ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

25. თებ, 2013 / მთავარი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მიზნით, თბილისის რიგი პოლიკლინიკები მიმართავენ სხვადასხვა საშუალებებს მოსახლეობის მოსაზიდად და სთავაზობენ ხელი მოაწერონ სხვადასხვა ფორმებზე.

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში, საკუთარ ვებ-გვერდზე ატვირთავს სპეციალურ ფორმას, რომელზე ხელმოწერაც იქნება ვალიდური ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩასართავად.

შესაბამისად მანამდე, სხვადასხვა სახის დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერით ვერ ჩაერთვებით ჯანდაცვის პროგრამაში.

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1323