მოსახლეობის ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი

მოსახლეობის ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი

27. იან, 2016 / მთავარი

„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული საყოველთაო სკრინინგის ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა  ჩაიტაროს უფასო სკრინინგი დკსჯეც – ის ცენტრის ლაბორატორიებში შემდეგ მისამართებზე:

1.    ქ. თბილისი:

  • ლ.საყვერლიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (მის: ასათიანის ქ. #9)

ტელ.: 2 39 89 46

  • თბილისის მერია უერთდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმას  და თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა სწრაფი მართივი მეთოდით ჩაუტარდებათ უფასოდ!

მისამართი: ააიპ ,,ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ აკ.წერეთლის გამზირი 69 და კალოუბნის ქ.12

2.  ქუთაისი

დკსჯეც, ქუთაისის ზონალური ლაბორატორია  (მის.: ქ. ქუთაისი ოცხელის ქN2;

ტელ.: 0431 220518; 0431 220539);

3.  ქ. ბათუმი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო

ბათუმი,  ჯ.ქათამაძის ჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება)

ტელ.: 25 37 02/04

4.    გურია 

დკსჯეც, ოზურგეთის ლაბორატორია

თაყაიშვილის ქუჩა  VI  შესახვევი, № 3

ტელ(+995) 496 26 00 15

5.    სამეგრელო-ზემო სვანეთი

დკსჯეც,ზუგდიდის ლაბორატორია

მის.: ჯანაშიას 8;    ტელ(+995)0415 22 80 09

6.    ფოთი

დკსჯეც, ფოთის ლაბორატორია

ქ.ფოთი, გურიის ქ N 6

ტელ (+995) 0493 25 01 02

7.    რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი

 დკსჯეც, ამბროლაურის ლაბორატორია

ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ# 11; ტელეფონი: 0439 22 10 21

8.    სამცხე-ჯავახეთი

დკსჯეც, ახალციხის ლაბორატორია

ახალქალაქის გზატკეცილი;

ტელ(+995) 0365 22 51 04

9. შიდა ქართლი

დკსჯეც, გორის  ლაბორატორია

მის.: ცხინვალის გზატკეცილი N14;

ტელ: 0270 277068; 0270 277069

10. კახეთი

დკსჯეც,თელავის  ლაბორატორია

მის.: ალადაშვილის N2

ტელ.: 0350 272763; 0350 272762

11. ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სკრინინგი ჩატარდება გლობალური ფონდის მხარდაჭერით მობილური ლაბორატორიების გამოყენებით.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თითოეულ მუნიციპალიტეტში მოეწყობა უფასო სკრინინგის აქციები, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაიტარონ C ჰეპატიტის სკრინინგი (მუნიციპალიტეტების დონეზე დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია განთავსდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და გავრცელდება ადგილობრივი მედია საშუალებებით).