3.4 ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებელთა უფლებები

31. ივლ, 2011 / 3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

წინამდებარე ნაწილი წარმოადგენს ევროპის შესაბამის რეგიონალურ სტანდარტებს, როგორც ეს მოცემულია ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის კონვენციასა და ევროპის სოციალურ ქარტიაში. იგი ასევე განმარტავს, თუ როგორ არის ინტერპრეტირებული ეს სტანდარტები ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელთა სამ ძირითად უფლებასთან მიმართებით: (i) მუშაობასთან დაკავშირებული უფლებები, მათ შორის მუშაობისა და თანასწორი შესაძლებლობების უფლება გენდერული დისკრიმინაციის გარეშე; (ii) შეკრებისა და გაერთიანების უფლება, მათ შორის უფლება ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და მოაწყონ გაფიცვები; და (iii) სამართალწარმოების უფლება და მასთან დაკავშირებული უფლებები, როგორიცაა სამართლიანი სასამართლო პროცესი, დაცვის ეფექტური საშუალებები, პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის დაცვა და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.

თავი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. პირველი ნაწილი განიხილავს სათანადო პირობებში მუშაობის უფლებას; მეორე ნაწილი განიხილავს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას; ხოლო მესამე ნაწილი – სამართალწარმოების უფლებას და მასთან დაკავშირებულ უფლებებს.

თითოეული ნაწილი მოკლედ მიმოიხილავს ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელთა უფლებების მნიშვნელობას და იძლევა პოტენციური დარღვევების მაგალითებს. წარმოდგენილია შესაბამისი სტანდარტები ევროსაბჭოს კონვენციებიდან. საბოლოოდ შეჯამებულია საკვანძო განმარტებითი სახელმძღვანელო პრინციპები პრეცენდენტული სამართალზე დაყრდნობით და მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოცემული დასკვნითი დაკვირვებები სახელმწიფო ანგარიშებიდან.

სათანადო პირობებში მუშაობის უფლება
მუშაობის უფლება და მუშაობასთან დაკავშირებული უფლებები გარანტირებულია ევროპის სოციალური ქარტიით (ES C). მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში ყურადღება არ მახვილდება ხსენებულზე, ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის შესაბამისი სტანდარტები შეიძლება მოიცავდეს 2 (სიცოხლის უფლება) და 3 მუხლებს (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ დაცვას სამუშაო ადგილას არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ.

ევროპის სოციალური უფლებების კომისიამ ფართო განმარტება მოგვცა საკადრის პირობებში მუშაობის უფლების შესახებ ევროპის სოციალურ ქარტიაში, კერძოდ კი შემდეგ ოთხ სფეროში: მუშაობის უფლება (მუხლი 1[2]) და თანასწორი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციის გარეშე (მუხლი 20); კეთილგონივრული ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების უფლება (მუხლი 2[1]); უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობებში მუშაობის უფლება (მუხლი 3); და სამართლიანი ანაზღაურების ქონის უფლება.65 თითოეული მათგანი განხილულია ამ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჯანდაცვის სექტორის პერსონალზე პირდაპირი მითითება, ისინი იგივე უფლებებით სარგებლობენ როგორც სხვა მომუშავე პირები.

 

მუშაობისა და თანასწორი შესაძლებლობების უფლება გენდერული დისკრიმინაციის გარეშე

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • მიუხედავად მამაკაც კოლეგებთან შედარებით ქალი ექიმის უკეთესი შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციისა, მას არ აწინაურებენ;
  • ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ ჯანდაცვის სექტორში დასაქმება ტერიტორიული დაპირისპირების საფუძველზე, რაც შედეგად განსახილველად გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს;
  • მდედრობითი სქესის თანამშრომლები ხშირად დისკრიმინებული არიან მამრობითი სქესის თანამშრომლების მიერ და შესაბამისი ზომები არ მიიღება ამის აღმოსაფხვრელად.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

  • მუხლი 5.3 1(2) ევროპის სოციალური ქარტია: მუშაობის უფლება – მუშაობის უფლების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ეფექტურად დაიცვან მომუშავე პირის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით საცხოვრებელი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობა.
  • მუხლი 1(2) ევროპის სოციალური ქარტია, მუშაობის უფლების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად იგი დაყოფილია სამ ცალკეულ საკითხად:

ა) ყოველგვარი სახის დისკრიმინაციის აკრძალვა სამსახურში (რაც მოიცავს გენდერზე დაფუძნებული თანასწორი შესაძლებლობების ქონის უფლებას);
ბ) ნებისმიერი სახის ქმედების აკრძალვა, რომელიც ეწინააღმდეგება დასაქმებული პირის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით საცხოვრებელი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას;66
გ) იძულებით ან ძალდატანებით მუშაობის აკრძალვა. პირველი ორი საკითხი განხილულია ქვემოთ, სადაც ხაზგასმულია დისკრიმინაციის განსაზღვრება და მოქმედების სფეროები. ასევე მოკლედ მიმოხილულია მისაღები სახელმწიფო პოლიტიკა, მიმართული ისეთი დისკრიმინაციული საქმიანობის წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავს მუშაობის უფლებას, როგორც ეს მოცემულია მუხლში 1.
დასაქმებისას ყველა ფორმის დისკრიმინაციის აკრძალვა

  • ევროპის სოციალური ქარტია განსაზღვრავს დისკრიმინაციას, როგორც პიროვნების განსხვავებულ მოპყრობას ისეთ სიტუაციებში, სადაც ამგვარი მოპყრობა არ ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს, არ ეფუძნება ობიექტურ და კეთილგონივრულ მიზნებს ან დასახული მიზნის არა პროპორციულია.67 შეფასება იმისა, თუ რამდენად ექვემდებარება განსხვავებული მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს და მისი პროპორციულია, მოცემულია ევროპის სოციალური ქარტიის G მუხლში (შეზღუდვები).
  • 1(2) მუხლის თანახმად კანონმდებლობა უნდა კრძალავდეს დასაქმებისას ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის სქესის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, უნარშეზღუდულობის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე დისკრიმინაციას.68 ეს დებულება თავისი არსით დაკავშირებულია ევროპის სოციალური ქარტიის სხვა დებულებებთან, კერძოდ კი მუხლი 20 (დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობით უფლება, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე) და მუხლი 15(2) (შრომის უუნარო პირების დასაქმების უფლება).
  • კანონმდებლობა უნდა კრძალავდეს როგორც პირდაპირ ასევე ირიბ დისკრიმინაციას.69
  • ირიბ დისკრიმინაციას ადგილი აქვს, როდესაც ქმედება ან პრაქტიკა, რომელიც იდენტურია ყველასთვის, ლეგიტიმური მიზნების გარეშე არა პროპორციულად მოქმედებს განსხვავებული რელიგიის ან რწმენის, უნარშეზღუდულობის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულების, ან ეთნიკური წარმომავლობის მქონე პირებზე.70
  • დისკრიმინაციას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, თუ ვერ ხერხდება ყველა შესაბამისი განსხვავებების გათვალისწინება ან შესაბამისი ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ უფლებები და საერთო უპირატესობები, რომლებიც ყველასთვის ღიაა, ნამდვილად ხელმისაწვდომია ყველასათვის და ყველას მიერ.71
  • დისკრიმინაციულ ქმედებებს და ამ დებულებით აკრძალულ ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ზოგადად სამსახურში აყვანის ან დასაქმების პირობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაზღაურება, ტრენინგი, დაწინაურება, გადაყვანა და გათავისუფლება ან სხვა საზიანო ქმედებები.72
  • დისკრიმინაციის აკრძალვის ეფექტურობისათვის, ქვეყნის კანონმდებლობა სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

» ნებისმიერი დებულების გადადების, გაუქმების, ან ცვლილებების შეტანის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება თანასწორი მოპყრობის პრინციპებს, რომლებიც ასახულია საერთო სამუშაო ხელშეკრულებებში, დასაქმების კონტრაქტებსა თუ კომპანიის საკუთარ ნორმებში;73
» დაქირავებული პირის დაცვა, დამქირავებლის მიერ გათავისუფლების ან სხვა რეპრესიული ქმედებისაგან, რომელმაც სარჩელი შეიტანა ან სხვა კანონიერი ქმედება მიიღო;
» დაცვის შესაბამისი და ეფექტური საშუალებები, რომლებიც შეეფერება და პროპორციული და ხელმისაწვდომია დაზარალებულთათვის დისკრიმინაციის შესახებ განცხადებისას. კომპენსაციის წინასწარ განსაზღვრული ზედა ზღვარის დაწესება ეწინააღმდეგება მუხლს 1(2).74
» შიდა კანონმდებლობა ასევე უნდა უნდა უზრუნველყოფდეს მოსარჩელეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის შემსუბუქება.

შემდეგი ზომები ასევე მიმართულია დისკრიმინაციასთან ბრძოლისაკენ ევროპის სოციალური ქარტიის 1(2) მუხლის შესაბამისად:

  • აღიარებს პროფესიული კავშირების უფლებას იმოქმედონ დასაქმების დროს დისკრიმინაციის შემთხვევებში, მათ შორის კერძო პირების სახელით;75
  • გაასაჩივრონ დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც საერთო ქმედების განხორციელების უფლებას არღვევს;
  • ჩამოაყალიბონ, განსაკუთრებული, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობს თანასწორ მოპყრობას, კერძოდ დისკრიმინაციის მსხვერპლ პირებს გაუწევს საჭირო მხარდაჭერას სასამართლო საქმის წარმოებისას;
  • ევროპის სოციალური ქარტიის ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მათ ტერიტორიაზე მუშაობის უფლება მისცენ. მიუხედავად ამისა, მათ უფლება არ აქვთ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს აუკრძალონ მუშაობა გარდა G მუხლში მოცემული მიზეზებისა. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეიძლება აეკრძალოთ მხოლოდ ისეთი თანამდებობების დაკავება, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასთან ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან და რომლებიც საჯარო მოხელის საქმიანობას გულისხმობს;76
  • დაუშვებელია პირის სამსახურში არ მიღება ან თანამდებობიდან გათავისუფლება მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა თუ თანამდებობა დაკავშირებულია სამართალწესრიგის დაცვასთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან ან ამგვარი პასუხისმგებლობების შემცველ საქმიანობასთან.77

» სოციალური უფლებების ევროპის კომისია მცირე განმარტებას იძლევა შემდეგ სტანდარტზე: «დაუშვებელია ნებისმიერი პრაქტიკის აკრძალვა, რამაც შეიძლება შეზღუდოს პირის მუშაობის უფლება.»
ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა დაარღვიოს ეს სტანდარტი მოიცავს:
– ნახევარ განაკვეთზე მუშაობასთან მიმართებით ადეკვატური სამართლებრივი დაცვის ნაკლებობა. კერძოდ, უნდა არსებობდეს წესები, რათა თავიდან იქნას აცილებულ არა დეკლარილებული დამატებითი სამუშაო საათების არსებობა და თანაბარი ანაზღაურება როგორც სრულ ასევე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის.78
– უკანონო ჩარევა დასაქმებულის პირად ცხოვრებაში, რომელიც დაკავშირებული ან მომდინარეობს მათი საქმიანობიდან, კერძოდ კი ელექტრონული კომუნიკაციისა და მონაცემების შეგროვების ტექნიკის საშუალებით.79
» ვეროპის სოციალური ქარტიამუხლი 20: თანაბარი შესაძლებლობები სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე
დასაქმებისა და საქმიანობის საკითხებში ყველა მომუშავე პირს აქვს თანაბარი შესაძლებლობებისა და თანსწორი მოპყრობის უფლება ყოველგვარი სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე. დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შესაძლებლობებისა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ ეს უფლება და მიიღონ სათანადო ზომები შემდეგ სფეროებში:

) დასაქმების ხელმისაწვდომობა, სამსახურიდან დათხოვნისაგან დაცვა და პროფესიული რეინტეგრაცია; ) პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრა, პროფესიული მომზადება, გადამზადება და რეაბილიტაცია; )დასაქმების ვადები და სამუშაო პირობები, ანაზღაურების ჩათვლით; ) სამსახურებრივი წინსვლა, დაწინაურების ჩათვლით.

ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათები და ადამიანის უფლებები

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • ექიმი რეგულარულად მუშაობს კვირაში 100 საათს, დრო და დრო 18 საათიან ცვლებს;
  • მედდა იძულებულია იმუშაოს დამატებითი საათები წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 2(1): შრომის სამართლიანი პირობებით სარგებლობის უფლება

შრომის სამართლიანი პირობებით უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ დაადგინონ ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების გონივრული რაოდენობა და უზრუნველყონ სამუშაო კვირის თანმიმდევრული შემცირება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა შრომის პროდუქტიულობის ზრდისა და სხვა შესაბამისი ფაქტორები;

  • ევროპის სოციალური ქარტიის მუხლი 2(1) უზრუნველყოფს მომუშავე პირის უფლებას დაწესებულ იქნას გონივრული ყოველდღიურ და ყოველკვირეულ სამუშაო საათები, დამატებითი სამუშაო საათების ჩათვლით. კანონმდებლობა, დებულებები, საერთო ხელშეკრულებები ან ნებისმიერი სხვა სავალდებულო ძალის მქონე საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს ამ უფლებას. რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ლიმიტები პრაქტიკაშიც მოქმედებს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანმდებობის პირი ზედამხედველობას უნდა უწევდეს სამუშაო საათების დაცვას.
  • ევროპის სოციალური ქარტია კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რაში მდგომარეობს გონივრული სამუშაო საათები და აფასებს სიტუაციებს თითოეული შემთხვევის საფუძველზე: განსაკუთრებით ხანგრძლივი სამუშაო საათები (დღეში 16 საათზე მეტი ან კვირაში 60 საათზე მეტ ხანს) ითვლება არაგონივრულად და შესაბამისად ეწინააღმდეგება ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნებს.
  • დამატებითი სამუშო საათები არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ დამქირავებლის ან დაქირავებულის გადაწყვეტილების საგანი. დამატებითი სამუშო საათების მიზეზები და მათი ხანგრძლივობა უნდა ექვემდებარებოდეს დადგენილ წესებს.80
  • მუხლი 2(1) ასევე განიხილავს კვირის სამუშაო საათების თანმიმდევრულ შემცირებას, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა შრომის პროდუქტიულობის ზრდისა და სხვა შესაბამისი ფაქტორები. ეს «შესაბამისი ფაქტორები» შესაძლოა მოიცავდეს შესასრულებელი სამუშაოს ხასიათს და უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკებს, რომელთაც მომუშავე პირი ექვემდებარება.81
  • გამოძახებით მუშაობის პერიოდები, როდესაც თანამშრომელს არ მოეთხოვება დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ითვლება სამუშაო დროდ და იგი ვერ განიხილება როგორც დასვენების პერიოდი, როგორც ეს მოცემულია ევროპის სოციალურ ქარტიის მე-2 მუხლში, გარდა განსაკუთრებული საქმიანობების შემთხვევისა ან კონკრეტული გარემოებების დროს და სათანადო პროცედურების დაცვით. არაეფექტური მუშაობა ვერ განიხილება როგორც შესაბამისი კრიტერიუმი ამგვარი პერიოდის დასვენების პერიოდად მიჩნევისათვის.82

უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • რენდგენოლოგიის განყოფილებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი ხშირად უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას, ვინაიან მუშაობს საფრთხის შემცველ, მაღალი დონის რადიაციას მატარებელ აპარატურასთან, რომლის შემოწმება ან გამოცვლა არ მომხდარა;
  • მედდა ინფიცირებულია აივ ვირუსით მას შემდეგ რაც არ მოხდა სამედიცინო აღჭურვილობის სტანდარტების შესაბამისად სტერილიზება;
  • პერსონალის სასადილო, კვლავ ფუნქციონირებს ჰიგიენურ სტანდარტებთან შეუსაბამობის მიუხედავად.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 3: უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლებაუსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მუშაკთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ჰიგიენისა და შრომითი გარემოს შესახებ შესაბამისი ეროვნული პილიტიკის ფორმულირება, განხორციელება და პერიოდული გადახედვა, ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანია შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის გაუმჯობესება და ავარიებისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილება, შრომით გარემოში არსებული საფრთხის მინიმიზაციის გზით;1.მიიღონ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული ნორმები; 2. დააწესონ ზედამხედველობა ასეთი ნორმების შესრულებაზე; 3. ხელი შეუწყონ პრევენციული და საკონსულტაციო ფუნქციების მქონე შრომითი ჰიგიენის სამსახურების განვითარებას.

  • ყოველი პირის უფლება იმუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოში «ფართოდ აღიარებული პრინციპია, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს პირადი ხელშეუხებლობის უფლებიდან, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრინციპია».83
  • ამგვარად ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის მიზანი პირდაპირ კავშირშია ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მე-2 მუხლთან, რომელიც აღიარებს სიცოცხლის უფლებას.84
  • ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლი ეხება როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორს.85
  • საწარმოო რისკის პრევენცია პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს. იგი ყველა დონეზე საჯარო მოხელეების საქმიანობის ნაწილი უნდა გახდეს და იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი (დასაქმებაზე, უნარშეზღუდულ პირებზე, თანაბარ შესაძლებლობებზე და სხვა)86. მიღებული პოლიტიკა და სტრატეგიები რეგულარულად შეფასებულ და გადახედილ უნდა იქნას, კერძოდ ცვალებად რისკებთან მიმართებით.
  • დამცავ წესებთან შესაბამისობასთან ერთად ადგილი უნდა ჰქონდეს სამუშაოსთან დაკავშირებული რისკების რეგულარულ შეფასებას და რისკების ხასიათიდან გამომდინარე პრევენციული ზომები მიღებას, მომუშავე პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და ტრენინგებთან ერთად. დამქირავებლებს ასევე მოეთხოვებათ შესაბამისი ინფორმაციით, ტრენინგითა და სამედიცინო მეთვალყურეობით უზრუნველყონ დროებით მომუშავე პერსონალი და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე თანამშრომლები (მაგ.მთლიანი პერიოდის აღრიცხვა, როდესაცდაქირავებული პირი მუშაობს სხვადასხვა დამქირავებლებთან და ადგილი აქვს საშიში ნივთიერებების ზეგავლენას).87
  • ვეროპის სოციალური ქარტია არ განსაზღვრავს რეგულირებას დაქვემდებარებულ რისკებს. ზედამხედველობა ხდება არაპირდაპირი ფორმით საერთაშორისო საწარმოო უსაფრთოების სტანდარტების შესაბამისად (როგორიცაა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) კონვენციები და ევროპის თემის დირექტივები ჯანსაღი და უსაფრთხო მუშაობის პირობების შესახებ);
  • ქვეყნის შიდა კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს საკანონმდებლო სტრუქტურას (ხშირად შრომით კოდექსს) რომელიც აყალიბებს დამსაქმებლის პასუხისმგებლობებს, დაქირავებულის უფლებებსა და ვალდებულებებს და კონკრეტულ დებულებებს. რისკები რომელზეც სოციალური უფლებების ევროპის კომისია (ECSR) ყურადღებას ამახვილებს მოიცავს:

– სამუშაო ადგილების (აღჭურვილობის, ჰიგიენის) ჩამოყალიბება, შეცვლა და მომსახურება;
– საშიში ნივთიერებები;
– კონკრეტულ სექტორებთან დაკავშირებული რისკები (ჯანდაცვის სექტორი არ არის კონკრეტულად ნახსენები).

  • უმეტესობა ზემოხსენებული რისკებისა უნდა რეგულირდებოდეს სპეციალური დებულებებით – ისინი უნდა აყალიბებდნენ წესებს, რომლებიც საკმარისად დეტალურად იქნება მოცემული მათი სწორად და ეფექტურად გამოყენებისათვის.88 შესაბამისად, სოციალური უფლებების ევროპის კომისია მიიჩნევს, იმისათვის რომ იყოს 3(2) მუხლთან შესაბამისობა, სახელმწიფოებს არ მოეთხოვებათ წარმოადგინონ დაზღვევა ოკუპაციური დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისათვის;89
  • საჭიროა რეგულარული შემოწმება და დარღვევებზე ეფეტური ჯარიმების დაწესება.
  • ოკუპაციური ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დებულებები უნდა მოიცავდეს ყველა დასაწმებულ პირს, სამუშაო ადგილს და საქმიანობის სექტორს;90

სამართლიანი ანაზღაურების უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • ზოგიერთი ჯანდაცვის თანამშრომლების ანაზღაურება, მის ქვეყანაში არსებული საშუალო ანაზღაურების 40% წარმოადგენს, ხოლო დამხმარე პერსონალს საშუალო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს;
  • დამატებით საათებზე მომუშავე მედდა იგივე ანაზღაურებას იღებს, რასაც ჩვეული სამუშაო საათების საზღაურად მიიღებდა.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 4-შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლება
შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
(1) აღიარონ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს; (2) აღიარონ მუშაკთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება, ცალკეული გამონაკლისების გათვალისწინებით; (3) აღიარონ ქალთა და მამაკაცთა მიერ თანაბარი ღირებულების სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების უფლება; (4) აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; (5) დაუშვან ხელფასებიდან დაქვითვები მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით ან საკანონმდებლო აქტებით, ასევე კოლექტიურ ხელშეკრულებაში ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნული უფლებები განხორციელდება კოლექტიური ხელშეკრულებების, ხელფასის დადგენის კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ან სხვა საშუალებებით.

  • იმისათვის რომ, ვეროპის სოციალური ქარტიის 4(1) მუხლის თანახმად ხელფასი სამართლიანად ჩაითვალოს იგი უნდა აღემატებოდეს სიღარიბის ზღვარს მოცემულ ქვეყანაში _ ანუ ქვეყანაში საშუალო ანაზღაურების 50%. ამას გარდა ხელფასი ზედმეტად არ უნდა განსხვავდებოდეს ქვეყნაში საშუალო ანაზღაურებისაგან. ევროპის სოციალური უფლებების კომისიის მიერ დადგენილი ზღვარია 60%.91
  • თანამშრომლებს, რომლებიც დამატებით საათებს მუშაობენ, უნდა მიეცეთ ანაზღაურება დამატებითი საათებისათვის.92 4(2) მუხლი უფლებას იძლევა თანამშრომელს მიეცეს შვებულების აღების საშუალება დამატებითი სამუშაო საათების კომპენსაციის სახით. იმ პირობით, რომ შვებულების ხანგრძლივობა აღემატება ნამუშევარი საათების ხანგრძლივობას. ამგვარად არ არის საკმარისი თანამშრომელს შევთავაზოთ დამატებითი სამუშაო საათების ტოლი შვებულება.93 4(2) მუხლის გამონაკლისი შემთხვევები შესაძლოა ავტორიზებულ იქნას კონკრეტულ შემთხვევებში. ეს «განსაკუთრებული შემთხვევები» განსაზღვრულია ევროპის სოციალური უფლებების კომისიის მიერ როგორც «საჯარო მოხელეები, აღმასრულებელი მენეჯერები და სხვა».94 საჯარო მოხელეებთან მიმართებით გამონაკლისები შეესაბამება 4(2) მუხლს.95 დამატებითი სამუშაოსათვის უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების გამონაკლისი არ გამოიყენება სახელმწიფო თანამშრომლებსა თუ საჯარო მოეხელეებზე, მიუხედავად მათი პასუხისმგებლობის ხარისხისა.96 გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას უმაღლესი მენეჯერების შემთხვევაში. ევროპის სოციალური უფლებების კომისიამ დაადგინა არა ანაზღაურებადი დამატებით ნამუშავერი საათების ლიმიტი, რომელზეც არ ხდება უფრო მაღალი ტარიფით ანაზღაურება.97
  • ქალები და კაცები თანაბარ ანაზღაურებას უნდა იღებდნენ ერთსა და იმავე სამუშაოსთვის და ეს უფლება განსაკუთრებით ხაზგასმული უნდა იყოს კანონმდებლობაში.98 თანაბარი ანაზღაურების პრინციპი უნდა მოქმედებდეს ქალისა და კაცის მიერ შესრულებული ყველა სამუშაოსთვის. თანასწორობის პრინციპი უნდა ვრცელდებოდეს ანაზღაურების ყველა ასპექტზე, მათ შორის მინიმალურ ხელფასზე და ყველა იმ სარგებელზე, რომელიც პირდაპირ თუ არა პირდაპირ ანაზღაურდება დამქირავებლის მიერ.99 იგი ასევე უნდა ეხებოდეს სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებს, მოიცავდეს საათობრივი ანაზღაურების გამოთვლას, ხელფასის მატებას და გადახდის კომპონენტებს.100
  • დისკრიმინაციული ანაზღაურების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო და ეფექტურ დაცვას.101 თანამშრომლებს, რომელთაც განიცადეს დისკრიმინაცია, უნდა შეეძლოთ სასამართლოსთვის მიმართვა.
  • ქვეყნის შიდა კანონმდებლობა ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მოსარჩელეზე მტკიცების ტვირთის შემსუბუქებას, დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებულ საქმეებში. ნებისმიერმა პირმა, რომელიც განიცდის სახელფასო დისკრიმინაციას გენდერულ ნიადაგზე, უნდა მიიღოს საკმარისი კომპენსაცია, რაც აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს.102 არათანაბარი ანაზღაურების შემთხვევაში კომპენსაცია სულ მცირე უნდა ფარავდეს ანაზღაურებაში არსებულ სხვაობას.103

შეკრების და გაერთიანების თავისუფლება
პროფესიული კავშირების შექმნის თავისუფლება აღიარებულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 11-ე მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, აღნიშნული მუხლით მცირე რაოდენობის საქმეები აქვს განხილული, მან განსაზღვრა, რომ ეს უფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას თავი შეიკავოს რაიმე კავშირში გაწევრიანებისაგან. ამას გარდა, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განსაზღვრა, რომ მარეგულირებელი ორგანოების წევრებს არ ეხებათ ეს დებულება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში მომუშავე პირებისათვის, რადგან ეს უწყებები კანონის შესაბამისადაა დაფუძნებული და გააჩნია უფლებამოსილება გაატაროს დისციპლინარული ზომები მისი წევრების მიმართ.104

ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის 11 მუხლი: თავყრილობისა და კავშირების შექმნის თავისუფლება. http://www.interi-ghts.org/view-document/index.htm?id=520. იძლევა ინფორმაციას თუ როგორ განმარტავს ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის 11 მუხლს ვეოპის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლო.
ევროპის სოციალური ქარტია იძლევა გაფიცვის უფლების ყველაზე სრულყოფილ ანალიზს. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო უფრო შეზღუდულად იყო ჩართული პროფესიულ კავშირების საქმიანობის შესწავლაში, რომელიც ასევე გულისხმობს დასაქმებულთა უფლებას გაფიცვაზე.
ეს ნაწილი მოიცავს გაერთიანების თავისუფლების ორ ასპექტს: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, რომელიც მოცემულია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 11 მულხში და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და გაფიცვის უფლებას, რომელიც დაცულია ევროპის სოციალური ქარტიის 5, 6, 21 და 22 მუხლებით.

შეკრებისა და გაერთიანების უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • პროფესიული სამედიცინო კავშირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, რადგან მისი პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წამყვანი წევრია;
  • ყოველგვარი გამართლების გარეშე, უფლებამოსილი პირები ხელს უშლიან ანაზღაურების გაზრდის და პირობების გაუმჯობესების მიზნით შეკრების ჩატარებას.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებეათა დაცვის ევროპული კონვენცია, მუხლი 11 – (1)ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად. (2) დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.

  • მე-11 მუხლის თანახმად, «შეკრება» ავტონომიური კონცეფციაა, რომელიც არ არის დამოკიდებული სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობაში მიღებულ კლასიფიკაციაზე. აღნიშნული არის შესაბამისი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი.105
  • მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლება მხოლოდ კერძო სამართლის პირებს ეხება. საჯარო სამართლის პირები (კანონის საფუძველზე დაფუძნებული) არ განიხილება როგორც «კავშირები» იმ გაგებით, რომელსაც 11 მუხლი გულისხმობს. ეს შეზღუდვა შესაძლოა დაკავშრებული იყოს ჯანდაცვის პროფესიონალებთან და ეროვნულ პროფესიულ ორგანოებში მათ იძულებით წევრობასთან.106
  • უფლება ასევე მოიცავს თავისუფალ არჩევანს გაერთიანებებსა თუ პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.107
  • მუხლი 11 (2) საშუალებას იძლება «კანონიერი შეზღუდვები» დაწესდეს კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე (მაგალითად შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაზე) და ასევე «სახელმწიფო ადმინისტრაციის» წევრებზე.108 ამ უკანასკნელ ტერმინს ვიწრო ინტერპრეტაცია გააჩნია. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი ეხება თუ არა იგი მასწავლებლებს.109

პროფესიული კავშირები და გაფიცვის მოწყობის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • მედდას უარი უთხრეს დაწინაურებაზე იმ მიზეზით, რომ იგი ხელმძღვანელობას პრობლემებს უქმნიდა პროფესიულ კავშირში მისი საქმიანობებით;
  • შეთანხმება პროფესიულ კავშირსა და ჯანდაცვის უწყების მმართველობას შორის უზრუნველყოფს, რომ ვაკანტური ადგილების 30% შენახული იქნება კავშირის წევრებისათვის.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ევროპის სოციალური ქარტია: მუხლი 5-ორგანიზების უფლება
თავიანთი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად მუშაკთა და დამსაქმებელთა მიერ ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის და ამ ორგანიზაციებში გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ისინი თავიანთ ქვეყნებში მოქმედ შესაბამის კანომდებლობაში არ შეიტანენ ისეთ ნორმებს, და ასევე არ გამოიყენებენ საკანონმდებლო ნორმებს ისეთი ფორმით, რომელიც შეზღუდავს ზემოაღნიშნული თავისუფლებით სარგებლობას. შეიარაღებული ძალების წევრთა მიმართ ამ გარანტიების გამოყენების წესი და ფარგლები განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით.

  • სოციალური ქარტიის მე-5 მუხლი ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს. 110 სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულთათვის პროფესიულ კავშირებში გაერთიანების უფლებას და მოიცავდეს ეფექტურ სანქციებს და სამართალებრივი დაცცვის მექანიზმებს უფლების დარღვევის შემთხვევაში;
  • მე-5 მუხლის თანახმად, დასაქმებულ პირს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება გაწევრიანდეს თუ არა პროფესიულ კავშირში. ნებისმიერი სახის იძულებითი წევრობა პროფესიულ კავშირში ეწინააღმდეგება მე-5 მუხლს.111
  • სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ნათლად უნდა კრძალავდეს პროფესიულ კავშირებში ყველა სახის საწევრო და წევრობის შემდგომ შენატანებს და ავტომატურ დაქვითვებს ხელფასიდან112.  შესაბამისად, ხელშეკრულებაში ან სხვა იურიდული ძალის მქონე დოკუმენტში გათვალისწინებული ნებისმიერი ნორმა, რომელიც სამუშაო ადგილებს აკავებს კონკრეტული პროფესიული კავშირისათვის, არღვევს მე-5 მუხლს.113
  • პროფესიული კავშირების წევრები დაცულნი უნდა იყვნენ ნებისმიერი საზიანო ზეგავლენისაგან, რაც შეიძლება ახლდეს მათ მუშაობას, განსაკუთრებით სამსახურში აყვანის, გათავისუფლების ან დაწინაურების დროს დისკრიმინაციისაგან. თუ მსგავს დისკრიმინაციას ადგილი ექნება, ქვეყნის კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს კომპენსაციას, რომელიც მიყენებული ზიანის შესაბამისი და პროპორციულია.114
  • პროფესიული კავშირები და დამსაქმებელი ორგანიზაციები დაცულნი უნდა იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერი ჩარევისაგან მათ ინფრასტრუქტურასა და ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.115 მაგალითად, პროფესიული კავშირები უფლებამოსილნი არიან თავად აირჩიონ მათი წევრები და წარმომადგენლები. არ უნდა არსებობდეს გაუმართლებელი შეზღუდვები იმ მიზეზებზე, რომლის გამოც პროფკავშირს შეუძლია გაატაროს დისციპლინარული ქმედებები წევრის მიმართ.116 პროფესიული კავშირების უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო ადგილი და კავშირის წევრებს, დამსაქმებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე117 შეეძლოთ სამსახურში შეხვედრების მოწყობა,
  • პროფესიულ კავშირებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერი შეხვედრის მარტივად ორგანიზება, წინასწარი ნებართვისა და ფორმალობების გარეშე, როგორიცაა დეკლარაცია და რეგისტრაცია. თუ დაწესებულია გადასახადი ორგანიზაციის რეგისტრაციასა თუ ჩამოყალიბებაზე, იგი უნდა იყოს გონივრული და ემსახურებოდეს მხოლოდ წმინდა ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას.118
  • რეგისტრაციის მოთხოვნები, როგორიცაა წევრების მინიმალური რაოდენობა, შეესაბამება მე-5 მუხლის მოთხოვნებს, თუ რაოდენობა გონივრულია და ხელს არ უშლის ორგანიზაციის ჩამოყალიბებას.119
  • სახელმწიფს შიდა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს სხვადასხვა კონსულტაციებსა და კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ცალკეული პროფესიული კავშირებისთვის, იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებს.120
  • შესაძლოა შეზღუდულ იქნას გაფიცვის უფლება, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვა აკმაყოფილებს G მუხლში მოცემულ პირობებს, რომელშიც წარმოდგენილია ქარტიის მიერ უზრუნველყოფილი უფლებების შეზღუდვის კანონიერი გარემოებები. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენდეს საჭიროებას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ან საზოგადო ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადო ჯანმრთელობის ან მორალის დასაცავად.121
  • გაფიცვის აკრძალვა ისეთ სექტორებში, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ თემისათვის, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, რადგანაც ამ სექტორებში გაფიცვა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საზოგადოებრივ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას და/ან ჯანმრთელობას. უბრალოდ გაფიცვების აკრძალვა, თუნდაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორებში – მაგალითად „ენერგეტიკა“ ან „ჯანდაცვა“ _ თითოეული სექტორის კონკრეტული მოთხოვნების არაპროპორციულია. უკიდურეს შემთხვევებში, მინიმალური მომსახურების მოთხოვნების წარმოდგენა ამ სექტორებში შესაძლოა შეესაბამებოდეს 6(4) მუხლს.122

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 19 (4) მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლება დაცვასა და დახმარებაზე
დაცვასა და დახმარებაზე მიგრატ მუშაკთა და მათი ოჯახების უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: (4)კანონით რეგულირებულ ან ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ სფეროებში, თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი ასეთი მუშაკების მიმართ გამოიყენონ ისეთი ხელსაყრელი რეჟიმი, როგორიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ბ)პროფესიული კავშირების წევრობა და კოლექტიურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული უპირატესობებით სარგებლობა;

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 6 კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება
კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: (1) ხელი შეუწყონ მუშაკებსა და დამსაქმებლებს შორის ერთობლივი კონსულტაციების ჩატარებას; (2) აუცილებლობის და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ხელი შეუწყონ დამსაქმებელთა ან მუშაკთა ორგანიზაციებს შორის ნებაყოფილობით კონსულტაციების ჩატარების მექანიზმის ამოქმედებას, კოლექტიური ხელშეკრულებების დადების გზით, დასაქმების ვადებისა და პირობების განსაზღვრის მიზნით; (3) ხელი შეუწყონ მორიგებისა და ნებაყოფლობითი საარბიტრაჟო მექანიზმის გამოყენებას შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით; და აღიარებენ: (4) მუშაკთა და დამსაქმებელთა უფლებას მიიღონ კოლექტიური ზომები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში გაფიცვის უფლების ჩათვლით, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ადრე დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებიდან.

  • 6(4) მუხლის თანახმად საჯარო მოხელები სარგებლობენ უფლებით მოაწყონ გაფიცვა. დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობის აკრძალვა. მიუხედავად ამისა შესაძლოა შეზღუდულ იქნას გარკვეული კატეგორიის საჯარო მოხელეების გაფიცვა. G მუხლის თანახმად, ეს შეზღუდვები უნდა შემოფარგლულ იქნას იმ საჯარო მოხელეებით, რომელთა ვალდებულებები და ფუნქციები, მათი პასუხისმგებლობის ხასიათისა და ხარისხიდან გამომდინარე, პირდაპირ დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებსათან ან ზოგად საზოგადოებრივ ინტერესებთან.
  • გაფიცვა არ უნდა განიხილებოდეს როგორც გაფიცული თანამშრომლების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა, რაც გულისხმობს მათი დასაქმების ხელშეკრულების დარღვევას; მონაწილეობას უნდა თან ერთვოდეს გათავისუფლების აკრძალვა. თუ გაფიცვის დასრულების შემდეგ გაფიცულებს სრულად შეუნარჩუნდებათ მანამდე არსებული მდგომარეობა (მაგ. პენსიები, შვებულებები), ამ შემთხვევაში დასაქმების ხელშეკრულების ოფიციალური შეწყვეტა არ არღვევს 6(4) მუხლს.123 ნებისმიერი დაქვითვა გაფიცულების ხელფასებიდან არ უნდა აღემატებოდეს მათი გაფიცვაში მონაწილეობის ხანგრძლივობის პერიოდში მისაღებ ხელფასს.124 ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან გაფიცული პროფესიული კავშირის წევრები, მაგრამ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, უნდა სარგებლობდნენ იგივე დაცვით როგორც პროფესიული კავშირის წევრები.

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 21 ინფორმაციითა და კონსულტაციებით სარგებლის უფლება
შრომით დაწესებულებაში მომუშავე პირთა მიერ ინფორმაციათა და კონსულტაციებით სარგებლობის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან მხარი დაუჭირონ ისეთ ზომებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მუშაკებს ან მათ წარმომადგენლებს, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად: ა) რეგულარულად ან სათანადო დროს და ამომწურავად იყვნენ ინფორმირებული მათი დამსაქმებელი შრომითი დაწესებულების ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ზიანს მოუტანს შრომით დაწესებულებას, შეიძლება გამოცხადდეს კონფიდეციალურად; და ბ) სათანადო დროს გაეწიოთ კონსულტაცია ისეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს მუშაკთა ინტერესებზე, კერძოდ შრომით დაწესებულებაში მათი დასაქმების მდგომარეობაზე.

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხლი 22 სამუშაო პირობებისა და სამუშაო გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღების უფლება
სამუშაო პირობებისა და სამუშაო გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებაში მუშაკთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ გაატარონ ისეთი ზომები, რომლებიც საშუალებას მისცემს მუშაკებსა და მათ წარმომადგენლებს, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ: (ა) სამუშაო პირობების, მუშაობის ორგანიზაციისა და სამუშაო გარემოს განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში; (ბ)შრომით დაწესებულებაში ჰიგიენისა და უსაფრთხოების დაცვაში; (გ) შრომით დაწესებულებაში სოციალური და სოციალ-ეკონომიკური სამსახურების ორგანიზებაში; (დ) ამ საკითხებზე მიღებული აქტების შესრულების ზედამხედველობაში;

» ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 11 _ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
(1) ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.

  • პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და მათში გაწევრიანების უფლება გაერთინანების თავისუფლების შემადგენელი ნაწილია და არ განცალკევებულ და დამოუკიდებელ უფლებას.125
  • მე-11 მუხლი ცალკე არ უზრუნველყოფს პროფესიული კავშირების რაიმე კონკრეტულ უფლებას, როგორიცაა მაგალითად გაფიცვის ან მთავრობასთან კონსულტაციების წარმოების უფლება.126 პროფესიული კავშირების აზრი გათვალისწინებულ უნდა იქნას და მათ უნდა ჰქონდეთ უფლება მიიღონ ზომები რათა დაიცვან მათი წევრების სამუშაო ინტერესები.127
  • ეს დაცვა შეიძლება მოიცავდეს გაფიცვის უფლებას, რომლის შეზღუდვა მხოლოდ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება.128

სამართალწარმოების უფლება და მასთან დაკავშირებული უფლებები
ჯანდაცვის პროვაიდერებს აქვთ სამართალწარმოების უფლება, როდესაც მათ წინააღმდეგ (მხარე სამედიცინო დაწესებულება და არა ფიზიკური პირი) შეტანილია სარჩელი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სამართლიანი სასამართლო პროცესის ფართო განმარტებას იძლევა, რომელიც გარანტირებულია ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციით. ნათელია, რომ ეს უფლება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საავადმყოფოს წინააღმდეგ ლიცენზირებასა და სამედიცინო დაუდევრობასთან დაკავშირებული საქმეები.
არ არის აუცილებელი, რომ ადმინისტრაციული პროცედურები აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლს, რადგანაც გარკვეულწილად არსებობს შესაძლებლობა აპელირება მოხდეს სამართლებრივ პროცესებზე, რომლებიც არ უკავშირდება მე-6 მუხლის სტანდარტს. მსგავსად არ არის აუცილებელი რომ სამართალწარმოება ეთანხმებოდეს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს პროცესის თითოეულ ეტაპზე. სასამართლო შეაფასებს არის თუ არა მთლიანობაში სამართალწარმოება სამართლიანი.
ეს ნაწილი განიხილავს სამართალწარმოებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების ოთხ ასპექტს: სამართლიანი სასამართლოს უფლების განმარტება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6(1) მუხლში; სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება რომელიც ფორმულირებულია ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციის 13 მუხლში; პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის დაცვის უფლება – ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციის 8 მუხლი; და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება – ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციის 10 მუხლი.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციაში არ არსებობს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ცალკე უფლება და მუხლი 10 (გამოხატვის თავისუფლება) მხოლოდ შეზღუდულ დაცვას უზრუნველყოფს ინფორმაციასთან დაკავშირებით. არ არის მოცემული ინფორმაციის გავრცელების უფლება, ხოლო მისი მიღების უფლება ძალზედ ვიწროდ არის განმარტებული.
გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა ლეგიტიმურად შეზღუდულ იქნას, მუხლი 8 გამოყენებით, რაც გულისხმობს სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას. მაგალითად, მედიას არ აქვს სრული უფლება გამოაქვეყნოს უსაფუძვლო შეტევები საჯარო მოხელეების მიმართ.

სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • ექიმს, რომელის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დისციპლინარული საქმის განხილვა, საშუალება არ მიეცა ედავა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე;
  • ყოველგვარი განმარტებების გარეშე დისციპლინარულმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ მისი სხდომები უნდა იყოს დახურული;
  • მედდის დისციპლინარულ გადაცდომაზე, განხილვა სამ წელზე მეტ ხანს გრძელდება, რომლის განმავლობაში იგი დროებით ჩამოშორებულია საქმიანობას.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციის 6(1) მუხლისამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი სისხლის სამართლებრივი ნებისმიერი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა ზიანს მიაყენებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.

  • ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციის 6(1) მუხლი ვრცელდება სამოქალაქო ან სისხლის სამართლის საქმეებზე. იგი ასევე მოიცავს სახელმწიფოსა და კერძო პირებს ან მხარეებს შორის ყველა პროცედურას, რომლის შედეგიც „გადამწყვეტია“ სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დაცვისათვის.129
  • საქმეში კონიგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა: „მიუხედავად იმისა უნდა მიეკუთვნოს თუ არა უფლება სამოქალაქო უფლებებს… ეს უნდა განისაზღვრებოდეს კონკრეტული საქმის შინაარსითა და არა შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობაში მისი კლასიფიკაციის მიხედვით“.130
  • უბრალო საგამომძიებლო პროცედურა არ უკავშირდება 6(1) მუხლს.131
  • ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ დაადასტურა, რომ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები ნაგულისხმებია დისციპლინარულ სამართალწარმოებაში, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული საქმიანობის უფლებას. ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ხელმძღვანელობდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა სარჩელებით.132 ასევე მოცემულია ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილებები.133
  • 6(1) მუხლი ჩვეულებრივ გამოიყენება როდესაც კერძო პირი კომპენსაციას ითხოვს საჯარო მოხელისაგან უკანონო ქმედებისათვის. სამედიცინო დაუდევრობის გამო საავადმყოფოს წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები ასევე ექვემდებარება აღნიშნულ მუხლს.134
  • კერძო სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები კერძო დამქირავებლებსა და დაქირავებულ მუშაკებს შორის 6(1) მუხლით რეგულირდება.135 მიუხედავად ამისა, როგორც ზოგადი წესი, მოცემული მუხლი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების დასაქმებასთან დაკავშირებულ დავებზე.136

სამოქალაქო პროცესში მხარეს უფლება აქვს:
1. ჰქონდეს რეალური და ეფექტური ხელმისაწვდომობა სასამართლოზე;
2. მიიღოს შეტყობინება პროცესის დროსა და ადგილის შესახებ;137
3. ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე;

  • სამოქალაქო საქმეებში არ არსებობს სამართლებრივი დახმარების განსაკუთრებული საჭიროება. თუმცა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხელმისაწვდომობის უფლება და სამართლიანობა, კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული დახმარება.138
  • საქმის წარდგენა არ წარმოჩინდება ისე ეფექტურად სამოქალაქო კონტექსტში, როგორც ეს ხდება სისხლის სამართლის კონტექსტში. სასამართლოზე დასწრებასა და ზეპირ განხილვაზე არ არსებობს ავტომატური მოთხოვნა. ამ შემთხვევაში მოქმედებს „მხარეთა თანასწორუფლებიანობის“ პრინციპი.139
  • ორივე მხარეს უფლება აქვს ინფორმირებული იყოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი განაცხადისა და სხვა წერილობითი მასალების თაობაზე და აქვს უფლება გასცეს პასუხი.140
  • მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს ექსპერტის დასკვნა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მხარე ამას ითხოვს,141 იმ შემთხვევებში როდესაც ინიშნება ექსპერტი, დაცული უნდა იქნას „მხარეთა თანასწორუფლებიანობის“ პრინციპი.142
  • იმისათვის, რომ გამოტანილი იყოს გონივრული გადაწყვეტილების, სასამართლო არ არის ვალდებული დეტალური პასუხი გასცეს თითოეულ არგუმენტს, იგი უნდა შეეხოს საქმის არსებით საკითხებს.143
  • დისციპლინარული ან ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის შემთხვევაში არ არის აუცილებელი პროცესი ყველა ეტაპზე აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლს.144
  • მსგავსად, იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო ორგანო არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იგი არ დაარღვევს 6(1) მუხლს თუ განხილვა ექვემდებარება კონტროლს იმ ორგანოს მიერ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება გააუქმოს მისი გადაწყვეტილება.145
  • საჯარო სასამართლო სხდომის უფლება მოიცავს ექიმთა დისციპლინარულ სხდომებს.146
  • განსაზღვრა პროცესი რამდენად გონივრულ ვადებში ჩატარდა, დამოკიდებულია შესაბამის გარემოებებზე, მათ შორის საქმის სირთულეზე, მომჩივანის ქცევაზე და ასევე განსახილველი საქმის მნიშვნელობაზე.147 დროის პერიოდი იწყება სარჩელის შეტანიდან148 და არ სრულდება მანამ სანამ ყველა საკითხი – მათ შორის აპელაცია და ხარჯების განსაზღვრა – არ დასრულდება.149

ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • ექიმს არ ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია მას შემდეგ, რაც მის რეპუტაციას მიადგა ზიანი სამედიცინო დაუდევრობის უსაფუძვლო და ყალბი ბრალდებების ნიადაგზე, რომლებიც გაჩნდა პრესაში;
  • მედდას არ შეუძლია დასაქმების ტრიბუნალის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციის მუხლი 13 – სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება
ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

  • მე-13 მუხლში მოცემული განსაზღვრებების თანახმად, სამართლადაცვის ხელმისაწვდომობა უნდა მოიცავდეს სარჩელის განსაზღვრას და მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესწავლილ უნდა იქნას ყველა პროცედურა, მათ შორის სამართლებრივი და არა სამართლებრივი.150
  • სამართლებრივი დაცვის ოფიციალური საშუალებები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მე-13 მუხლის მოთხოვნებს,151 დამოკიდებულია სავარაუდო დარღვევის ხასიათზე. უმეტესობა შემთხვევებში, კომპენსაცია საკმარისი იქნება. ყველა შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის საშუალება უნდა იყოს ეფექტური როგორც პრაქტიკულად ასევე სამართლებრივად, რაც გულისხმობს, რომ არ უნდა ჰქონდეს ადგილი შეუსაბამო ჩარევას სახელმწიფო მოხელეების მხრიდან.152
  • უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა, დამოუკიდებელი უნდა იყოს დარღვევის ჩამდენი ორგანოსაგან.153

 
პირადი ცხოვრების და რეპუტაციის პატივისცემის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • საავადმყოფოს დირექტორის ტელეფონი ისმინება წინასწარი კანონიერი სანქციის არსებობის გარეშე;
  • ექიმი, რომელიც მონაწილეობს სამოქალაქო საქმეში საავადმყოფოს წინააღმდეგ (ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა უსამართლოდ) აღმოაჩენს, რომ მისი კორესპონდენცია ყოველდღიურად მოწმდება და იკითხება მისი თანხმობის გარეშე.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 8 პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(1) ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. (2) დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის, მე-8 მუხლის კონტექსტში, ტერმინი «პირადი ცხოვრება» შეიძლება მოიცავდეს პიროვნების ოფისს, მაგ. უზრუნველყოფდეს დაცვას ტელეფონის უკანონო მოსმენისაგან.154 დაცვა შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ ქცევასა და საქმიანობასას, რომელსაც შესაძლოა საზოგადოებაში ჰქონდეს ადგილი, რაც დამოკიდებულია პიროვნებას რამდენად აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი» და იყო თუ არა ეს მოლოდინი ნებაყოფლობით დათმობილი.155
» ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 10 (2) გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად
ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • თანამდებობის პირები არ აწვდიან თანამშრომლებს ინფორმაციას, რომ მათ საავადმყოფოში რადიაციის საშიშად მაღალი დონეა.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებების დაცვის კონვენცია, მუხლი 10 თავისუფალი გამოხატვის უფლება მათ შორის ინფორმაციის უფლება
ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

  • ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლში არ არის მოცემული ინფორმაციის გავრცელების უფლება. ინფორმაციის მიღების უფლება ვიწროდ განმარტებულია, როგორც უფლებამოსილი პირებისათვის აკრძალვა, შეზღუდონ პიროვნება იმ ინფორმაციის მიღებაში, რომლის გავრცელებაც სხვებს სურთ. სახელმწიფოს არ აქვს პოზიტიური ვალდებულება ინფორმაციის მოგროვებასა და გავრცელებაზე.156
  • ვინაიდან საჯარო მოხელეები უნდა სარგებლობნენ საზოგადოების ნდობით, ისინი შეიძლება დაცულნი იქნან «შეურაცხმყოფელი სიტყვიერი შეტევებისაგან». ამგვარ შემთხვევაშიც კი საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან მათთვის მინიჭებული ძალაუფლება გამოიყენონ მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებით და არა პირადი მიზნებისათვის.157

65 ევროპის სოციალური უფლებების კომისიის პრეცენდენტული სამართლის დაიჯესტი მუდმივად განახლებადია და მოცემულია შემდეგ მისამართზე: http://www.coe.int/t/dghl/monitoring/socialcharter/Digest/DigestIndex_en.asp

66 ევროსაბჭო. სოციალური უფლებების ევროპის კომისიის დასკვნები. დასკვნები (II და XVI-1). მუხლი§2 განმარტებები.

67 ტურზმის პროფესიონალთა პროფკავშირი საფრანგეთის წინააღმდეგ (Syndicat national des Professions du Tourisme v. France). (6/1999). 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

68 ევროსაბჭო. დასკვნები: ისლანდია. (XVIII -1); დასკვნები 2006 (ალბანეთი).

69 ევროსაბჭო. დასკვნები: ავსტრია. (XVIII -1).

70 დევიდ ჰარისი და სხვაბი. ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის კანონი (ოქსფორდი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2009), 607

71 აუტიზმის საერთაშორისო ასოციაცია-ევროპა (AIAE ) საფრანგეთის წინააღმდეგ (13/2002). 2003 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.

72 ევროსაბჭო. დასკვნები: ავსტრია. (XVI-1).

73 ევროსაბჭო. დასკვნები: ისლანდია. (XVI-1).

74 ევროსაბჭო. დასკვნები 2006: ალბანეთი

75 ევროსაბჭო. დასკვნები: ისლანდია. (XVI-1).

76 ევროსაბჭო. დასკვნები: 2006: ალბანეთი

77 ევროსაბჭო. დასკვნები: 2006: ლიტვა

78 ევროსაბჭო. დასკვნები: ავსტრია (XVI-1).

79 ევროსაბჭო. დასკვნები: ნორვეგია (XIV-2).

80 ევროსაბჭო. დასკვნები: ნიდერლანდები. (XIV-2).

81 I bid.

82 Confйdйrati on Franзaise de l’Encadrement CFE-CGC v. France. (16/2003). 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

83 ევროსაბჭო. დასკვნები I. მუხლი 3 განმარტებები

84 ევროსაბჭო. დასკვნები (XIV-2). მუხლი 3 განმარტებები

85 ევროსაბჭო. დასკვნები II . მუხლი 3 განმარტებები

86 ევროსაბჭო. დასკვნები 2005: ლიტვა

87 ევროსაბჭო. დასკვნები 2003: ბულგარეთი.

88 ევროსაბჭო. დასკვნები ნორვეგია. (XIV-2).

89 არანგოპოულოს ადამიანის უფლებების ფონდი (MFHR) ვ. საბერძნეთი. (30/2005). 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

90 ევროსაბჭო. დასკვნები 2005: ესტონეთი.

91 ევროსაბჭო. დასკვნები (XIV-2). მუხლი 4§1 განმარტება. კომისიის გამოთვლება ემყარება ნეტო ოდენობებს (გადასახადებისა და სოცილური შენატანების გამოკლების შემდეგ). სოციალური გადარიცხვები (მაგ. სოციალური დახმარება ან ბენეფიტი) მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ ხელფასთან.

92 ევროსაბჭო. დასკვნები I 4§2 მუხლის განმარტება.

93 ევროსაბჭრო. დასკვნები. ბელგია. (XIV-2).

94 ევროსაბჭრო. დასკვნები: ირლანდია. (IX-2).

95 ევროსაბჭრო. დასკვნები: ირლანდია. (X-2).

96 ევროსაბჭრო. დასკვნები: პოლონეთი. (XV-2).

97 Confйdйrati on Franзaise de l’Encadrement CFE-CGC v. France. (9/2000). 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებ

98 ევროსაბჭო: დასკვნები, სლოვაკეტის რესპუბლიკა (XV-2, დამატება).

99 ევროსაბჭო: დასკვნები, I. 4§3 განმარტებითი ნაწილი.

100 ევროსაბჭო: დასკვნები: პორტუგალია. (XVI-2).

101 ევროსაბჭო: დასკვნები: I. 4§3 განმარტებითი ნაწილი.

102 ევროსაბჭო დასკვნები. (XIII -5). დამატებითი პროტოკოლის მუხლი 1 განმარტებითი ნაწილი

103 ევროსაბჭო; დასკვნები: მალტა. (XVI-2).

104 ასევე იხ. სამართლებრივი უფლებების დაცვის საერთაშორისო ცენტრე. საერთ. უფლებები სახელმძღვანელო იურისტებისათვის.

105 კასანგოუ და ორს საფრანგეთის წინააღმდეგ (29 EHRR 615). მონადირეთა გაერთიანება საფრანგეთში ითვლება «კავშირად» რომელსაც მუხლი 11 გულისხმობს, თუმცა მთავრობაში იყო დისკუსიები, რომ იგი საჯარო სამართლის ინსტიტუტია.

106 ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ (Le Compte v. Belgium). (4 EHRR 1). მათი პროფესიის გამო მარეგულირებელი ორგნოს მიერ შეწყვეტის შემდეგ, ექიმები წარუმატებლად ასაჩივრებდნენ იძულებითი წევრობასა და მათი დისციპლინარული ორგანოების იურისდიქციაზე დაქვემდებარებას. რადგანაც მარეგულირებელ ორგანოს საჯარო სამართლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული – იგი ინტეგრირებული იყო სახელმწიფო სტრუქტურაში და მის უმეტეს ორგანოებში მოსამართლეები ინიშნებოდა სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პრაქტიკის მარეგულირებლის ფუნქცია და ექიმების რეგისტრაციის წარმოება, მისი ადმინისტრაციული, და დისცი-პლინარული უფლებამოსილებები, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ უნდა ყოფილიყო შეზღუდვები, რომ ექიმებს ჩამოეყალიბებინათ და გაწევრიანებულიყვნენ მათ საკუთარ პროფესიულ კავშირებში. ასევე იხ. შესაბამისი საქმეები Albert and Le Compte ბელგიის წინააღდეგ (7299/75, etc.) ექიმებთან დაკავშირებით; Revert and Legallais საფრანგეთის წინააღმდეგ (14331/88 and 14332/88) არქიტექტორები; A. და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ (13750/88) ადვოკატთა კოლეგია; და ბარტოლდი გერმანიის წინააღდეგ (8734/79) ვეტერინარ ქირურგებთან დაკავშირებით. ასევე იხ. O. VR. რუსეთის წინააღმდეგ (44139/98) და A ესპანეთის წინააღმდეგ (6 DR 188).

107 იანგი და ორს. დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (4 EHRR 38). «დაკეტილი მაღაზია,» რკინიგზის პროფესიული კავშირის იძულებითი წევრობა, სადაც დარღვეულ იქნა მუხლი 11. ასევე იხ. Sigurjonsson v. islandia. (A264).

108 ეს მიდგომა მოწონებული იყო ევროპის სოციალური უფლებების კომისიის მიერ, თუმცა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კავშირების შექმნის თავისუფლების კომისიას არ დაუმტკიცებულია იგი. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის 87 კონვენციის მუხლი 9(1) რომელიც ზღუდავს საჯარო მოხელეები უფლებას არ შეეხება «სახელმწიფო ადმინისტრაციას».

109 ვოგტი გერმანიის წინააღმდეგ (Vogt v. Germany). (21 EHRR 205). სასამართლომ ღიად დატოვა ის საკითხი არიან თუ არა მსაწავლებლები «სახელმწიფო ადმინისტრაციის» წევრები.

110 ევროსაბჭო. დასკვნები I. მუხლი 5 განმარტება.

111 ევროსაბჭო. დასკვნები III . მუხლი 5 განმარტება.

112 ევროსაბჭო. დასკვნები. VIII . 5 მუხლის განმარტებები

113 ევროსაბჭო. დასკვნები: დანია. (XV-1).

114 ევროსაბჭო. დასკვნები. 2004: ბულგარეთი.

115 ევროსაბჭო. დასკვნები. გერმანია. (XII -2).

116 ევროსაბჭო. დასკვნები. დიდი ბრიტანეთი. (XVII ).

117 ევროსაბჭო. დასკვნები: საფრანგეთი. (XV-1).

118 ევროსაბჭო. დასკვნები: დიდი ბრიტანეთი (XV-1). 119 ევროსაბჭო. დასკვნები: პორტუგალია. (XIII -5).

119 ევროსაბჭო. დასკვნები: პორტუგალია. (XIII -5).

120 ევროსაბჭო. დასკვნები: ბელგია. (XV-1); დასკვნები: საფრანგეთი. (XV-1).

121 ევროსაბჭო. დასკვნები: ნორვეგია. (X-1). ქარტიის 31 მუხლთან დაკავშირებით.

122 ევროსაბჭო. დასკვნები I. 6§4 მუხლის განმარტება; ბულგარეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაცია, შრომის კონფედერაცია»Podkrepa» და ვეროპის პროფესიული კავშირების კონფედერაცია v. ბულგარეთი (32/2005). 2006 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

123 ევროსაბჭო. დასკვნები: I. 6§4 მუხლის განმარტება

124 ევროსაბჭო. დასკვნები: საფრანგეთი. (XIII -1); Confйdйrati on Franзaise de l’Encadrement (CFE CGC) v. France. (16/2003). გადაწყვეტილება 12.11.2004

125 ბელგიის პოლიციის ეროვნული კავშირი ბელგიის წინააღმდეგ (National Union of Belgian Police v. Belgium). (1 EHRR 578).

126 შმიდტი და დალშტრომი შვედეთის წინააღმდეგ (Schmidt and Dahlstrom v. Sweden). (1 EHRR 632).

127 ბელგიის პოლიციის ეროვნული კავშირი ბელგიის წინააღმდეგ (National Union of Belgian Police v. Belgium). (1 EHRR 578).

128 ვილსონი და ორსი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (35 EHRR 20). სასამართლომ დაადგინა 11 მუხლის დარღვევა სადაც კანონი ნებას აძლევდა დამსაქმებელს უარეყო პროფესიული კაბშირების აღიარება საერთო მოლაპარაკებების მიზნით და შეეთავაზებინა წამახალისებელი ფაქტორები თანამშრომლებისათვის რათა მათ დაეთმოთ პროფესიული კავშირით მინიჭებული გარკვეული უფლებები.

129 რინგეისენი ავსტრიის წინააღმდეგ (1 EHRR 466).

130 კონინგ ვ. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის წინააღმდეგ (2 EHRR 170).

131 ფაიედი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (18 EHRR 393).

132 კონიგი გერმანიის წინააღმდეგ (Konig v. Germany). (2 EHRR 170). დისციპლინური ღონისძიებების შედეგად განმცხადებელს შეუჩერდა სამედიცინო კლინიკის მუშაობის უფლება

133 კონიგი გერმანიის წინააღმდეგ (Konig v. Germany). (2 EHRR 170); უიკრამსინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Wickramsinghe v. UK). (31503/96).

134 H საფრანგეთის წინააღმდეგ (H v. France). (12 EHRR 74).

135 ობერმაიერი ავსტრიის წინააღმდეგ (Obermeier v. Austria). (13 EHRR 290).

136 ლომბარდო იტალიის წინააღმდეგ (Lombardo v. Italy). (21 EHRR 188).

137 დე ლა პრადელი საფრანგეთის წინააღმდეგ (Dე Lა Pრადელლე ვ. Fრანცე). (A 253-B).

138 აიერი ირლანდიის წინააღმდეg (A irey v. Ireland). (2 EHRR 305); P და Ors გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (P and Ors v. UK). (35 EHRR 31).

139 რუის-მარტი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Marti n v. Spain). (16 EHRR 505).

140  დომბო ბეერი ბ. ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B. V. v. The Netherlands). (18 EHRR 213).

141 H საფრანგეთის წინააღმდეგ (H v. France). (12 EHRR 74).

142 მ ანტუანელი საფრანგეთის წინააღმდეგ (M antovanelli v. France). (24 EHRR 370). მოსარჩელეს სამედიცინო დაუდევრობის ბრალდების საქმეზე არ მიეცა საშუალება ინსტრუქცია მიეცა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტისათვის.

143 ჰელი ფინეთის წინააღმდეგ (Helle v. Finland). (26 EHRR 159).

144 ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ (Le Compte v. Belgium). (5 EHRR 533). სამედიცინო დისციპლინარული ორგანოს წარმოდგენილი კასაციის განხილვა არასაკმარისი იყო 6(1) მუხლისათვის რადგანაც სასამართლომ არ განიხილა საქმის გარემოებები რადგანაც ისინი მისი იურისდიქციის გარეთ იმყოფებოდნენ.

145 კინგსლი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Kingsley v. UK). (35 EHRR 10).

146 დინეტი საფრანგეთის წინააღმდეგ (Diennet v. France). (21 EHRR 554). დასკვნილ იქნას რომ ექიმის შეუსაბამო ქცევის განსახილველი სხდომა უნდა ჩატარებულიყო საჯაროდ, გარდა იმ შემთხვევის თუ კონფიდენციალური, პირადი ან პროფესიული საკითხები წარმოიშვებოდა საქმის წარმოებისას.

147 გასტი და პოპი გერმანიის წინააღდეგ (Gast and Popp v. Germany). (33 EHRR 37).

148 სკოპელიტი იტალიის წინააღმდეგ (Scopelliti v. Italy). (17 EHRR 493); დარნელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Darnell v. UK) (18 EHRR 205). მთელი ცხრა წლის განმავლობაში – მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დავა, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე სამართლებრივი გადახედვები, სამეწარმეო ტრიბუნალის სხდომა და დასაქმების სააპელაციო ტრიბუნალის სხდომა – ჩაითვალა არა კეთილგონივრულად.

149 სომიე გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Somjee v. UK). (36 EHRR 16).

150 სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Silver v. UK). (5 EHRR 347).

151 პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Peck v. UK). (36 EHRR 41).

152 აქსოი თურქეთის წინააღმდეგ (Aksoy v. Turkey). (23 EHRR 553).

153 ქჰანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Khan v. UK). (31 EHRR 45); ტეილორსაბორი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Taylor-Sabori v. UK). (36 EHRR 17).

154 ჰალფორდი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (20605/92). ოფისის ტელეფონი მოსმენა არღვევს 8 მუხლს.

155 ვონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (43 EHRR 7).

156 გუერა და ორს იტალიის წინააღმდეგ (26 EHRR 357).

157 იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (39084/97).