ტერმინთა საძიებელი

31. ივლ, 2011 / ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

რომელია ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები?

სპეციალურ ტერმინთა ლექსიკონი

ქვემოთ მოცემული ტერმინები დაკავშირებულია ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებებთან ზოგადად.

ადამიანის უფლებები (Human rights)

უფლებები, თავისუფლებები და პრივილეგიები, რომელიც ყველა ადამიანს ეკუთვნის მიუხედავად იურისდიქციისა ან სხვა ფაქტორებისა, როგორიცაა წარმომავლობა, ეროვნულობა, რელიგია, თუ სქესი.

ადამიანის უფლებების ინდიკატორები (Human rights indicators)

კრიტერიუმები, რომელსაც იყენებენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გასაზომად.

ანდერძი (Will)

იურიდიული დოკუმენტი, რომელიც პიროვნებას შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ქონების ნებისმიერი ნაწილი ან ნებისმიერი სპეციფიკური პოზიცია დაუტოვოს ნებისმიერ სხვა პიროვნებას ან ორგანიზაციას.

ანდერძი სიცოცხლის შესახებ (Living will)

იურიდიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სამედიცინო დახმარების მიმართულებას პაციენტის სურვილისდა შესაბამისად. ანდერძი სიცოცხლის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ პაციენტს თვითონ აღარ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და ის ზედმიწევნით ისე ხორციელდება, როგორც ამას პაციენტი დოკუმენტში უთითებს.

არ გამაცოცხლოთ ბრძანებები (Do-Not-Resuscitate (DNR) orders)

DNR წარმოადგენს სამედიცინო დირექტივას, რომლიდანაც გამომდინარეობს პაციენტის, მისი ადვოკატის ან ექიმის თანხმობა, რომ პაციენტს არ უმკურნალონ გულის ან სუნთქვის შეჩერების შემთხვევაში. ეს დირექტივა გამოიყენება, როდესაც პაციენტის მკურნალობა პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის სასურველ შედეგს ან წარმატებას ვერ მოიტანს. როგორც წესი, ეს მძიმე და განუკურნებელ დაავადებებსა და ხანდაზმულთა შემთხვევებს ეხება. ეს დირექტივები არ გულისხმობს, რომ მაამებლურ ზომებზე უარი იქნება გაცხადებული.

აუცილებელი მედიკამენტები (Essential medicines)

მედიკამენტები, რომელიც აკმაყოფილებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მოთხოვნილებებს. აუცილებელი მედიკამენტები ნებისმიერ დროს ადეკვატური რაოდენობით, სათანადო დოზირებული ფორმით, გარანტირებული ხარისხითა და ინდივიდუალური პიროვნებებისა და საზოგადოებისათვის მისაღებ ფასებში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ჰოსპისური მზრუნველობა (Hospice care)

მზრუნველობა, რომლის მიზანია განუკურნებელი დაავადების ბოლო ფაზაში მყოფი ადამიანების მხარდაჭერა, მათთვის კომფორტის შექმნა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, ვიდრე განკურნება. მიზანს წარმოადგენს ის, რომ პაციენტებმა კომფორტულად და ტკივილისგან განთავისუფლებულად იგრძნონ თავი. ჰოსპისის ფილოსოფიაა ადამიანზე იზრუნოს პაციენტის ემოციური, სოციალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და სამედიცინო სიმპტომებზე რეაგირების მეშვეობით.

ევთანაზია (Euthanasia)

ეს არის სამედიცინო დახმარების გზით მოკვდინების პრაქტიკა. უმეტესობა ქვეყნებში ევთანაზია უკანონო ქმედებაა.

«უკურნებელი დაავადების სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით».1

გლობალური ფონდი (Global fund)

აბრევიატურა შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის აღსანიშნავად, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ გლობალურ მექანიზმს აივ/შიდსის ეროვნული რეაგირების პროგრამების დასაფინანსებლად მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ფონდების განაწილების კუთხით.

გრძელვადიანი მინდობილობა (Durable power of attorney)

გარდაცვალების პირას მყოფ ადამიანს შეუძლია დანიშნოს ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინც მათ ფინანსებს მართავს და მათი სახელით მიიღებს გადაწყვეტილებებს. ასეთ ადამიანს მოიხსენიებენ, როგორც «აგენტს.»

დამატებითი თერაპიები (Complementary therapies)

მიდგომები მკურნალობის მიმართ, რომელიც არ ჯდება ძირითად სამედიცინო პრაქტიკაში. ტკივილის საწინააღმდეგოდ ან სიმშვიდის მოსაგვრელად გამოყენებული დამატებითი თერაპიის მკურნალობის კურსები მოიცავს: ნემსით თერაპია, დაბალი დონის ლაზერული თერაპია, მედიტაცია, არომატული თერაპია, ჩინური მედიცინა, ცეკვის თერაპია, მუსიკის თერაპია, მასაჟი, სამკურნალო მცენარეების მედიცინა, თერაპევტული შეხება, იოგა, ოსტეოპათია, ქიროპრაქტიკული მკურნალობა, ნატუროპათია და ჰომეოპათია.

დამოკიდებულება (Addiction)

ფართოდ გამოყენებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მედიკამენტების გამოყენების ისეთ ფორმას, რომ აშკარაა ფიზიკური ან ფსიქიკური დამოკიდებულება. ეს არ არის დიაგნოსტიკური ტერმინი და ამიტომ მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღარ იყენებს.

ეთიკა (Ethics)

მორალური პრინციპებისა და წესების სისტემა, რომელიც პროფესიული ქცევის სტანდარტებად გამოიყენება. მრავალ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებაში ფუნქციონირებენ ეთიკის კომიტეტები, რომელიც ეხმარება ექიმებს, ჯანდაცვის სფეროს სხვა მუშაკებს, პაციენტებსა და ოჯახის წევრებს მკურნალობასთან დაკავშირებული რთული გადაწყვეტილებების მიღებაში. ასეთი დახმარება სასულიერო და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით შეიძლება განსხვავებულიც იყოს.

მაქსიმალური ხელმისაწვდომი რესურსები (Maximum available resources)

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის ძირითადი დებულება, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს მოახმარონ მაქსიმალური ხელმისაწვდომი რესურსები ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

მზრუნველობის შეწყვეტა (Withdrawing care)

პაციენტთან მიმართებაში უკვე დაწყებული მკურნალობის პროცესის შეწყვეტა.

მონიტორინგი/ფაქტების მოძიება/გამოძიება (Monitoring/fact fi nding/investigation)

ხშირად სინონიმებად გამოყენებული ტერმინები, რომელიც ზოგადად აღნიშნავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ხელისუფლების პრაქტიკისა და ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და/ან შეგროვებას.

ნეგატიური უფლებები (Negative rights)

სახელმწიფოთა ვალდებულება თავი შეიკავონ პიროვნების მხრიდან რაიმეს გაკეთების მცდელობაში ჩარევისგან.

ოპიოიდი (Opioid)

ოპიუმთან დაკავშირებული ნარკოტიკული მედიკამენტის სახეობა. ოპიოიდები წარმოადგენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელსაც მწვავე და ქრონიკული ტკივილების დროს იყენებენ. ოპიოიდები მოიცავს მორფს, კოდეინს და სინთეტიური (ადამიანის მიერ გამოგონილი) ნარკოტიკული საშუალებების დიდ რაოდენობას, როგორიცაა მეტადონი და ფენტანილი.

პალიატიური მზრუნველობა (Palliative Care)

აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

პატივისცემა, დაცვა და შესრულება (Respect, protect, and fulfi ll)

სახელმწიფოთა ვალდებულებები უფლებებთან მიმართებაში. პატივისცემა: სახელმწიფოებმა არ უნდა იმოქმედონ პირდაპირ ადამიანის უფლებათა სტანდარტების საწინააღმდეგოდ. დაცვა: სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, რათა შეაჩეროს სხვები ადამიანის უფლებათა სტანდარტების დარღვევებისგან. შესრულება: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მიიღოს შესაბამისი ზომები რათა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტები იყოს მიღწეული.

პოზიტიური უფლებები (Positive rights)

სახელმწიფოთა ვალდებულება მოიმოქმედონ რაიმე ვინმესათვის.

პროგრესული რეალიზაცია (Progressive realization)

ვალდებულება, რომ სახელმწიფოებმა შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად და ეფექტურად იმოქმედონ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების რეალიზებისათვის და უზრუნველყონ, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოვლენათა რეგრესულ განვითარებას.

სახელმძღვანელო პრინციპები (Guidelines)

აბრევიატურა აივ/შიდსისა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების აღსანიშნავად. ეს პრინციპები წარმოადგენს არასავალდებულო სამართლებრივ და პოლიტიკის ფორმირების რეკომენდაციების ავტორიტეტულ კრებულს, რომელიც 1998 წელს UNAIDS-მა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოსცეს.

სტიგმა და დისკრიმინაცია (Stigma and discrimination)

აივ/შიდსთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უწოდა «უდიდესი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს შემდგომ ინფიცირებას და ხელს უშლის ადეკვატური მოვლის, მხარდაჭერისა და მკურნალობის უზრუნველყოფას». დისკრიმინაცია სტიგმატიზაციის შედეგია.

სტიგმა «წარმოადგენს ძლიერ მადისკრედიტირებელ სოციალურ იარლიყს, რომელიც რადიკალურად ცვლის ინდივიდთა შეხედულებას საკუთარი თავისა და სხვათა შეხედულებას ამ პიროვნებების შესახებ». სტიგმატიზირებული ადამიანები, როგორც წესი ითვლებიან განსხვავებულად ან სასირცხვილოდ ამა თუ იმ მიზეზის გამო, და შედეგად ისინი არიან დისკრედიტირებულნი, უარყოფილნი, შეზღუდულები ან დასჯილნი. როგორც ასეთი, სტიგმა წარმოადგენს სოციალური და კულტურული ნორმების გამოხატვას, რომელიც აყალიბებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს ამ ნორმათა შესაბამისად. სტიგმა აღნიშნავს საზღვრებს, რომელსაც საზოგადოება «ნორმალურებსა» და «გარიყულთა», «ჩვენსა» და «მათ» შორის ქმნის.

დისკრიმინაცია აივ/შიდსის კონტექსტში განმარტებულია, როგორც «ნებისმიერი ზომა, რომელსაც მოყვება პიროვნებათა ნებისმიერი თვითნებური განსხვავება მათი დამტკიცებული თუ საეჭვო აივ სეროსტატუსის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე».

დისკრიმინაცია შეიძლება იყოს ლეგიტიმური და არალეგიტიმური:

არალეგიტიმური დისკრიმინაცია არის გაუმართლებელი, არაპროპორციული და თვითნებური.

  • ზომა ან ქმედება გაუმართლებელია, თუ მას არ ახლავს რაციონალური და ობიექტური მიზეზები.
  • ზომა ან ქმედება არაპროპორციულია, თუ გამოყენებული საშუალებები და მათი შედეგები სცდება ან ვერ აღწევს დასახულ მიზნებს.
  • ზომა ან ქმედება თვითნებურია, თუ ადამიანის უფლებებს მძიმედ არღვევს და ის სხვათა ჯანმრთელობის დასაცავად საჭირო არ არის.

ურთიერთდამოკიდებული/განუყოფელი (Interdependent/indivisible)

ტერმინი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებსა და ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა შორის ურთიერთობის აღსანიშნავად. ურთიერთდამოკიდებულება და განუყოფლობა გულისხმობს, რომ უფლებათა ერთ ნაწილს არ აქვს უპირატესობა მეორესთან შედარებით, და რომ უფლებათა ერთი ნაწილის დაცვა დამოკიდებულია მეორე ნაწილის დაცვაზე.

ღირსება (Dignity)

ღირებულად, პატივში ან დაფასებულად ყოფნის თვისება. ადამიანის უფლებები პიროვნების ხელშეუვალ ღირსებას ეფუძნება და მიზნად მის დაცვასა და ხელშეწყობას ისახავს.

წინასწარი სამედიცინო დირექტივები (Advance medical directives)

გამოიყენება, რათა სხვა ადამიანებს, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში მომსახურების მიმწოდებლებს გადასცენ ინფორმაცია პაციენტის სურვილის შესახებ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით. წინასწარი დირექტივები ძალზე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს ფიზიკური ან ფსიქიკური შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ თვითონ მეტყველება და საკუთარი სურვილების გადმოცემა. წინასწარი დირექტივების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა ანდერძი სიცოცხლის შესახებ და გრძელვადიანი მინდობილობა ჯანდაცვის სფეროში. «არ გამაცოცხლოთ» ასევე წინასწარი სამედიცინო დირექტივის ერთ-ერთი ფორმაა.

ჯანდაცვის სფეროში რწმუნებული (Health care proxy)

წერილობითი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც პირი კანონიერად ახდენს სხვა პიროვნებაზე უფლებამოსილების დელეგირებას, მიიღოს მათი სახელით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული გადაწყვეტილებები.

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება (Health care establishment)

ჯანდაცვის ნებისმიერი დაწესებულება, როგორიცაა საავადმყოფო, კერძო კლინიკა, ან დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის (WHO).

ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლები (Health care providers)

ექიმები, მედდა, სტომატოლოგი ან ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალები (WHO).

ჯანმრთელობის დაცვის სისტემა (Health care system)

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურებათა ორგანიზებული უზრუნველყოფა.

პრაქტიკული სახელმძღვანელო «ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში» არის პრაქტიკული გზამკვლევი იურისტებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში. თითოეული თავი მოიცავს ინფორმაციას როგორც პაციენტების, ისე ჯანდაცვის პროვაიდერების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე ამ უფლებების რეალიზაციისა და დაცვის პროცედურებს საერთაშორისო, ევროპულ და ეროვნულ დონეზე. სახელმძღვანელო წარმოადგენს სხვადასხვა კონსიტუციური დებულებების, საკანონმდებლო აქტებისა და რეგულაციების პირველ კრებულს, რომელიც დალაგებულია უფლებებისა და მოვალეობების მიხედვით და შეიცავს შესაბამის პრაქტიკულ მაგალითებს. წიგნში მოცემულია დავის გადაჭრის როგორც სასამართლო, ისე სხვა ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა ომბუდსმენი და ეთიკის კომიტეტები. პრაქტიკული სახელმძღვანელო წარმოადგენს სასარგებლო საინფორმაციო წყაროს იმ რეგიონში მოღვაწე იურისტებისა და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია საკანონმდებლო ბაზის ხშირი ცვლა. სახელმძღვანელოს სრული სერიის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.health-rights.org


1 კანონი «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ», მუხლი 3