8.1 ეროვნული პროცედურები

31. ივლ, 2011 / 8. ეროვნული პროცედურები და დამატებები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

პაციენტის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის უფლება მიმართოს სასამართლოს

“პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულია პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სასამართლოსადმი მიმართვისა და შესაბამისი მოთხოვნის უფლება; კერძოდ: პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს ქონებრივი ზიანისა და არაქონებრივი ზიანის კომპენსაცია, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც პაციენტის უფლებების დარღვევით, ისე მცდარი სამედიცინო ქმედებით, აგრეთვე, სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზითა და სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ აუცილებელია დადასტურდეს თავად ფაქტი (ვთქვათ, პაციენტის უფლების დარღვევისა) და შესაბამისად უნდა მოთხოვნილი იქნეს კომპენსაცია. მაგ: მცდარი სამედიცინო ქმედება თუ არ იქნა შესაბამისად (ექსპერტიზით და ა.შ.) დადასტურებული, ბუნებრივია სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ ქმედებიდან გამომდინარე ზიანის შესაძლო მიყენებისა და აღნიშნულიდან გამომდინარე მისი ანაზღაურების თაობაზე.

პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს ასევე უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება და სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარული სტანდარტების შეცვლა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პაციენტს შეუძლია მიმართოს რეგულირების სააგენტოს, ხოლო სანიტარული კოდექსი გაუქმებულია.