სამედიცინო მედიაციის სამსახურის ანგარიში

სამედიცინო მედიაციის სამსახურის ანგარიში

21. თებ, 2013 / მთავარი

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სადაზღვევო კომპანიებისა და თბილისის წამყვანი სამედიცინო კლინიკების ხელმძღანელებთან.

დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ყოველგვარი დაურეგულირებელი ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო კლინიკებს შორის უნდა გადაწყდეს მედიაციის სამსახურში, რომელიც წარმოადგენს არბიტრს ამ ორ რგოლს შორის ურთიერთობისას.

საბოტაჟის ნიშნების მქონე მოქმედებების მიზეზები არ უნდა გახდეს დაურეგულირებელი ურთიერთობები სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო კლინიკებს შორის.

მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგ გაიმართა დისკუსია. გადაწყდა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1318