ჯანდაცვის საჭიროებათა კვლევა არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში

ჯანდაცვის საჭიროებათა კვლევა არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში

08. ივლ, 2011 / კვლევები

2005 წლიდან საქართველოს მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას შეუდგა. ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის ადმინისტრირებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, კერძოდ კი მისი სტრუქტურული ერთეული – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ახორციელებს.

ჯერ კიდევ 2001 წლიდან ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი1 (CPT) ქვეყანაში განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტის შედეგად საქართველოს მთავრობას აძლევდა რეკომენდაციას, უზრუნველეყო სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელება. რეკომენდაციები სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის უკეთ უზრუნველყოფის მიზნით, მეორდება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შემდგომ წლებში განხორციელებული ვიზიტების ანგარიშებშიც (იხ. 2004, 2007 წლების ანგარიშები).

აღნიშნულ ანგარიშებში წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ საჭიროა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა შეამციროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და მათი ჯანდაცვის საჭიროებებს, როგორც უფრო მოწყვლადი ჯგუფს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული რისკ– ფაქტორების მიმართ.

წინამდებარე კვლევა არის მცდელობა პასუხი გასცეს შეკითხვას – თუ რა გავლენას ახდენს სასჯელაღსრულების სისტემა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე და რა ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო ადეკვატური მკურნალობის, მოვლის და პრევენციის ღონისძიებების გატარებისთვის.

 PDF ფაილის გადაწერა