მადლობები

08. ივლ, 2011 / პრაქტიკული სახელმძღვანელო

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამინის უფლებების ეფექტუად დაცვის გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმძღვანელო არის იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების ერთობლივი პროდუქტი, რომელთა მიზანიცაა დადებითი ცვლილებების მოხდენა ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის სფეროში. სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს ჯანმრთელობის დაცვის პროვაიდერებს, პაციენტებს და განსაკუთრებით იურისტებს, მოახდინონ უფლებების თანაბარი რეალიზება და დაიცვან ადამიანის ღირსება.

ამ პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” (“კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივა”), ღია საზოგადოების ინსტიტუტმა (“კანონის და ჯანმრთელობის ინიციატივა” და “ადამიანის უფლებებისა და მმრთველობის საგრანტო პროგრამა”). ძალიან დასაფასებელია ამ ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების წვლილი: ნინო კიკნაძე (ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”); თამარ ეზერი და ჯონათან კოენი, რომლებიც ზოგადად ზედამხედველობისა და რედექტირების გარდა, არიან საერთაშორისო და რეგიონული პროცდურების, პაციენტის უფლებების და ვალდებულებების თავის და ჯუდი ოვერალთან ერთად შესავალი ნაწილის თანაავტორები; მადლობას ვუხდით მარიანა ბერბეკ როსტასს რეგიონული პროცედურების თავის განახლებისთვის; პოლ სილვას (ღია საზოგადოების ინსტიტუტის კომუნიკაცების ოფიცერი) სახელმძღვანელოს დიზაინთან დაკავშირებით რჩევებისა და კოორდიანციისთვის და ჯინ კრისკოლას და თორნიკე ლორთქიფანიძეს სახელმძღვანელოს დიზაინისათვის.

განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ: იან ბირნე, “ინერრაითს”-ის მთავარი იურისტი, რომელმაც დაწერა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული სისტემები და ჯუდი ოვერალთან ერთად მოამზადა სახელმძღვანელოს ტერმინთა საძიებელი; ესტერ ცერნუსი ეროვნული ნაწილის რედაქტირებისთვის; ასევე სარა აბიოლა საერთაშორისო და რეგიონული ნაწილის სტილისტური რედაქტირებისთვის, ანა კრუკოვა რატიფიცირებული დოკუმნტების ცხრილის მომზადებისთვის. მადლობას იმსახურებენ: თამარ დეკანოსიძე და მარიამ ღავთაძე საბოლოო რედაქტირებისათვის, აბრევიატურების ნაწილის და ცხრილების მომზადებისათვის და მარინა კვაჭაძე საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტბის მიმოხილვისთვის.

და ბოლოს, ეს სახელმძღვანელო ვერ იარსებებდა რომ არა ღია საზოგადოების ინსტიტუტის კონსულტანტის, ჯუდი ოვერალის ენთუზიაზმი და მონაწილეობა ამ პროექტში.