„ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ – წიგნი პაციენტებისთვის

„ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ – წიგნი პაციენტებისთვის

04. ივლ, 2011 / წიგნები

„ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ – წიგნი პაციენტებისთვის (წიგნი გამოცემულია „ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ)

წინამდებარე გზამკვლევის გამოშვებით, ავტორებმა მიზნად დაისახეს წარმოეჩინათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება პაციენტის უფ ლებებს. მკითხველი პასუხს იპოვის ბევრ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს სამდიცინო მომსახურების მიღებისას. წიგნის ენა და სტილი გასაგებია სხვადასხვა ასაკის მკითხველისათვის, განხილულია არასრულწლოვანი პაციენტის უფლებები, პაციენტის ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და ვალდებულებები.

გზამკვლევში განმარტებულია როგორც იურიდიული, ისე სამედიცინო ტერმინები, რომ ლებიც ხშირად რიგითი პაციენტისათვის რთული მოსაძიებელი და აღსაქმელია. გან მარტებულია სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პირობები და მოცემულია იმ მუხლების კომენტარი, რომელთა დარღვევაც იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის დადგომას.

წიგნში განხილულია ის ძირითადი საკვანძო საკითხები, რომლებიც უნდა იცოდეს ყველა პაციენტმა, რომელიც სადაზღვეო კომპანიასთან აფორმებს ხელშკრულებას. გზამკვლევი იმითაცაა გამორჩეული, რომ მას თან ერთვის ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

ვფიქრობთ, გზამკვლევი საინტერესო იქნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის. წიგნში განხილული საკითხები დაეხმარება მკითხველს თავისი უფლებების უკეთ გაცნობიერებაში და ამ უფლებების რეალიზაციაში.