რა არის ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა?

08. თებ, 2013 / კვლევები

პალიატიური მზრუნველობა არის სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების, აგრეთვე არაპროფესიონალების, მათ შორის, პაციენტის ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლების, ერთობლივი ზრუნვა იმ ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებასა და კეთლდღეობაზე, რომელთაც მძიმე დაავადება აქვთ. იგულისხმება ისეთი დაავადებები, რომელთა განკურნება შეუძლებელია და რომლებიც იწვევენ ტკივილს და სხვა ძლიერ შემაწუხებელ სიპტომებს.

პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვნად ვერ გაახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ ის სრულებით ცვლის პაციენტის მდგომარეობას – ასეთი დაავადების მქონე პაციენტი აღარ იტანჯება ტკივილით და ისეთი შემაწუხებელი სიმტპომებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, სლოკინი, ნაწოლებით გამოწვეული ტანჯვა და სხვა.

იხ. თანდართული ფაილი: childrens palliative care