26 ივნისი – გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღე

26 ივნისი – გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღე

03. ივლ, 2011 / მთავარი

26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, რომ წამება არამხოლოდ მიუღებელია, არამედ დანაშაულია.  ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები სხვადასხვა სახის ღონისძიებებით მოუწოდებენ ხალხს გაერთიანდნენ და გამოხატონ საკუთარი პოზიცია წამების წინააღმდეგ.

გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2011 წლის 1 ივლისს საქართველოში უკვე მეშვიდედ გაიმართა კონფერენცია თემაზე „მსოფლიო წამების გარეშე“. კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მიმოიხილა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა წამებასა და არასათანადო მოპყრობის პრობლემებთან დაკავშირებით.

***

1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 52/145 რეზოლუციით 26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„როდესაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანები ლეგიტიმურად იღწვიან თავისუფლებისკენ, ღირსეული და უკეთესი ცხოვრებისკენ, ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის და რეპრესიის მსხვერპლნი.  მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. წამება და სხვა სახის სასტიკი, დამამცირებელი და არადაამიანური მოპყრობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამართლებული“ – გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადება 2011 წელს გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.