2.4. ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების

31. ივლ, 2011 / 2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

მიმწოდებელთა უფლებები

მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულება და კონვენცია მოიცავს ისეთ უფლებებს, რომლებიც იცავს დასაქმებულთა ინტერესებს და უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. გაეროს და მის უწყებებს, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, შემუშავებული აქვს შრომის საერთაშორისო სტანდარტები და ზედამხედველობენ მათ იმპლემენტაციას.

სახელმძღვანელოს ამ ნაწილში წარმოდგენილია რამდენიმე სტანდარტი, თუ როგორ ხდება მათი ინტერპრეტირება ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელთა სამ ძირითად უფლებასთან მიმართებით. ეს უფლებებია: სათანადო პირობებში მუშაობის უფლება (გონივრული ანაზღაურების ჩათვლით); შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანება და გაფიცვის უფლება); სამართალწარმოების უფლება და შესაბამისი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, უფლება დაცვის ეფექტურ საშუალებაზე, პირადი ცხოვრების და რეპუტაციის დაცვა, გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება.

ამ სექციის პირველი ნაწილი ეხება სათანადო პირობებში მუშაობის უფლებას. მეორე თავში წარმოდგენილია შეკრებისა და გაერთიანების უფლება, ხოლო მესამე თავში განხილულია სამართალწარმოების უფლება. ყოველი სექცია მოიცავს: განმარტებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ უფლებას ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთათვის, უფლების შესაძლო დარღვევათა მაგალითებს, გაეროს ხელშეკრულებებში ასახულ შესაბამის შრომით სტანდარტებს და სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში არსებულ ინტერპრეტაციებს.

სათანადო პირობებში მუშაობის უფლება

გაეროს ორგანოების განმარტებით არ არსებობს უფლება, რომ პირი უზრუნველყოფილი იყოს მისი არჩევანის შესაბამისი სამსახურითა და თანამდებობით. თუმცა სახელმწიფომ არ უნდა შეუშალოს ხელი პიროვნების კარიერულ წინსვლას. სახელმწიფო ასევე ვალდებულია უზრუნვლეყოს მიგრანტ მუშათა მიმართ სამართლიანი მოპყრობა. ეს ძირითადად ეხება ჯანდაცვის იმ მუშაკებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვა ქვეყნების საავადმყოფოებსა და კლინიკებში. გაეროს სახელშეკრულებო უწყებებმა არაერთი კველვა ჩაატარეს დასაქმებულთა ანაზღაურების და სამუშაო პირობების შესწავლის მიზნით. შედეგად, გამოჩნდა, რომ ჯანდაცვის მუშაკები ძირითადად უკმაყოფილონი არიან ზოგ ქვეყანაში არსებული დაბალი ანაზღაურებით.

მუშაობის უფლება

უფლებების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • ყველა მიგრანტი მოსამსახურე, მათ შორის ექიმის და მედდის პოზიციაზე დასაქმებულნი, რომლებიც X ქვეყნიდან იყვნენ, გააძევეს მათ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვის გამო;
  • დასაქმებულ ქალთა მიმართ მუდმივად ხორციელდება სექსუალური შეურაცხყოფა სხვა თანამშრომლების მხრიდან და აღნიშნულის აღმოსაფხვრელად არ არის მიღებული სათანადო ზომები;
  • არ ხდება ჯანდაცვის მუშაკთა სამუშაო დროის რეგულირება და ხშირად მათ უხდებათ გადაჭარბებით კვირაში 80 საათი მუშაობა.

ადამიანის უფლებებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 23(1):

ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი ¹18 (მუშაობის უფლება):

1: მუშაობის უფლება მნიშვნელოვანია სხვა ადამიანს უფლებების რეალიზებისთვის და წარმოადგენს ადამიანის ღირსების განუყოფელ ნაწილს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს მუშაობის შესაძლებლობა, რაც ღირსეულ ცხოვრებას უწყობს ხელს. მუშაობის უფლება ამავდროულად ხელს უწყობს პიროვნების და მისი ოჯახის გადარჩენას, განვითარებას და საზოგადოებაში აღიარების მოპოვებას.

4: ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილი იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის არ მოხდეს პირისთვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ეს განსაზღვრება ხაზს უსვამს, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ დამკვიდრებას.

  • ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი ¹18, 6, 23 და 25: მუშაობის უფლება არ გულისხმობს სამსახურის მოპოვების აბსოლუტურ და უპირობო უფლებას, არამედ ნიშნავს, რომ არც სახელმწფომ და არც სხვებმა (მაგალითად, კერძო კომპანიებმა) არ უნდა განახორციელონ უკანონო და დისკრიმინაციული ქმედება, რაც ხელს შეუშლის პიროვნების მიერ ანაზღაურების მიღებას და პროფესიულ საქმიანობას.
  • ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი ¹16, 23: პაქტის მე-3 მუხლის განხორციელება, მე-6 მუხლთან მიმართებით, inter alia გულისხმობს, რომ როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკაში, მამაკაცებს და ქალებს ჰქონდეთ მუშაობის თანასწორი უფლება ყველა დონეზე და ნებისმიერ თანამდებობაზე; ასევე, საჯარო და კერძო სექტორის სატრენინგო და სახელმძღვანელო პროგრამებმა უზრუნველყონ მამაკაცების და ქალების აღჭურვა საჭირო უნარებით, ინფორმაციით და ცოდნით, რაც აუციელებლია მუშობის უფლების თანასორუფლებიანი რეალიზებისათვის.

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამო სახელმწიფოების მიმართ გამოთქმული არაერთი კრიტიკის გარდა, გმობს ასევე

ა) აივ-შიდსით ინფიცირებული უცხო ქვეყნის მუშების სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლებსაც აქვთ მუშაობის მოქნედი უფლება;[1] ბ) დაბალანაზღაურებად, ნახევარ განაკვეთიან სამუშაოზე ქალთა არაპროპორციულ რაოდენობას[2] და გ) საჯარო სექტორში შტატების შემცირებას მნიშვნელოვანი სოციალური შედეგებით[3].

საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ

  • რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოები არ უზრუნველყოფენ ეთნიკურ უმცირესობათა და მიგრანტ მუშათა დასაქმებას.[4]
  • რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტმა დაადგინა, რომ ექიმების გამოცდების და კვოტირების სისტემა, რომლებსაც სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული განათლება, არ არღვევს მიგრანტ მუშა-მოსამსახურეთა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის მე-5 მუხლით მინიჭებულ უფლებას. მე-5 მუხლით გარანტირებულია მუშაობის და სამუშაოს არჩევის უფლება განურჩევლად რასის, კანის ფერის ან ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის.[5]

გაეროს დეკლარაცია პირთა, ჯგუფების და საზოგადოებრივი უწყებების უფლებებისა და მოვალეობებიის შესახებ უზრუნველყონ და დაიცვან საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, 1998, მუხლი 11[6]: ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი სამუშაო და პროფესია ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად. ყველამ უნდა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები და პატივი სცეს მათ ღირსებას.

ქალებთან დაკავშირებული სტანდარტები

კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 11 (1):

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:

ა) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება;
გ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე სამუშაოს ყველა შეღავათის და პირობების გამოყენების, პროფესიული მომზადების და გადამზადების, მათ შორის მოწაფეობის, გაზრდილი დონის პროფესიული მომზადების და რეგულარული გადამზადების უფლება;

მიგრანტ მუშებთან დაკავშირებული სტანდარტები

» საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშაკისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის შესახებ, მუხლი 51:

მიგრანტი მუშები, რომლებსაც დასაქმების სახელმწიფოში არ ეძლევათ უფლება თავისუფლად აირჩიონ ანაზღაურებადი საქმიანობა, არ უნდა ჩაითვალონ როგორც უჩვეულო მდგომარეობაში მყოფნი და არ უნდა დაკარგონ ცხოვრების უფლება იმ ფაქტის გამო, რომ შეუწყდათ ანაზღაურებადი სამუშაო, როდესაც მათ აქვთ მოქმედი მუშაობის ნებართვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი სახელმწიფოში ცხოვრების უფლება პირდაპირ უკავშირდება მათ მიერ ისეთი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებას, რომლის გამოც ისინი მიიღეს. აღნიშნულ მიგრანტ მუშებს უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიონ ალტერნატიული სამუშაო, მონაწილეობა მიიღონ საჯარო სამუშაო სქემებში და შეინარჩუნონ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მუშაობის უფლება, მუშაობის ნებართვაში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების ფარგლებში.

სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უფლება

უფლებების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • მედდებს და დამხმარე პერსონალს უხდიან დაწესებულ მინიმალურ შრომით ანაზღაურებაზე ნაკლებს;
  • პერსონალისთვის განკუთვლილი სასადილო აგრძელებს ფუნქციონირებას, მიუხედავად ძირითადი ჰიგიენური ნორმების არარსებობისა;
  • რენტგენოლოოგის განყოფილებაში მომუშავე პერსონალი მუდმივად არის რადიაციის მაღალი დონის საფრთხის ქვეშ გაუმართავი აღჭურვილობის გამო, რომლის შემოწმება ან გამოცვლა არ ხდება;
  • მედდა დაინფიცირდა აივშიდსით არასათანადოდ გასტერილებული სამედიცინო აღჭურვილობის გამო.

ადამიანის უფლებებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ

მუხლი 7: წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, გულისხმობს:

) ანაზღაურებას, რომელიც ყველა მშრომელს უზრუნველყოფს სულ მცირე: (i) სამართლიანი ხელფასითა და ტოლფასოვანი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურებით რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის ქმნის შრომის ისეთი პირობების გარანტიას, რომელიც მამაკაცის შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაძლებლობას; (ii) მასა და მის ოჯახს ღირსეული არსებობის შესაძლებლობით, წინამდებარე პაქტის დებულებათა შესაბამისად.

) უსაფრთხო და ჯანსაღ შრომის პირობებს;

) თითოეულისათვის უფრო მაღალ სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ შრომით სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად;

) დასვენების, თავისუფალი დროის ქონის და სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, აგრეთვე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას ისევე, როგორც ანაზღაურებას საზოგადოებრივი უქმე დღეებისათვის.

მუხლი 12: 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტნდარტებზე. 2. ზომები, რომლებიც წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ამ უფლების სრული რეალიზაციისათვის, უნდა შიცავდეს ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია: ბ) გარემოს ჰიგიენისა და მრეწველობაში შრომის ჰიგიენის ყველა ასპექტის გასაუმჯობესებლად…

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა გამოხატა უკმაყოფილება სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, მათ შორის: ეროვნული შრომის კოდექსის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით დეკრეტულ შვებულებასთან,[7] უთანასწორო ანაზღაურებასთან და კერძო და საჯარო სექტორს შორის განსხვავებებთან დაკავშირებით;[8] სამსახურში დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო;[9] სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობის არარსებობა საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის და ზოგიერთი მათგანის (განსაკუთრებით პედაგოგების) ანაზღაურების მნიშვნელოვანი კლება; პედაგოგებსა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტური ურთიერთობების არსებობა და აღნიშნული სიტუაციის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯების არა ეფექტურობა;[10] არაეფექტური კამპანია ჰიგიენური და უსაფრთხოების ზომების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, იმ დაწესებულებებში, სადაც ეს აღიარებულ სტანდარტებზე დაბალია;[11] მუშათა სამუშაო საათების ხანგრძლივობის და დასვენების დროის სტანდარტების დაცვა ყოველთვის არ ხდება კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის; შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების არარსებობა იმ დასაქმებულთა დასაცავად, რომელებიც დაქირავებულნი არიან კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე მინიმალურ ხელფასთან, ჯანმრთელობისა და დეკრეტულ ბენეფიტებთან და უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან მიმართებით;[12] სახიფათო სამუშაო პირობები და კომპენსააცით არ დაკმაყოფილება სამუშაოს შესრულებისას მიღებული ნებებისთვის;[13] დასაქმების ინსპექციებისა და კონტროლის სისტემების პრივატიზაცია;[14] სამუშო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმების მიღების საჭიროება[15] და როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება.[16]

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

  • გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დაგმო სამსახურში სექსუალური შევიწროვება[17] და კანონმდებლობის არასათანადო იმპლემენტაცია სამუშაო სტანდარტებთან დაკავშირებით. სამუშაო სტანდარტებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მოიცავს სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო პირობებზე სათანადო ზედამხედველობას და სამუშაო ადგილების საინსპექციო უწყებების საკმარის დაფინანსებას.[18]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სამუშაოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კონვენცია (N155, 1981)[19], მუხლი 4: სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს საწარმოო უსაფრთხოების, საწარმოო ჯანმრთელობის და სამუშაო გარემოს ეროვნული პოლიტიკის ფორმულირება, იმპლემენტაცია და პერიოდული გადახედვა იმ მიზნით, რომ მოხდეს სამუშაოსთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილება, სამუშაო გარემოში საფთხის გამომწვწევი მიზეზების მინიმალიზაციის გზით.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სამსახურეობრივი ჯანდაცვის სერვისების შესახებ კონვენცია (N161, 1985)[20], მუხლი 3(1): სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას განავითარონ პროგრესულად საწარმოო ჯანდაცვის სერვისები ყველა დასაქმებულისთვის, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ კონვენციის განხორციელების გეგმა, (N187, 2006)[21], მუხლი 2(1): სახელმწიფოებმა, ყველაზე წარმომადგენლობით დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებთან კონსულტაციით, უნდა შეიმუშავონ ეროვნული პოლიტიკა, სისტემა და პროგრამა რათა მუდმივად ხდებოდეს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება სამუშაო დაზიანებების, დაავადებების და გარდაცვალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.

პაციენტის მოვლაზე პასუხისმგებელ პერსონალთან (საექთნო პერსონალთან) დაკავშირებული სტანდარტები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საექთნო პერსონალის შესახებ კონვენცია N 149, 1977[22]

მუხლი 1(2): წინამდებარე კონვენცია ვრცელდება მთელ საექთნო პერსონალზე მიუხედავად მათი სამუშაოს ადგილმდებარეობისა.

მუხლი 2(1): ყველა წევრმა სახელმწიფომ, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიკაციას, ზოგადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უნდა მიიღოს და განახორციელოს საექთნო მომსახურებისა და საექთნო პერსონალის შესახებ ქვეყნის შესაბამისი პოლიტიკა, რათა უზრუნველყონ ხარისხიანი საექთნო მზრუნველობა მოსახლეობისთვის შესაძლო უმაღლესი ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის მისაღწევად. (2) კერძოდ, მათ უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რომ უზრუნველყონ საექთნო პერსონალისთვის შემდეგი პირობები. (ა) მათი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო განათლებისა და ტრენინგის მიწოდება, და (ბ) დასაქმებისა და სამუშაო პრობები კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ჩათვლით, რაც აუცილებელია პერსონალის მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. (3) ამ მუხლის პირველ პარაგრაფში აღნიშნული პოლიტიკის ფორმულირება უნდა მოხდეს შესაბამის დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან (სადაც არსებობს ასეთი ორგანიზაციები) კონსულტაციით. (4) აღნიშნული პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს ჯანდაცვის სხვა ასპექტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას შესაბამის დამსაქმებელთა და მუშაკთა ორგანიზაციებთან კონსულტაციის საფუძველზე.

მუხლი 6: საექთნო პერსონალი უნდა სარგებლობდეს მინიმუმ იგივე პირობებით, რითიც სარგებლობენ სხვა მუშაკები, მათ შორის: (ა) სამუშაო საათების ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს, არახელსაყრელი სამუშაო დროის და ცვლაში მუშაბის რეგულირებისა და კომპენსაციის ჩათვლით; (ბ) ყოველკვირეული დასვენების დღეები; (გ) ანაზღაურებადი წლიური შვებულება; (დ) განათლების დონე; (ე) დეკრეტული შვებულება; (ვ) ავადმყოფობის შვებულება; (ზ) სოციალური დაცვა.

მუხლი 7: თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გააუმჯობესოს საწარმოო ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და რეგულაციები მათი საექთნო საქმიანობასთან და პირობებთან შესაბამისობაში მოყვანით.

ქალებთან დაკავშირებული სტანდარტები

საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ:

მუხლი 10(2): განსაკუთრებული დაცვა უნდა ჰქონდეთ ქალებს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ გონივრული პერიოდის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე, მომუშავე დედებს უნდა ეძლეოდეთ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება, რომლის დროსაც მისცემენ საკმარის სოციალურ დახმარებას.

მუხლი 7: 1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, კერძოდ: ა) ანაზღაურება, რომელიც ყველა მშრომელისათვის, როგორც მინიმუმს, უზრუნველყოფს; I) სამართლიან ხელფასს და თანაბარ ანაზღაურებას ტოლფასოვანი შრომისათვის რაიმე განსხვავების გარეშე, ამასთან, კერძოდ, ქალებისათვის გარანტირებული უნდა იყოს შრომის ისეთი პირობები, რომლებიც მამაკაცთა შრომის პირობებზე უარესი არ იქნება და თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათვის; II) მათი და მათი ოჯახების დამაკმაყოფილებელ არსებობას ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად; ბ) უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოთხოვნების შესაბამისი შრომის პირობები; გ) ყველასათვის ერთნაირი შესაძლებლობა სამუშაოზე დაწინაურდეს შესაბამის უფრო მაღალ საფეხურზე მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კვალიფიკაციის საფუძველზე; დ) დასვენება, თავისუფალი დრო და სამუშაო დროის გონივრული შეზღუდვა და პერიოდული ანაზღაურებული შვებულება, ისევე როგორც ანაზღაურება უქმე დღეებისათვის.

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 16, 24: პაქტის მე-7(ა) მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, მათ შორის სამართლიანი ხელფასი და ტოლფასოვანი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება. მე-3 მუხლი მე-7 მუხლთან მიმართებით გულისხმობს, რომ მონაწილე სახელმწიფოები კისრულლობენ ვალდებულებას მოახდინონ რეაგირება შრომის არათანაბარ ანაზღაურებაზე, რათა ქალებმა და მამაკაცებმა ისარგებლონ თანასწორი უფლებებით. სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილებში თანაბარი პირობების შექმნა დაწინაურებასთან, კომპენსაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 11(1): მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ: ა) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება; გ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე სამუშაოს ყველა შეღავათის და პირობების გამოყენების, პროფესიული მომზადების და გადამზადების, მათ შორის მოწაფეობის, გაზრდილი დონის პროფესიული მომზადების და რეგულარული გადამზადების უფლება.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ხშირად გამოთქვამს კრიტიკას იმ ქალების უთანასწორო რიცხვთან დაკავშირებით, რომლებიც დასაქმებული არიან დაბალ თანამდებობზე, დაბალანაზღაურებად, ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც.[23] კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი მაღალ გადაწყვეტილების მიმღებ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში.[24]

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა დაგმო: პასუხისმგებლობის და დაცვის საშუალებების არ არსებობა კერძო სექტორში სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე;[25] ცუდი სამუშაო პირობები ქალებისტვის როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, განსაკუთრებით მინიმალური ხელფასის დაწესებასთან და სოციალურ და ჯანმრთელობის შეღავათებთან დაკავშირებით;[26] ქალთა მიმართ დისკრიმინაცია ორსულობის და დეკრეტული პერიოდის გამო;[27] ბავშვის მოვლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა;[28] საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომუშავე დედებისთვის.[29]

რასობრივ საკითხებთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მიგრანტ მუშებთან დაკავშირებული სტანდარტები

კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, მუხლი 5()(I): ამ კონვენციის მე-2 მუხლში აღნიშნული ძირითადი მოვალეობების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ აკრძალონ და აღმოფხვრან ნებისმიერი ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა, განსაკუთრებით შემდეგი უფლებების განხორციელებისათვის: შრომის, თანაბარი ანაზღაურების, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების, უმუშევრობიდან დაცვის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების, სამართლიანი და დამაკმაყოფილებელი ანაზღაურების უფლება.

რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 30, 33-35: კომიტეტი რეკომენდაციას უწევს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ შემდეგი სახის ზომები: (33) გაატარონ ღონისძიებები სამუშაო პირობებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად (მათ შორის დასაქმების იმ წესებისა და პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომლებსაც დისკრიმინაციული მიზნები ან შედეგები აქვთ) იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები; (34) გადადგან ეფექტური ნაბიჯები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და მათი უფლებების აღსადგენად, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პასპორტის ჩამორთმევა ან უკანონო დაკავება, გაუპატიურება და ფიზიკური შეურაცხყოფა; (35) მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შეუძლია უარი უთხრას მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც არ აქვს მუშაობის უფლება, სამუშაოს შეთავაზებაზე, ყველა პირს აქვს მუშაობასთან დაკავშირებული უფლებებით სარგებლობის უფლება, მათ შორის შეკრების და გაერთიანების უფლება, შრომითი ურთიერთობების დაწყების შემდეგ და მათ დასრულებამდე.

საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშაკისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის შესახებ, მუხლი 25: 1. მიგრანტი მუშაკები უნდა სარგებლობდნენ არანაკლებ სარგებლიანი რეჟიმით დამსაქმებელი სახელმწიფოს მოქალაქეებთან შედარებით ანაზღაურების ნაწილში და შრომის სხვა პირობების ნაწილში, როგორებიცაა, ზეგანაკვეთური შრომა, სამუშაო საათების რაოდენობა, ყოვეკვირეული დასვენება, ფასიანი შვებულება, უსაფრთხოების ნორმები, ჯანმრთელობა, სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტა და შრომის სხვა ნებისმიერი პირობა, რომელიც ეროვნული კანონითა და პრაქტიკით, იგულისხმება პირობებში; დასაქმების სხვა პირობების ნაწილში, მათ შორის დასაქმების მინიმალური ასაკი, სახლში მუშაობის შეზღუდვა და სხვა საკითხები, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობითა და პრაქტით ითვლება დასაქმების პირობებად. 2. უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი კერძო შრომით ხელშეკრულებებში თანასწორი მოპყრობის პრინციპიდან გადახვევა, როგორც არის მოცემული მუხლის 1 პარაგრაფში. 3. სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რომ მიგრანტ მუშაკებს, ქვეყანაში მათი ბინადრობისა და დასაქმების საკითხებში დადგენილი წესებიდან გადახვევის გამო, არ წაერთვათ ამ პრინციპიდან გამომდინარე უფლებები. კერძოდ, დამსაქმებლებმა არ უნდა აარიდონ თავი სამართლებრივი ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, არც თავად ვალდებულებები უნდა შეიზღუდოს რაიმე ფორმით ამგვარი გადახვევების არსებობის საბაბით.

მუხლი 70: მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ზომებს, არანაკლებ ხელსაყრელს ვიდრე ის ზომები, რომლებიც ვრცელდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რათა რეგულარულ სიტუაციაში მყოფი მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები შეესაბამებოდეს უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ადამიანური ღირსების პრინციპებს.

შეკრების და გაერთიანების უფლება 

უფლებების ეფექტურად დაცვისა და ჯანდაცვის მუშაკთა მიერ თანაბარი უფლებებებით სარგებლობის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაკებს უკნაონო ჩარევის გარეშე, ჰქონდეთ კავშირების ჩამოყალიბების, გაწევრიანების და მართვის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სექტორი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მომსახურებას, მის წარმომადგენლებს გარკვეულ გამონაკლის სიტუაციაში შეიძლება შეეზღუდოთ კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობა. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებული გაეროს იურისპრუდენცია ფოკუსირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, თუმცა მისი ძირითადი ასპექტების ინტერპრეტაციით აღნიშნული უფლება შეიძლება გავრცელდეს პროფესიულ კავშირებზეც, რომელსაც ასევე ეხება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიც.

ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის გარკვეულ მუხლებში ხაზგასმულია ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველების როლი, რომლებიც უზრუნველყოფენ და იცავენ სოციალურ და ძირითად სამოქალაქო უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლის უფლება და წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვა.

შეკრების და გაერთიანების თავისუფლება

უფლებების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • ჯანდაცვის სამინისტრომ არ დაამტკიცა პროფესიული სამედიცინო ასოციაცია, რადგან მისი პრეზიდენტი ერთერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წამყვანი წევრია;
  • თანამდებობის პირები, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ხელს უშლიან ჯანდაცვის მუშაკების მიერ ანაზღაურების მომატებისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით აქციის ჩატარებას.

ადამიანის უფლებებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

ზოგადი სტანდარტები

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 20: (1) ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა; (2) არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე გაერთიანებაში.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 21: აღიარებულია მშვიდობიანი კრებების უფლება. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვისა თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ შეკრების თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პაქტის 22-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობებით.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 22: 1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის თავისუფლების უფლება, მათ შორის უფლება შექმნას პროფკავშირები და შევიდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად. 2. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს და რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის, რომ ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ იმ პირთათვის, რომლებიც შედიან შეიარაღებლი ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში. 3. ამ მუხლში არაფერი არ აძლევს უფლებას სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციაში ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ, მიიღონ საკანონმდებლო აქტები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ, ან კანონი გამოიყენონ ისეთნაირად, რომ ეს საზიანო იყოს ამ გარანტიებისათვის.

  • გაურკვეველია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის 22-ე მუხლი მოიცავს თუ არა თავისუფლებას, პირი არ შეუერთდეს რომელიმე გაერთიანებას. ასეთ შემთხვევაში პროფესიული კავშირის ისეთი პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ იმ პირთა დასაქმებას, რომლებიც კონკრეტული კავშირის წევრებვი არიან, ჩაითვლებოდა კონვენციის დარღვევად. თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მუხლი მოიცავს ამ თავისუფლებასაც.
  • ასოციაციის დასაფუძნებლად საჭირო ფორმალური პროცედურები არ უნდა იყოს იმდენად გართულებული, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 22-ე მუხლთან.
  • შესაძლოა კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს გაერთიანების სტატუსს, შესაბამისობაში იყოს პაქტის 22-ე მუხლთან, თუმცა პრაქტიკაში სახელმწიფო ზღუდავდეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას.[30]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია N87 შეკრებისა და ორგანიზების თავისუფლების შესახებ, მუხლი 2: ყველა მუშაკს და დამსაქმებელს უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საკუთარი არჩევანით შექმნან ორგანიზაცია, აგრეთვე შევიდნენ ასეთ ორგანიზაციაში მხოლოდ უკანასკნელთა წესდების გათვალისწინებით.

  • აღნიშნული უფლება – ყველა მუშაკს ქონდეს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნას ან გაწევრიანდეს ორგანიზაციაში, წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ უფლებას, რომლითაც ყველა დასაქმებული უნდა სარგებლობდეს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე; საავადმყოფოს პერსონალს სრული უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.
  • კანონი, რომელის თანახმად გაერთიანების თავისუფლება მოითხოვს სახელმწიფოს ნებართვას, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 კონვენციით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლების პრინციპს.

გაეროს დეკლარაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჯგუფების ან ინდივიდების უფლებებზე და პასუხისმგებლობაზე, რათა დაცულიყო იყოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და ძირითადი თავისუფლებები (ადამიანის უფლებათა დამცველთა დეკლარაცია) 1998

მუხლი 1: ყველას, ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, აქვს უფლება მოახდინოს საკუთარი უფლებების და ძირითადი თავისუფლებების რეალიზაცია და მოითხოვოს მათი დაცვა როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე.

მუხლი 5: ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით, ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე ყველას აქვს უფლება: (ა) მშვიდობიანი შეკრების; (ბ) შექმნას ან გაერთიანდეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასოციაციებში და ჯგუფებში; (გ) ჰქონდეს კომუნიკაცია არასამთავრობო და სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციებთან.

ქალებთან დაკავშირებული სტანდარტები

კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, მუხლი 5()(9):

ამ კონვენციის მე-2 მუხლში აღნიშნული ძირითადი მოვალეობების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ აკრძალონ და აღმოფხვრან ნებისმიერი ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა, განსაკუთრებით შემდეგი უფლებების განხორციელებისათვის: …მშვიდობიანი შეკრებებისა და ასოციაციების უფლება.

პროფკავშირები და გაფიცვის უფლება

უფლებების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • ჯანდაცვის მუშაკთა პროფკავშირები და პროფესიული გაერთიანებები არ იქნენ დამტკიცებულნი ჯანდაცვის სამინისტორს მიერ, რათა მათ წარმოედგინათ თავიანთი წევრები; მედდას არ შეუძლია იმუშაოს განსაზღვრულ საავადმყოფოში, ვიდრე იგი არ გაწევრიანდება ერთადერთ პროფკავშირში, რომელიც აღიარებულია მენეჯმენტის მიერ; ზოგიერთი ექიმი და ექთანი დაითხოვეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც მათ ერთობლივი ზომები მიიღეს დაბალი ანაზღაურებისა და ცუდი სამუშაო პირობების გამო.

ადამიანის უფლებებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

მუხლი 22 საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ: 1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის თავისუფლების უფლება, მათ შორის უფლება შექმნას პროფკავშირები და შევიდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად. 2. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს და რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის, რომ ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ იმ პირთათვის, რომლებიც შედიან შეიარაღებლი ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში. 3. ამ მუხლში არაფერი არ აძლევს უფლებას სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციაში ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ, მიიღონ საკანონმდებლო აქტები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ, ან კანონი გამოიყენონ ისეთნაირად, რომ ეს საზიანო იყოს ამ გარანტიებისათვის.

  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 22(1) უზრუნველყოფს პროფკავშირების სპეციალურ დაცვას;[31] ამავე პაქტის მუხლი 22(3) ხაზს უსვამს უკვე არსებულ ვალდებულებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე კონვენციის შესაბამისად.
  • კანონით გარანტირებული მრავალი პროფკავშირების არსებობის საჭიროებას ხაზს უსვამს როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ისე ეკომომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი[32], და დაგმობილია შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობა. [33]
  • მუშაკთა უფლებების დაცვის აუცილებლობას (მათ შორის კოლექტიური მოლაპარაკებები, თავისუფალი გაერთიანების უფლების შეზღუდვისგან და თავისუფლება პროფკავშირების საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევისაგან დაცვა) მრავალჯერ გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა[34] და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საკითხთა კომიტეტმა.[35]
  • ადამიანის უფლებების კომიტეტმა დაადგინა 22 და 19 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევები, რომელიც გამოიხატებოდა პიროვნებების უკანონო დაკავებაში მათი პროკავშირებში საქმიანობის გამო.[36]
  • პროფკავშირების დაცვა მოიცავს შემდეგის უზრუნველოყოფას: უცხოელი მუშაკებისათვის არ არის აკრძალული ოფიციალური თანამდებობის დაკავება და კავშირები არ უქმდება აღმასრულებლების მიერ.[37]
  • მუხლი 22(3) ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა გაფიცვის უფლების გარანტიას;[38]
  • სახელმწიფო მოხელისათვის უარის თქმა უფლების მინიჭებაზე – შექმნას ასოციაცია და აწარმოოს მოლაპარაკებები, კოლექტიურად განიხილება როგორც საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 22-ე მუხლის დარღვევა.;[39]
  • იმ სახელმწიფო მოხელეთა გაფიცვის აბსოლუტურმა აკრძალვამ, რომლებიც არ მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით და არ არიან ჩართულნი «მნიშვნელოვან სამსახურებში», რაც განსაზღვრულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 22-ე მუხლის დარღვევა[40]

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მუხლი 23(4)

ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 8

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ:

) თითოეული ადამიანის უფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების განსავითარებლად და დასაცავად, შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს ასეთ კავშირებში თავისი არჩევანით და ორგანიზაციის შესაბამისი წესების თანახმად. აღნიშნული უფლების გამოყენება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;

) პროფესიული კავშირების უფლება შექმნან ეროვნული ფედერაციები და კონფედერაციები და ამ უკანასკნელთა უფლება შექმნან საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციები ან შეუერთდნენ მათ;

) პროფესიული კავშირების უფლება იმოქმედონ თავისუფლად, რაიმე შეზღუდვის გარეშე, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თვისუფლებების დასაცავად;


) გაფიცვების უფლება იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი განხორციელდება კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

1. ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება კანონის შესაბამისად ამ უფლების გამოყენების შეზღუდვას იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის შემადგენლობაში.


2.
ამ მუხლში არაფერი აძლევს უფლებას ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, მიიღონ საკანონმდებლო ზომები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ ან კანონი გამოიყენონ ისე, რომ ზიანი მიადგეს ამ გარანტიებს.

» შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია 87 «გაერთიანების თავისუფლებისა და გაერთიანების უფლების დაცვის შესახებ»[41]:


მუხლი 2:

მშრომელებსა და მეწარმეებს, განურჩევლად, უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე საკუთარი არჩევანით შექმნან ორგანიზაცია, აგრეთვე უფლება აქვთ შევიდნენ ასეთ ორგანიზაციაში მხოლოდ ერთი პირობითდაემორჩილონ ამ უკანასკნელთა წესდებებს

მუხლი 3:

1. მშრომელთა და მეწარმეთა ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეიმუშავონ საკუთარი წესდებები და რეგლამენტები, თავისუფლად აირჩიონ თავისი წარმომადგენლები, ჩამოაყალიბონ აპარატი, წარმართონ თავიანთი საქმიანობა, დასახონ სამოქმედო პროგრამა.

2. სახელმწიფო ხელისუფლება თავს იკავებს ყოველგვარი ჩარევისაგან, რომელიც შეზღუდავს ამ უფლებას ან წინ აღუდგება მის კანონიერ განხორციელებას.

მუხლი 4: მშრომელთა და მეწარმეთა ორგანიზაციები არ შეიძლება დათხოვნილ იქნენ ან დროებით ადმინისტრაციული წესით აკრძალულ იქნენ.

მუხლი 5: მშრომელთა და მეწარმეთა ორგანიზაციებს უფლება აქვთ შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთი ორგანიზაციას, ფედერაციას თუ კონფედერაციას უფლება აქვს შევიდეს მშრომელთა და მეწარმეთა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

» შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია 98 «გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლების შესახებ»[42]:

მუხლი 1: მშრომელები სარგებლობენ სათანადო დაცვით ნებისმიერი იმ დისკრიმინაციული მოქმედების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მიმართულია შრომის სფეროში გაერთიანების თავისუფლების შელახვისაკენ. 2. ასეთი დაცვა გამოიყენება განსაკუთრებით იმ მოქმედებათა მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავენ:

ა) სამუშაოზე მშრომელის მიღებას ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნებას იმ პირობით, თუ ის არ შევა პროფკავშირში ან გამოვა პროფკავშირებიდან;

ბ) მშრომელის გათავისუფლებას ან სხვა ნებისმიერი მეთოდით ზიანის მიყენებას იმ საფუძველზე, რომ იგი პროფკავშირის წევრია ან მონაწილეობას იღებს პროფკავშირულ საქმიანობაში არასამუშაო ან სამუშაო დროს მეწარმესთან შეთანხმებით.

მუხლი 2 (1). მშრომელთა და მეწარმეთა ორგანიზაციები სარგებლობენ სათანადო დაცვით ერთმანეთის ან მათი აგენტების, ან წევრთა მხრიდან ჩარევის ნებისმიერი აქტის საწინააღმდეგო ორგანიზაციების შექმნის, საქმიანობისა და მართვისას.

მუხლი 6: ამ კონვენციის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო მოხელეებზე. იგი არანაირად არ იქნება განმარტებული, როგორც მათი უფლებისა და დებულების შემლახავი.

  • მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციასა თუ რეკომენდაციაში არ არის ცალკე აღიარებული გაფიცვის უფლება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების კომიტეტი ხშირად აღნიშნავს, რომ გაფიცვის უფლება არის მშრომელების და მათი ორგანიზაციების ფუნდამენტური უფლება და ადგენს საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც ის შეიძლება გამოყენებულ იქნას. ამასთან ერთად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის ორი რეზოლუცია, რომლებიც წარმოადგენენ შსო-ს პოლიტიკის გაიდლაინს, მინიმუმ ორ რეზოლუციაში უსვამს ხაზს გაფიცვის უფლების აღიარების აუცილებლობას წევრი სახელმწიფოების მიერ. [43]
  • სახელმწიფო საავადმყოფოებში მომუშავე პირები უნდა სარგებლობდნენ კოლექტიური მოლაპარაკების უფლებით, რაც გარანტირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 98-ე კონვენციით.[44]
  • საჯარო მოხელის შემთხვევაში, გაერთიანების თავისუფლების პრინციპის აღიარება იმავდროულად არ გულისხმობს გაფიცვის უფლებას.[45]
  • შსო-ს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების კომიტეტს გათვითცნობიერებული აქვს, რომ გაფიცვის უფლება შეიძლება შეზღუდული იქნას ან თუნდაც აკრძალული სახელმწიფო სამსახურში ან გარკვეულ მნიშვნელოვან სამსახურებში მაშინ, როდესაც გაფიცვამ შეიძლება სერიოუზული ზიანი მიაყენოს საზოგადოებას, თუ უზრუნველყოფილია რომ შეზღუდვებს თან ერთვის კონკრეტული კომპენსაციის გარანტიები.[46]
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კომიტეტმა ნათლად აღნიშნა, რომ საავადმყოფოს სექტორი აღიარებულია მნიშვნელოვანი მომსახურების მიმწოდებლად და შესაბამისად არ შეიძლება მისი მუშაობის შეჩერება.[47] უფრო კონკრეტულად კი, იმისათვის რომ განისაზღვროს სიტუაციები, როდესაც გაფიცვა შეიძლება აიკრძალოს მნიშვნელოვან სამსახურებში, უნდა არსებობდეს აშკარა და გარდაუვალი საფრთხე სიცოცხლის, პიროვნების უსაფრთხოების, ან ზოგადად საზოგადოების ან მისი ნაწილის ჯანმრთელობისთვის. თუმცაღა ისეთ სამსახურებშიც კი, რომელიც მიჩნეულია მნიშვნელოვნად, მუშაკთა გარკვეულ კატეგორიას, როგორებიცაა მაგალითად ლაბორანტები და მებაღეები, არ უნდა წაერთვათ გაფიცვის უფლება.


სამართალწარმოების უფლება და მასთან დაკავშირებული უფლებები

ეს ნაწილი მიმოიხილავს სამართალწარმოების სტანდარტებს, რომლებითაც სარგებლობენ ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელი პირები, როდესაც ისინი მიმართავენ სასამართლოს ან თავად წარმოადგენენ სამოქალქო სასამართლო პროცესის მხარეს, მათ შორის დისციპლინარული საკითხების განხილვისას. ეს ნაწილი მოიცავს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს, მაგრამ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულთა უფლებებს.[48] განმარტება თუ რა არის ნაგულისხმევი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 14(1) მუხლში მოცემულ ტერმინში «სამოქალაქო პროცესი» კვლავაც ვითარდება, თუმცა პროფესიული ორგანიზაციის საქმიანობების რეგულირება და ამ რეგულირების სასამართლოს მიერ შესწავლა შესაძლოა მასში მოიაზრებოდეს.

1998 წლის გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დამცველთა დეკლარაციაში მოცემულ შესაბამის სტანდარტებში ხაზგასმულია, რომ ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელი პირები არიან უფლებების დამცველები მათ ყოველდღიურ საქმიანობაში და ასევე სარგებლობენ იგივე ძირითადი უფლებებით, როგორც პაციენტები. ეს ნაწილი ასევე დეტალურად წარმოადგენს იმ სტანდარტებს, ამას გარდა, მოცემულია სტანდარტების მოკლე განხილვა, რომლებიც ეხება გამოხატვის თავისუფლებასა და ინფორმაციის მიღების უფლებას. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ აქტიური მოქალაქეების დაცვას, რომლებსაც სურთ გარკვეული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება. აღნიშნული დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის მუშაკებს, ხშირად არ სურთ ინფორმაციის გავრცელება არასასურველი შედეგების შიშით.

სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება

პოტენციური დარღვევების მაგალითები

  • ექიმს, რომლის საქმეზეც იმართება არის დისციპლინარული სხდომა, არ ეძლევა საშუალება მიიღოს მის წინააღმდეგ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სხდომის დაწყებამდე;
  • მედდას, რომლის წინააღმდეგ განიხილება სამედიცინო დაუდევრობასთან დაკავშირებული საქმე, არ ეცნობა სხდომის დანიშვნის თარიღი

ადამიანის უფლებებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

მუხლი 14 (1) საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ: სამართლიანი სასამართლო პროცესი

1. ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლებამოვალეობის განსაზღვრისას, მოითხოვოს, რომ მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ განიხილოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. შეიძლება, რომ პრესა და საზოგადოება არ იქნას დაშვებული მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით ან, მხარეთა პირადი ცხოვრების ინტერესების გათვალისწინებით, ან როდესაც სასამართლოს აზრით საჯაროობა შელახავს მართლმსაჯულების ინტერესებს; ყოველი სასამართლო დადგენილება სისხლის სამართლისა თუ სამოქალაქო საქმის გამო საჯარო უნდა იყოს, იმ შემთხვევების გარდა, როცა არასრულწლოვანთა ინტერესები სხვას მოითხოვენ ან, როცა საქმე ეხება მატრიმონიალურ დავას ან ბავშვთა მეურვეობას.

  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 14(1) მუხლის კონტექსტში მოცემული «სამოქალაქო პროცესის» ცნება ეფუძნება კონკრეტული უფლების ხასიათს და არა პროცესის ერთ-ერთი მხარის სტატუსს (იქნება სახელმწიფო თუ არა სამთავრობო). განსაკუთრებული ფორუმი, რომელსაც სამართალდაცვის სისტემები იყენებენ ინდივიდუალური სარჩელების განსახილველად არ განსაზღვრავს უფლების ხასიათს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირობაა საერთო სამართლის სისტემების შემთხვევაში).[49] 
  • პროფესიული ორგანიზაციის საქმიანობების რეგულირებამ და სასამართლოს მიერ ამგვარი რეგულირების შესწავლამ შესაძლოა წარმოშვას მე-14 მუხლით განსაზღვრული საკითხები;[50]
  • წმინდა ადმინისტრაციული საქმეები არ განიხილება ამ მუხლით, რადგანაც არ გულისხმობს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრას;[51]
  • 14(1) მუხლში მოცემული «ტრიბუნალის» ცნება შეეხება ორგანოს – მიუხედავად მისი დენომინაციისა, რაც გულისხმობს ა) კანონის მიერ დაწესებული; ბ) ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებისგან დამოუკიდებელი და გ) გარკვეულ შემთხვევებში სარგებლობს სამართლებრივი დამოუკიდებლობით სამართლებრივი ხასიათის საკითხების გადაწყვეტისას;[52]
  • საჯარო სამართლის უფლებების განსაზღვრა შეესაბამება მე-14(1) მუხლს, თუ შესაბამის მუნიციპალურ სამართლებრივ სისტემაში ამ უფლებების განსაზღვრა ხდება კანონით დადგენილი და საერთო სამართლის ნორმებით მოქმედი სასამართლოს მიერ ან თუ ადმინისტრაციული განხილვა ექვემდებარება სამართლებრივ გადახედვას;
  • მუხლი 14 არ იძლევა საჯარო სამართლის საქმის ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული წესით განხილვის უფლების გარანტიას და ასევე არ უზრუნველყოფს, რომ ამგვარ გადახედვას მოჰყვება საქმის არსის შეფასება.
  • სამოქალაქო საქმეში სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება მოიცავს:

» თანასწორობა სასამართლოს წინაშე[53]: ეს ცნება უფრო ვიწრო გაგებას მოიცავს, ვიდრე კანონის წინაშე თანასწორობა, რომელიც მოცემულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის 26 მუხლში, რადგანაც ეს უკანასკნელი ეხება სამართლებრივ ადმინისტრირებში ჩართულ ყველა ორგანოს და არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას[54].

» სასამართლოს ხელმისაწვდომობა[55]: ხელმისაწვდომობა მოიცავს სამართლებრივი დახმარების გაწევას[56]. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლი მოითხოვს, რომ «გარკვეული გარემოებების» არსებობისას სახელმწიფოებმა უზრუნველყონ ქმედების გარკვეული მიზეზები და უფლებამოსილმა სასამართლოებმა განსაზღვრონ ამ ქმედების მიზეზები, თუმცა არ არის მოცემული თუ რა გარემოებებზეა საუბარი[57].

  • საპროცესო თანასწორობის უზრუნველყოფაში, მუხლი 14 ვერ განიხილება, როგორც შედეგების თანასწორობის ან შეცდომის არ არსებობის გარანტი უფლებამოსილი ტრიბუნალის მხრიდან[58];
  • სამართლიანი სასამართლო პროცესის ელემენტები სამოქალაქო საქმის განხილვისას მოიცავს მხარეთა თანასწორობის პრინციპს[59], დაპირისპირებულ მხარეთა პროცედურების პატივისცემას, წინა ვერდიქტის დამძიმების აღკვეთასა და დაჩქარებულ პროცედურას[60];
  • სამოქალაქო საქმეთა საჯარო მოსმენა აღიარებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საჯარო ინტერესების შემცველი საკითხები[61];
  • სამოქალაქო საქმეთა განხილვისას დასაშვებია მოპასუხეებს დაეკისროს მტკიცების ტვირთი[62];
  • მე-14 მუხლის დარღვევის მაგალითები მოიცავს შემდეგს: მოსარჩელე მხარეს არ მიეცეს ნება დაესწროს სასამართლო სხდომას და ჰქონდეს შესაძლებლობა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს მის კანონიერ წარმომადგენლებს[63]. მხარეთათვის სასამართლო პროცესის თარიღის არ შეტყობინება[64], ადმინისტრაციული სასამართლოს უარი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენაზე[65], და უარი ერთი მხარისთვის მეორე მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე კომენტარის გაკეთებაზე[66]

მუხლი 26, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ: ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს კანონის თანასწორი დაცვის უფლება.

მუხლი 5() საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ

ამ კონვენციის მე-2 მუხლში ფორმულირებულ ძირითად ვალდებულებათა შესაბამისად, მხარესახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, აკრძალონ და აღმოფხვრან ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ ყველა უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ან ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, თანასწორუფლებიანობაზე კანონის წინაშე, განსაკუთრებით შემდეგი უფლებებით: სასამართლოებისა და მართლმსაჯულების აღმასრულებელი ყველა სხვა ორგანოების წინაშე თანასწორობის უფლება;

მუხლი 15(1) კონვენცია ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ: მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კანონის წინაშე ქალთა თანასწორობას მამაკაცებთან.

სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება[67]

პოტენციური დარღვევების მაგალითები

  • ექიმს არ ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია მას შემდეგ, რაც მის რეპუტაციას მიადგა ზიანი სამედიცინო დაუდევრობის უსაფუძვლო და ყალბი ბრალდებების ნიადაგზე, რომლებიც გაჩნდა პრესაში;
  • მედდას არ ეძლევა შესაძლებლობა დასაქმების ტრიბუნალის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და შესაბამისი განმარტებები

მუხლი 2.3. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ:

ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:


) ყველა პირი, რომლის, ამ პაქტით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა დაუშვეს ოფიციალურმა პირებმა;


) უზრუნველყოს, რომ თითოეული პირის სამართლებრივი დაცვის უფლება, ვინც კი ასეთ დაცვას მოითხოვს, დაადგინოს კომპეტენტურმა სასამართლომ და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობანი;

) უზრუნველყოს კომპეტენტურ ხელისუფლებათა მიერ მათთვის მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალებათა გამოყენება.

  • აშკარა კავშირი არსებობს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასა და სამართლიან სასამართლოს და/ან სამართალწარმოების უფლებას შორის. ზოგადად უნდა მოხდეს ამ დებულების პატივისცემა, როდესაც ადგილი ექნება მე-14 მუხლის დარღვევას[68];
  • სამართლებრივი დაცვის საშუალება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება ზოგადად გულისხმობს შესაბამის კომპენსაციას, ზოგიერთ შემთხვევებში ანაზღაურება შეიძლება გულისხმობდეს რესტიტუციას, რეაბილიტაციას და დაკმაყოფილების ზომების გატარებას, როგორიცაა საჯაროდ ბოდიშის მოხდა, საჯარო მემორანდუმი, გარანტია, რომ შემდგომში იგივე ქმედების არ განმეორდება და შესაბამის კანონებსა და პრაქტიქაში ცვლილებების შეტანა და ქმედებების გატარება, რომ ადამიანის უფლებათა დამრღვევნი წარსდგნენ სასამართლოს წინაშე[69].
  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 2(3)(ა) მუხლის თანახმად სახელმწიფოებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ კომპეტენტურ სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებათა გამოყენება[70]. იმ შემთხვევებში თუ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის დებულებების დარღვევას ადგილი არ აქვს, მოცემულ გარანტიას სამართლებრივი ძალა დაეკარგება. სახელმწიფო არ არის ვალდებული ხელმისაწვდომი გახადოს ამგვარი პროცედურები[71].
  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი მუხლი 2(1)
  • წინამდებარე პაქტის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ტექნიკურ სფეროში, (მათთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით) მიიღოს ზომები ამ პაქტით აღიარებული უფლებების პროგრესულად სრული რეალიზაციისათვის, ყველა სათანადო საშუალებით, საკანონმდებლო ზომების მიღების ჩათვლით.
  • ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები ადეკვატურია. ნებისმიერი სამართლებრივი დაცვის საშუალებები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ფინანსურად ხელმისწვდომი, დროული და ეფექტური. არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც შეეხება არადისკრიმინაციას (და არა მხოლოდ), რომლის მიმართაც გარკვეული ფორმის სამართლებრივი დაცვის ეფფექტიანი საშუალების გამოყენება სავალდებულოა[72].

» გაეროს დეკლარაცია პირთა, ჯგუფების და საზოგადოებრივი უწყებების უფლებებისა და მოვალეობებიის შესახებ უზრუნველყონ და დაიცვან საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, (ადამიანის უფლებათა დამცველთა დეკლარაცია) 1998, მუხლი 9[73].

ადამიანის უფლებათა ყველა დამცველს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში აქვთ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების გამოყენების უფლება. ეს უფლება გულისხმობს სამთავრობო ორგანოებისა და ოფიციალური პირების ქმედებებსა და პოლიტიკაზე უკმაყოფილების გამოთქმას. თავის მხრივ სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს დაუყოვნებელი და მიუკერძოებელი გამოძიება ან უზრუნველყოს რომ გამოძიება ჩატარდება ყოველთვის, როდესაც გონივრული საფუძველი იქნება, მასზედ რომ მოხდა დარღვევა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

პირადი და ოჯახური ცხოვრების და რეპუტაციის პატივისცემის უფლება

პოტენციური დარღვევების მაგალითები

  • საავადმყოფოს დირექტორის ტელეფონი ისმინება წინასწარი კანონიერი სანქცირების გარეშე;
  • ექიმი, რომელიც დასაქმებულთა უსამართლო გათავისუფლებისათვის ჩართულია სამოქალაქო საქმეში საავადმყოფოს წინააღმდეგ, აღმოაჩენს, რომ მისი კორესპონდენცია ყოველდღიურად მოწმდება და იკითხება მისი თანხმობის გარეშე.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და შესაბამისი განმარტებები

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 17:

1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.

2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N16: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

  • ტერმინი «საცხოვრებელი» (“home» ინგლისურად, «manzel» არაბულად, «zhuzhai» ჩინურად, «domicile» ფრანგულად, «жилище» რუსულად და «domicilio» ესპანურად) რომელიც ნახსენებია პაქტის მე-17 მუხლში, გაგებული უნდა იყოს, როგორც ადგილი, სადაც პიროვნება ცხოვრობს ან ახორციელებს მისი ყოველდღიურ საქმიანობას
  • ისეთი ჩარევების შემთხვევაშიც კი, რომლებიც შესაბამისობაშია პაქტის დებულებებთან, შესაბამისი კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს დეტალურ განამრტებას, თუ რომელი გარემოებების დროს არის დასაშვები ამგვარი ჩარევა. გადაწყვეტილება ამგვარი სანქცირებული ჩარევის გამოყენებაზე მიღებული უნდა იყოს მხოლოდ კანონით უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცალკეული საქმეების საფუძველზე. მე-17 მუხლი მოითხოვს მიმოწერის მთლიანობისა და კონფიდენციალურობის დაცვის, როგორც დე იურე, ასევე დე ფაქტო უზრუნველყოფას. კორესპონდენცია მიტანილი უნდა იყოს დანიშნულ მისამართზე შეფერხებისა და გახსნის ან მისი სხვაგვარად წაკითხვის გარეშე. აკრძალული უნდა იყოს როგორც ელექტრონული, ასევე სატელეფონო, ტელეგრაფიული და კომუნიკაციის სხვა ფორმების მეთვალყურეობა, ასევე სატელეფონო საუბრების ჩაწერა. პიროვნების სახლის ჩხრეკა უნდა შემოიფარგლებოდეს საჭირო მტკიცებულებების მოძიებით და არ უნდა ჰქონდეს შეურაცხმყოფელი ხასიათი. თუ ადგილი ექნება პირად (სხეულის) ჩხრეკას, მიღებული უნდა იყოს ეფექტური ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩხრეკისას პიროვნების ღირსების დაცვა. სახელმწიფო ოფიციალური თანამდებობის პირების ან სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი სამედიცინო პერსონალის მიერ განხორციელებული პიროვნების ჩხრეკა უნდა განხორციელდეს იგივე სქესის პირების მიერ, რომელ სქესსაც მიეკუთვნება ჩხრეკას დაქვემდებარებული პიროვნება.
  • საჯარო მოხელეებისა თუ კერძო პირების მიერ პირადი ინფორმაციის მოგროვება და მისი კომპიუტერში, მონაცემთა ბაზებში თუ სხვა მოწყობილობებში შენახვა კანონით უნდა რეგულირდებოდეს. სახელმწიფომ უნდა გაატაროს ეფექტური ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ ჩაუვარდებათ ხელში ისეთ პირებს, რომლებიც კანონით უფლებამოსილნი არ არიან მის მიღებაზე, დამუშავებასა და გამოყენებაზე; ასევე უზრუნველყოს, რომ ინფორმაცია არ იქნება პაქტის დებულებებთან შეუსაბამო მიზნებისთვის გამოყენებული.
  • იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა ეფექტურად დაიცვას მისი პირადი ცხოვრება, მას უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს ინახება თუ არა და რა პირადი მონაცემები ინახება ავტომატურ მონაცემთა არქივში და რა მიზნით. ყველა პიროვნებას უნდა შეეძლოს დაადგინოს თუ რომელი საჯარო მოხელეები თუ კერძო პირები აკონტროლებენ ან შეუძლიათ აკონტროლონ მის შესახებ ინფორმაცია. თუ არქივი შეიცავს არასწორ პირად მონაცემებს ან შეგროვებულ თუ დამუშავებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, ყველა პირს უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს კორექტირება ან ინფორმაციის წაშლა;
  • მუხლი 17 უზრუნველყოფს პირადი ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ამ მიზნით უზრუნველყონ შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები. კანონით გათვალისწინებული ნორმები საშუალებას უნდა აძლევდეს ყველა პიროვნებას ეფექტურად დაიცვას თავი უკანონო შეტევებისაგან და ისარგებლოს ეფექტური სამართლებრივი დაცვით. ხელმომწერმა ქვეყნებმა მათ ანგარიშებში უნდა აჩვენონ თუ რამდენად იცავს კანონი ადამიანის ღირსებასა თუ რეპუტაციას და თუ როგორ ხდება შესაბამისი დაცვის მიღწევა მათი სამართლებრივი სისტემის საშუალებით.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 19 (3) გამოხატვის თავისუფლების შეზღდვა სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად

ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს. მაშასადამე, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთ შეზღუდვასთან, რომლებიც უნდა იყოს კანონი დადგენილი და აუცილებელი:

ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის დასაცავად.

გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება[74]

პოტენციური დარღვევების მაგალითები

  • საჯარო მოხელეები წინააღმდეგობას უწევენ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მათ საავადმყოფოში რადიაციის მაღალი დონის არსებობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და შესაბამისი განმარტებები

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 19 (2) ინფორმაციის უფლება

თითოეულ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი; ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით.

მუხლი 5()(viii) შეხედულებებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება;

ამ კონვენციის მე-2 მუხლში ფორმულირებულ ძირითად ვალდებულებათა შესაბამისად, მხარესახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, აკრძალონ და აღმოფხვრან ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ ყველა უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ან ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, თანასწორუფლებიანობაზე კანონის წინაშე, განსაკუთრებით შემდეგი უფლებებით: შეხედულებებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება

გაეროს დეკლარაცია პირთა, ჯგუფების და საზოგადოებრივი უწყებების უფლებებისა და მოვალეობებიის შესახებ უზრუნველყონ და დაიცვან საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, (ადამიანის უფლებათა დამცველთა დეკლარაცია) 1998[75]

მუხლი 6: ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად ყველას აქვს უფლება:

(ა) იცოდეს, მოიძიოს, მიიღოს და შეინახოს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, მათ შორის ინფორმაცია თუ როგორ აისახება ეს უფლებები და თავისუფლებები ქვეყნის კანონმდებლობაში, სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ სისტემებში;

(ბ) გამოაქვეყნოს, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია და ცოდნა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა შესახებ, როგორც ეს მოცემულია ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებში;

(გ) ისწავლოს, განიხილოს, ჩამოაყალიბოს და იქონიოს შეხედულებები ყველა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვაზე როგორც კანონში ასევე პრაქტიკაში და ამ და სხვა შესაბამისი საშუალებებით მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ამ საკითხებისაკენ.


[1]   ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო კომიტეტი. დასკვნითი შეფასებები: დიდ ბრიტანეთის და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 1997 (E/1998/22), იხ. ასევე დასკვნითი შეფასებები: უკრაინა, 1995 (E/1996/22)

[2]  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო კომიტეტი. სოლომონის კუნძული, 1999 (E/2000/22)

[3]  რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტი. დასკვნითი შეფასებები: პოლონეთი, 1997 (A/52/18)

[4]   რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტი. დასკვნითი შეფასებები: პოლონეთი, 1997 (A/52/18). იხ. ასევე: ნორვეგია, 1994 (A/49/18); დიდ ბრიტანეთის და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 1991 (A/46/18); ისრაელი, 1998 (A/53/18); ნიდერლანდები, 1998 (A/53/18); ლიბანი, 1998 (A/53/18); აზერბაიჯანი, 1999 (A/54/18) (A/60/18) დანია, 2000 (A/55/18); ლატვია, 2003 (A/58/18); ისლანდია, 2005 (A/60/18) და თურქმენეთი, 2005 (A/60/18)

[5]   რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტი. მოსაზრება, გამოთქმული საქმეში ბ.მ.ს. ავსტრალიის წინააღმდეგ, 1996 (C/54/ D/8/1996); გადაწყვეტილება, 1999 (A/54/18)

[6]   გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 53/144. 09.12.1998

[7]   უთანასწორო ანაზღაურებასთან და კერძო და საჯარო სექტორს შორის განსხვავებებთან დაკავშირებით;

[8]   სამსახურში დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო;

[9]   სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობის არარსებობა საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის და ზოგიერთი მათგანის (განსაკუთრებით პედაგოგების) ანაზღაურების მნიშვნელოვანი კლება; პედაგოგებსა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტური ურთიერთობების არსებობა და აღნიშნული სიტუაციის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯების არა ეფექტურობა;

[10]   არაეფექტური კამპანია ჰიგიენური და უსაფრთხოების ზომების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, იმ დაწესებულებებში, სადაც ეს აღიარებულ სტანდარტებზე დაბალია;

[11] მუშათა სამუშაო საათების ხანგრძლივობის და დასვენების დროის სტანდარტების დაცვა ყოველთვის არ ხდება კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის; შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების არარსებობა იმ დასაქმებულთა დასაცავად, რომელებიც დაქირავებულნი არიან კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე მინიმალურ ხელფასთან, ჯანმრთელობისა და დეკრეტულ ბენეფიტებთან და უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან მიმართებით;

[12]   სახიფათო სამუშაო პირობები და კომპენსააცით არ დაკმაყოფილება სამუშაოს შესრულებისას მიღებული დაზიანებებისთვის;

[13]  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი. შემაჯამებელი დასკვნები: სურინამი, 1995 (E/1996/22)

[14]  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი. შემაჯამებელი დასკვნები: არგენტინა, 1999 (E/2000/22)

[15]  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი. შემაჯამებელი დასკვნები: ფინეთი, 2000 (E/2001/22)

[16] ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი. შემაჯამებელი დასკვნები: იაპონია, 2001 (E/2002/22)

[17]  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი. ჩილე, 1999 (A/54/40)

[18]  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი. დომინიკის რესპუბლიკა, 1993

[19] შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). http://www.ilocarib.org.tt / projects/ cariblex/conventi ons_19.shtml

[20] შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). http://www.ilo.org/ilolex/cgi-lex/convde.pl?C161

[21] შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). http://www.ilo.org/ilolex/cgi-lex/convde.pl?C187

[22] შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). http://www.ilo.org/ilolex/cgi-lex/rati fce.pl?C149

[23]   ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ანგარიში, ბელარუსია, 2004. (A/59/38 [ნაწილი I])

[24]   ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ანგარიში, ფინეთი, 1995. (A/50/38); ეთიოპია, 1996 (A/51/38); ალბანეთი, 2003 (A/58/38 [ნაწილი I])

[25]   ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ანგარიში, არგენტინა, 1997. (A/52/38); კუბა, 2000 (A/55/38)

[26]   ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ანგარიში, ჩინეთი, 1999. (A/54/38)

[27]  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ანგარიში, ბანგლადეში, 1997. (A/52/38)

[28]  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ანგარიში, გვინეა, 2001 (A/56/38)

[29] ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ანგარიში, ირლანდია, 2005 (A/60/38)

[30] ადამიანის უფლებათა კომიტეტი. დასკვნითი. შემაჯამებელი დასკვნები: ლიბანი, 1997 (A/52/40)

[31] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 22(1) მუხლი: თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის თავისუფლების უფლება, მათ შორის უფლება შექმნას პროფკავშირები და შევიდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

[32] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. ბრაზილია, 1996. (A/51/40 [vol. I]); ICES CR. ruanda,

1989. (E/1989/22).

[33] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. საქართველო, 1997. (A/52/40 [vol. I]).

[34] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. კოსტა რიკა, 1999. (A/54/40 [vol. I]). «კავშირების შექმნის უფლება, მათ შორის კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება უნდა ჰქონეს ყველა ადამიანს. შორმის კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს და საჭიროების შემთხვევაში ცლილებები შევიდეს რათა წარმოდგენილ იქნას ადცვის საშუალებები რეპრესალიების წინააღმდეგ ასოციაციებისა და პროფკავშირების შექმნისათვის და ასევე უზრუნველყოფილ იქნას, რომ მუშაკებს ექნებათ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებების სწრაფი წვდომა. ასევე იხ. დომენიკის რესპუბლიკა , 2001. (A/56/40 [vol. I]; არგენტინა, 1995. (A/50/40 [vol. I]); გვატემალა, 1996. (A/51/40 [vol. I]); ნიგერია, 1996. (A/51/40 [vol. I]); ბოლივია, 1997. (A/52/40 [vol. I]); ვენესუელა, 2001. (A/56/40 [vol. I]).

[35] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. იამაიკა, 1990. (E/1990/23).

[36] Burgos v. Uruguay. (R.12/52); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. A/36/40. 29 ივლისი, 1981; Pietraroia v. Uruguay. (ღ.10/44); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. A/36/40. მარტი 27, 1981; Weinberger v. Uruguay. (R.7/28); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. A/36/40. 29 ოქტომბერი, 1980; Sohn v. Republic of Korea. (518/1992); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. (A/50/40 [vol. II ]). 19 ივლისი, 1995. (CCPR/C/54/D/518/1992).

[37] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნითი დაკვირვებები: სენეგალი, 1997. (CCPR/C/79/Add.)

[38] უმრავლესობის შეხედულება J. B. and Ors v. Canada. (118/82). კომიტეტის საგრძნობი უმცირესობა არ ეთანხმებოდა.

[39] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. დასკვნითი დაკვირვებები: ლიბანი 1997. (A/52/40 [ვოლ. I]); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. ჩილე, 1999. (A/54/40 [vol. I]).

[40] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. გერმანია, 1997. (A/52/40 [vol. I]).

[41] რატიფიკაციების ცხრილი htt p://www.ilo.org/ilolex/cgi-lex/rati fce.pl?C087

[42] რატიფიკაციების ცხრილი: htt p://www.ilo.org/ilolex/cgi-lex/rati fce.pl?C098

[43] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. რუსეთის ფედერაცია, 1997. (E/1998/22

[44] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. ურუგვაი, 1994. (E/1995/22).

[45] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. ბელგია, 1994. (E/1995/22).

[46] შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ღატიფიკაციების ცხრილი htt p://www.ilo.org/ilolex/cgi-lex/rati fce.pl?C087

[47] შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.დაიჯესტი, 2005

[48] გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ტარქტატები. სისხლის სამართლის ბრალდებულთა უფლებები. რომლებშიც დაცულია ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორც სამუშაო ადგილას, ასევე მის გარეთ. ასევე მათი ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უფლებები.

[49] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ¹32 ზოგადი კომენტარი; Y. L. ვ. კანადა. (112/81). უნარშეზღუდულობის პენსიის მოთხოვნა უთანაბრდება სამართლებრივი დავის ცნებას. ასევე იხ. ჩასანოვას ვ. საფრანგეთი. (441/90). განიხილავს სამუსახურიდან დათხოვნის პროცედურას; ჟანსენ-Gიელსენ ვ. ნიდერლანდები. (846/99). სასამართლო პროცესი სამუშაოს შესრულებისათვის პიროვნებების ფსიქიატრიული უნარის დადგენაზე უთანაბრდებოდა სამართლებრივი დავის ცნებას.

[50] J. L. v. ავსტრალია. (491/92).

[51] კოლანოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (837/98).

[52] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32, პარ: 18,19

[53] Ibid., პარ:. 3 და7

[54] I bid., პარ:. 65

[55] I bid., პარ:. 8, 9 და 12

[56] ბაჰამონდე ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ (Bahamonde v. Equatorial Guinea) (468/91); აველანელი პერუს წინააღმდეგ (Avellanal v. Peru) (202/86); და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32, პარ: 10

[57] მაჰუიკა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ (547/93).

[58] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32, პარ:. 26; ბ.დ. ჰოლანდია (273/88).

[59] უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32 პარ. 13.

[60] მორაელი საფრანგეთის წინააღმდეგ (207/86). იხ. ასევე ფეი კოლუმბიის წინააღმდეგ (514/92); ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32, პარ:. 27

[61] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32, პარ:. 28 და 29. იხ. ნიდერლანდები. (215/1986).

[62] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32, პარა. 9.4

[63] ვოლფ ვ. პანამა (289/88).

[64] თომას ვ. იამაიკა (272/88).

[65] ჯანსენ-გიელენ ვ. ნიდერლანდები (846/99). სასამართლო პროცესი სამუშაოს შესრულებისათვის პიროვნებების ფსიქიატრიული უნარის დადგენაზე

[66] Aaarela და ანორ ვ. ფინეთი (779/97).

[67] გაერო. ადამიანის უფლებათა დამცველის დეკლარაცია, მუხლი 9.

[68] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 32 პარ. 58.

[69] ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ზოგადი კომენტარი 31 პარ. 15 და 16.

[70] I bid., პარ. 15.

[71] კაზანტზის კვიპროსის წინააღმდეგ. (972/01).

[72] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ზოგადი კომენტარი 9. (E/C.12/1998/24, CES CR). დეკემბერი 3, 1998

[73] გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 53/144. დეკემბერი 9, 1998

[74] ლაპტსევიჩი ბელორუსიის წინააღმდეგ (780/97).

[75] გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 53/144; 9 დეკემბერი 1998