საკეისრო კვეთის პროტოკოლის პროექტი

24. სექ, 2013 / მთავარი

საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლი შემუშავდა „პერინატალური სისტემის გაუმჯობესება საქართველოში” – პროექტის  ფარგლებში დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ (საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია). აღნიშნული პროტოკოლის პროექტი მოწონებულ იქნა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოზე და მისი დამტკიცება იგეგმება ა.წ. სექტემბერში. გამომდინარე ზემოთქმულიდან, გთხოვთ, საკეისრო კვეთის პროტოკოლთან დაკავშირებული თქვენი შენიშვნები და კომენტარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოგვაწოდოთ 1 კვირის ვადაში (24.09.2013) შემდეგ ელ-ფოსტაზე:  guideline@moh.gov.ge.

ამასთანავე, კონკრეტული შენიშვნების გამოთქმისას საჭიროა მიუთითოთ შესაბამისი წყარო (გვერდების ჩათვლით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შენიშვნები ჩაითვლება პირად მოსაზრებად. თუ თქვენ მიერ მითითებული წყარო ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომი არ არის, საჭიროა მოგვაწოდოთ მისი ელექტრონული ვერსია.

აქვე გაცნობებთ, რომ მოწოდებული შენიშვნები/კომენტარები განიხილება პროტოკოლის სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, რომლებიც შეჯერდებიან პროტოკოლის საბოლოო ვერსიაზე.

მიმაგრებული დოკუმენტები :
 დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლი

Tags: ,