4.3 ევროპული სისტემა

31. ივლ, 2011 / 4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომანდატი

მანდატი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECtHR), ევროპის საბჭოს ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) დებულებების შესრულებას. სასამართლო განიხილავს დავებს სახელმწიფოთა შორის და საჩივრებს ადამიანის უფლებათა ინდივიდუალურ დარღვევებზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი პასუხისმგებელია სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების აღსრულების მონიტორინგზე (იხილეთ მინისტრთა კომიტეტთან დაკავშირებული, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია).

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

ნებისმიერ ფიზიკური პირს ან სახელმწიფოს შეუძლია შეიტანოს საჩივარი უშუალოდ სასამართლოში კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მან ამოწურა სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება. განაცხადის ფორმის მოპოვება შესაძლებელია სასამართლოს ვებ გვერდზე (www.echr.coe.int/echr/).

ევროპის საბჭომ შექმნა სამართლებრივი დახმარების სისტემა განმცხადებელთათვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ იურიდიული წარმომადგენლობით. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წარადგინონ ინფორმაცია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს პრეზიდენტის მიწვევის საფუძველზე ან ამიცი ცურიაე («სასამართლოს მეგობრები») ფორმით, თუ მათ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აქვთ ინტერესი საქმეში ან ფლობენ სპეციალურ ცოდნას განხილვის საკითხთან დაკავშირებით და შეუძლიათ ასევე უჩვენონ, რომ მათი ჩართვა განხილვაში ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო მოსმენა, როგორც წესი, ღიაა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროპის საბჭო F-67075 სტრასბურგი-Cedex, საფრანგეთი

ტელ: +33 3 88 41 20 18; ფაქსი: + 33 3 88 41 27 30

ვებ გვერდი: www.echr.coe.int

სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი

მანდატი

სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი (ECSR), ასევე ევროპის საბჭოს ორგანოა, რომელიც ახორციელებს მთავრობათა მიერ ევროპის სოციალური ქარტიის (ES C) დებულებათა შესრულების რეგულარულ სამართლებრივ შეფასებას. ეს შეფასებები ეფუძნება ანგარიშებს, რომელთა წარდგენა ხდება მთავრობათა მიერ პერიოდულად ორიდან ოთხ წლამდე ინტერვალებით, რასაც ზედამხედველობის ციკლები ეწოდება. სამთავრობო კომიტეტი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ასევე აფასებენ მთავრობის მიერ წარდგენილ ანგარიშებს (იხილეთ მინისტრთა კომიტეტთან დაკავშირებული ქვემოთ მოცემული ინფორმაცია).

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

მთავრობათა მიერ ქარტიის ფარგლებში წარდგენილი ანგარიშები საჯაროა და მათზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპის საბჭოში საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობენ და შიდასახელმწიფოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ამის უფლება მინიჭებული აქვთ მთავრობის მიერ, ასევე შეუძლიათ ევროპის საბჭოში წარადგინონ კოლექტიური საჩივრები ქარტიის დარღვევასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ვებ გვერდი: www.humanrights.coe.int/cseweb/GB /index.htm

მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტი (www.coe.int/cm) ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ის შედეგება ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან (ან ამ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლებისაგან). სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ზედამხედველობისა და სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის ფარგლებში წარდგენილი ანგარიშების შეფასების გარდა, მინისტრთა კომიტეტი ასევე ამზადებს ცალკე რეკომენდაციებს წევრი სახელმწიფოებისათვის იმ საკითხებზე, რომლებზეც კომიტეტი შეთანხმდა „საერთო პოლიტიკაზე“ – მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს უკავშირდება. აღნიშნული რეკომენდაციების ნაწილის წარდგენა ხდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (www.assembly.coe.int) მიერ, რომელიც წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლებისაგან შემდგარი საკონსულტაციო ორგანოა.

მრჩეველთა კომიტეტი

მანდატი

მრჩეველთა კომიტეტი (AC) ეხმარება მინისტრთა კომიტეტს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის (FCNM) შესრულების მონიტორინგში. ის მონიტორინგს უწევს სახელმწიფოს მიერ კონვენციის შესრულებას მთავრობათა მიერ წარდგენილი პერიოდული ანგარიშების განხილვის მეშვეობით. აღნიშნული ანგარიშების განხილვის გარდა, კომიტეტს შეუძლია ჩაატაროს შეხვედრები მთავრობებთან და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სხვა წყაროებისაგან. კომიტეტი შემდეგ ამზადებს მოხსენებას, რომელიც წარედგინება მინისტრთა კომიტეტს. აღნიშნული მოხსენების საფუძველზე, მინისტრთა კომიტეტი გამოსცემს დასკვნებს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების ადეკვატურობის შესახებ. მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მრჩეველთა კომიტეტის ჩართვა დასკვნებისა და რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატი

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის სამდივნო

F-67075 სტრასბურგი – Cedex, საფრანგეთი

ტელ: +33/(0)3 90 21 44 33; Fax: +33/(0)3 90 21 49 18

ელ-ფოსტა: minorities.fcnm@coe.int

ვებგვერდი: www.coe.int/minorities

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წარუდგინონ მრჩეველთა კომიტეტს „ჩრდილოვანი ანგარიშები“ მთავრობის მიერ კონვენციის შესრულების ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენა უნდა მოხდეს კონვენციის სამდივნოს მეშვეობით (http://www.coe.int/t/dghl/ monitoring/minoriti es/2_Monitoring/NG O_Intro_en.asp).