5.1 საერთაშორისო და რეგიონული კანონმდებლობის სტატუსი

31. ივლ, 2011 / 5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

საქართველოში პაციენტის უფლებათა კანონმდებლობის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა მოძრაობამ ჯანდაცვის რეფორმირებისთვის ევროპაში. შედეგად, ძალიან მინიშვნელოვანი მთავრობათაშორისი ინსტრუმენტები განავითარეს ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: გაერო (UN), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), იუნესკო (UNESCO), ევროპის საბჭო, ექიმთა მსოფლიო ასოციაცია და ა.შ. უფრო მეტიც, პაციენტის უფლებათა დამცავი სპეციალური აქტები ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც1 მიიღეს.

ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებათა პრინციპებისა და სავალდებული ძალის მქონე დებულებების, ასევე რბილი სამართლის ნორმების ინკორპორაცია მოხდა ეროვნულ სამართალში. ზემოთაღნიშნული ორგანიზაციების მიერ განვითარებულმა სტრატეგიებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს საქართველოში პაციენტის უფლებათა კანონმდებლობის განვითარებაზე. მხედველობაში მისაღებია ასევე საერთაშორისო კვლევები, დასკვნები და იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც აქვთ პაციენტის უფლებათა სპეციალური კანონმდებლობა. დოკუმენტები, რომლებმაც მთავარი როლი ითამაშეს საქართველოში პაციენტის უფლებათა კანონმდებლობის შექმნაში არის ევროპაში პაციენტის უფლებების ხელშეწყობის შესახებ დეკლარაცია და კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ. მოგვიანებით საქართველომ ასევე მოახდინა კონვენციის და მისი სამი ოქმის რატიფიკაცია.

იხილეთ მთავარი დოკუმენტების (სავალდებულო და არასავალდებულო ძალის) ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოში პაციენტის უფლებათა კანონმდებლობის იდეოლოგიურ საფუძველს:

• ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლერაცია (1948);

• ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (1950);

• ევროპული სოციალური ქარტია (1961);

• საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966);

• საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ (1966);

• ბავშვის უფლებათა კონვენცია (1989);

• კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ (CHRB);

• ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ (1998);

• ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი ადამიანური წარმოშობის ორგანოების და ქსოვილების გადანერგვის შესახებ (2001);

• ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ (2005);

• ადამიანის გენომის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია; იუნესკო (1997);

• ჰელსინკის დეკლარაცია: რეკომენდაციები ექიმებისთვის ადამიანური სუბიექტების ბიოსამედიცინო კვლევაში ჩართვის დროს; ექიმთა მსოფლიო ასოციაცია;

• სამედიცინო ეთიკის პრინციპები; გაერო (1982);

• საერთაშორისო ეთიკური გაიდლაინები ადამიანების ბიოსამედიცინო კვლევაში ჩართვის შესახებ (1982, 1992) და საერთაშორისო გაიდლაინები ეპიდემიოლოგიური კვლევის ეთიკური გადასინჯვის შესახებ (CIOMS; 1991, 2002);

• ევროპაში პაციენტის უფლებათა ხელშეწყობის შესახებ დეკლარაცია (WHO; 1994).

• კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ (CHRB; ევროპის საბჭო; 1997);

• ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კაბინეტის სხვადასხვა რეზოლუციები და რეკომენდაციები;

o საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია #1418 (1999) ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის შესახებ ტერმინალურ მდგომარეობაში და სიკვდილის პირას მყოფი პაციენტებისთვის;

o მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაცია N. რეკ: (2003)24 პალიატიური მზრუნველობის ორანიზების შესახებ;

o მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაცია N. რეკ: (2004)10 ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის შესახებ;

საქართველომ ხელი მოაწერა და რატიფიკაცია მოახდინა ჯანმრთელობასთან, ბიომედიცინასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო და რეგიონული (ევროპული) ინსტრუმენტებს. ამ ინსტრუმენტთა ჩამონათვალი და მათი რატიფიკაციის თარიღი მოცემულია რატიფიკაციის ცხრილში.2

 


1 პირველი ასეთი ქვეყანა იყო ფინეთი

2 იხ. თავი I – შესავალი