4.1 შესავალი

31. ივლ, 2011 / 4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფლებათა რეალიზაციის საქმეში. ეს მექანიზმები სახელმწიფოებმა შეიმუშავეს მათ მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად სავალდებულო ძალისაა, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმებს არ აქვთ პირდაპირი მბოჭავი ძალა სახელმწიფოებისთვის, თუმცა ზოგიერთ ორგანოს შეუძლია შეიმუშაოს იურიდიულად სავალდებულო დადგენილებები რეგიონულ დონეზე. [1]

ზოგადად, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები გამოიხატება, როგორც:

  • სასამართლოები, რომლებიც მოქმედებენ სასამართლო უფლებამოსილების ფარგლებში და
  • იღებენ გადაწყვეტილებას, რომლებიც ხელისუფლებისათვის ტრადიციული გაგებით
  • სავალდებულოდოკუმენტს წარმოადგენს;

კომიტეტები, რომლებიც განიხილავენ მთავრობათა მიერ წარდგენილ ანგარიშებს მათ მიერ ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების შესრულების შესახებ და, ზოგიერთ შემთხვევაში, განიხილავენ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ საჩივრებს.

ამ თავის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო და რეგიონული (ევროპული) მონიტორინგის მექანიზმების შესახებ. ასევე მოცემულია დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია.

[1] იხ.მინი ნუმა კომტი. ვ. Sec’y of Health & Ors., [გუერეროს რაიონული სასამართლო], J.A.IA. 1157/2007-II (მექს.); ასევე იხ. კრისტოფ ჰეინსი და ფრანს ვილოენი, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეკრულებების ზეგავლენა ადგილობრივ დონეზე (ჰააგა: კლუწერის საერთაშორისო კანონი, 2002). (მოიცავს 20 ქვეყნის ანგარიშის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი საერთაშორისო კომიტეტების გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის განხილვას).

———