Faqs

  • მაინტერესებს წიგნი ” ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” სად შემიძლია შევიძინო?

    • წიგნი არ იყიდება, მისი უფასოდ მიღება შეგიძლიათ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”.

  • გამარჯობათ, მე ც ჰეპატიტით დაავადებული ვარ. როგორც ცოტა არ იყოს უიმედო პაციენტი მრავალ სირთულეებს ვხვდები ამიტომ მინდა აქტირუად ჩავერთო ამ პროცესების გაადვილების მუშაობაში. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა თქვენს ორგანიზაციში გაწევრიანება.

    • გამარჯობა ბატონო მერაბ,
      მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაწევირანების კრიტერიუმები არის შემდეგი: უნდა იყოთ იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, 40 წლამდე ასაკის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებიდან საჭიროა 2 სარეკომენდაციო წერილის წარდგენა.

      მგონი თქვენთვის უმჯობესი იქნება გაწევრიანდეთ ორგანიზაციაში, რომელიც სოეციფიკურად მუშაობს C ჰეპატიტს მქონე ადამიანებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა “ჰეპა +”. შეგიძლიათ მისწეროთ ბატონ კონსტანტინე რუხაძეს, რომელიც არის პაციენტთა თემის წარმომადგენელი და ის დაგაკვალიანებთ, რა პროცედურაა საჭირო. მისი ელ-ფოსტა არის krukhadze@hrn.ge

  • მოგესალმებით. უკვე ხუთი წელია რაც დედა დაინვალიდდა და მწოლიარეა, რამოდენიმე წლის უკან დაუსვეს დიაგნოზი ოსტეოპოროზი. ამგამად მწოლიარეა, არ შეუდძლია გადაადგილება და ვერც ტრასპორტირებას ვახერხებტ, რადგან ძვლები ადვილად მტვრევადია. ამდენი ხნის განმავლობაში მას ჯგუფი არ მიაკუთვნეს, რადგან ადგილზე მიყვანას ითხოვენ ეს კი შეუდძლებელია. სახლში მოსვლაზე და ჯგუფის დადგენაზე უარს მეუბნებიან. რა გამოსავალი შეიდძლება იყოს?

    • შეგიძლიათ დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (0422) 247972

      თუ პასუხს ვერ მიიღებთ, დარეკეთ სახალხო დამცველის ოფისში. ტელ: +99532 2234499 / 2913814 / 2913815 / 2913841 / 2913842 / 2913843 / 2913875 / 2913876 / 2913877

  • გამარჯობათ. 1 ოქტომბრამდე ვსარგებლობდი ალდაგის კორპორატიული დაზღვევით. სამსახურიდან განთავისუფლების შედეგად დაზღვევაც გამიუქმდა. ვარ 36 კვირის ორსული. სახელმწიფო დაზღვევით მეუბნებიან, რომ ვერ დამიფინანსებენ მშობიარობის ხარჯებს, რადგან 1 ივლისამდე ვსარგებლობდი კერძო სადაზღვევო მომსახურეობით.ვისარგებლებ მხოლოდ მინიმალური პაკეტით, რომელიც ოპერაციებიდან აფინანსებს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს. (მესაჭიროება საკეისრო კვეთა, მე-3 მშობიარობა). გთხოვთ მიპასუხოთ, რა შეიძლება ამ შემთხვევაში გაკეთდეს, ან დამიფინანსდება თუ არა სახელმწიფოს მიერ მშობიარობის ხარჯები?

    • მოგესალმებით. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა: რადგან აღარ სარგებლობთ კერძო დაზღვევით, შეგიძლიათ ამჟამად დარეგისტრირდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში თქვენ უფასოდ მიიღებთ ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურებას. ასევე, სრულად აგინაზღაურდებათ გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორული მომსახურება (ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15000 ლარი) და სისხლის და შარდის საერთო ანალიზები. სამწუხაროდ, აღნიშნულში არ შედის მშობიარობის დაფინანსება. წარსულში რომ არ გქონოდათ კერძო დაზღვევა, აგინაზღაურდებოდათ მშობიარობის ხარჯებიც. მსგავსი რეგულირება არ არის სამართლიანი თქვენს პოზიციაში მყოფი ადამიანებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესდღეობით არსებული პროგრამით ამგვარი მდგომარეობაა და თქვენთვის ნათქვამი უარი არ წარმოადგენს კანონდარღვევას. ჩვენთვის ცნობილია სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანებს მსგავსი საფუძვლით ეთქვათ უარი.

      თუ დეტალური ინფორმაცია გესაჭიროებათ აღნიშნულ საკითხზე, მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი მეშვეობით – 1505, ან მოგვმართეთ ჩვენ.