2.3 პაციენტთა უფლებები

31. ივლ, 2011 / 2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

წინამდებერე თავი პაციენტის ცხრა ძირითად უფლებას ეხება. ესენია: პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; ინფორმაციის მიღების უფლება; ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება; სიცოცხლის უფლება; უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტზე; წამების და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება; დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უფლება.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა მოახდინა პაციენტთა უფლებების მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი განმარტება. გაეროს მე-14 ზოგადი კომენტარის შემუშავების პროცესში, რომელიც ეხება ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტს, კომიტეტმა განსაკუთრებული როლი ითამაშა. მან ასევე არაერთხელ გააკრიტიკა სახელმწიფოები პაციენტებისთვის შექმნილი არასათანადო ჯანმრთელობის დაცვის პირობების გამო, მაგრამ ინდივიდუალური საჩივრების მექანიზმის არ არსებობა აფერხებს კომიტეტს სისტემური ხასიათის დარღვევების გარდა, რაც ქვეყნების ანგარიშებში აისახება, შეისწავლოს კონკრეტული დარღვევები. ასეთი მექნიზმის არსებობა საშუალებას მისცემდა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მსგავსად, დაემკვიდრებია მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკა პაციენტთა მზრუნველობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა შეიმუშავა ყველაზე დეტალური განმარტებები ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებით, გაეროს სხვა უწყებებსაც აქვთ გაკეთებული მნიშვნელოვანი კომენტარები პაციენტთა უფლბებზე. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არაერთხელ მიუთითა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-9 და მე-10 მუხლებზე, როდესაც დაგმო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების უკანონი თავისუფლების აღკვეთა და დაკავებულთათვის მკურნალობაზე უარის თქმა. კომიტეტმა ასევე გამოიყენა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-17 მუხლი სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის და მე-6 მუხლი (სიცოცხლის უფლება) წინასწარი პატიმრობის დროს სამედიცინო მომსახურების უფლების დასაცავად. გარდა ამისა, გაეროს უწყებები, რომლებიც რასობრივი და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციას უწევენ ზედამხედველობას, უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის დაცვის თანაბარ ხელმისაწვდომობას.

გარდა სავალდებულო ძალის მქონე ნორმებისა, სხვა საერთაშორისო სტანდარტებიც, როგორიცაა, მაგალითად პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები, ახდენენ პაციენტთა უფლებებზე მითითებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტანდარტების დაცვა სავალდებულო არ არის სახელმწიფოებისთვის, პაციენტებს და მათ დამცველებს შეუძლიათ დაეყრდნონ და მოახდინონ მათი ინტერპრეტირება.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • პირი დაკავებულია ფსიქიკური ავადმყოფობის საფუძველზე ექიმის დასკვნის გარეშე;
  • ინსტიტუციებში მოთავსებულ პირებს არ ატყობინებენ იმის შესახებ, რომ არანებაყოფლობით მკურნალობის შემთხვევაში, მათ აქვთ სასამართლოში გასაჩივრების უფლება;
  • ნარკოტიკების მომხმარებელ ქალს, მშობიარობის შემდეგ აკავებენ საავადმყოფოში და ართმევენ დედობის უფლებას.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICCPR), მუხ. 9 (1):

თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ შეიძლება თვითნებურად დააპატიმრონ ან პატიმრობაში აიყვანონ. არავის არ შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, თუ არა ისეთ საფუძველზე და ისეთი პროცედურის შესაბამისად, რომლებიც კანონით არის დაწესებული.

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ პაციენტის იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწასებულებაში წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უფლების შეზღუდვას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის მიხედვით.23 ამ კონტექსტში, კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თოთხმეტი დღით პირის დაკავება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეწინააღმდეგება მე-9 მუხლს.24
პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონოდ მოთავსების შესახებ, როდესაც დაზარალებული ქმედუნარიანი იყო და შეეძლო საკუთარი სახელით მოქმედება25,,

კომიტეტმა განაცხადა შემდეგი:

წევრ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია მისი იურისდიქციის ფარგლებში დაიცვას სპეციალური საჭიროებების მქონე პირები, მათ შორის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები. სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი: თუ პირის შეზღუდული შესაძლებლობები არ აძლევს მას საშუალებას ეფექტური მონაწილება მიიღოს სასამართლო განხილვაში, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პირის დახმარება და წარმომადგენლობა ისე, რომ მისი უფლებები საკმარისად იყოს დაცული საქმის განხილვის პერიოდში. კომიტეტი აღიარებს ისეთი გარემოებების შექმნის შესაძლებლობას, როდესაც პირის ფსიქიკური ჯანმრთელობა იმდენად დაზიანებულია, რომ თვით ამ პირის, ან სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაკავების ბრძანების გაცემა გარდაუვალი იყოს. აღნიშნულ შემთხვევაში, არავითარი განსაკუთრებული გარემოება არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, კომიტეტი ასკვნის, რომ პირის დაკავება იყო უკანონო და ეწინააღმედეგებოდა პაქტის მე-9 მუხლის 1 პუნტს.26

» ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC), მუხ. 25: მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის მიზნით მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვის უფლებას, იყოს დაცული და ისარგებლოს ფიზიკური თუ ფსიქიკური მკურნალობით; აღიარებენ ბავშვის უფლებას, პერიოდულად ხდებოდეს მისთვის გაწეული მკურნალობის და მის მიმართ ასეთ მეურვეობასთან დაკავშირებული სხვა პირობების შეფასება.

» კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ (DRC) მუხ. 14:

«1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, სხვებთან თანასწორ პირობებში:

) ისარგებლონ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებით;

) არ აღეკვეთო თავისუფლება უკანონოდ და თვითნებურად. თავისუფლების ნებისმიერი ფორმით აღკვეთა უნდა იყოს კანონის შესაბამისი და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთის გამამართლებელი საფუძველი.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აღეკვეთებათ თავისუფლება ნებისმიერი პროცესით, სხვებთან თანასწორად უნდა ისარგებლონ გარანტიებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და უნდა ისარგებლონ მოპყრობით, ამ კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. . .»

» გაეროს პრინციპები ნებისმიერი სახით დაკავებულ ყველა პირთა დაცვის შესახებ

» გაეროს პრინციპები ფსიქიკური დაავადების მქონე პირთა დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების შესახებ

» ჯანმრთელობის უფლების ქარტია, მუხ. 6: დაუშვებელია პირის თავისუფლების აღკვეთა თვით ამ პირის ან სხვა ადამიანთა მიმართ სამედიცინო საფრთხის საფუძველზე, თუ ეს საფრთხე არ არის დადასტურებული კომპეტენტური და დამოუკიდებელი ექიმების მიერ და არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • ექიმი ამჟღავნებს ინფორმაციას პაციენტის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ პაციენტის თანხმობის გარეშე;
  • სახელმწიფო გარკვეული ფორმით ითხოვს აივ/შიდსის ინფექციის სტატუსის გამჟღავნებას;
  • ჯანდაცვის მუშაკები ითხოვენ ახალგაზრდებისგან მშობლების თანხმობას სექსუალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის;
  • ინსტიტუციებში მოთავსებულ პირებს არ აქვთ ცალკე ადგილი პირადი ნივთების შესანახად.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR), მუხ. 17: არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ან ოჯხურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსების და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.

» ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC), მუხ. 16 (1): არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი;

» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR) ზოგადი კომენტარი (GC) 14 პარ. 12: ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ არ უნდა შეზღუდოს პირადი სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალობის უფლება.

» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR) ზოგადი კომენტარი (GC) 14 პარ. 23: მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია მათზე ორიენტირებული ჯანდაცვის არსებობაზე, რომელიც პატივს სცემს კონფიდენციალობას, პირად ცხოვრებას და მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სათანადო სერვისებს.

» შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, მუხ. 22: 1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არც ერთი პირი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა და პირობებისა, არ უნდა განიცდიდეს თვითნებურ ან უკანონო ჩარევას მის პირად ცხოვრებაში, ოჯახში, საცხოვრებელი ადგილის არჩევაში, კორესპონდენციასა და სხვა სახის კომუნიკაციაში; დაუშვებელია მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. ასეთი სახის ჩარევის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფლება აქვთ იყვნენ დაცული კანონით. 2. მონაწილე სახელმწიფოებმა თანაბრად უნდა დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პირადი, სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

» ჯანმრთელობის უფლების ქარტია, მუხ. 8: ექიმების ვალდებულებაა დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი პაციენტებთან მიმართებაში. კონფიდენციალობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობას. კანონით მკაცრად განსაზღვრული სამედიცინო კონფიდენციალობის გამონაკლისები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და საჯარო ჰიგიენის ნორმების დაცვას. პაციენტები არ არიან ვალდებულნი დაიცვან სამედიცინო კონფიდენციალობა.

» მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA) დეკლარაცია პაციენტის უფლებების შესახებ, პრინციპი 8

კონფიდენციალობის უფლება

ა. ყველა სახის ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის სტატუსის, სამედიცინო მდგომარეობის, დიაგნოზის, პროგნოზის და მკურნალობის შესახებ, ასევე ყველა სხვა პირადი ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური პირის გარდაცვალების შემდეგაც კი. გამონაკლისის სახით, შთამომავლებს შეიძლება ჰქონდეთ უფლება ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე, რომელიც ამცნობს მათ ჯანმრთელობის შესაძლო რისკის შესახებ.

ბ. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევბში ან პაციენტის თანხმობის შემდეგ.

გ. პაციენტის ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა იყოს დაცული.

ცხადია, რომ სამედიცინო ინფორმაციის დაცვის აუცილებლობამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ჯანდაცვის სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა, კონფიდენციალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების ანალიზის მიხედვით, პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს (I) სამართლებრივი ვალდებულების უარყოფას, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის პერსონალი ვალდებულია განაცხადოს აბორტის შემთხვევები, როგორც პროცედურის ზოგადი კრიმინალიზაციის ნაწილი გამონაკლისის გარეშე, რის გამოც ქალები ფერხდებიან სამედიცინო დაწესებულების მიმართვისას, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.27 (II) გამოძიების ჩატარების საჭიროებას იმის შესახებ, რომ უცხოურ საწარმოებში დასაქმების მსურველ ქალებს უტარებენ ორსულობის ტესტებს და თხოვენ უპასუხონ დეტალურ შეკითხვებს პირად საკითხებზე, რასაც მოყვება ფეხმძიმობის საწინააღმდეგო წამლების გამოწერა28 და (III) პრობლემების გადაწყვეტას და მოზარდთა კონფიდენციალობის დაცვის საჭიროებას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, მათ შორის იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც დაქორწინდნენ ადრეულ ასაკში და, ამასთანავე, დაუცველი მოსახლეობის მიმართ.29

ინფორმაციის მიღების უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • მთავრობა კრძალავს პუბლიკაციებს ნარკოტიკების გამოყენებასა და ზიანის შემცირებაზე, რადგან აცხადებს, რომ ამგვარი ინფორმაცია არაკანონიერ საქმიანობას უწყობს ხელს;
  • ახალგაზრდებს განზრახ არ აწვდიან ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და პრეზერვატივის გამოყენების შესახებ;
  • ბოშა ქალებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR), მუხ. 19 (2): თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საკუთარი არჩევანით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესისა და გამოხატვის სხვა საშუალებებით;

  • ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა, საქმეში ჟელუდკოვი უკრაინის წინააღმდეგ30 აღნიშნა, რომ:

«ადამიანის უფლება ხელი მიუწვდებოდეს თავის სამედიცინო ჩანაწერზე, არის ნაწილი თითოეული ადამიანის უფლების, ხელი მიუწვდებოდეს პირად ინფორმაციაზე საკუთარი თავის შესახებ. სახელმწიფოს არ დაუსახელებია მიზეზი, რაც გაამართლებდა მის უარს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. უბრალოდ მსხვერპლის მოთხოვნის უარყოფა, გაეცნოს თავის სამედიცინო ჩანაწერებს არის სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევა პატივი სცეს ყოველი ადამიანის უფლებას «მოეპყრონ ადამიანურად ადამიანური ღირსების დაცვას», მიუხედავად იმისა, ამგვარი უარი მსხვერპლის სამედიცინო მკურნალობაზე მოახდენს თუ არა ზეგავლენას31

» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR) ზოგადი კომენტარი 14, პრ. 12 () (IV):
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა «მოიცავს ჯანმრთელობის შესახებ ცნობების მოძიების, მიღებისა და გადაცემის უფლებას».

» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR) ზოგადი კომენტარი 14, პრ. 23:
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო მოზარდებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელს შეუწყობს საჭირო უნარების გამომუშავებას, რაც აუცილებელია შესაბამისი ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღებისთვის.

» ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC), მუხ. 17:

მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისათვის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების ხელმოისაწვდომობას, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციისა და მასალებისა, რომლებიც მიმართულია ბავშვის სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობისაკენ, აგრეთვე ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ხელშეწყობისაკენ.

კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის შესახებ (DRC), მუხ. 21:

მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღებისა და გამოყენების თანაბარი უფლება მათ მიერ არჩეული ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლით, რაც მოიცავს:

) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ფართო საზოგადოებითვის განკუთვნილი ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სახის შეზღუდვის შესაბამისი ფორმატითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, დაყოვნებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე.

მსოფლიო ექიმთა ასოციაცია, დეკლარაცია პაციენტის უფლებათა შესახებ, პრინციპი 7:

) პაციენტს უფლება აქვს მიიღოს მის შესახებ სამედიცინო ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია და სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ, მათ შორის მის მდგომარეობაზე არსებული სამედიცინო ფაქტების შესახებ. თუმცა, პაციენტის ჩანაწერებში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირს არ უნდა მიეწოდოს პაციენტის თანხმობის გარეშე;

) გამონაკლისის სახით, ინფრმაცია შეიძლება არ მიეწოდოს პაციენტს, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის პაციენტის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
) ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს პაციენტის აღქმის გათვალისწინებით და მისთვის გასაგები ფორმითა და ენით;

) პაციენტს უფლება აქვს არ მიიღოს ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საჭიროა სხვა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

) პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს, ვის (თუ არსებობს ასეთი პირი) უნდა მიეწოდოს ინფორმაცის მის შესახებ.

» პაციენტთა ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის (IAPO) დეკლარაცია

პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის შესახებ, პრინციპი 532:

სწორი, შესაბამისი და ყოვლისმომცოველი ინფორმაციის ფლობა აუცილებელია, რათა პაციენტებს და მზრუნველებს მიეცეთ საშუალება მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მკურნალობის და ცხოვრების დაგეგმვის შესახებ. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო ფორმატით ჯანდაცვის ცნობერების შექმნის პრინციპების თანახმად, პირის მდგომარეობის, ასაკის, ცნობიერების, ეროვნების, შესაძლებლობების და კულტურის გათვალისწინებით.

შენიშვნა: ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო და დროული ინფორმაციის მიწოდება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებმა მოუწოდეს სახელმწიფოებს გააუმჯობესონ ხელმისაწვდომობა, მოზარდებს შორის აბორტის შემთხვევების გაზრდის საპასუხოდ და სექსუალური გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის აივ/შიდსის შესახებ. ასეთი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს ბავშვებზე და ადამიანებზე იმ ტერიტორიებში, სადაც ხშირია თამბაქოს და ალკოჰოლის გამოყენება.

ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • ხშირია შემთხვევბი, როცა ბოშა ქალის სტერილიზაცია ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ;
  • ექიმი აიძულებს ნარკოტიკების მომხმარებელ ფეხმძიმე ქალს გაიკეთოს აბორტი;
  • ინსტიტუციებში პაციენტებს მკურნალობენ მათინ ნებართვის გარეშე, რადგან მიაჩნიათ, რომ პაციენტებს არ აქვთ უნარი თავად მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ;
  • დახურულ ინსტიტუციებში, პაციენტებს რთავენ სამედიცინო კვლევებში მათი თანხმობის გარეშე;
  • პაციენტებს უტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT), მათ კი ეუბნებიან, რომ ეს არის «ძილის თერაპია».

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება ცალკე არ არის აღნიშნული სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა, ასევე, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტირულ უფლებათა პაქტში. თუმცა, აღნიშნული უფლება აღიქმება როგორც შემდეგი უფლებების ნაწილი: ადამიანის უსაფრთხოების უფლება (ICCPR 9), წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა (ICCPR 7), პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა (ICCPR 17), უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს მიღწევად სტანდარტზე (ICESCR 12).

» ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC), მუხ. 12(1) – მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებები ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადრება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

» ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC), მუხ. 39: მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას იღებენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც ნებისმიერი სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციის ან ბოროტად გამოყენების, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, სასჯელის ან შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლია. ასეთი გაჯანსაღება და რეინტეგრაცია უნდა ხორციელდებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის, საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გრძნობის შენარჩუნების უზრუნველმყოფ პირობებში.

» შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის კონვენცია (DRC), მუხ. 17: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირს აქვს საკუთარი ფიზიკური და მენტალური ხელშეუხენლობის თანაბარი უფლება.

» ეკონომიკური, სოციალური და კულტირული უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 14, პრ. 8:
ჯანმრთელობის უფლება მოიცავს «არანებაყოფლობითი მკურნალობის და ექსპერიმენტებისგან დაცვის უფლებას.»

» საერთაშორისო ეთიკური გაიდლაინები ბიოსამედიცინო კვლევაში ადამიანთა ჩაბმის შესახებ33

» ჯანმრთელობის უფლების ქარტია, მუხ. 5: ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, რომელსაც არეგულირებს კანონი.

»  ექიმთა მსოფლიო ასოციაციის (WMA) დეკლარაცია პაციენტის უფლებათა შესახებ, პრინციპი 2-6:

1. თავისუფალი არჩევანის უფლება

ა) მიუხედავად სამედიცინო დაწესებულების იურიდიული ფორმისა (კერძო და საჯარო), პაციენტს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს და შეიცვალოს ექიმი, საავადმყოფო ან ჯანდაცვის დაწესებულება.

ბ) პაციენტს ნებისმიერ ეტაპზე უფლება აქვს ჰკითხოს აზრი სხვა ექიმს.

3. თვითგამორკვევის უფლება

ა) პაციენტს აქვს თვითგამორკვევის და საკუთარი თავის შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ექიმი აცნობებს პაციენტს მისი გადაწყვეტილების შედეგების შესახებ.

ბ) გონებრივად ადეკვატურ, ზრდასრულ პაციენტს უფლება აქვს განაცხადოს (ან ნებისმიერ დროს უარი თქვას) თანხმობა ნებისმიერ დიაგნოსტიკური პროცედურის თუ თერაპიის ჩატარებაზე. ასევე უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია რაც აუცილებელია მისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. პაციენტმა ნათლად უნდა გააცნობიეროს ნებისმიერი ტესტისა თუ სამედიცინო ჩარევის მიზანი, მოსალოდნელი შედეგები და რა შეიძლება მოჰყვეს არმკურნალობას და მკურნალობის შეწყვეტას.

გ) პაციენტს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა სამედიცინო კვლევაში თუ სწავლებაში.

2. უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი

ა) თუ პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, ინფორმირებული თანხმობის მიღება უნდა მოხდეს კანონიერი წარმომადგენლისგან.

ბ) თუ კანონიერი წარმომადგენელი არ არსებობს, მაგრამ სასწრაფოდ არის საჭირო სამედიცინო ჩარევა, პაციენტის თანხმობა შეიძლება ნაგულისხმევად იყოს მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პაციენტის მიერ მანამდე გაცხადებული მკაფიო სურვილი, რომ არ მოხდეს ამგვარი სამედიცინო ჩარევა, თუკი ამის აუცილებლობა დადგება.

გ) თუმცა ექიმი ყოველთვის უნდა შეეცადოს გადაარჩინოს პაციენტის სიცოცხლე, რომლის უგონო მდგომარეობა გამოწვეულია თვითმკვლელობის მცდელობით.

3. ქმედუუნარო პაციენტი

ა) ქვეყნების სამართლებრივი სისტემებიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურებს გაწევისას ხშირ შემთხვევაში საჭიროა მცირეწლოვანი, ან ქმედუუნარო პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მიუხედავად ამისა, პაციენტი მისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბ) თუ ქმედუუნარო პაციენტს შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. მას ასევე უფლება აქვს აკრძალოს მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის.

გ) თუ პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი, ან პაციენტის ნდობით აღჭურვილი პირი უარს ამბობს შეთავაზებულ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც ექიმის აზრით პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, ექმიმმა უნდა გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება შესაბამის სამართლებრივ ან სხვა დაწესებულებაში. გადაუდებელი შემთხვევების დროს ექიმმა უნდა იმოქმედოს პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით.

4. პაციენტის ნების საწინააღმდეგო პროცედურები

პაციენტის ნების საწინააღმდეგო დიაგნოსტიკური პროცედურები ან მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ის ნებადართულია კანონით და შეესაბამება სამედიცონო ეთიკის პრინციპებს.

» სახელშეკრულებო ორგანოებმა ცნეს, რომ ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოს მუტილაცია, არღვევს ქალის უსაფრთხოების უფლებას, მის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.34

სიცოცხლის უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • ექიმები უარს ამბობენ უმკურნალონ პირს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში, რადგან ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. არ მკურნალობას კი პაციენტის სიკვდილი მოყვება;
  • ნარკოტიკის მომხმარებელთა გარდაცვალება ხდება დახურული ტიპის საავადმყოფოში;
  • სახელმწიფო აწესებს გაუმართლებელ სამართლებრივ შეზღუდვებს აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის საშუალებებზე;
  • სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინსტიტუციაში განსაკუთრებით მაღალია ზამთრის თვეებში შენობის არასათანადო მდგომარეობის, არაადეკვატური სანიტარული პირობებისა და გათბობის და პაციენტებზე არადამაკმაყოფილებელი მზრუნველობის გამო;
  • ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ ხდება თვითმკვლელობის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სათანადო მეთვალყურეობა, რის გამოც ხშირია სუიციდის შემთხვევები

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR), მუხ. 6(1): სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის არ შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე.

» სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კომისია (ICCPR) ზოგადი კომენტარი 6 პრ. 1 და 5: სიცოცხლის უფლება «არ შეიძლება ვიწრო გაგებით იყოს ინტერპრეტირებული» ან «შეზღუდვები ვრცელდებოდეს», და მისი დაცვისთვის «აუცილებელია, რომ სახელმწიფოებმა მიიღონ პოზიტიური ზომები . . . სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად».

  • ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის დარღვევა (მე-10(1) მუხლთან ერთობლიობით), როდესაც ახალგაზრდა ჯანმრთელი მამაკაცი დაავადდა წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ მიუღია სამედიცინო დახმარება და შესაბამისად გარდაიცვალა. კომიტეტმა აღნიშნა:

«პატიმრობაში მყოფი პირები კი არ უნდა ითხოვდნენ დაცვას, არამედ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მათი სიცოცხლის უფლებასახელმწიფო ასევე ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები შესაბამისი პირობებით და იცოდეს თავისუფლება აღკვეთილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისი ფინანსების ნაკლებობა ვერ შეამსუბუქებს ამ პასუხისმგებლობას».35

ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ჰქონდა სრულად ფუნქციონირებადი სამედიცინო სერვისი და უნდა სცოდნოდათ დაზარალებულის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, სახელმწიფო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მიეღო ზომები მე-6 და მე-10 მუხლების შესაბამისად. ასეთი ვალდებულება არსებობს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მსგავს ინსიტუციებს მართავს კერძო კომპანია.36

  • მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტს პირდაპირ არ უღიარებია აბორტის გაკეთების უფლება, კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ ზომები, რათა დაიცვან იმ ორსული ქალის სიცოხლის უფლება, რომლის ორსულობაც სრულდება, რაც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ამ პროცედურის უპირობო აკრძალვის დასრულება.37

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის კონვენცია (DRC), მუხ. 10: სახელმწიფო მხარეები კვლავაც ადასტურებენ, რომ ყველა ადამიანს გააჩნია სიცოცხლის უფლება და უნდა გადადგან ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სხვებთან, თანაბრად ეფექტურად ისარგებლონ სიცოცხლის უფლებით.

უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტებზე

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • სახელმწიფო ვერ დგამს პროგრესულ ნაბიჯებს, რათა გახადოს ხელმისაწვდომი ანტირეტროვირუსული წამლები დედიდან ბავშვზე აივინფექციის გადაცემის თავიდან ასაცილებლად;
  • არ არის დაცული ხელმისაწვდომობის (გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა) პრინციპი. ზოგიერთ ღარიბ სოფელში სამედიცინო დაწესებულებები არ მდებარეობს სასოფლო სამეზობლოს სიახლოვეს;
  • სახელმწოფო ვერ ამზადებს სამედიცინო პერსონალს პალიატიური მზრუნველობის სფეროში;
  • ცუდი კვების გამო სოციალური მზრუნველობის დაწესებულებებში, ბავშვები საწოლს მიჯაჭვულები არიან;
  • ზოგიერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ბავშვები მოთავსებული არიან პალატაში მოზრდილებთან ერთად;
  • ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალების სქესს არ იღებენ მხედველობაში და არ სთავაზობენ მათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი

მუხ. 12: 1. მონაწილე სახელწიფოები ცნობენ ყველას უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტებზე. 2. კონვენციის წევრსახელმწიფოების გადასადგმელი ნაბიჯები ამ უფლების სრული განხორციელებისათვის მოიცავს შემდეგს:… გ) ეპიდემიური, ენდემური, ოკუპაციური და სხვა დაავადებების პრევენცია, მკურნალობა და კონტროლი; დ) პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყოველგვარ სამედიცინო მომსახურებასა და მზრუნველობას ავადმყოფობის შემთხვევაში.

» ეკონომიკური, სოციალური და კუტურული უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი N14, პარაგრაფი 4, 11 და 12:
ჯანმრთელობის უფლება მოიცავს უამრავ სოციალ-ეკონომიკურ ფაქტორს, რომლებიც ხელს უწყობს ისეთი პირობების შექმნას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. იგი ვრცელდება ჯანმრთელობის ძირითად დეტერმინანტებზე, როგორებიცაა: საკვები და კვება, საცხოვრებელი, უსაფრთხო სასმელი წყლის და სათანადო სანიტარიის ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები და ჯანსაღი გარემო.

ჯანმრთელობის დაცვის სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, შესაბამისი ხარისხის და მიღწევადი (ფიზიკურად და ეკონომიკურად) ყველასთვის დისკრიმინაციის გარეშე.

პარაგრაფი 30-37:

ასეთი სერვისების მიწოდების დროს სახელმწიფოები ვალდებული არიან, პროგრესულად მოახდინონ ჯანმრთელობის უფლების რეალიზაცია38 ადამიანთა არსებული რესურსების პატივისცემით, მათი დაცვით მესამე პირთა უარყოფითი მოქმედებებისგან, დანაკლისის შევსებით და საკმარისი რესურსებით უზრუნველყოფით, ამგვარი რესურსების არარსებობის შემთხვევაში.

პარაგრაფი 46-52:

ჯანმრთელობის უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს განზრახმა ქმედებამ, ან სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობამ.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლთან დაკავშირებით კომიტეტმა მრავალჯერ დაგმო სახელმწიფოები, რადგან მათ ვერ უზრუნველყვეს სათანადო რესურსების გამოყოფა სამედიცინო მომსახურებისთვის, რამაც აშკარა მავნე ეფექტი მოახდინა პაციენტებზე.39 კომიტეტმა მოსთხოვა სახელმწიფოებს შეიმუშაონ შესაბამისი კანონმდებლობა პაციენტის უფლებების დასაცავად, მათ შორის სამედიცინო შეცდომების გამოსასწორებლად.40

» ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 3.3: ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვზე ზრუნვაზე, ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.»

»  ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 24: ,,1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით, დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით. 2. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ, სრულად განახორციელონ მოცემული უფლება და აუცილებელ ზომებს იღებენ:

ა) ჩვილბავშვთა სიკვდილობის დონისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისათვის;

ბ) ყველა ბავშვისათვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ უპირატესი ყურადღება დაეთმოს პირველადი სამედიცინო სანიტარული დახმარების გაწევას;

გ) დაავადებებთან და შიმშილობასთან ბრძოლისათვის, მათ შორის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ფარგლებში, სურსათითა და სასმელი წყლით მომარაგების გზით, გარემოს დაბინძურების საშიშროებისა და რისკის გათვალისწინებით;

დ) დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურების გაწევისათვის.»

» შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია

  • მუხ. 25: 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვის მაქსიმალურად მისაღწევი სტანდარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ჯანდაცვის სფეროს სამსახურების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ითვალისწინებენ გენდერულ სპეციფიკას, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სარეაბილიტაციო მომსახურებაში. კერძოდ, მონაწილე სახელმწიფოები:
  • (ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ ჯანდაცვის თანაბარი სტანდარტების, ხარისხისა და დონის უფასო მომსხურებითა და პროგრამებით, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროსა და ზოგადად მოსახლეობაზე გათვლილი საზოგადოებრივი პროგრამების ჩათვლით;
  • (ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის გამო აუცილებელი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებით, მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკით, შესაბამის შემთხვევებში – კორექციითა და მომსახურებით, რომლის მიზანია შემდგომი შეზღუდულობის მინიუმამდე დაყვანა და პრევენცია, მათ შორის ბავშვებსა და მოხუცებში;
  • (გ) სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას ახდენენ აღნიშნული კატეგორიის პირთა საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს, მათ შორის სოფლად;
  • (დ) ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ თანაბარი ხარისხის მომსახურება გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, ადამიანის უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტონომიისა და საჭიროებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებით, ტრენინგების, სახელმწიფო და კერძო ჯანდაცვის სისტემაში ეთიკური სტანდარტების მიღებით;
  • (ე) კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციას სამედიცინო დაზღვევის გაცემისა და სიცოცხლის დაზღვევის დროს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ნებადართულია ეროვნული კანონდმდებლობით და ითვალისწინებენ მათ გაცემას სამართლიან და ნორმალურ პირობებში;
  • (ვ) არ დაუშვებენ შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ დისკრიმინაციულ უარს, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურებაში, ასევე საკვებისა და სითხის მიღებაში.

წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • ექიმი უარს ამბობს ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტისთვის მორფის გამოწერაზე, რადგან სახელმწფოს მხრიდან ეშინია დევნის;
  • სიმსივნით დაავადებულ პატიმარს უარს ეუბნებიან მკურნალობაზე;
  • დაკავებულ ნარკოტიკების მომხმარებელს უარს ეუბნებიან ფსიქიატრიულ დახმარებაზე; ინსტიტუციებში მოთავსებულ პირებს არ აქვთ ადგილი პირადი ნივთების შესანახად;
  • ინსტიტუციებში მყოფი პაციენტების სამედიცინო ჩანაწერები ხელმისაწვდომია მთელი პერსონალისთვის, მათ შორის იმ პირებისთვის, რომლებიც პაციენტის მკურნალობაში არ იღებენ მონაწილეობას;
  • ინსტიტუციებში მყოფ პაციენტებს არ აქვთ უფლება, ატარონ საკუთარი ტანსაცმელი ვინაიდან ტანსაცმელი საერთო მოხმარებისაა;
  • ინსტიტუციებში მყოფ ქალ პაციენტებს მოეთხოვებათ, მიიღონ შხაპი მამრობითი სქესის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

მუხ. 7: არავინ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს. კერძოდ, არავინ შეიძლება იყოს სამედიცინო ექსპერიმენტისა თუ კვლევის სუბიექტი ინფორმირებული თანხმობის გარეშე.

» საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

მუხ. 10(1): ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, რომ ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მას

  • ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განმარტა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მუხ. 10 (1) მოქმედებს ნებისმიერ პირთან მიმართებაში, რომელიც თავისუფლება აღკვეთილია სახელმწიფოს მიერ, იმყოფება ციხეში, საავადმყოფოში – განსაკუთრებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში – დაკავების ბანაკში ან გამოსასწორებელ ინსტიტუციაში, აგრეთვე ნებისმიერ ადგილას, სადაც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პაქტში განცხადებული პრინციპები დაიცვას ყველა ინსტიტუციამ და დაწესებულებამ თავისი იურისდიქციის ფარგლებში.41

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სხვადასხვა შემთხვევებში არაერთხელ დაადასტურა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 10 (1) მუხლში ნაგულისხმევი ვალდებულებები პიროვნების ღირსებისა და პატივისცემის შესახებ, შეიცავს დაკავების დროს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას42 და ხშირად მე-7 მუხლთა ერთობლიობაში ვლინდება დარღვევები.43 განსაკუთრებული დარღვევები აღინიშნება ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებში. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოითხოვა ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის შემოღება და ადეკვატური მკურნალობა ამგვარ დაწესებულებებში.44

წარუმატებლობა ფსიქიკური ავადმყოფობის მკურნალობაში უფრო მწვავდება «სიკვდილის რიგის» ფენომენით, რაც აგრეთვე არღვევს მუხ. 7-ს და მუხ. 10 (1)-ს.45 მუხ. 10(1)-თან მიმართებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღმოაჩინა დარღვევა, როცა სიკვდილის რიგში მყოფ პატიმარს უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე46, როცა მეტისმეტმა გადატვირთვამ მიუსჯელი პატიმრების მოთავსების ადგილას არაჯანსაღმა პირობებმა და არაჰუმანურმა მოპყრობამ გამოიწვია დაკავებულის გარდაცვალებას.47

სხვა მაგალითები, სადაც მე-7 და მე-10(1) მუხლების დარღვევას ჰქონდა ადგილი, მოიცავს შემთხვევებს, როდესაც დაკავებული პირი მოთავსებული იყო ინდივიდუალურ, მიწისქვეშა საკანში. მას სამი თვის განმავლობაში აწამებდნენ და უარს ეუბნებოდნენ მკურნალობაზე და აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე.48 სხვა მაგალითები აჩვენებს, რომ საკნების ზომამ, ჰიგიენურმა მდგომარეობამ, ცუდმა კვებამ და სტომატოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვია მე-7 და მე-10(1) მუხლების დარღვევა.49

დაკავებულისთვის სამედიცინო ჩანაწერების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმამ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ამან შეიძლება მკურნალობის პროცესზე მოახდინოს ზეგავლენა, შეიძლება გამოიწვიოს მე-10(1) მუხლის დარღვევა.50
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მუხ. 2(3)(ა)-ს მიხედვით, შეიძელება მოიცავდეს დებულებებს სათანადო სამედიცინო და ფიზიკური მზრუნველობის შესახებ.51
» კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ
» მუხლი 1: (1) ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება «წამება» ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს და ზნეობრივს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ცნობები ან აღიარება, დასაჯონ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი უსაფუძვლო მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს სახელმწიფოს თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ნებართვით და მდუმარე თანხმობით. ამ განსაზღვრებაში არ იგულისხმება ტკივილი და ტანჯვა, რომლებიც წარმოიშვება მხოლოდ კანონიერ სანქციათა შედეგად, ამ სანქციათა განუყოფელი ნაწილია ან შემთხვევით არის მათგან გამოწვეული. (2) ეს მუხლი ზიანს აყენებს რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას ან ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს უფრო ფართოდ გამოყენების დებულებებს.
» მუხლი 2: (1) ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს ეფექტიან საკანონმდებლო, ადმინიტრაციულ, სასამართლო და სხვა ღონისძიებებს მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე წამების აქტების თავიდან ასაცილებლად. (2) არავითარი განსაკუთრებული გარემოებებით, როგორიც უნდა იყოს იგი, იქნება ეს საომარი მდგომარეობა თუ ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა საგანგებო მდგომარეობა, არ შეიძლება წამების გამართლება. (3) ზემდგომი უფროსის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანება არ შეიძლება იყო წამების გამამართლებელი საბუთი. მუხლი 4: (1) ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი, მისი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილებოდეს როგორც დანაშაული. იგივე ეხება წამების მცდელობის და ნებისმიერი პირის მოქმედებას, რომელიც თავისი არსით არის წამებაში თანამონაწილეობა ან მონაწილეობა. (2) ყოველი მონაწილე სახელმწიფო განსაზღვრავს შესაბამის სასჯელს ასეთი დანაშაულისათვის, მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.

  • მუხლი 16: (1) ყოველი მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას თავის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე თავიდან აიცილოს სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის სხვა აქტები, რომლებსაც არ მოიცავს I მუხლში აღნიშნული წამების განსაზღვრება, როცა ასეთ აქტებს სჩადის სახელმწიფო თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ან მათი ნებართვით ან უმოქმედობით. (2) ამ კონვენციის დებულებები ზიანს არ აყენებს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ან ეროვნული კანონმდებლობის დებულებებს, რომლებიც კრძალავენ სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას და დასჯას ან ეხება დამნაშავის გადაცემას.
  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა განსაზღვრა, რომ გადატვირთული/გადაჭედილი სივრცე, არასათანადო საცხოვრებელი პირობები და პირის ხანგრძლივი გამოკეტვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არის «არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასი.»52 მან ასევე დაგმო მსგავსი გადატვირთულობა ციხეებში, სადაც საცხოვრებელმა და ჰიგიენურმა პირობებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას პატიმრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს53, სამედიცინო მეთვალყურეობის ნაკლებობასთან ერთად.54

კომიტეტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი, რომელიც მონაწილეობს წამების პროცესში, ექვემდებარება პასუხისგებაში მიცემას და დასჯას.55
» ბავშვის უფლებათა კონვენცია

მუხლი 37: მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ: ა) არც ერთი ბავშვი არ შეიძლება გახდეს წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი.
მუხლი 39: მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას მიმართავენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც არის უგულვებელყოფის, ექსპლუატაციის ან ძალადობის, წამების ან ნებისმიერი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, დასჯის, ან შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლი; მდგომარეობის მსგავსი აღდგენა და რეინტეგრაცია უნდა ხორციელდებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის, მისი პიროვნების და ღირსების პატივისცემის უზრუნველყოფით.

» კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ
მუხ. 15: 1. არავინ შეიძლება გახდეს წამების, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი. განსაკუთრებით, არავის გამოყენება არ შეიძლება სამედიცინო თუ სამეცნიერო კვლევაში მისი თავისუფალი თანხმობის გარეშე. 2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ეფექტური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, იურიდიული და სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაცვა წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.
» სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ქცევის კოდექსი
მუხლი 2: საკუთარი მოვალეობების შესრულებისას სამართალდამცავი ორგანოების წარმოამდგენლებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან ადამიანის უფლებებს და ღირსებას.
მუხლი 5: სამართალდამცავი ორგანოს არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება განახორციელოს, პროვოცირება მოახდინოს ან დაუშვას წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი ნებისმიერი ფაქტი, ასევე გამოსცეს აქტი ან დაუშვას გამონაკლისი წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის შესახებ.
» სამედიცინო ეთიკის პრინციპები ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით კი ექიმების როლის შე
სახებ პატიმართა და დაკავებულთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობისა და სასჯელისგან დასაცავად (1982)56
» გაეროს პრინციპთა ერთობლიობა ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაცვის შესახებ:

» პრინციპი 1: ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ ყველა პირს უნდა მოეპყრონ ადამიანურად, მისი ღირსებისა და პიროვნების პატივისცემით.
პრინციპი 6: დაკავებული ან პატიმრობაში მყოფი არცერთი პირი არ შეიძლება გახდეს წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი. არცერთ გარემოებაში არ დაიშვება წამების ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის გამართლება.
» პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები
წესი 22-26 სამედიცინო მომსახურების შესახებ
წესი 22 (1) – ყველა დაწესებულებას უნდა ჰყავდეს ერთი ისეთი კვალიფიციური მედიცინის მუშაკი, რომელსაც ფსიქიატრიაშიც ექნება უმაღლესი განათლება. საჭიროა სამედიცინო მომსახურების ორგანიზება ჯანდაცვის ადგილობრივ ან სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტში. იგი უნდა მოიცავდეს ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკურ სამსახურებს და, სადაც ეს აუცილებელია, დაავადებულთა მკურნალობასაც.
წესი 22 (2) – ავადმყოფი პატიმრები, რომლებსაც სპეციალისტთა ყურადღება ესაჭიროებათ, უნდა გადაიყვანონ სპეციალურ დაწესებულებებში ან სამოქალაქო საავადმყოფოში. ციხის საავადმყოფოებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისთვის და მათი მკურნალობისათვის საჭირო დანადგარები, პრეპარატები და მედიკამენტები, აგრეთვე საკმარისად კვალიფიციური პერსონალი. წესი 22 (3)-ის თანახმად, თითოეულ პატიმარს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს კვალიფიციური სტომატოლოგის მომსახურებით.
წესი 23 – ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში უნდა იყოს ცალკე სათავსოები ფეხმძიმე და მშობიარე ქალების მოსავლელად. იქ, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშობიარობა მოხდეს არა ციხის, არამედ სამოქალაქო ჰოსპიტალში.
წესი 24 – თითოეულმა პატიმარმა საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება მისი საპატიმროში მიყვანისთანავე და შემდგომშიც, რათა დადგინდეს, არის თუ არა იგი დაავადებული ფიზიკურად ან გონებრივად; მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი ზომები; უნდა მოხდეს იმ პატიმრების იზოლირება, რომელთა შესახებ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ისინი დაავადებულნი არიან რაიმე ინფექციური ან გადამდები დაავადებით.
წესი 25 – პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს ექიმი, რომელიც ყოველდღიურად მოინახულებს ავადმყოფებს და ყველას, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს. როდესაც ექიმს მიაჩნია, რომ პატიმრის ფიზიკური ან გონებრივი ჯანმრთელობა დარღვეულია, ამის შესახებ უნდა მოახსენოს დირექტორს.
წესი 26 – ექიმი ვალდებულია, რეგულარულად განახორციელოს ინსპექტირება და ჩააბაროს ანგარიში დირექტორს შემდეგი საკითხების შესახებ: საკვები, ჰიგიენა, სანიტარული მდგომარეობა, გათბობა, განათება და ვენტილაცია დაწესებულებაში; პატიმრების ტანსაცმელისა და საძილე ნივთების ვარგისიანობა და სისუფთავე. შესაბამისად, დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს ექიმის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და რჩევებს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ექიმთა ადამიანის უფლებათა პრინციპები წამების ფაქტების ეფექტური აღრიცხვის და დოკუმენტაციის შესახებ. სტამბულის ოქმი57

საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფებს უარს ეუბნებიან მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ეხება, რადგან მათ არ მიიჩნევენ სათანადო კომპეტენციის მქონედ;
  • ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერული) ადამიანებს განზრახ ეუბნებიან უარს, მონაწილეობა მიიღონ აივ/შიდსის საწინააღმდეგო სტრატეგიის შემუშავებაში.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხ. 25: თითოეულ მოქალაქეს რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა:
ა) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში, როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების საშუალებით.
» კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
მუხ. 7: მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, კერძოდ: განურჩევლად სქესისა უზრუნველყოფენ უფლებას, რომ:

ა) ადამიანებმა ხმა მისცენ არჩევნებში, მონაწილეობა მიიღონ საჯარო რეფერენდუმებში და ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, შეეძლოთ ნებისმიერი თანამდებობის დაკავება;
ბ) მიიღონ მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებზე მუშაობენ;

მუხ. 14 (2) (ა): ქალები, მსგავსად მამაკაცებისა, მონაწილეობდნენ ყველა დონის განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.
» მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ალმაატას დეკლარაცია:
» მუხ. IV: ხალხს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალურად და კოლექტიურად თავიანთი ჯანმრთელობის დაცვის დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში.

» პაციენტთა ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის (IAPO) დეკლარაცია პაციენტზე ორიენტი
რებული ჯანდაცვის შესახებ: არჩევანი და ძალაუფლების მინიჭება

პრინციპი N2 პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს (კანონიერ წარმომადგენლებს, მეურვეებსა და მზრუნველებს), მათი შესაძლებლობების ფარგლებში, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. აღნიშნული მოითხოვს ინტერაქტიული ჯანდაცვის სერვისების არსებობას, რომელიც პაციენტს სთავაზობს არჩევანს მკურნალობასა და მენეჯმენტში. ამასთანავე, ბიძგს აძლევენ პაციენტებს და ჯანმრთელობის დამცველებს, რომლებიც მართავენ და მიმართულებას აძლევენ მკურნალობას, მიაღწიონ სიცოცხლის უმაღლეს ხელმისაწვდომ ხარისხს. პაციენტთა ორგანიზაციებს უნდა მიენიჭოთ ძალაუფლება, რათა ითამაშონ უფრო მნიშვნელოვანი ლიდერული როლი პაციენტების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად იმისთვის, რომ მათ დაიცვან თავიანთი უფლება ჯანდაცვის არჩევანთან მიმართებაში.

» პაციენტთა ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის (IAPO) დეკლარაცია პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის შესახებ: პაციენტის ჩართვა ჯანდაცვის პოლიტიკაში
პრინციპი N358:
პაციენტებმა და პაციენტთა ორგანიზაციებმა უნდა გაინაწილონ ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრის პასუხისმგებლობა ყველა დონეზე/ეტაპზე გადაწყვეტილებათა მიღებაში გონივრული ჩაბმით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ყველაფრის შემუშავება პაციენტის მონაწილეობით ხდება. ეს არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ჯანდაცვის პოლიტიკას, არამედ უნდა მოიცავდეს სოციალურ პოლიტიკას, რაც საბოლოოდ პაციენტის სიცოცხლეზე მოახდენს ზეგავლენას.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 12: (1)
წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე. (2) ზომები, რომლებიც წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ამ უფლების სრული რეალიზაციისთვის, უნდა შეიცავდეს ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია: … (გ) ეპიდემიური, ენდემური, პროფესიული და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, სამკურნალოდ და შესამოწმებლად; (დ)ისეთი პირობების შესაქმდენლად, რომლებიც ავადმყოფობის შემთხვევაში ყველასთვის უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას და მოვლას.
» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოებს, შეიმუშაონ ,,ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა», რომელიც ,,პერიოდულად უნდა გადამოწმდეს ინტერაქტიული და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით.»59 ამასთანავე, ,,ჯანმრთელობის ხელშეწყობა უნდა მოიცავდეს ეფექტურ საზოგადოებრივ მოძრაობას პრიორიტეტების განსაზღვრის, გადაწყვეტილებათა მიღების, დაგეგმვის და სტრატეგიების დანერგვისა და შეფასების კუთხით, ჯანმრთელობის უკეთესი დონის მისაღწევად.»60

დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უფლება

უფლების პოტენციურ დარღვევათა მაგალითები

  • თავშესაფრის მაძიებლებს უარს ეუბნებიან მკურნალობაზე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა;
  • საავადმყოფოები ბოშა ქალებს მუდმივად ათავსებენ ცალკე სამშობიარო განყოფილებებში /პალატებში;
  • ნარკოტიკების მომხმარებლები ნაკლებად არიან ჩართულები შიდსის სამკურნალო პროგრამებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ შიდსით დაავადებული მოსახლეობის უმეტესობას;
  • ქალს, რომელსაც აქვს შიზოფრენიის დიაგნოზი, ეუბნებიან, რომ ტკივილი, რომელსაც იგი განიცდის მუცლის არეში, უბრალოდ ეჩვენება მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. შემდეგ კი, ავადმყოფს საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზს უსვამენ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ინტერპრეტაცია

» საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხ. 26: ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს კანონის თანასწორი დაცვის უფლება. ამ მხრივ ყოველგვარი დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტიან დაცვას რაიმე ნიშნის (როგორიცაა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების) გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
» მუხ. 2(1): ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო.
» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 14, პარ. 12: ჯანდაცვის დაწესებულებები, საშუალებები და მომსახურება უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი დისკრიმინაციის გარეშე, ,,განსაკუთრებით კი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის.» კერძოდ, ამგვარი ჯანდაცვის დაწესებულებების და მომსახურების ,,ღირებულება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისწვდომი» და ,,ღარიბ ოჯახებს არ უნდა დააწვე მეტი ტვირთი მკურნალობის ღირებულების გამო შეძლებულ ოჯახებთან შედარებით.»  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ,,ეთნიკური უმცირესობების, მკვიდრი მოსახლეობის, ქალების, ბავშვების, მოზარდების, ხანშიშესულების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების და აივ/შიდსით დაავადებულთა საჭიროებებს.» 61
» ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 5, პარ. 15: განსაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაცია, როგორც ,,არათანასწორი მოპყრობა, გარიყვა, შეზღუდვა, ანდა სათანადო საცხოვრებელ პირობებზე უარის თქმა შეზღუდული შესაძლებლობების გამო, რაც, თავის მხრივ, იწვევს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა გამოყენების შეზღუდვას ან შეუძლებლობას.»62 საბჭომ აგრეთვე აღნიშნა, რომ საჭიროა «არა მხოლოდ სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორი, არამედ კერძოც – დაემორჩილოს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით.»63

ქალის და მამაკაცის თანასწორობასთან მიმართებით ჯანმრთელობის დაცვის დროს, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა მოსთხოვა სახელმწიფოებს, სულ მცირე, გაეუქმებინათ იურიდიული და სხვა სახის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქალებსა და მამაკაცებს, თანასწორად ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით. აღნიშნული გულისხმობს იმ გენდერული სტერეოტიპების მოშლას, რომლებიც იწვევს გენდერულ განსხვავებებს საკვებისა და წყლის მიღების მხრივ, ასევე სამართლებრივი შეზღუდვების მოხსნას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაში;

ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრების აკრძალვას, ჯანდაცვის პროფესიონალთა სათანადო მომზადებას ქალთა ჯანმრთელობის საკითხებში.64
» კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
მუხ.5 () (IV): ამ კონვენციის მე-2 მუხლში აღნიშნული ძირითადი მოვალეობების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, აკრძალონ და აღმოფხვრან ნებისმიერი ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა, განსაკუთრებით შემდეგი უფლებების განხორციელებისათვის: უფლებები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო დახმარების, სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური მომსახურების უფლება.
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ურჩია წევრ-სახელმწიფოებს, თავიანთი განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, უზრუნველყონ მოქალაქეობის არმქონე პირთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების პატივისცემა პრევენციულ, სამკურნალო და პალიატიურ მზრუნველობაზე უარის თქმისგან თავის შეკავებით.65
» კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
» მუხ. 12
» 1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა (ოჯახის დაგეგმვა და სხვა);
» 2. ამ მუხლის I-ლი პუნქტის დებულებებთან ერთად მონაწილე სახელმწიფოები ქალებისთვის უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას ორსულობის, მშობიარობის და მშორბიარობის შემდგომ პერიოდში. ზოგ შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, უწევენ უფასო მომსახურებას, აგრეთვე უზრუნველყოფენ შესაბამის კვებას ორსულობის და მეძუძურობის პერიოდში.


23  ახალი ზელანდიის წინააღმდეგ A. v. New Zealand), N. 754/1997, და ფილაკოვსკა პოლონეთის წინააღმდეგ (Fijalkovska v. Poland) (1061/2002), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/60/40 ვოლ. II (26 ივლისი 2005) 103 $ 8.2

24  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი, დასკვნითი შეფასებები ესტონეთის შესახებ [CCPR/CO/77/EST (HRC, 2003), $ 10

26  Ibid, $ 8.3

27  ადამიანის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი შეფასებები ჩილეს შესახებ, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. I (1999) 44 $ 211 და 216; ვენესუელა, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/56/40 vol. I (2001) 49 $ 77(19)

28  ადამიანის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი შეფასებები მექსიკის შესახებ, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. I (1999) 61 $ 329

29  ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი შეფასებები, ჯიბუტი, CRC/C/97 (2000) 96 $ 555

30  (726/1996), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ,A/58/40 vol. II (29 ოქტომბერი 2002) 12 (CCPR/C/76/D/726/1996

31  ინდივიდუალური შეფასება (სესილია მედინა ქიროგა)

32  იხილეთ ასევე პაციენტთა ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსი (IAPO) http://www.patientsorganizations.org/showarticle.pl?id=126&n=962

33  2002 წლის განხილული გაიდლაინები http://www.cioms.ch/frame_guidelines_nov_2002.htm

34  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნითი შეფასებები ბურკინა-ფასოს შესახებ, A/55/38 ნაწილი I (2000) 25 $261 და კამერუნი, A/55/38 ნაწილი II (2000) 53 $ 43

35  ლანცოვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ(N 763/1997), გადასინჯულია 2002 წლის 26 მარტს,პარ 9.2

36  ადამიანის უფლებათა კომიტეტი ზოგადი კომენტარი #20 წამების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-7 მუხლის თანახმად, პარ: 1, 13

37  ადამიანის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი შეფასებები ჩილეს შესახებ A/54/40 ვოლ. 1 (1999)44, პარ:. 216. იხილეთ ასევე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ კომიტეტი, ზოგადი რეკომენდაციები აბორტის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ, პარ. 19 და 24(მ)

38  ზოგიერთი ვალდებულების, როგორიცაა დისკრიმინაცის აკრძალვა, რეალიზაცია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, კვალიფიკაციის გარეშე.

39  დასკვნითი შეფასებები ურუგვაის შესახებ, E/1998/22 (1997) 67 პარ. 368 – უკმაყოფილება გამოთქმული საექთნო პერსონალისთვის დაბალი ანაზღაურების გამო. იხილეთ ასევე შეფასებები კონგოს შესახებ E/2001/22 (2000) 43 პარ. 206 – უკმაყოფილება გამოთქმული ჯანდაცვის სტანდარტების უგულვებელყოფის შესახებ ჯანდაცვის სფეროში არსებული მწირი დაფინანსების გამო; მონღოლეთი, E/2001/22 (2000) 53 პარ. 271

40  დასკვნითი შეფასებები რუსეთის შესახებ (E/C.12/1/ADD.94 (CESCR, 2003) par. 32

41  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 21 (24-ე სესია, 1992); მუხლი 10 ანაცვლებს ზოგად კომენტარს 9. ა/47/40 (1992) 195პარ. 2

42  იხილეთ: ქელი იამაიკის წინააღმდეგ (Kelly v. Jamaica) (253/1987), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/46/40 (8 აპრილი 1991) 241 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი/C/41/D/253/1987) § 5.7 მე-10(1) მუხლის დარღვევა: პატიმარს ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები ძირითადი სამედიცინო მომსახურების არ ჩატარების გამო და ასევე მას დღის განმავლობაში მხოლოდ 30 წუთით ქონდა საკნის დატოვების უფლება; იხ. ასევე ლინტონი იამაიკის წინააღმდეგ (Linton v. Jamaica) (255/1987), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/48/40 vol. II (22 ოქტომბერი 1992) 12 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/46/D/255/1987) § 2.7 და 8.5, მე-7 და მე-10(1) მუხლების დარღვევა; ბეილი იამაიკის წინააღმდეგ (Bailey v. Jamaica) (334/1988), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/48/40 vol. II (31 მარტი1993) 72 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/47/D/334/1988) § 9.3; თომასი იამაიკის წინააღმდეგ (Thomas v. Jamaica) (321/1988), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/49/40 vol. II (19 ოქტომბერი 1993) 1 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/49/D/321/1988) § 9.2 და 11; მიკა მიჰა ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ (Mika Miha v. Equatorial Guinea) (414/1990), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/49/40 vol. II (8 ივლისი 1994) 96 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი/ჩ/51/D/414/1990) § 6.4; კოლინ ჯონსონი იამაიკის წინააღმდეგ (Colin Johnson v. Jamaica) (653/1995), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (20 ოქტომბერი 1998) 135 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/64/D/653/1995) § 8.1 და კალენგა ზამბიის წინააღმდეგ (Kalenga v. Zambia) (326/1988), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/48/40 vol. II (27 ივლისი 1993) 68 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /ჩ/48/D/326/1988) § 6.5.

43  იხილეთ: უაითი იამაიკის წინააღმდეგ (Whyte v. Jamaica) (732/1997), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/53/40 vol. II (27 ივლისი 1998) 195 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/63/D/732/1997) § 9.4; ლესლი იამაიკის წინააღმდეგ (Leslie v. Jamaica) (564/1993), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/53/40 vol. II (31 ივლისი 1998) 21 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/63/D/564/1993) § 3.2-3.5, 3.8 და 9.2; ჰენრი იამაიკის წინააღმდეგ (Henry v. Jamaica (610/1995), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (20 ოქტომბერი 1998) 45 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/64/D/610/1995) § 7.3; ფენანტი იამაიკის წინააღმდეგ (Pennant v. Jamaica) (647/1995), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (20 ოქტომბერი 1998) 118 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/64/D/647/1995) § 8.3; ლევი იამაიკის წინააღმდეგ (Levy v. Jamaica) (719/1996), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (3 ნოემბერი 1998) 208 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/64/D/719/1996) § 7.4; მარშალი იამაიკის წინააღმდეგ (Marshall v. Jamaica) (730/1996), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (3 ნოემბერი 1998) 228 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი/C/64/D/730/1996) § 6.7; მორგანი და უილიამსი იამაიკის წინააღმდეგ (Morgan and Williams v. Jamaica) (720/1996), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (3 ნოემბერი 1998) 216 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/64/D/720/1996) § 7.2; მორისონი იამაიკის წინააღმდეგ (Morrison v. Jamaica) (663/1995), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (3 ნოემბერი 1998) 148 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/64/D/663/1995) § 8.8; ბრაუნი იამაიკის წინააღმდეგ (Brown v. Jamaica) (775/1997), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (23 მარტი 1999) 260 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/65/D/775/1997) § 3.2 ანდ 6.5; ბენეტი იამაიკის წინააღმდეგ (Bennett v. Jamaica) (590/1994), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/54/40 vol. II (25 მარტი 1999) 12 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/65/D/590/1994) at paras. 10.7 and 10.8; Smith and Stewart v. Jamaica (668/1995), ICCPR, A/54/40 vol. II (8 აპრილი 1999) 163 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/65/D/668/1995) § 7.5.; მულეზი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ (Mulezi v. Democratic Republic of the Congo) (962/2001), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/59/40 vol. II (6 ივლისი 2004) 159; საიდოვი ტაჯიკეთის წინააღმდეგ (Saidov v. Tajikistan) (964/2001), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/59/40 vol. II (8 ივლისი 2004) 164.

44  დასკვნითი შეფასებები ბოსნია და ჰერცეგოვინას შესახებ (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/BIH/CO/1 (ადამიანის უფლებათა კომიტეტი, 2006), § 19.

45  უილიამსი იამაიკის წინააღმდეგ (Williams v. Jamaica (609/1995), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, A/53/40 vol. II (4 ნოემბერი 1997) 63 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/61/D/609/1995) § 6.5

46  ლევისი იამაიკის წინააღმდეგ (კომუნიკაცია ¹527/1993, გადასინჯული 1996 წლის 18 ივლისს). იხილეთ ასევე პინტო ტრინიდადის და ტობაგოს წინააღმდეგ (232/1987), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ a/45/40 . II (20.07.1990) 69 პარაგრაფი 12.7. იხ.ასევე ჰენრი და დუგლასი იამაიკის წინააღმდეგ (571/1994), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ a 1/40 . II (25.07 1996) 155 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/57/D/571/1994) § 9.5; ლიჰონგი იამაიკის წინააღმდეგ (Lეეჰონგ ვ. ჟამაიცა) (613/1995), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ A/54/40 vol. II (13 ივლისი 1999) 52 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/66/D/613/1995) § 3.11 და 9.2

47  ლანცოვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (Lantsova v Russian Federation) (კომუნიკაცია ¹ 763/1997, 2002 წლის 26 მარტის შეფასებები

48  სეტელიჰი/სენდიკი ურუგვაის წინააღმდეგ (Setelich / Sendic v. Uruguay) (R.14/63), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ A/37/40 (28 ოქტომბერი 1981) 114 § 20

49  ჰოუელი იამაიკის წინააღმდეგ (Howell v. Jamaica) (798/1998), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ A/59/40 vol. II (21 ოქტომბერი 2003) 21 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/79/D/798/1998)

50  ჟელუდკოვი უკრაინის წინააღმდეგ (Zheludkov v. Ukraine) (726/1996), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებე-ბის შესახებ A/58/40 vol. II (29 ოქტომბერი 2002) 12 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/76/D/726/1996.a

51  საჰადათი ტრინიდადი და ტობაგოს წინააღმდეგ (Sahadath v. Trinidad and Tobago) (684/1996), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ A/57/40 vol. II (2 აპრილი 2002) 61 (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტი /C/684/1996) § 9

52  დასკვნითი შეფასებები რუსეთის შესახებ (წამების საწინააღმდეგო კომიტეტი/C/RUS/CO/4 (CAT, 2007), § 18.

53  ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHჩHღ). დასკვნითი შეფასებები, კამერუნი (კონვენცია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ CAT /C/CR/31/6)

54  ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHჩHღ). დასკვნითი შეფასებები, ნეპალი (კონვენცია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ (CAT) /C/NPL/CO/2). იხილეთ აგრეთვე შეფასებები პარაგვაის (CAT /C/SR.418) და ბრაზილიის შესახებ (CAT /C/SR.471)

55  ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHჩHღ). დასკვნითი შეფასებები, არგენტინა (A/48/44)

56  www.unhchr.ch/html/menu3/b/h_comp40.htm

57  www.physiciansforhumanrights.org/library/istanbul-protocol.html

58  იხ. ასევე პაციენტთა მოძრაობის პოლიტიკის განცხადება http://www.patientsorganizations.org/showarticle.pl?id=590&n=962

59  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი 14, პარაგრაფი 43.

60  ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი 14, პარ: 54

61 ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი 14, პარ: 12.

62 ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი 14, პარ 15.

63 ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი 14, პარ 26.

64   ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 16 (34-ე სესია, 2005): მუხლი 3: თანაბარი უფლებები ქალებისა და კაცებისათვის ისარგებლონ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით, ე/2006/22 (2005) 116 პარ:29.

65   რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კომიტეტი, ზოგადი რეკომენდაცია XXX (65-ე სესია, 2004): ა/59/18 (2004) 93