საქართველოში ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველოში ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

15. თებ, 2013 / მთავარი

15 თებერვალი ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით აქცია “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” ტარდება იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. თბილისის მთავრობის, ეროვნული ბიბლიოთეკის და სხვადასხვა უწყებების წევრები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს აბარებენ.

საქართველოში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ბავშვებში. დაავდებული ბავშვებისთვის ქიმიოთერაპიის 9 თვიანი კურსის ჩატარებაა აუცილებელი. კურსის დასრულების შემდეგ საჭიროა ბავშვისთვის სისხლის გადასხმა.