2013 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგებულია

2013 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგებულია

23. იან, 2013 / მთავარი

ახალმა მთავრობამ ქვეყანას  ახალი, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი შესთავაზა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება.

2013 წლის ბიუჯეტის თანახმად,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2 345 000.0 (ორი მილიარდ 345 მილიონ) ლარს მოიცავს.

რაც შეეხება ჯანდაცვას:

2011 წელს ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი იყო 301 492.1 ლარი, მათ შორის დაზღვევა 121 204.1 ლარი.

2012 წელს გამოყოფილი იყო 359 883.9 ლარი, მათ შორის დაზღვევა 166,174.0 ლარი.

2013 წელს კი გამოყოფილია 633, 746.0, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 505 760.0 ლარი.

საყოველთაო  დაზღვევა

საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია. აქედან 2 მილიონი უკვე დაზღვეულია მიზნობრივი ჯგუფების ფარგლებში, დარჩენილი 2 მილიონიდან კი 350-400 ათასი მოქცეულია კორპორაციული დაზღვევის ქვეშ (სწორედ აქ შედიან შეძლებული და მდიდარი ადამიანები).

პირველ ეტაპზე, ანუ 2013 წლის თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფილი იქნებიან ისინი, რომლებსაც საერთოდ არანაირი დაზღვევა არ გააჩნიათ.

  • მინიმალურ სადაზღვევო პაკეტი მოიცავს 2 მთავარ ბლოკს: ოჯახის ექიმთან ვიზიტს შეუზღუდავად, თანაგადახდის გარეშე და გადაუდებელი შემთხვევების მართვას, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე. ამას ემატება ის დიაგნოისტიკური კვლევები, რომელიც საჭიროა ამბოლატორიული პირველადი შეფასებისთვის. რაც შეეხება სტაციონარულ-ურგენტულ მომსახურებას, კვლევა აქაც იგულისხმება იმ შემთხვევების გათვალიიწნებით, რომელიც აუცილებელია კონკრეტული დაავადების მიმდინარეობისას.
  • 1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე – მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს, ანუ არსებულ პაკეტს დაემატება გეგმიური სერვისი, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე. ასევე გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალიც და დაფინანსდება ორსულობაც და მშობიარობაც.

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 17 იანვარი, 2013

http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1281