკურატურის პროკურორები.

ტრენინგზე განხილული იყო ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა და საერთაშორისო კონვენციები; ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, პოლიტიკა, და სისტემა; პაციენტისა და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა ძირითადი უფლებები და ექიმის პროფესიული საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური რეგულაციების მექანიზმები. ტრენინგს უძღვებოდნენ: ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია; საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის პროექტის დირექტორი მამუკა ჯიბუტი და საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავაშვილი.

ტრენინგის ერთ–ერთი ძირითადი მიზანი იყო 2011 წელს ფონდ ღია საზოგადოება –საქართველოს მიერ გამოცემული პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ პოპულარიზაცია და სახელმძღვანელოში განხილული საკითხების იურისტებისთვის გაცნობა.

ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის „ადამიანის უფლებების განხორციელება პაციენტთა მზრუნველობის სფეროში“ ფარგლებში ფონდ ღია საზოგადოება–საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.