6.2 პაციენტის ვალდებულებები

31. ივლ, 2011 / 6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

საქართველოს კანონმდებლობაში პაციენტის უფლებების სპეციფიკური რეგულირების ცოტა შემთხვევა არსებობს. უმეტსეწილად, ეს შემთხვევებია გამონაკლისები გარკვეული უფლებებიდან (მაგ: გამონაკლისი ინფორმაციის მიღებაზე უარის თმის უფლებიდან, გამონაკლისი მკურნალობაზე უარის თქმის უფლებიდან).

სამედიცინო ჩარევაზე თანხმობის ვალდებულება

სამედიცინო ჩარევაზე თანხმობის ვალდებულება, როგორც ასეთი, არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით; იგი განხილულია, როგორც გამონაკლისი სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმის უფლებიდან.

) ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციისკანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია:

კონსტიტუცია არ შეიცავს დებულებას აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

სამედიცინო ჩარევაზე თანხმობის ვალდებულება დაკავშირებულია მკურნალობაზე უარის თქმის უფლებასთან. კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ (მუხ. 9) ითვალისწინებს გამონაკლისს პაციენტის უფლებიდან უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე, თუ კანონი განსაზღვრავს ამას. იგივე მუხლის მიხედვოთ, ასეთი გამონაკლისი შეიძლება უკავშირდებოდეს იმუნიზაციას, საკარანტინო ღონისძიებებს, სამკურნალო და საკარანტინო ზომებს გადამდები დაავადებების განვითარების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეთათვის.

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ:

კანონის 23-ე მუხლის თანახმად, «აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა» (მუხ. 23). პაციენტის უფლებათა შესახებ კანონი განსაზღვრავს ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა პაციენტს არ აქვს უფლება უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე: «მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია» (მუხ. 36.2)

საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ:

კანონი არ განსაზღვრავს პაციენტის/მოქალაქის ვალდებულებას გაიროს მკურნალობა/სამედიცინე ჩარევა. იგი აწესებს გამონაკლისებს მკურნალობაზე უარის თქმის უფლებიდან (სხვა განხილული კანონების მსგავსად). «პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან» (მუხ. 5.2, ბ). ასეთი შეზღუდვები შეიძლება დაწსდეს ეპიდემიების და პანდემიების დროს.

მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ ფიზიკურ პირს მოსთხოვონ ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება ან/ და სათანადო მკურნალობა, თუ პირს დაუდასტურდება გადამდები დაავადების არსებობა (მუხ. 10.3).

განსაკუთრებული უფლებები აქვს მინიჭებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიას ეპიდემიების და პანდემიების კონტროლისთვის (მუხ. 12). ეს კომისია ვალდებულია მოსთხოვოს ეპიდემიის რეგიონებში მყოფ პირებს გაიარონ სამედიცინო შემოწმება.

გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით (მუხ. 11.3). პირს უფლება აქვს საამართლოში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება (მუხ. 11.2). საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი (მუხ. 11.1).

საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ:

კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ (მიღებული 2009 წლის 17 ნოემბერს) განსაზღვრავს სპეციალურ შემთხვევებს, სადაც აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა (მუხ. 6.3):

  • სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის;
  • ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის;
  • ქსოვილების დონორთათვის;
  • კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის.

ასეთი ვალდებულება წარმოიშობა მოქალაქის გადაწყვეტილების შემდეგ, გახდეს დონორი (სისხლის, ორგანოების და ა.შ.). როგორც კი პირი გადაწყვეტს აღარ იყოს დონორი, აივ ინფექციაზე ტესტირების ვალდებულება წყდება.

მუხ. 6.5-ის მიხედვით, აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ეს ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია ბრძანების გამოცემა აივ ინფექციაზე არასავალდებულო ტესტირების შესახებ, თუ ასეთი რამ არის გათვალისწინებული კანონით.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმრე აქტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

) სხვა წყაროები

ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ7 ზოგადად დასაშვებად მიიჩნევს კონვენციით მოცული უფლებების (მათ შორის თანხმობის უფლების) შეზღუდვას, თუ «ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ან სხვა პირების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.» (მუხ. 26 – შეზღუდვა უფლებების განხორციელებაზე).

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 

პაციენტის ვალდებულება მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

) ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუცია არ შეიცავს დებულებებს აღნიშნული ვალდებულების შესახებ.

კანონები:

საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ:

აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული, რომლისთვისაც ცნობილია საკუთარი აივ დადებითი სტატუსი, ვალდებულია დადგენილი წესით აცნობოს მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს საკუთარი აივ ინფიცირების შესახებ (მუხ. 11.2).

მუხ. 8.7 და მუხ. 11.2-ის მიხედვით, თუ აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებული პირი არ შეასრულებს ვალდებულებას ინფორმაციის მიწოდების შესახებ, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას-ხელშეწყობას ანდა მოვლას, ვალდებულია პირის მეუღლეს-სქესობრივ პარტნიორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია პირის აივ დადებითი სტატუსის შესახებ, თუ ცნობილია მისი მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა. კანონში არ ხდება ამ წესების სპეციფიკური განხილვა, გარდა 8.6 მუხლისა:

«მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ, რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის სანქციას პაციენტისთვის, რომელიც თავისი სტატუსის შესახებ არ შეატყობინებს მეუღლეს ან სექსუალურ პარტნიორს. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 131.1-ე მუხლი დასჯადად აცხადებს შიდსის შეყრის საფრთხის შექმნას.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმრე აქტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ინფორმაციის მიღების ვალდებულება 

ინფორმაციის მიღების ვალდებულება არის გამონაკლისი პაციენტის უფლებიდან, არ მიიღოს ინფორმაცია.

) ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუცია არ შეიცავს დებულებებს აღნიშნული ვალდებულების შესახებ.

კანონები:

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ:

პაციენტის უფლებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, პაციენტის უფლება არ მიიღოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, თუ «ინფორმაციის მიუწოდებლობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენტის ან/და მესამე პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.»
აქედან გამომდინარე, პაციენტი ვალდებულია მიიღოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თვით პაციენტის ან სხვა ადამიანებისთვის ზიანის ასაცილებლად.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმრე აქტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

) სხვა წყაროები

ევროპის საბჭოს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის8
10.3 მუხლის თანახმად, შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს პირის უფლებაზე არ მიიღოს ინფორმაცის მისი ჯანმრთელობის შესახებ. აქედან გამომდინარე, გამონაკლის შემთხვევებში პაციენტს შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი ნების საწინააღმდეგოდ.


7  საქართველოსთვის ძალაში შესვლის თარიღი 01.03.2001