3.1 შესავალი

31. ივლ, 2011 / 3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ეს თავი განიხილავს ძირითად სტანდარტებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებათა და საცავად ჯანდაცვის სისტემაში ევროპულ კონტინენტზე (ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოების გეოგრაფიულ არეალში) და იკვლევს, თუ როგორ ახდენენ ამ სტანდარტების ინტერპრეტაციას სა ერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი. თითოეული თავის ქვესექცია განიხილავს შესაბამის სტანდარტებს, რომლებიც უკავშირდება ცალკეულ უფლებას (მაგ. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მოჰყავს უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები. წინამდებარე თავში შესული სტანდარტები მოიცავს როგორც სამართლებრივად სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და ევროპის სოციალური ქარტია, აგრეთვე ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ სტანდარტებს, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიას.