3.3 პაციენტის უფლებები

31. ივლ, 2011 / 3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ისევე როგორც წინა თავში, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეხება, წინამდებერე თავიც პაციენტის ცხრა ძირითად უფლებას ეხება. ესენია: პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; ინფორმაციის მიღების უფლება; ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება; სიცოცხლის უფლება; უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტზე; წამების და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება; დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დამცავი სპეციალური ნორმის არარსებობა, ხელს არ უშლის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პაციენტის უფლებათა საქმეების განხილვის დროს. ფსიქიკური აშლილობის გამო თავისუფლება შეზღუდული პირების უფლებათა დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს კონვენციის მე-5 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მე-3 მუხლი კრძალავს დაკავებულების წამებას და სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მათ შორის ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე დაკავებულ პირთა მიმართ. მე-8 მუხლი, რომელიც პირადი ცხოვრებას იცავს, სასამართლომ წარმატებით გამოიყენა პირადი სამედიცინო მონაცემების გამოაშკარავების შემთხვევებში.

ამ მაგალითების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო თავს არიდებს არაპირდაპირ ცნოს ჯანმრთელობის პოზიტიური უფლება, თუმცა, ეს უფლების დარღვევა არის სიციცხლის უფლების ხელყოფის წინაპირობა. ამ უფლებისთვის თავის არიდება სასამართლოს მიერ გამოწვეულია ევროპული სასამართლოს ზოგადი ტენდენციით, არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მოახდენენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ან/და სოციალურ ზეგავლენას პოლიტიკასა და რესურსებზე.

სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა განმარტა ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლი (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) თანმდევი გარანტიებით, როგორიცაა მე-13 მუხლი (სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება).
თუმცა, რადგან ევროპული სოციალური ქარტიის გამოყენება არ შეუძლიათ კერძო პირებს, კომიტეტის ანალიზი ეყრდნობა სახელმწიფოთა მოხსენებებს ან კოლექტიურ საჩივრებს, და ამიტომ, არის ზოგადი ხასიათის (მაგ. ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და უნდა არსებობდეს სათანადო პირობები). დღესდღეობით, კოლექტიური საჩივრების მექანიზმით, კომიტეტმა განიხილა მხოლოდ ერთი, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან დაკავშირებული საქმე – ღარიბი უკანონო იმიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა. ასე რომ, პრეცედენტული სამართალი ამ მიმართულებით განვითარების პროცესშია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც ამ თავში განიხილება, არის პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია, რომელიც მოიცავს სათანადო სპეციალურ გარანტიებს, თუმცა, არ არსებობს ამ სტანდარტების განხორციელებაზე სამეთვალყურეო ორგანო. ამიტომ, მათი განხორციელება არ შეუძლიათ უშუალოდ დაზარალებულებს საკუთარ უფლებათა დასაცავად. მიუხედავად ამისა, მათზე მითითება შეიძლება სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებების გამოყენების დროს, როგორიცაა მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის ანალიზის გამოყენება შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების უკეთესი განმარტებისთვის. არასავალდებულო დოკუმენტებზე დაყრდნობა (როგორიცაა პაციენტთა უფლებების ევროპული ქარტია), ამ დოკუმენტს ანიჭებს მეტ ძალასა და ავტორიტეტს და ხელს უწყობს მისი დებულებებისთვის საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების სტატუსის მინიჭებას.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • პირის თვითნებური დაკავება ფსიქიკური ავადმყოფობის საფუძველზე ექიმის დიაგნოზის გარეშე;
  • ინსტიტუციებში პაციენტებს არ აცნობებენ საკუთარ უფლებებს, რომ მიმართონ სასამართლოს;
  • ნარკოტიკების მომხმარებელი ქალი, მშობიარობის შემდეგ დაკავებულია სამშობიაროში და არ აძლევენ ბავშვზე მზრუნველობის უფლებას.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხ. 5(1) ():
ყველას აქვს თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად: … პირთა კანონიერად დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანების ან მაწანწალების კანონიერი დაკავება.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განმარტავს ,,სულით ავადმყოფობის» ცნებას, რადგან მისი მნიშვნელობა განვითარების პროცესშია.14 თუმცა: დადგენილია, რომ უნდა არსებობდეს ობიექტური სამედიცინო ჩვენება, რომ პირი განსაზღვრულ დროს ავლენს სულით ავადმყოფობას (საგანგებო მდგომარეობების გარდა).15 აქედან გამომდინარე, პროკურორის ბრძანებით ექიმის დიაგნოზის გარეშე პირის დაკავება არღვევს მე-5(1)(ე) მუხლს, მაშინაც კი, როცა დაკავების მიზანია ექიმისგან დიაგნოზის მიღება.16
  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააწესა პროცედურული გარანტიები მე-5(1)(ე) მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით: პირის იზოლირება შესაძლებელია მხოლოდ სათანადო სამართლებრივი პროცედურის გამოყენებით და არ შეიძლება იყოს თვითნებური. ,,სულით ავადმყოფობასთან» დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული ფსიქიკური აშლილობა და უნდა საჭიროებდეს იზოლირებას მკურნალობის მიზნით.17
  • უნდა ხდებოდეს ნებისმიერი მოქმედების პერიოდული შემოწმება, რაც უნდა მოიცავდეს სამართლიანი განხილვის ძირითად ელემენტებს.18 იმ შემთხვევებში, როდესაც არ ხდება ამ გარანტიების დაცვა, სასამართლო სახელმწიფოს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ადამიანის თავისუფლების დარღვევისთვის მე-5(1)(ე) მუხლიდან გამომდინარე.
  • მე-5 (1)(ე) მუხლის მიხედვით დაკავება შეიძლება გამართლებული იყოს, როგორც ინდივიდუალური ისე საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე. დაკავების კანონიერების განსაზღვრისთვის მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე იმას, დაკავება მოხდა საავადმყოფოში, კლინიკაში თუ სხვა სათანადო ინსტიტუციაში. თუმცა, ფაქტი, რომ დაკავება მოხდა შესაბამის ინსტიტუციაში, არ არის გარანტია იმისა, რომ პაციენტს სათანადოდ ეპყრობიან და უზრუნველყოფენ ნორმალური პირობებით. მე-5(1)(ე) მუხლის დარღვევა დაფიქსირდა, როდესაც დააკავეს აივ ინფექციის მატარებელი პირი მას შემდეგ, რაც მან გადასცა ვირუსი სხვა პიროვნებას სექსუალური კონტაქტის შედეგად.19

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

 

  • ექიმი საჯაროდ ააშკარავებს პაციენტის ნარკოტიკების მოხმარების ისტორიას პაციენტის თანხმობის გარეშე;
  • მთავრობა მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევებში შიდსით დაავადებულთა სტატუსის ინფორმაციის გამჟღავნებას;
  • ჯანდაცვის მუშაკები მოითხოვენ ახალგაზრდებისგან, მოიპოვონ მშობლების თანხმობა სქესობრივად გადამდები დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე;
  • დაწესებულებაში განთავსებულ პირებს არ ააქვთ პირადი ნივთების შესანახად გამოყოფილი ადგილი.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
მუხ. 8(1): ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელს და მიმოწერას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ: «პირადი ინფორმაციის დაცვა, მათ შორის სამედიცინო ინფორმაციის, არის ფუნდამენტური მნიშვნელობის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დასაცავდ. სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალობა არის წევრ-სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემების მნიშვნელოვანი პრინციპი. უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ პირადი ცხოვრების პატივისცემა, არამედ პაციენტის ნდობის შენარჩუნება სამედიცინო პროფესიის და, ზოგადად, ჯანდაცვის სერვისების მიმართ.»20
ამგვარი დაცვის მექანიზმის არსებობა აუცილებელია. სხვაგვარად პირები, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, არ გასცემდნენ პირადი და ინტიმური ხასიათის ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მათი სათანადო მკურნალობისთვის. აგრეთვე, არის შემთხვევები, როცა პირი არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს და საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, ხოლო გადამდები დაავადებების შემთხვევაში საზოგადოების ჯანმრთელობასაც.21
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჟღავნებამ «შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე, ასევე მის სოციალურ და სამუშაო გარემოზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტში სირცხვილის გრძნობა და საზოგადოებისგან განდევნა»22
ადამიანის სხეული არის პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური ასპექტი23. ამგავარად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ფიზიკურ ხელშეუხებლობის უფლებას შორის არსებობს აშკარა კავშირი.
» ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის ევროპული კონვენცია

მუხ. 10(1): ყველას აქვს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.


» ევროპის საბჭოს რეკომენდაცია (COE REC(2004)10)
მუხ. 13: ყოველგვარი ინფორმაცია, რომელიც პიროვნების ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება, უნდა იყოს კონფიდენციალური. ასეთი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გადაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ პროფესიული საიდუმლოების და პირადი მონაცემების შეგროვების წესების საფძველზე.


პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია
» მუხ. 6: ყველა ადამიანს აქვს პირადი ინფორმაციის საიდუმლოების უფლება. მათ შორის ინფორმაციის, რომელიც უკავშირდება მის ჯანმრთელობას, პოტენციურ დიაგნოზს ან ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას, აგრეთვე დიაგნოსტიკურ შემოწმებას, სპეციალისტთან ვიზიტს და, ზოგადად, სამედიცინო და ქირურგიულ მკურნალობას.


» ევროპაში პაციენტის უფლებათა ხელშეწყობის დეკლარაცია:
მუხ. 4(1) და (8): ყოველგვარი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უნდა იყოს კონფიდენციალური, პაციენტის გარდაცვალების შემდეგაც კი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ პირადი სივრცე.
» ევროპული კონვენცია «პერსონალური მონაცემების ავტომატური გზით დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ» აწესებს დამატებით გარანტიებს ადამიანის პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვისათვის:


მუხლი 5. მონაცემთა ხარისხი: პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება ავტომატიზირებულ დამუშავებას: მიღებული და დამუშავებული უნდა იყოს პირდაპირი და კანონიერი გზით; შენახული უნდა იქნას ზუსტად განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მათთან შეუთავსებელი გზით; უნდა იყოს ადეკვატური და არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლებისთვისაც ისინი ინახება; უნდა იყოს ზუსტი და საჭიროებისამებრ განახლებადი; დაცული უნდა იყოს იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას მხოლოდ იმ დროში, რაც საჭიროა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ინახება ეს მონაცემები.
მუხლი 6. მონაცემთა სპეციალური კატეგორიები: პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეეხება რასობრივ წარმომავლობას, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვა მრწამსს, ისევე როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს, არ ექვემდებარება ავტომატიზირებულ დამუშავებას გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილობრივი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მათი დაცვის შესაბამის გარანტიებს. იგივე ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ მონაცემებსაც.
მუხლი 7. მონაცემთა დაცვა: ავტომატიზირებულ ფაილებში შენახული მონაცემების დაცვის მიზნით, მიღებულ უნდა იქნას უსაფრთხოების შესაბამისი ზომები მათი შემთხვევითი თუ არასანქცირებული დარღვევის, შემთხვევითი დაკარგვის, ასევე მათთან არასანქცირებული შეღწევის, შეცვლის ან გავრცელების წინააღმდეგ.
მუხლი 8. დამატებითი გარანტიები მონაცემთა სუბიექტებისათვის: ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს: ა) მონაცემთა ავტომატიზირებული ფაილის არსებობის ფაქტის დადგენა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფაილის, მისი ძირითადი მიზნების, ასევე მოცემული ფაილის ადმინისტრატორის პიროვნების, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან ძირითადი სამუშაო ადგილის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდულობითა და გადაჭარბებული დაგვიანებისა თუ დანახარჯების გარეშე, მონაცემთა ავტომატიზირებულ ფაილში მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურება, ასეთ მონაცემთა მიწოდება მისაღები ფორმით; გ) საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოს მოითხოვოს ამ მონაცემთა გასწორება ან წაშლა თუ მათი დამუშავება მოხდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გზით, და რომელიც ეთანადება აღნიშნული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებში გადმოცმულ ძირითად პრინციპებს; დ) თავისი უფლებების რეალიზაციის მიზნით, მიიღოს ზომები საკუთარ განაცხადზე პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რომელიც ავტომატიზირებულ ფაილში პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურებას შეეხება, თუ მონაცემთა მიწოდება, შეცვლა ან წაშლა განხორციელდა მოცემული მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით.
ინფორმაციის მიღების უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

 

  • მთავრობა კრძალავს პუბლიკაციებს ნარკოტიკების გამოყენებასა და ზიანის შემცირებაზე, რადგან აცხადებს, რომ ამგვარი ინფორმაცია არაკანონიერ საქმიანობას უწყობს ხელს;
  • ახალგაზრდებს განზრახ არ აწვდიან ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და პრეზერვატივის გამოყენების შესახებ;
  • ბოშა ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებათა კონვენცია, მუხლი 8(1) – ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია მათ, ვისი ოჯახის და პირადი ცხოვრების უფლებას, კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, შეიძლება საფრთხე შეექმნას გარემოს დაბინძურების გამო24. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ნებისმეირ სარჩელს ჯანდაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების უფლებაზე წარმატების მეტი შანსი ექნება, თუ განიხილება მე-8 და არა მე-10 მუხლის ჭრილში.
» ადამიანის უფლებათა კონვენცია, მუხლი 10(1) – ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვიწროდ განმარტა კონვენციის მე-10 მუხლი და აღნიშნა, რომ იგი კრძალავს ხელისუფლების მიერ პიროვნების შეზღუდვას მიიღოს ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც სხვებს სურთ და არ გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია.25
» პაციენტის უფლებათა ქარტია, მუხლი 3: ყველა პირს აქვს უფლება, მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჯანდაცვის სერვისების და მათი გამოყენების შესახებ და ყველა სახის ინფორმაცია, ხელმისაწვდომი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ნოვაციების მეშვეობით.
» ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2000)5 წევრი სახელმწიფოებისთვის ინსტიტუციების განვითარების შესახებ მოქალაქის და პაციენტთა მონაწილეობისათვის იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომლებიც მათ ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას.

ინფორმაცია

 

–         ინფორმაცია ჯანდაცვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მექანიზმების შესახებ ფართოდ უნდა გავრცელდეს მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. ინფორმაცია უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, დროული, ადვილად გასაგები და სათანადო;

–         მთავრობებმა უნდა გააუმჯობესონ და გააძლიერონ კომუნიკაცია, ხოლო საინფორმაციო სტრატეგია უნდა იყოს სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი;

–         რეგულარული საინფორმაციო კამპანიები და სხვა მეთოდები (როგორიცაა ინფორმაციის მიწოდება სატელეფონო ცხელი ხაზებით) უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტის უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად. ადეკვატური მითითების სისტემა უნდა შემუშავდეს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სურთ დამატებითი ინფომაციის მიღება თავიანთი უფლებებისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ.
» ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის შესახებ ევროპული კონვენცია
მუხ. 10 (2): ყველას აქვს უფლება, გაეცნოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას.
» ევროპაში პაციენტთა უფლებების ხელშეწყობის დეკლარაცია
მუხ. 2 (2) და (6): პაციენტებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ არსებული სამედიცინო ფაქტების ჩათვლით, შემოთავაზებული სამედიცინო პროცედურების შესახებ თითოეული პროცედურის რისკისა და სარგებლის ჩათვლით, ალტერნატიული პროცედურების შესახებ, მათ შორის მკურნალობის არ ჩატარებით გამოწვეული ეფექტების შესახებ; დიაგნოზის, პროგნოზის და მკურნალობაში მიღწეული პროგრესის შესახებ. უფრო მეტიც, «პაციენტებს აქვთ უფლება აირჩიონ, თუ ვის უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ».

ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • ბოშა ქალის სტერილიზაცია ხშირად ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ;
  • ექიმი აიძულებს ნარკოტიკების მომხმარებელ ფეხმძიმე ქალს, გაიკეთოს აბორტი;
  • ინსტიტუციებში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ მათგან ნებართვის მიღების გარეშე, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ პაციენტებს არ აქვთ უნარი, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ;
  • ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებს რთავენ სამედიცინო კვლევაში მათი თანხმობის გარეშე;
  • პაციენტებს უტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT), მათ კი ეუბნებიან, რომ ეს არის «ძილის თერაპია».

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის ევროპული კონვენცია
მუხ. 5: ჯანმრთელობის სფეროში ინტერვენცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პირის თავისუფალი, ინფორმირებული თანხმობის შემდეგ.


» ევროპის საბჭოს გზამკვლევი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსების პატივისცემის შესახებ


მუხ. 18, რეკომენდაცია ¹ (2004) 10: არანებაყოფლობითი მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) პირს აქვს ფსიქიკური აშლილობა, რომელიც «წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს და სერიოზულ საფრთხეს მისი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისათვის;» ბ) ნაკლები ჩარევის საშუალებები არ არსებობს სათანდო მკურნალობისთვის; გ) «მოხდა პასუხისმგებელი პირის შეხედულების გათვალისწინება.»


პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია
მუხ. 4 და 5: პაციენტს აქვს უფლება უარი თქვას მკურნალობასა და სამედიცინო ჩარევაზე, შეცვალოს გადაწყვეტილება მკურნალობის პროცესში, უარი თქვას მის გაგრძელებაზე, თავისუფლად აირჩიოს მკურნალობის სხვა პროცედურები და დაწესებულებები ადეკვატური ინფორმაციის საფუძველზე.


» დეკლარაცია ევროპაში პაციენტის უფლებათა ხელშეწყობის შესახებ
მუხ. 3(1) და (2): ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის საფუძველია პაციენტის ინფორმაციული თანხმობა. პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე.
» ევროკავშირის უფლებათა ქარტია

მუხ. 3: 1. ყველას აქვს ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის უფლება. 2. მედიცინისა და ბიოლოგიის დარგში, დაცული უნდა იყოს შემდეგი უფლებები: ა) პირის ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობა კანონის შესაბამისად; ბ) ეუგენური პრაქტიკის აკრძალვა, განსაკუთრებით ისეთის, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანების სელექციას; გ) ადამიანის სხეულის და სხეულის ნაწილების ფინანსური გამორჩენისთვის გამოყენება; დ) ადამიანების რეპროდუქციული კლონირების აკრძალვა.
» ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო:
ფიზიკური ხელშეუხებლობის/ერთიანობის უფლებას არ ცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მაგრამ ინტერპრეტაციით იგი არის ადამიანის უსაფრთხოების დამცველი მუხლის ნაწილი (მუხ. 5). აგრეთვე, წამების, სასტიკი, არაჰუმანური და მადეგრადირებელი მოპყრობის აკრძალვის (მუხ. 3), პირადი ცხოვრების უფლების (მუხ. 8) და უფლების ჯანმრთელობის უმაღლეს მიღწევად სტანდარტებზე (ევროპული სოციალური ქარტია, მუხ.11) ნაწილი.

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით აღნიშნა, რომ ადამიანის სხეული წარმოადგენს პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტს26 და განმარტა, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა აღინიშნა, მაშინ, როდესაც დედის თანხმობის გარეშე მის ვაჟიშვილს გაუკეთეს მორფინი (dimorphine), რის შემდეგაც პაციენტის პირად ჩანაწერებში, მისი დედის ინფორმირების გარეშე, ჩაიდო ბრძანება პაციენტს არ ჩაუტარდეს რეანიმაცია (DNR).27
  • ინგლისის სასამართლოებმა განიხილეს, არღვევს თუ არა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-3 მუხლებს ქმედუნარიანი პაციენტისთვის სავალდებულო მკურნალობის ჩატარება (მაშინაც კი, როდესაც მკურნალობა ხდება კანონის მოთხოვნების შესაბამისად). განსახილველი ფაქტორებია ის შედეგები, რომლებიც გამოიწვია მკურნალობის არ ჩატარებამ, მკურნალობის შესაძლებელი უკუჩვენებები და თუ იყო სხვა, უფლებების უფრო ნაკლებ ხელმყოფი, არჩევანი.28

» წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყველა კომპეტენტურ პაციენტს უნდა მიეცეს მკურნალობაზე და სხვა სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმის საშუალება. ამ ფუნდამენტური პრონციიდან ყოველგვარი გადახვევა უნდა ეფუძნებოდეს კანონს და გამოიყენებოდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში.

სიცოცხლის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • არავინ იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას პირის მიერ გადაჭარბებული დოზით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დროს, რადგან ეშინიათ დაპატიმრების (შედეგად პიროვნება გარდაიცვალა);
  • ნარკოტიკების მომხმარებლები კვდებიან საავადმყოფოს ჩაკეტილ პალატაში;
  • მთავრობა აწესებს გაუმართლებელ სამართლებრივ შეზღუდვებს სიცოცხლის შემანარჩუნებელ აივპრევენციის და მკურნალობის საშუალებებზე;
  • ზამთრის პერიოდში იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი დახურულ ინსტიტუციებში შენობის ცუდი პირობების, არასათანადო სანიტარიის, გათბობის და არასათანადო მზრუნველობის გამო;
  • თვითმკვლელობის აშკარა ზღვარზე მყოფი ფსიქიატრიული საავდმყოფოს პაციენტის სათანადო მეთვალყურეობა არ ხდება (შედეგად, იგი თავს იკლავს).

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

 

» ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
მუხ. 2(1): თითოეული ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია კანონით. არავის შეიძლება წაერთვას სიცოცხლე განზრახ, გარდა კანონით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, პირის მსჯავრდების შემდგომ სასამართლოს განაჩენის აღსრულებისას.

  • ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავს იკავებს დააწესოს სანქციები, რომლებიც ქვეყნების ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე იმოქმედებს, მე-2 მუხლის დარღვევის ცნობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება.29

«არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ხელისუფლების მოქმედება და უმოქმედობა ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სფეროში, ცალკეულ შემთხვევებში, წარმოშობს პოზიტიურ ვალდებულებას მე-2 მუხლთან დაკავშირებით. თუმცა, ხელშეკრულებაზე ხელის მომწერმა სახელმწოფოებმა მიიღეს სათანადო ზომები, რათა მიეღწიათ მაღალი სტანდარტებისთვის და მოემზადებინათ პროფესიონალები. ჯანდაცვის პროფესიონალთა მოსამზადებლად და პაციენტის სიცოცხლის დასაცავად, ჯანდაცვის პროფესიონალის არასწორი გადაწყვეტილება ან პროფესიონალთა არაეფექტური კოორდინაცია განსაზღვრული პაციენტის მკურნალობის დროს, არ არის საკმარისი საფუძველი, რომ სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის.»30
თუმცა:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მუხლის გამოყენების პირობები შეიძლება დადგეს, როცა «დასტურდება, რომ ხელისუფლებამ პირის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა მკურნალობაზე უარის თქმით, რომლითაც დანარჩენ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.»31

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სიცოცხლის უფლებამ შეიძლება წარმოშოს დაკავებულ პირთა დაცვის ვალდებულება, განსაკუთრებით როცა დაკავებულის მიერ თვითდაზიანების რისკი არსებობს. სასამართლო განიხილავს, იცოდნენ, ან ევალებოდათ თუ არა სცოდნოდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ პირი იყო «თვითმკვლელობის რეალური რისკის ქვეშ და, თუ ასეა, მიიღეს თუ არა ყველა შესაძლებელი ზომა რისკის თავიდან ასაცილებლად.»32
  • სამედიცინო ჩარევით გამოწვეულ სიკვდილთან მიმართებით, სახელმწიფოებს მე-2 მუხლი უწესებთ ვალდებულებას, შეიმუშაონ რეგულაციები საჯარო და კერძო საავადმყოფოებისთვის: 1) მიიღონ ზომები პაციენტის უფლებათა დასაცავად და 2) უზრუნველყონ, რომ სიკვდილის მიზეზის განსაზღვრა შეიძლება «ეფექტური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით,» რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. სამედიცინო დაუდევრობის დროს მხოლოდ სამოქალაქო წარმოება შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ გზით შესაძლებელია პასუხისმგებლობის განსაზღვრაც და ზიანის სათანადო ანაზღაურებაც.33
  • დღესდღეობით არ არსებობს მყარი პოზიცია ევთანაზიის შესახებ, გარდა ევროპული სასამართლოს განმარტებისა, რომ სიცოცხლის უფლება თავის თავში არ გულისხმობს სიკვდილის უფლებასაც.34
  • სასამართლომ ღიად დატოვა მე-2 მუხლის გამოყენების შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებში, სადაც ტერმინალური მდგომარეობის ავადმყოფის სამშობლოში დაბრუნებამ შეიძლება შეამოკლოს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. აგრეთვე, როცა ეს ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა სამშობლოში პაციენტის არასათანადო სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის შესაძლებლობის გამო.35

უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტებზე

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • სახელმწიფო ვერ დგამს პროგრესულ ნაბიჯებს, რათა გახადოს ხელმისაწვდომი ანტირეტროვირული წამლები დედიდან ბავშვზე აივინფექციის გადაცემის თავიდან ასაცილებლად;
  • ექიმები და სამედიცინო მომსახურების ცენტრები გეოგრაფიულად ხელმიუწვდომელია ზოგიერთ სოფლებში;
  • სახელმწოფო ვერ ამზადებს სამედიცინო პერსონალს პალიატიური მზრუნველობის სფეროში; ბავშვები სოციალური მზრუნველობის სახლში ეჯაჭვებიან საწოლებს ცუდი კვების გამო;
  • ზოგიერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ბავშვები მოთავსებული არიან პალატაში მოზრდილებთან ერთად;
  • ფსიქიკური დაავადების მქონე ქალებს არ სთავაზობენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ევროპის სოციალური ქარტია, მუხ. 11: ჯანმრთელობის დაცვის უფლება
ჯანმრთელობის დაცვის უფლების ეფექტური რეალიზაციისთვის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, უშუალოდ ან სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა: (1) რამდენადაც შესაძლებელია აღმოფხვრან ჯანმრთელობის დარღვევის გამომწვევი მიზეზები; (2) უზრუნველყონ საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ობიექტების არსებობა ჯანმრთელობის ხელშეწყობის და მასთან დაკავშირებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წასახალისებლად; (3) თავიდან აიცილონ, რამდენადაც შესაძლებელია, ეპიდემიური, ენდემური და სხვა დაავადებები, ასევე უბედური შემთხვევები.

  • ევროპის სოციალური უფლებების კომიტეტმა განაცხადა, რომ მუხ. 11 მოიცავს ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჭ) კონსტიტუციის განსაზღვრების თანახმად.36
  • სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის ჯანმრთელობის საუკეთესო შესაძლებელი მდგომარეობა არსებული ცოდნის შესაბამისად. ასევე, ჯანდაცვის სისტემებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ თვიდან აცილებად რისკებზე. მაგ. ისეთ რისკებზე, რომალთა გაკონტროლება ადამიანის მოქმედებით შეიძლება.37
  • ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ხელმისაწვდომობა უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე კრიტერიუმებს, რომელთა შეთანხმებაც ხდება ეროვნულ დონეზე, კლინიკური მდგომარეობის ან სიცოცხლის ხარისხის გაუარესების რისკის მხედველობაში მიღებით;38
  • უნდა არსებობდეს შესაბამისი პერსონალი და სათანადო პირობები (საავადმყოფოს პალატებში უნდა იყოს ნაკლები სიმჭიდროვე და უნდა შემცირდეს რიგები), რათა აღმოიფხვრას ხელმისაწვდომობის პოტენციური ბარიერი ბევრი ადამიანისთვის;39
  • საკონსულტაციო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით, ESCR-მ განსაზღვრა ორი ძირითადი ვალდებულება: 1) ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შეგნების განვითარება ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით და 2) უფასო და რეგულარული სკრინინგის უზრუნველყოფა განსაკუთრებით სერიოზული ავადმყოფებისთვის;40


» პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია, მუხ. 8-10: ეხება «ხარისხობრივი სტანდარტების დაცვის» უფლებას, «უსაფრთხოებას» და «ნოვაციებს.»
» ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაცია ევროპაში პაციენტის უფლებათა ხელშეწყობის შესახებ, მუხ. 5 (3): პაციენტებს აქვთ ხაისხიანი მზრუნველობის მიღების უფლება, რაც უნდა აღინიშნოს მაღალი ტექნიკური სტანდარტების დაცვით და ადამიანური დამოკიდებულებით პაციენტსა და ექიმს შორის.
» ევროკავშირის ქარტია ფუნდამენტური უფლებების შესახებ, მუხ. 36: ყველას აქვს უფლება მიიღოს პრევენციული ჯანდაცვა და ისარგებლოს ეროვნული სამართლითა და პრაქტიკით გარანტირებული სარგებლით. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონე გარანტირებული უნდა იყოს კავშირის პოლიტიკის და აქტოვობების დასახვისა და განხორციელების დროს.

  • პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით, 35-ე მუხლით გარანტირებული ჯანმრთელობის უფლება აღიქმება, როგორც ინდივიდუალური, ასევე სოციალური სიკეთე და მიზნად ისახავს დააწესოს სახელმძღვანელო სტანდარტი ეროვნული მთავრობებისთვის, როგორიცაა – არ დაჯერდე «მინიმალურ გარანტირებულ სტანდარტებს».

» ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს აქვთ პასუხისმგებლობა იზრუნონ დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ხოლო არ მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მე-3 მუხლის დარღვევა.41


წამების და სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყობის და სასჯელის აკრძალვა

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • ექიმი უარს ამბობს ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტისთვის ოპიოიდების გამოწერაზე, რადგან სახელმწფოს მხრიდან ეშინია დევნის;
  • კიბოთი დაავადებულ პატიმარს უარს ეუბნებიან მკურნალობაზე; დაკავებულ ნარკოტიკების მომხმარებელს უარს ეუბნებიან ფსიქიატრიულ დახმარებაზე;
  • ინსტიტუციებში მოთავსებულ პირებს არ აქვთ ადგილი პირადი ნივთების შესანახად;
  • ინსტიტუციებში მოთავსებულ პაციენტებს არ აქვთ უფლება ატარონ საკუთარი ტანსაცმელი. ტანსაცმელი საერთო მოხმარებისაა;
  • დახურულ ინსტიტუციებში მყოფ ქალ პაციენტებს მოეთხოვებათ ერთად მიიღონ შხაპი მამრობითი სქესის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხ. 3: არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, მკურნალობის არ ჩატარება პირისთვის, რომელსაც აქვს სერიოზული დაავადება, შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად.42
  • სამედიცინო საქმეები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის ჭრილში განიხილა, ძირითადად უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეებს ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ორივე ფორმით თავისუფლება შეზღუდული პირებისთვის ადეკვატური მკურნალობის არ ჩატარება შეიძლება განხილული იყოს მე-3 მუხლის დარღვევად, რომელიც ძირითადად შეესაბამება არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ვიდრე წამებას.
  • მე-3 მუხლი ყველა შემთხვევაში არ წარმოშობს ვალდებულებას, გაათავისუფლოს პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. თუმცა, თავისუფლება აღკვეთილ პირებთან მიმართებაში, კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს ყველა დაკავებული პირი სასჯელს იხდიდეს ისეთ პირობებში, სადაც პატივს ცემენ ადამიანის ღირსებას, ხოლო სასჯელი აღსრულების მეთოდი არ უნდა იწვევდეს პირის ტანჯვას და წამებას.43
  • პატიმართა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის აუციელებლია სათანადო სამედიცინო დახმარება.44 იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი დახმარების არგაწევა იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას ან ხელს უწყობს დაზარალებულის მძიმე და ხანგრძლივ ტკივილს, დარღვევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ არაადამიანურ მოპყრობად.45 იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი შედეგი არ დგება, სამედიცინო დახმარების არ არსებობით გამოწვეული სტრესი შეიძლება განიხილოს, როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა.46 მაგალითად, პატიმრისთვის მკურნალობის არ ჩატარებამ, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა დაავადება, მათ შორის ციხეში ყოფნის პერიოდში შეძენილი ტუბერკულიოზი, მიაყენა მას მნიშვნელოვანი ფსიქიკური ტანჯვა, შესაბამისად შეილახა აღნიშნული პატიმრის ღირსება.47
  • იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს ესაჭიროება ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომლის აღმოჩენაც შეუძლებელია ციხის პირობებში, პატიმარი შეიძლება გათავისუფლდეს საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მისთვის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებით.48
  • თუ დაკავებულ პირს უკვე ჰქონდა დაავადებათა გარკვეული სიმპტომები, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად იყო აღნიშნული სიმტომები დაკავების პირობებით გამოწვეული. თუმცა აღნიშნული არ არის განმსაზღვრელი იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შესრულა სახელმწიფომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. აქედან გამოდინარე, მტკიცება იმისა, რომ შედეგი გამოწვეულია პატმრობის პირობებით არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.49
  • მე-3 მუხლის დარღვევათა მაგალითები მოიცავს: სიმსივნით დაავადებული პირის დაკავების პერიოდის გაგრძელება, როდესაც იგი განიცდის განსაკუთრებით მძიმე ტანჯვას;50 ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის, რომელიც არის თვითმკვლელობის რისკის ქვეშ, მკურნალობა მნიშვნელოვანი ხარვეზებით;51 ციხეში ჰეროინზე დამოკიდებული პირის გარდაცვალება სისტემატურად არასათანადო მკურნალობის გამო.52
  • უკრაინის წინააღმდეგ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ორი მიზეზის გამო: წინასწარი დაკავების საკანში არ იყო პატიმრობის სათანადო პირობები (გადატვირთულობა, ძილისთვის პირობების არარსებობა და არასაკმარისი ბუნებრივი სინათლე და ჰაერი); განმცახდებელს, რომელსაც ჰქონდა აივინფექცია და ტუბერკულიოზი, არ ჩაუტარდა დროული და სათანადო მკურნალობა.53
  • თუ პატიმრობაში მყოფ პირს აქვს რამდენიმე დაავადება, ამ შემთხვევაში რომელიმე დაავადებასთან ასოცირებული რისკი და მასთან დაკავშირებული შიში შეიძლება გაიზარდოს. ასეთ პირობებში კვალიფიციური და დროული სამედიცინო დახმარების არ არსებობას, რასაც თან ახლავს სახელწიფოს მხრიდან უარი, პირს ჩაუტარდეს დამოუკიდებელი სამედიცინო შემოწმება, ფიზიკურ ტანჯვასთან ერთად იწვევს პატიმარში დაუცველობის შეგრძნებას და უტოლდება ღირსების შემლახავ მოპყრობას.54
  • ზოგადად, სავალდებულო სამედიცინო ჩარევა, რაც პირის ჯანმრთელობის ინტერესებში შედის, არ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს.55 მაგრამ, ჩარევის აუცილებლობა უნდა იყოს დასაბუთებული, გონვირული და უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი პროცედურული გარანტიები, რადგან გადაჭარბებულმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიო მე-3 მუხლის დარღვევა.56
  • პატიმრობის პირობებით და არასათანადო მკურნალობით დამდგარმა შედეგმა შეიძლება გამოწვიოს მე-3 მუხლის დარღვევა.57
  • ფაქტი, რომ ექიმმა მოინახულა პატიმარი და დაუდგინა მკურნალობის გარკვეული ფორმა, არ გულისხმობს ავტომატურად, რომ სამედიცინო დახმარება იყო ადეკვატური.58
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებული დეტალური სამედიცინო ჩანაწერების არსებობა59, ასევე დიაგნოზის და მკურნალობის ადეკვატურობა.60 ჩანაწერები უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: რა სახის მკურნალობა დაენიშნა პაციენტს და როგორ განხორციელდა იგი, ვინ, როგორ და როდის უწევდა მკურნალობას ზედამხედველობას და ა.შ. ამგვარი ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, სასამართლომ შეიძლება შესაბამისი დასკვნა გამოიტანოს.61 სამედიცინო ჩანაწერებთან დაკავშირებული ხარვეზები შეიძლება ჩაითვალოს მე-3 მუხლის დარღვევად.62
  • წინასწარი თანხმობის გარეშე ჩატარებული სამედიცინო ექსპერიმენტი შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად.63 კონვენციის შემუშავების პროცესში სავალდებულო სტერილიზაცია ითვლებოდა დარღვევად.
  • სამედიცინო დაუდევრობა, რომელიც არ იწვევს ტანჯვას, სტრესს, ტკივილს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არ ჩაითვლება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად.


» ევროპული კონვენცია წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ. კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი წამების პრევენციის კომიტეტი (CPT) მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შესაბამისობას თავისუფლების აღკვეთის ადგილებში რეგულარული ვიზიტების მეშვეობით. მისი მანდატი მოიცავს: ციხეებს, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, პოლიციის და საიმიგრაციო დაკავების ადგილებს. წამების პრევენციის კომიტეტს შემუშავებული აქვს ციხეებში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის იმპლემენტაციის და მონიტორინგის მექანიზმის შესახებ დეტალური სტანდარტები. წამების პრევენციის კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ციხეებში არსებული გადატვირთულობა, ასევე ბუნებრივი განათებისა და ჟანგბადის არ არსებობა, გავლენას ახდენს პატიმართა ჯანმრთელობაზე.
» პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია, მუხ. 11: ყველა პირს აქვს უფლება თავიდან აიცილოს ტკივილი და ტანჯვა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ავადმყოფობის თითოეულ ეტაპზე. ჯანდაცვის მომსახურების გამწევებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად, მაგალითად პალიატიური მზრუნველობის მიწოდება და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გამარტივება.
» დეკლარაცია ევროპაში პაციენტის უფლებათა ხელშეწყობის შესახებ, მუხ. 5(10) და (11): პაციენტებს უფლება აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა არსებული ცოდნის შესაბამისად. მათი უფლებაა ტერმინალურ სტადიაზე ისარგებონ პალიატიური მზრუნველობის სერვისებით.
» ევროპის სოციალური უფლებები კომიტეტმა, განაცხადა, რომ საავადმყოფების, მათ შორის ფსიქიატრიული საავადმყოფოების პირობები უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი და ადამიანის ღირსების შესაბამისი.  64
საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • ძირძველ მოსახლეობას საშუალებას არ აძლევენ გამოთქვან აზრი თავიანთი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესახებ;
  • ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერული) პირებს განზრახ არ აძლევენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მათი აივ ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცებს არ ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სახელწიფოს მიერ წარმოებულ გლობალური ფონდისთვის წარსადგენი განაცხადის განხილვის პროცესში, რომელიც უკავშირდება შიდსის, ტუბერკულიოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლოსთვის დაფინანსების მოპოვებას.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ჯანდაცვის რეფორმირების შესახებ ლიუბლიანას ქარტიის ძირითადი პრინციპები, მუხ. 5.3: ჯანდაცვის რეფორმამ უნდა დააკმაყოფილოს მოსახლეობის საჭიროებები მათი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის შესახებ მოლოდინის გათვალისწინებით. რეფორმამ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა შეხედულებების მნიშვნელოვნად გათვალისწინება ჯანდაცვის სერვისების შექმნასა და მუშაობაში. მოქალაქეებმა ასევე უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ.


» ნაწილი III, პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია: თავი აქტიური მოქალაქეობის უფლებების შესახებ – მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ, თავიანთი ჯანდაცვის უფლების დასაცავად საჯარო პოლიტიკის განსაზღვრაში, იმპლემენტაციასა და შეფასებაში.
» წევრსახელმწიფოთა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec (2000)5 და ახსნაგანმარტების მემორანდუმი სტრუქტურების განვითარების შესახებ მოქალაქეთა და პაციენტთა მონაწილეობისთვის მათ ჯანდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში:
წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებს ურჩევს შემდეგს:

  •  უზრუნველყფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა ჯანდაცვის სისტემის ყველა ასპექტში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველა მონაწილის, მათ შორის ექიმების, დამზღვევების და ხელისუფლების მიერ;
  • გადაიდგას ნაბიჯები რეკომენდაციით გათვალისწინებული გაიდლაინების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის მიზნით; შეიქმნას სამართლებრივი სტრუქტურები და გაატაროს პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას და პაციენტის უფლებათა დაცვას;
  • შემუშავდეს ისეთი პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა და მათი საქმიანობის ზრდას; სახელმწიფოებმა ხელი შეუწყონ რეკომენდაციების და მისი განმარტებითი ბარათის ფართო გავრცელებას; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომლებსაც სურთ გადაწყვტილების პროცესში ჩართვას.

აღნიშნული რეკომენდაციის გაიდლაინები მოიცავს: მოქალაქეთა და პაციენტთა მონაწილეობას, როგორც დემოკრატიული პროცესის ნაწილს; აქტიურ მონაწილეობაზე ორიენტირებულ მხარდამჭერ პოლიტიკას და სათანადო მექანიზმებს.


» მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006)18 წევრი სახელმწიფოების მიმართ მულტიკულტურულ საზოგადოებაში ჯანმრთელობის სერვისების შესახებ
5.1. უნდა შეიქმნას და დაინერგოს პაციენტთა ტრენინგების პროგრამები, რომლის მიზანი იქნება მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის გაზრდა და მულტიკულტურულ მოსახლეობაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით შედეგების გაუმჯობესება;
5.2. უნდა შემუშავდეს და დაინერგოს კულტურულ თავისებურებებთან შესაბამისი ჯანდაცვის და დაავადებათა პრევენციის ისეთი პროგრამები, რაც აუცილებელია ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფების ინფორმირებულობისტვის ჯანდაცვის საკითხებზე.
5.3. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ ჯანდაცვის სერვისების დაგეგმვაში, იმპლემენტაციასა და შეფასებაში.
დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უფლება

უფლების პოტენციური დარღვევის მაგალითები

  • თავშესაფრის მაძიებლებს უარს ეუბნებიან მკურნალობაზე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა;
  • საავადმყოფოები ისევ და ისევ ათავსებენ ბოშა ქალებს ქალთა ცალკე გამოყოფილ პალატებში;
  • ნარკოტიკების მომხმარებლები ნაკლებად არიან წარმოდგენილი შიდსის სამკურნალო პროგრამებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ შიდსით დაავადებული მოსახლეობის უმეტესობას.
  • ქალს, რომელსაც აქვს შიზოფრენიის დიაგნოზი, ეუბნებიან, რომ ტკივილი, რომელსაც იგი განიცდის მუცლის არეში, უბრალოდ ეჩვენება მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. შემდეგ კი, ავადმყოფს საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზს უსვამენ. მამრობითი სქესის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია: მუხლი 14: დისკრიმინაციის აკრძალვა: ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.
კონვენციის მე-14 მუხლი არ არის განცალკევებული, დამოუკიდებელი ნორმა 0 მისი დარღვევის მტკიცება უნდა მოხდეს კონვენციის სხვა ძირითად მუხლთან ერთობლიობით. აქედან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არ განიხილავს მე-14 მუხლის მოთხოვნებს, როდესაც იგი დაადგენს სხვა ძირითადი მუხლის დარღვევას. დღეისათვის სასამართლოს არ აქვს მიღებული მე14 მუხლიდან გამომდინარე რაიმე მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა მე-14 მუხლთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა რასობრივი დისკრიმინაციის და სექსუალური ორიენტაციის სფეროში, სავარაუდოდ, მომავალში ჯანმრთელობის დაცვის კუთხითაც მოხდება ცვლილება. მე-14 მუხლით საჩივრის განხილვის მთავარი პრინციპია: მტკიცებულება, რომ ადგილი ქონდა განსხვავებულ მოპყრობას რომელიმე დაუშვებელი ნიშნით და ასეთ შემთხვევაში ამგვარი განსხვავების ობიექტური და გონივრული დასაბუთების არსებობა. ბოლო პერიოდში სასამართლომ დაიწყო სტატისტიკის გამოყენება არაპირდაპირი გზით დისკრიმინაციის დასადგენად – პრაქტიკა, რომელიც შეიძლება უშუალოდ არ მოიცავდეს დისკრიმინაციას, თუმცა არაპირდაპირი გზით ახდენდეს უარყოფით ზეგავლენას კონკრეტული ჯგუფების წევრებზე.


» ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლი: ჯანმრთელობის დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც, ინტერ ალია, მიზნად ისახავს:

1. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას; 2. საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანდაცვის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით; 3. მაქსიმალურად შესაძლო დონეზე ეპიდემიურ, ენდემურ და სხვა დაავადებათა, ისევე როგორც უბედურ შემთხვევაში აღკვეთს.
» ევროპის სოციალური ქარტია, მუხ. 15:
ასაკისა და უნარშეზღუდულობის მიუხედავად, შრომისუუნარო პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
1. მიიღონ აუცილებელი ზომები შრომისუუნარო ან ნახევრად შრომის უუნარო პირთა სწავლებისა და პროფესიული მომზადებისათვის;
2. მიიღონ ყველა საჭირო ზომა ასეთ პირთა დასაქმების მიზნით; უზრუნველყონ დამსაქმებელთა მიერ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაქირავებისათვის და მათთვის სამუშაო პირობების შექმნისათვის. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არსებული სპეციალური სამსახურების გამოყენება;
3. ხელი შეუწყონ მათ სრულ სოციალურ ინტეგრაციასა და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, რომელიც მოიცავს კომუნიკაციისა და გადაადგილების სფეროში არსებული ბარიერების აღმოფხვრას, ტრანსპორტითა და საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფას, კულტურული საქმიანობაში მონაწილეობის მიღებასა და დასვენებას.

  • ევროპის სოციალურ უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ ჯანდაცვის სიტემა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის და რომ სოციალური ქარტიის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ დაუცველ ჯგუფებს უშლიდეს ხელს ჯანრთელობის უფლებით სარგებლობაში.
  • ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ შეღავათები დაწესდეს განსაკუთრებულად დაუცველი ჯგუფებისთვის.
  • ევროპის სოციალური უფლებების კომიტეტში საჩივარი შევიდა საფრანგეთის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ 2002 წლის საკანონმდებლო რეფორმების შედაგად საფრანგეთმა დაარღვია ღარიბ არალეგალურ იმიგრანტთა უფლება სამედიცინო დახმარებაზე შესწორებული ევროპული სოციალური ქარტიის მე-13 მუხლის საწინააღმდეგოდ, კერძოდ: არ გაათავისუფლა ისინი გადასახადებისგან. ასევე, დაარღვია იმიგრანტთა შვილების უფლება, რაც დაცულია მე-17 მუხლით. კომიტეტმა დააკმაყოფილა მხოლოდ ბავშვთა საკითხი. მე-13 მუხლის შესახებ, კომიტეტმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული გარანტიები უნდა გავრცელდეს არაკანონიერ, ისევე როგორც კანონიერ მიგრანტებზე. ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპაში მცხოვრები მარგინალური ჯგუფების უფლებათა დასაცავად. მიუხედავად ამისა, კომეტიტმა არ გამოავლინა მე-13 მუხლის დარღვევა, რადგან არალეგალურ იმიგრანტებს შეეძლოთ მიეღოთ გარკვეული სახის სამედიცინო დახმარება ქვეყანაში ცხოვრებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ყვეკა უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი უფლება ქონდა გაევლო მკურნალობა «გადაუდებელ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ» შემთხვევებში. ამის საპირისპიროდ, კომიტეტმა გამოავლინა მე-17 მუხლის დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იგივე იყო, რაც მოზრდილთათვის. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იყო ის, რომ მე-17 მუხლი მიიჩნევა უფრო მრავლისმომცველად, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. კომიტეტის გადაწყვეტილების საპასუხოდ საფრენგეთის მთავრობამ შეცვალა პოლიტიკა მიგრანტ ბავშვებთან მიმართებით.

» ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ, მუხ. 3: (ჯანმრთელობის დაცვის სისტემის თანაბარი ხელმისაწვდომობა): მხარეებმა, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვაზე მოთხოვნილებებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, უნდა გაატარონ სათანადო ღონისძიებები შესაფერისი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.


» კონვენცია მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ მუხ. 23: ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ისევე მოეპყრონ მოქალაქეობის არმქონე, მათ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ პირებს, როგორც საკუთარ მოქალაქეებს.


» ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია; მუხ. 4: 1.მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირების კანონის წინაშე თანასწორობა და კანონის მიერ თანაბარი დაცვა. ამ მიმართებით აკრძალულია ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილებაზე დაფუძნებული ნებისმიერი დისკრიმინაცია. 2. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ ადეკვატური ზომები იმისათვის, რომ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში ხელი შეუწყონ მთლიანი და ეფექტური თანასწორობის დამკვიდრებას იმ პირებს შორის, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობას და იმათ შორის, რომლებიც მიეკუთვნებიან უმრავლესობას. ამ მხრივ, ისინი სათანადოდ გაითვალისწინებენ იმ პირების სპეციფიკურ მდგომარეობას, რომლებიც მიეკთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს. 3. მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები არ იქნებიან განხილულნი, როგორც დისკრიმინაციის აქტი.
» მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006)18 წევრი სახელმწიფოების მიმართ მრავალკულტურულ საზოგადოებაში ჯანმრთელობის სერვისების შესახებ
ეს რეკომენდაცია მოიცავს მულტიკულტურ მოსახლეობაში ჯანმრთლეობის და ჯანდაცვის ხელშეწყობის სტრატეგიებს. მათ შორის: დისკრიმინაციის აკრძალვა და პაციენტის უფლებათა პატივისცემა; ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა; ენობრივი ბარიერების გადალახვა; ეროვნულ უმცირესობათა ჯანმრთელობის და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა მიმართ მგრძნობელობა; უფლებების გაზრდა; უფრო მეტი მონაწილეობა და სათანადო საინფორმაციო ბაზის განვითარება მრავალკულტურული მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხებზე.
» ევროპის საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა 1626 (2003) ევროპაში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შესახებ: სამართლიანობის, თანასწორობის და ეფექტიანობის აღდგენა
წევრმა სახელმწიფოებმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის წარმატების შესაფასებლად უნდა იხელმძღვანელონ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყველასთვის, დისკრიმინაციის გარეშე და ჯანდაცვის მიჩნევა ადამიანის ძირითად უფლებად.
» პაციენტის უფლებათა ქარტია, მუხ. 2 ხელმისაწვდომობის უფლება.
ყველა პირს აქვს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლება მისი ჯანმრთელობის საჭიროების გათვალისწინებით. ჯანდაცვის სერვისებმა უნდა უზრუნველყონ ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა, მატერიალური რესურსების საფუძველზე დისკრიმინაციის, საცხოვრებელი ადგილის, ავადმყოფობის ტიპის თუ ხელმისაწვდომობის დროის მიხედვით.


14 იხილეთ ლიტვა პოლონეთის წინააღმდეგ (2001) 33, ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHღღ) 53ალკოჰოლიზმის განმართებისათვის, მუხლი 5(1)(ე).

15 Herci გერმანიის წინააღმდეგ (No. 44672/98, 12/06/03) და რაკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ (No 58973/00, 28/10/03).

16 ვარბანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (No 31365/96, 5/10/00)

17 ვინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ser. A) (1979). იხილეთ ასევე HL v UK (No 45508/99, 5/10/04)

18 X გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (X v. United Kingdom), 46, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ser. A) (1981)

19 ენჰორნი შვედეთის წინააღმდეგ 25.01 2005, no. 56529/00 (მეორე სექცია).

20 მ.ს. შვედეთის წინააღმდეგ (27/08/1997/ და ზ. ფინეთის წინააღმდეგ (1998) 25 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 371

21  z. ფინეთის წინააღმდეგ (1998) 25 EHRR 371, პარ: 95

22 Ibid.

23 YF თურქეთის წინააღმდეგ (YF v Turkey) (¹ 24209/94, 22/07/03) § 33 – იძულებითი გინეკოლოგიური შემოწმება პოლიციაში დაკავების დროს რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

24 იხ. მაკ ჯინლი და ეგანი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ(27 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 1)

25 გუერრა იტალიის წინააღმდეგ (26 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 357)

26 იფ თურქეთის წინააღმდეგ (No 24209/94, 22/07/03) პარ: 33

27 იფ თურქეთის წინააღმდეგ (No 24209/94, 22/07/03) პარ 33

28 R on the application of PS and others [2003] EWHC 2335 (Admin)

29 ნიტეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Nitecki v Poland) (¹ 65653/01 (21/03/02)

30 ოველი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (No 45305/99) (4/05/00)პარ: 1

31 კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (2002) 35 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 731 პარ 219

32 კენანი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ [2001]

33 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 913 33 კალველი და სიგლიო იტალიის წინააღმდეგ (No 32967/96) (71/1/02) პარ 51

34 პრეტი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (2002) 35 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 1

35 პრეტი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (2002) 35 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 1

36 გადაწყვეტილება XVII-2 და გადაწყვეტილება 2005

37 გადაწყვეტილება XV-2, დანია, გვ:126-129

38 გადაწყვეტილება XV-2, გაერთიანებული სამეფო, გვ: 559

39 გადაწყვეტილება XV-2, დანია,გვ:128

40 იხილეთ http://www.coe.int/t/e/human_rights/esc/7_resources/Digest_en.pdf , gv: 93

41 ჰურტადო შვეიცარიის წინააღმდეგ (სერია ა N 280-ა, 28/01/94); ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ (2002) 34 EHRR 36

42 ტანკო ფინეთის წინააღმდეგ Tanko v. Finland (23634/94)

43 მოუისელი საფრანგეთის წინააღმდეგ (38 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR))

44 კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland) (30210/96)

45 მაკ გლინჩი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Mc Glinchey v. UK) (37 EHRR 821)

46 სარბანი მოლდოვეთის წინააღმდეგ (Sarban v. Moldova) (3456/05)

47 სარბანი მოლდოვეთის წინააღმდეგ (Sarban v. Moldova) (3456/05)

48 ვადლერი პოლონეთის წინააღმდეგ (Wadler v. Poland) (44115/98). იხ. ასევე: მუსიე საფრანგეთის წინააღმდეგ (Mousiel v. France (38 EHRR 34)

49 ქინენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Keenan v. UK) (33 EHRR 48)

50 მუსიე საფრანგეთის წინააღმდეგ (Mouisel v. France) (38 EHRR 34)

51 ქინენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Keenan v. UK) (33 EHRR 34)

52 მაკ გლინჩი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Mc Glinchey and Ors v. UK) (37 EHRR 821)

53 იაკოვენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yakovenko v. Ukraine) (15825/06)

54 ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ (Khudobin v. Russia) (59696/00)

55 იალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) (44 EHRR 667)

56 იალო გერმანიის წინააღმდეგ Jalloh v. Germany (44 EHRR 667)

57 პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia) (26853/04); ლინდი რუსეთის წინააღმდეგ (Lind v. Russia) (25664/05); კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Kalashnikov v. Russia) (47095/99) და (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2002-VI)

58 ჰუმატოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Hummatov v. Azerbaijan )(9852/03) და (13413/04); მალენკო უკრაინის წინააღმდეგ (Malenko v. Ukraine) (18660/03)

59 ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ (Khudobin v. Russia) (59696/00)

60 ალექსანიანი რუსეთის წინააღმდეგ (Aleksanyan v. Russia) (46468/06)

61 ჰუმატოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Hummatov v. Azerbaijan) (9852/03) და (13413/04); მელნიკი უკრაინის წინააღმდეგ
(Melnik v. Ukraine) (72286/01). იხ. ასევე: ჰოლომიოვი მოლდოვეთის წინააღმდეგ (Holomiov v. Moldova) (30649/05)

62 რადუ რუმინეთის წინააღმდეგ (Radu v. Romania) (34022/05)

63 X დანიის წინააღმდეგ (X v. Denmark) (32 DR 282)

64 დასკვნები XVII-2 და 2005, მე-11 მუხლის ინტერპრეტაცია; დასკვნები, 2005, რუმინეთი, pp 600-601