ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში

25. იან, 2013 / ანგარიშები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების მეორე ანგარიშს (პირველი ანგარიში მომზადდა 2009 წელს), რომელიც აჯამებს 2010-2012 წლებში ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების პროგრესს 2009 წელს ჩატარებულ ბაზისურ კვლევასთან და 2011-2015 წწ. ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტებთან მიმართებაში.

შეფასების ანგარიში მოიცავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებას ძირითად საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეფექტიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, სამედიცინო მომსახურების მიწოდების ორგანიზება და ადამიანური რესურსები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი, პაციენტის უსაფრთხოება და მათი უფლებების დაცვა, ჯანდაცვის სისტემის მართვა და ორგანიზაცია.

 PDF ფაილის გადაწერა