ჩვენს შესახებ

ვებგვერდი www.healthrights.ge შექმნილია საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის პროექტის „ადამიანის უფლებების განხორციელება პაციენტთა მზრუნველობის სფეროში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება–საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

ვებგვერდის მიზანია იურისტებს, ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებს, პაციენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაციას ადამიანის უფლებების შესახებ პაციენტთა მზრუნველობის სფეროში.

ვებგვერდის ერთ–ერთი ძირითადი მიზანია საზოგადოებას გააცნოს პრაქტიკული სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“, რომელიც 2011 წელს შეიქმნა ღია საზოგადოების ინსტიტუტის “კანონის და ჯანმრთელობის პროგრამის” და “ადამიანის უფლებებისა და მმართველობის საგრანტო პროგრამის” და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” – “კანონის, მედიის და ჯანმრთელობის” ინიციატივის მიერ. სახელმძღვანელო პრაქტიკული დანიშნულებისაა და წამოადგენს გზამკვლევს იურისტებისათვის, რათა მათ გაუადვილდეთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დასაცავად. ვინაიდან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები მუდმივად იცვლება და ვითარდება, შესაბამისად, ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიაშიც  პერიოდულად შევა ცვლილებები.

ჩვენს გვერდზე ასევე გთავაზობთ: ჯანდაცვის სფეროში არსებულ როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო კანონმდებლობას; სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ანგარიშებს; ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკას; ასევე იმ სახემწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას და პაციენტთა უფლებებს.