კონსულტაციები ერთიანი სადაზღვევო ფონდის მოწყობის შესახებ

კონსულტაციები ერთიანი სადაზღვევო ფონდის მოწყობის შესახებ

18. თებ, 2013 / მთავარი

ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ერთიანი სადაზღვევო ფონდის მოწყობაა. ამ მიზნით საქართველოს სტუმრობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი ქალბატონი ლოურენ ჰოუკინსი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამ თემაზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციების პროცესი. კონსულტაციების პროცესში განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა ფონდის მმართველობა, მისი იურიდიული სტატუსი და ანგარიშვალდებულება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და რაც მთავარია, საზოგადოებასთან. შესწავლილ იქნა და გაანალიზდა სხვადასხვა წამყვნი ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით.

ქალბატონმა ჰოუკინსმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკმაოდ უნიკალური სიტუაცია აქვს, რადგან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების უმრავლესობა კერძო და მომგებიანი ორგანიზაციებია. ამის გამო, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს სამედიცინო ბაზრის რეგულირებისა და მისი ანგარიშვალდებულების საკითხებზე. ერთიანი სადაზღვევო ფონდის მოწყობის თემაზე კონსულტაციები სამომავლოდაც გაგრძელდება.

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1306