4.2 საერთაშორისო სისტემა

31. ივლ, 2011 / 4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ადამიანის უფლებათა კომიტეტი (HRC)

მანდატი

ადამიანის უფლებათა კომიტეტი (HRC) ზედამხედველობას უწევს მთავრობის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის (ICCPR) შესრულებას. კომიტეტს გააჩნია ორი მანდატი: მონიტორინგი გაუწიოს სახელმწიფოს მიერ პაქტის შესრულებას მთავრობის მიერ წარდგენილი პერიოდული ანგარიშის განხილვის სახით და შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საჩივრები პაქტის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად.

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინონ „ჩრდილოვანი ანგარიშები“ მთავრობის მიერ პაქტის შესრულების ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენა უნდა მოხდეს კომიტეტის სამდივნოს მეშვეობით, რომელიც ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან არსებობს და აწარმოებს განრიგს, თუ როდის უნდა წარდგნენ მთავრობები კომიტეტის წინაშე. კომიტეტი იკრიბება წელიწადში სამჯერ. ფიზიკურ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ წარუდგინონ კომიტეტს საჩივრები პაქტის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად.

საკონტაქტო ინფორმაცია

პატრის ჟილიბერი

კომიტეტის მდივანი, UN OG-OHCHR

CH 1211 ჟენევა 10, შვეიცარია

ტელ: +41 22 917 9249; Fax: +41 22 917 9006

ელ-ფოსტა: pgillibert@ohchr.org

ვებგვერდი: http://www2.ohchr.org/english/bodies/hrc/index.htm

Patrice Gillibert

HRC Secretary, UN OG-OHCHR

CH 1211 Geneva 10, Switzerland

Tel: +41 22 917 9249; Fax: +41 22 917 9006

Email: pgillibert@ohchr.org

Web: http://www2.ohchr.org/english/bodies/hrc/index.htm

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი

მანდატი

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი ზედამხედველობას უწევს მთავრობის მიერ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულებას. კომიტეტი მონიტორინგს უწევს სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ პროგრესს მთავრობების მიერ წარდგენილი პერიოდული ანგარიშების განხილვის გზით.

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტს წარუდგინონ „ჩრდილოვანი ანგარიშები“ მთავრობის მიერ პაქტის შესრულების ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენა უნდა მოხდეს კომიტეტის სამდივნოს მეშვეობით, რომელიც ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან არსებობს და აწარმოებს განრიგს, თუ როდის უნდა წარდგნენ მთავრობები კომიტეტის წინაშე. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ვან-ჰი ლი

კომიტეტის მდივანი

ოთახი 1-025, ვილსონის სასახლე, ერთა სასახლე

8-14 მშვიდობის გამზირი

CH 1211 ჟენევა 10, შვეიცარია

ტელ: +41 22 917 9321; Fax: +41 22 917 9046

ელ-ფოსტა: wlee@ohchr.org

ვებ გვერდი: http://www2.ohchr.org/english/bodies/cescr/index.htm

Wan-Hea Lee

CES CR Secretary Office 1-025, Palais Wilson, Palais des Nati ons

8-14 Avenue de la Paix

CH 1211 Geneva 10, Switzerland

Tel: +41 22 917 9321; Fax: +41 22 917 9046

Email: wlee@ohchr.org

Web: htt p://www2.ohchr.org/english/bodies/cescr/index.htm

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი

მანდატი

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CERD) წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულ ორგანოს, რომელიც ახორციელებს სახელმწფოთა მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესრულების მონიტორინგს. ის ზედამხედველობას უწევს ამ კუთხით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებულ პროგრესს მთავრობათა მიერ წარდგენილი პერიოდული ანგარიშების განხილვის გზით. კომიტეტი შემდგომში შენიშვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს სახელმწიფოს „დასკვნითი მოსაზრებების“ ფორმით. გარდა სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი ანგარიშების კომენტირებისა, კომიტეტი მონიტორინგს ახორციელებს ასევე ადრეული გაფრთხილების პროცედურისა და სახელმწიფოთშორისი და ინდივიდუალური საჩივრების განხილვის მეშვეობით.

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ კომიტეტს წარუდგინონ „ჩრდილოვანი ანგარიშები“ მთავრობის მიერ კონვენციის შესრულების ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენა უნდა მოხდეს კომიტეტის სამდივნოს მეშვეობით, რომელიც ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან არსებობს და აწარმოებს განრიგს, თუ როდის უნდა წარდგნენ მთავრობები კომიტეტის წინაშე. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნატალი პრუვე

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მდივანი

ხელშეკრულებებისა და კომისიის განყოფილება

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ვილსონის სასახლე

52 პბკის ქუჩა

CH 1201 ჟენევა 10, შვეიცარია, საფოსტო მისამართი: UN OG-OHCHR,

CH 1211 ჟენევა 10, შვეიცარია

ტელ: +41.22.917.93.09; Fax: +41.22.917.90.22

ელ-ფოსტა: nprouvez@ohchr.org

ვებ გვერდი: http://www2.ohchr.org/english/bodies/cerd/

International Labour Organization

Nathalie Prouvez

Secretary of the Committ ee on the Eliminati on of Racial Discriminati on

Treati es and Commission Branch

Office of the High Commissioner for Human Rights, Palais Wilson

52 rue des Pвquis CH 1201 Geneva 10, Switzerland ,Mailing address: UN OG-OHCHR, CH 1211 Geneva

10, Switzerland

Tel: +41.22.917.93.09; Fax: +41.22.917.90.22

Email: nprouvez@ohchr.org

website: http://www2.ohchr.org/english/bodies/cerd/

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

მანდატი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომელიც გაეროში მდებარეობს, ძირითადად დაინტერესებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შრომით სფეროში. 1989 წელს მათ მიიღეს კონვენცია დამოუკიდებელ ქვეყნებში მკვიდრი მოსახლეობისა და ტომების შესახებ. სახელმწიფოებმა უნდა წარუდგინონ კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე დასაქმებულთა და მუშათა შიდასახელმწიფოებრივ ასოციაციებს. დასაქმებულთა და მუშათა ეროვნულ გაერთიანებებს შეუძლიათ წარადგინონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში კომენტარები აღნიშნული ანგარიშების შესახებ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი აფასებს ანგარიშებს და შეუძლია გაუგზავნოს მთავრობებს „პირდაპირი მოთხოვნები“ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ექსპერტთა კომიტეტი შემდგომში აქვეყნებს „დასკვნებს“ ანგარიშში, რომლის წარდგენა ხდება შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ ანგარიშის საფუძველზე, კონფერენციის სტანდარტების გამოყენების კომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ცალკეული ინდივიდუალური საქმეების უფრო დეტალურად შესწავლის შესახებ და გამოაქვეყნოს შესაბამისი დასკვნები. გარდა ამისა მუშათა და დასაქმებულთა ასოციაცებს შეუძლიათ წარადგინონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში განცხადება იმის თაობაზე, რომ წევრმა სახელმწიფომ ვერ შეძლო კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ასევე წევრ სახელმწიფოს შეუძლია შეიტანოს ორგანიზაციაში საჩივარი სხვა წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

კონვენცია მოუწოდებს მთავრობებს კონსულტაცია გაწიონ მკვიდრ მოსახლეობასთან ანგარიშების მომზადების პროცესში. მკვიდრ მოსახლეობას შეუძლია ასევე შეუერთდეს მუშათა გაერთიანებას ან ჩამოაყალიბოს საკუთარი მუშათა გაერთიანება იმისათვის, რომ პირდაპირ დაამყაროს კონტაქტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ექსპერტთა კომიტეტი ხვდება ყოველი წლის ნოემბერსა და დეკემბერში, შრომის საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ივნისში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ოფისთან ურთიერთობის განყოფილება

4 მოღილონის ქუჩა

CH 1211 ჟენევა 22, შვეიცარია

ტელ. +41.22.799.7732; ფაქსი: +41.22.799.8944

ელ-ფოსტა: RELOFF@ilo.org

ვებ გვერდი: www.ilo.org/public/english/index.htm

Contact

Office Relations Branch

4 ruedes Morilons

CH 1211 Geneva 22, Switzerland

Tel. +41.22.799.7732; Fax: +41.22.799.8944

Email: RELOFF@ilo.org

Web: www.ilo.org/public/english/index.htm

 

ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი

მანდატი

ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი ზედამხედველობას უწევს მთავრობის მიერ ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) შესრულებას. კომიტეტს აქვს სამი მანდატი: სახელმწიფოს მიერ CEDAW-ს შესრულების პროგრესის მონიტორინგი მთავრობათა მიერ წარდგენილი პერიოდული ანგარიშების განხილვის მეშვეობით, ქალთა უფლებების დარღვევების შესახებ ინდივიდუალური საჩივრების შესწავლა CEDAW-ს ფაკულტატური ოქმის შესაბამისად, და სახელმწიფოებში მისიების განხორციელება იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც უკავშირდება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების სისტემურ ან მძიმე დარღვევებს.

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წარუდგინონ კომიტეტს „ჩრდილოვანი ანგარიშები“ სახელმწიფოს მიერ CEDAW-ს შესრულების ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენა უნდა მოხდეს ქალთა გაძლიერების განყოფილების მეშვეობით, რომელიც ნიუ-იორკ-ში მდებარეობს და აწარმოებს განრიგს, თუ როდის უნდა წარდგნენ მთავრობები კომიტეტის წინაშე. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ. ფიზიკურ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ასევე წარადგინონ კომიტეტში საჩივრები ფაკულტატური ოქმის შესაბამისად, ან შეუძლიათ შესთავაზონ კომიტეტს, განახორციელოს მისია კონკრეტულ სახელმწიფოში, როგორც მის მიერ წარმოებული გამოძიების პროცედურის ნაწილი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ცუ-ვეი ჩანგი

კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ქალთა გაძლიერების განყოფილება

ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტი ორი გაეროს პლაზა

ოთახი DC2, 12 სართული

ნიუ იორკი, NY 10017

ტელ: +1 (212) 963-8070;

ფაქსი: +1 (212) 963-3463

ელ-ფოსტა: changt@un.org

ვებგვერდი: http://www.un.org/womenwatch/daw/cedaw/cedaw38/NG Onote.pdf

Contact

Tsu-WeiChang
Coordinati on and Outreach Unit, Division for the Advancement of Women Department of Economic
and Social Aff airs

Two UN Plaza

Room DC2, 12th Floor

New York, NY 10017

Tel: +1 (212) 963-8070; Fax: +1 (212) 963-3463

Email: changt@un.org

Web: http://www.un.org/womenwatch/daw/cedaw/cedaw38/NG Onote.pdf

ბავშვის უფლებათა კომიტეტი

მანდატი

ბავშვის ულებათა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულებას. ის ახორციელებს სახელწიფოს მიერ კონვენციის შესრულების პროგრესის მონიტორინგს მთავრობათა მიერ წარდგენილი პერიოდული ანგარიშების განხილვის მეშვეობით.

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წარუდგინონ კომიტეტს „ჩრდილოვანი ანგარიშები“ სახელმწიფოს მიერ კონვენციის შესრულების ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენა უნდა მოხდეს ბავშვის უფლებათა კონვენციის სამდივნოს მეშვეობით, რომელიც ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან მდებარეობს და აწარმოებს განრიგს, თუ როდის უნდა წარდგნენ მთავრობები კომიტეტის წინაშე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია ანდიაევიჩ-ბოკო

კომიტეტის მდივანი,

8-14 მშვიდობის გამზირი, CH 1211 ჟენევა 10, შვეიცარია

ტელ: +41 22 917 9000; ფაქსი: +41 22 917 9022

ელ-ფოსტა: mandrijasevic@ohchr.org

www2.ohchr.org/english/bodies/crc/index.htm

Maja Andrijasevic-Boko

CRC Secretary, 8_14 Avenue de la Paix, CH 1211 Geneva 10, Switzerland

Tel: +41 22 917 9000; Fax: +4122 917 9022

Email: mandrijasevic@ohchr.org

www2.ohchr.org/english/bodies/crc/index.htm

გაეროს ქარტიის შესაბამისად დაფუძნებული ორგანოები

ზემოთ ჩამოთვლილ სახელშეკრულებო ორგანოებთან ერთად, არსებობს ასევე რიგი ორგანოები, რომლებიც შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით გაეროს ქარტიის შესაბამისად. ქარტიის შესაბამისად შექმნილი ძირითადი ორგანოა ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC), რომელმაც შეცვალა ადამიანის უფლებათა კომისია (CHR) 2006 წელს. საბჭო გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანოა, რომლის მანდატი ითვალისწინებს „ადამიანის უფლებათა დარღვევებთან, მათ შორის მნიშვნელოვან და სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებული სიტუაციის დარეგულირებას“. საბჭოს მოვალეობები მოიცავს: უნივერსალურ პერიოდულ გადახედვას (UPR), სპეციალურ პროცედურებს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მრჩეველთა კომიტეტს (ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციისა და დაცვის ყოფილ ქვეკომისიას) და საჩივრების პროცედურას. ეს ფუნქციები შეჯამებულია შემდეგ ვებ გვერდზე: http://www2.ohchr.org/english/bodies/hrcouncil/

უნივერსალური პერიოდული გადახედვა UPR

2008 წლიდან ადამიანის უფლებათა საბჭო პერიოდულად განახორციელებს სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მოვალეობებისა და ვალდებულებების გადახედვას. გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო გაივლის ამ კონტროლს ოთხი წელიწადში ერთხელ. გადახედვის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება წელიწადში სამჯერ ორი კვირით. გადახედვისას მხედველობაში იქნება მიღებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ანგარიში, სპეციალური პროცედურებისა და სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციები და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მიერ წარდგენილი ინფორმაცია.

სპეციალური პროცედურები

„სპეციალური პროცედურები“ არის ზოგადი ტერმინი, რომლითაც მოიხსენიებენ იმ ფიზიკურ პირებს (სპეციალურ მომხსენებლებს, სპეციალურ წარმომადგენლებს, ან დამოუკიდებელ ექსპერტებს) ან ჯგუფებს (სამუშაო ჯგუფები), რომლებსაც ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მინიჭებული აქვთ მანდატი შეისწავლონ კონკრეტულ ქვეყნებში არსებული სპეციფიური სიტუაციები ან თემატური საკითხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საბჭოში ამჟამად გათვალისწინებულია 28 თემატური და 10 სახელმწიფოებრივი სპეციალური პროცედურა. სპეციალური პროცედურების საქმიანობა მოიცავს ინდივიდუალურ საჩივრებზე რეაგირებას, კვლევების განხორციელებას, სახელმწიფოებრივ დონეზე ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით რჩევების გაწევას და უფლებათა განმტკიცებისაკენ მიმართულ ზოგად საქმიანობაში მონაწილეობას. სპეციალური პროცედურები განიხილება როგორც „ყველაზე ეფექტური, მოქნილი და ქმედითი მექანიზმები გაეროს სისტემაში“.

სპეციალური პროცედურები, რომლებიც წინამდებარე პრაქტიკოსთა სახელმძღვანელოშია მოხსენიებული მოიცავს:

• სამუშაო ჯგუფი თვითნებური დაკავების საკითხებზე;

• სპეციალური მომხსენებელი ექსტრასასამართლო, გამარტივებული ან თვითნებური აღსრულების საკითხების შესახებ

• სპეციალური მომხსენებელი ყველას უფლებაზე ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი სტანდარტით

• სპეციალური მომხსენებელი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე
• დეტალური ინფორმაციისათვის სპეციალური პროცედურების შესახებ იხილეთ http://www.ohchr. org/english/bodies/chr/special/index.htm

ადამიანის უფლებათა საბჭოს მრჩეველთა კომიტეტი

ადამიანის უფლებათა საბჭოს მრჩეველთა კომიტეტი ფუნქციონირებს როგორც ტჰინკ ტანკ, უზრუნველყოფს საბჭოსათვის ექსპერტიზისა და რჩევების მიწოდებას, ახორციელებს ასევე თემტურ კვლევებს საბჭოსათვის საინტერესო საკითხებზე, მისივე მოთხოვნით. კომიტეტი 18 ექსპერტისაგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადა 3 წელია.

საჩივრების პროცედურა

საჩივრების კონფიდენციალური პროცედურა ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგინონ საჩივრები „ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან და სარწმუნოდ დადასტურებულ დარღვევებზე“. პროცედურის მიზანია იყოს „მსხვერპლზე ორინეტირებული“ და ივარაუდება, რომ გამოძიებები ჩატარდება დროულად. საჩივრებს განიხილავს ორი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იკრიბება წელიწადში სულ ცოტა ორჯერ, ხუთი დღით.

ეკონომიკური და სოციალური საბჭო

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC) კოორდინაციას უქევს გაეროს იმ 14 სპეციალიზირებული სააგენტოს, ფუნქციონალური კომისიების და რეგიონული კომისიების საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებო და ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობენ. საბჭო წელიწადში ატარებს რამდენიმე მოკლე სხდომას და ძირითად ყოველწლიურ სხდომას ივლისსში, რომელიც ოთხი კვირა გრძელდება. საბჭო რეგულარულად ახორციელებს კონსულტაციას სამოქალაქო საზოგადოებასთან, დაახლოებით 3 000 არასამთავრობო ორგანიზაციას მინიჭებული აქვს საკონსულტაციო სტატუსი. საბჭოს მიერ აკრედიტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ, წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები და განცხადებებით წარდგნენ საბჭოსა და მისი დამხმარე ორგანოების წინაშე. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც საკონსულტაციო სტატუსი აქვთ მინიჭებული, იხილეთ ვებ გვერდზე http://www.un.org/esa/coordinati on/ngo/

საბჭოს სააგენტოები და კომისიები, რომლებიც შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ ან უკავშირდებოდნენ წინამდებარე პრაქტიკოსთა სახელმძღვანელოს:

• კომისია ქალთა სტატუსის შესახებ

• კომისია ნარკოტიკულ საშუალებებზე

• კომისია დანაშაულის პრევენციასა და სისხლის სამართალზე

• ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი

• ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭო