წინასიტყვაობა

08. ივლ, 2011 / პრაქტიკული სახელმძღვანელო

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

უფლება ჯანმრთელობაზე დიდი ხნის მანძილზე მიჩნეული იყო, როგორც “მეორე თაობის უფლება”, რაც გულისხმობს, რომ იგი არ სრულდება ეროვნულ დონეზე და შედეგად, მის განხორციელებას არასათანადო ყურადრება ეთმობა. თუმცა ეს მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან სხვადასხვა ქვეყნებმა უფლება ჯანმრთელობაზე და მისი ძირითადი ელემენტები, როგორც ფუნდამენტური უფლება, შეიტანეს საკუთარ კონსტიტუციებში და შიდა კანონმდებლობაში. ეროვნული სასამართლოების მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებებმა, განსაკუთრებით აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჯანმრთელობაზე უფლების რეალიზებას და ამ მიმართლებით სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

მიუხედავად ამ და სხვა პოზიტიური ცვლილებების შედეგად მიღწეული პროგრესისა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, უფლება ჯანმრთელობაზე არ არის სრულად რეალიზებული და ხელმისაწვდომი ყველასთვის დისკრიმინაციის გარეშე, რადგან მრავალი მარგინალური და დაუცველი ჯგუფისათვის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტი კვლავ მიუწვდომელია. ხშირად, ჯანდაცვის პროვაიდერებთან ურთიერთობას თან ახლავს დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა და უფლებების დარღვევა. გაეროს გენერალური ასამბლეისადმი წარდგენილ ანგარიშში, რომელიც ინფორმირებულ თანხმობასა და უფლებას ჯანმრთელობაზე ეხება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს პირადი ცხოვრებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. პაციენტებსაც და ექიმებსაც სჭირდებათ დახმარება, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თავიდან აირიდონ, გამოავლინონ და აღადგინონ დარღვეული უფლებები, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობისას განსხვავებული ნდობის ხარისხისა და არათანაბარი ცოდნის და გამოცდილების შედეგად არსებულ უთანასწორო შესაძლებლობებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი, როგორიცაა კლასი, სქესი,
ეთნიკური წარმომავლობა და სხვა.

მიუხედავ იმისა, რომ ადამიანის უფლებათა პრინციპების შესახებ მრავალი პუბლიკაცია არსებობს, ძალიან ცოტა გამოცემა უკავშირდება ადამიანის უფლბების დაცვას ჯანდაცვის სფეროში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნა. სახელმძღვანელოში აღწერილი კონკრეტული საკითხები დაკავშირებულია მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება საერთაშორისო დონეზეც. ვიმედოვნებთ, მომზადებული მასალა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში არსებული დარღვევების წინააღმდეგ დამცავი მექანიზმებისა და სამართლებრივი საშუალებების დანერგვას. სახელმძღვანელო დაეხმარება, როგორც ჯანდაცვის პროვაიდერებს, იურისტებს და ჯანმრთელობის დარგში მოღვაწე პირებს ადამიანის უფლებათა ნორმების პრაქტიკის დანერგვაში, ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

ავტორებმა დიდი და რთული სამუშაო შეასრულეს ჯანმრთელობის უფლების გასამტკიცებლად და განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ღია საზოგადოების ინსტიტუტს ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის დაფინანსებისა და გამოცემისთვის. დარწმუნებული ვარ, პრაქტიკული სახელმძღვანელო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დასაცავად და ამასთანავე იქნება ფასდაუდებელი წყარო ჯანდაცვის უფლების საკითხზე მომუშავე ადამიანებისთვის.

ანანდ გროვერი
გაეროს სპეციალური მომხსენებელი