კვლევის პრეზენტაცია – არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა საქართველოში

კვლევის პრეზენტაცია – არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა საქართველოში

05. ივლ, 2011 / მთავარი

ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევა მოიცავს არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის სტანდარტების შეფასებას, ასევე მოზარდების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კვლევა დაიწყო 2010 წელს „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან” გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. მონიტორინგის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა.

მონიტორინგის განხორციელების მიზანი იყო ავჭალის არასრულწლოვანთა (150-მდე არასრულწლოვანი) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის სფეროს ძირითადი პრობლემებისა და საჭიროებების განსაზღვრა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა, გამომწვევი მიზეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევა – არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა საქართველოში