ზოგადი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის შესახებ

28. იან, 2013 / კვლევები

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, განსაკუთრებით #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მუდმივად ან პერიოდულად დგას გადატვირთულობის პრობლემა. სტრატეგიის შემუშავების მომენტისათვის მასში 180 საწოლზე 285 პაციენტია მოთავსებული და საშუალო დაყოვნება 24 დღეს შეადგენს. გადატვირთულობის გამო დარღვეულია ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალის შეფარდება მსჯავრდებულთა რაოდენობასთან – ზოგიერთ დაწესებულებაში 1 ექიმსა და ექთანზე 1000-1200 მსჯავრდებულია მიმაგრებული. საქართველოს მთავრობის გაცხადებული ნებაა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც მომავალში ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ვინაიდან გადატვირთულობა ნეგატიურ გავლენას ახდენს პატიმართა ჯანმრთელობაზე, დაწესებულების პოპულაციის შემცირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც პოზიტიური გარემოება ჯანდაცვის რეფორმის განოხრციელებისთვის.

 PDF ფაილის გადაწერა