2.2 ძირითადი წყაროები

31. ივლ, 2011 / 2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არ არის საერთაშორისო ხელშეკრულება, მაგრამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარებაში მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მისი დებულებები ეფექტურადაა გადმოცემული საერთაშორისო შეთანხმებებში, მისმა მრავალმა დებულებამ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ხასიათი შეიძინა და ამდენად, მას საყოველთაოდ და უდავოდ მიიჩნევენ .

დეკლარაციის ძირითადი დებულებები მოიცავს :

  • მუხლი მე -3 ( სიცოცხლის უფლება );
  • მუხლი მე -5 ( წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა );
  • მუხლი მე -7 ( დისკრიმინაციის აკრძალვა );
  • მუხლი მე -12 ( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება );
  • მუხლი მე -19 ( ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლება );
  • მუხლი 25- ე ( ჯანმრთელობის დაცვის უფლება ).

საერთაშორისოხელშეკრულებები1

შვიდივე ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულება ადამიანის უფლებათა შესახებ, მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიებს პაციენტებზე მზრუნველობის სფეროში . მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულებები მხოლოდ იმ სახელმწიფოებისთვისაა სავალდებულო, რომელთაც მათი რატიფიკაცია განახორციელეს, მათ სტანდარტებს არამონაწილე სახელმწიფოებისთვისაც მძლავრი მორალური და პოლიტიკური ძალა აქვს . უმეტესობა ამ ხელშეკრულებათაგან ( ისეთები, როგორებიცაა ზემოხსენებული ორი საერთაშორისო კონვენცია და ბავშვთა უფლებების შესახებ საერთასორისო კონვენცია, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის შემთხვევაში ) რატიფიცერებულია სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობის მიერ .

ამ ხელშეკრულებებით შექმნილი საერთაშორისო ორგანოების მიერ გამოცემულია მრავალი « ზოგადი კომენტარი », რაც ქმნის საერთაშორისო ხელშეკრულებათა სტანდარტების განმარტების კვალიფიციურ სახელმძღვანელოს . მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა გამოსცა მე -14 ზოგადი კომენტარი კონვენციის მე -12 მუხლზე, რომელმაც უფლება ჯანმრთელობაზე განმარტა, როგორც ადამიანის უფლება, აკონტროლებდეს საკუთარ ჯანმრთელობასა და სხეულს .

ხელშეკრულებებით შექმნილი ყველა ორგანო, ზედამხედველობს სახელმწიფოთა მოქმედებების შესაბამისობას ამავე სახელმწიფოების პერიოდული ანგარიშების მეშვეობით და გამოსცემს შემაჯამებელ შეფასებებს . ისეთები კი, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომიტეტი, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW), წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CAT), რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CERD) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი (CRPD) ინდივიდუალურ საჩივრებსაც განიხილავენ . ზემოთ აღნიშნული ერთობლიობაში გამოიყენება საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციისთვის .

»  საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (ICCPR) 2

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან ერთად, ქმნის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილს ( აქტს ). სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის შესრულებას ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა კომიტეტი .

შესატყვისი დებულებები მოიცავს :

  • მუხლი 2(1) ( დისკრიმინაციის აკრძალვა );
  • მუხლი 6 ( სიცოცხლის უფლება );
  • მუხლი 7 ( წამების აკრძალვა );
  • მუხლი 9 ( უსაფრთხოებისა და თავისუფლების უფლება );
  • მუხლი 10 ( დაკავებულთა უფლება ღირსეულ მოპყრობაზე );
  • მუხლი 17 ( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა );
  • მუხლი 19(2) ( უფლება ინფორმაციაზე );
  • მუხლი (26) ( კანონის წინაშე თანასწორობა ).

»  ეკონომიკურ , სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი (ICESCR) 3

შესრულებას ზედამხედველობას უწევს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი .

ძირითადი დებულება :

  • მე -12 მუხლი ( უფლება ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს მიღწევად სტანდარტზე ), რომელიც განმარტებულია ზემოხსენებული მე-14 ზოგადი კომენტარით 4

სხვა შესაბამისი დებულებებია :

  • მუხლი 2(1) ( დისკრიმინაციის აკრძალვა );
  • მუხლი 10(3) ( ბავშვთა დაცვა );
  • მუხლი 11 ( ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი ).

»  კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) 5

შესრულებას ზედამხედველობს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW).

კონვენციის ძირითადი დებულებებია :

  • მუხლი 12 ( ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრა );
  • მუხლი 14(2)( ბ ) ( სოფლად მცხოვრებ ქალთა უფლება ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატურ საშუალებებზე )

( იხ . ასევე,24- ე « ზოგადი რეკომენდაცია “ კონვენციის მე -12 მუხლზე ( ქალი და ჯანმრთელობა ) – ქალთა ჯანმრთელობის მოთხოვნების საფუძვლიანი ანალიზი და რეკომენდაციები სამთავრობო მოქმედებებისათვის )

»  რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CERD) 6 შესრულებას ზედამხედველობს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი .

კონვენციის ძირითადი დებულებაა :

  • მუხლი 5(1)( ე ) ( რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვა საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში )

» კონვენციის წამებისა და სხვა სასტიკი , არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ (CAT) 7 შესრულებას ზედამხედველობს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი . კომიტეტმა 2006 წელს შეიმუშავა ახალი დამატებითი ოქმი, რომელიც მიმართულია წამების პრევენციაზე .

»  ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) 8 შესრულებას ზედამხედველობს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტი . კონვენცია შეიცავს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებისა და გარანტიების ფართო სპექტრს .

კონვენციის ძირითადი დებულებაა :

  • მუხლი 24 ( უფლება ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს მიღწევად სტანდარტზე )

» საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშა მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის შესახებ (CMW) 9

შესრულებას ზედამხედველობს მიგრანტ მუშა – მოსამსახურეთა უფლებების დაცვის კომიტეტი . კონვენცია მოიცავს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებისა და გარანტიების ფართო სპექტრს .

კონვენციის ძირითადი დებულებებია :

  • მუხლი 28 ( უფლება სამედიცინო მომსახურებაზე );
  • მუხლები 43 და 45(1)( გ ) ( თანასწორი მოპყრობა ჯანმრთელობის დაცვაში ).

» კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ (DRC) 10 ( ძალაშია 2008 წლის 12 მაისიდან )

კონვენციის მიზანია ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დაცვა . კონვენცია მოიცავს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებისა და გარანტიების ფართო სპექტრს .

კონვენციის ძირითადი დებულებებია :

მუხლი 25 ( ჯანმრთელობა ) სხვა შესაბამისი დებულებები მოიცავს :

  • მუხ . 5 ( თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა );
  • მუხ . 6 და 7 ( ქალები და ბავშვები );
  • მუხ . 9 ( სამედიცინო ობიექტების და მომსახურების ხელმისაწვდომობა );
  • მუხ . 10 ( სიცოცხლის უფლება );
  • მუხ . 14 ( თავისუფლება და უსაფრთხოება );
  • მუხ . 15 ( წამების აკრძალვა );
  • მუხ . 16 ( ექპლუატაციის და ძალადობის აკრძალვა );
  • მუხ . 17 ( ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობა );
  • მუხ . 19 ( დამოუკიდებელი ცხოვრება );
  • მუხ . 21 ( ინფორმაციის ხელმისაწვდომობა );
  • მუხ . 22 ( პირადი ცხოვრების პატივისცემა );
  • მუხ . 26 ( ჰაბილიტაცია და რეაბილიტაცია );
  • მუხ . 29 ( საზოგადოებროვ ცხოვრებაში მონაწილების უფლება ).

სპეციალური მომხსენებელი ჯანმრთელობის უფლების შესახებ : 11

სპეციალური მომხსენებელი გაეროს მანდატით აღჭურვილი დამოუკიდებელი ექსპერტია ( ამჟამად ანანდ გროვერი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში პროფ . პოლ ჰანტი შეცვალა ), რომელიც იკვლევს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაცვის უფლების, როგორც უმაღლესი მიღწევადი სტანდარტის, ეფექტური განხორციელება . იგი ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს და სიღრმისეულად სწავლობს ცალკეულ საკითხებს . მაგალითისათვის,2007 წლის სექტემბერში, მან შექმნა გზამკვლელი ფარმაცევტული კომპანიებისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ . 12

სპეციალური მომხსენებლის ერთ – ერთი ამჟამინდელი პრიორიტეტი ჯანდაცვის პროფესიონალებთან მუშაობაა :

“ ზომიერნი რომ ვიყოთ, ვიტყოდი, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს პროფესიონალებს ხშირად არც სმენიათ ჯანმრთელობის დაცვის უფლების შესახებ . თუ რამ სმენიათ, მათ ხშირად წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს ეს კონცეპტუალურად ან ყოველდღიურ ცხოვრებაში . ამასთან, ისინი ხშირად ღელავენ და გონიათ, რომ ეს უფლება მათ პრობლემებს შეუქმნით .” 13

სხვა საერთაშორისო დოკუმენტები

»  პატიმართა მოპყრობის გაეროს სტანდარტული წესები 14 ;
»  ნებისმიერი ფორმით დაკავებული ყველა პირის დაცვის გაეროს პრინციპების ერთობლიობა 15 ;
»  გაეროს პრინციპები ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების შესახებ 16

სხვა დოკუმენტები

»  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაცია 1978 17ზემოთ ჩამოთვილის გარდა, არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალა, მაგრამ წარმოშობენ ძლიერ პოლიტიკურ და მორალურ ვალდებულებას .

დეკლარაცია განსაზღვრავს, ჯანმრთელობის დეფინიციას და ამბობს, რომ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ( მუხლი 1). დეკლარაცია მთავარ ყურადღებას უთმობს პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობას .

»  ადვოკატთა ქარტია ჯანმრთელობის უფლების შესახებ , 2005 წელი ( ადვოკატთა საერთაშორისო კავშირი ). 18 ქარტია შეეხება თანხმობისა და პირადი ცხოვრების საკითხებს .

»  დეკლარაცია პაციენტთა უფლებების შესახებ , 2005 ( მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია ) (WMA) 19  

დეკლარაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა : კონფიდენციალობა, ინფორმაციის მიღების   უფლება და ინფორმირებული თანხმობა . დეკლარაციას პრეამბულაში ვკითხულობთ :

ბოლო დროის განმავლობაში, ექიმებს, პაციენტებსა და ფართო საზოგადოებას შორის ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა . იმ დროს, როდესაც ექიმმა უნდა იმოქმედოს სინდისის კარნახით და ყოველთვის პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თანაბარი ძალისხმევით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პაციენტის ავტონომიურობა და სამართლიანობა . წინამდებარე დეკლარაცია წარმოადგენს პაციენტთა ზოგიერთ იმ უფლებებს, რომლებიც სამედიცინო პროფესიონალთა მიერ გათავისებულ და მხარდაჭერილ უნდა იყოს .

ექიმებს, სხვა პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, გააჩნიათ ერთობლივი პასუხისმგებლობა ამ უფლებათა აღიარებასა და უზრუნველყოფაზე . იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობა, მთავრობის საქმიანობა ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციული დაწესებულება არ ასრულებს პაციენტთა ამ უფლებებს, ექიმებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ რათა ეს უფლებები უზრუნველყოფილ ან აღდგენილ იქნეს .

»  დეკლარაცია პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის შესახებ , 2007 ( პაციენტთა ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსი ) (IAPO) 20   დეკლარაციის შექმნის მიზანი იყო პაციენტთა ინტერესების და საჭიროებების წარმოჩენა ჯანდაცვის საერთაშორისო, რეგიონულ და ნაციონალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად .

დოკუმენტი განამტკიცებს ხუთ პრინციპს :

პატივისცემა : პაციენტებსა და პაციენტის კანონიერ წარმომადგენლებს, მეურვეებსა და მზრუნველებს უფლება აქვთ მოითხოვონ პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა და პაციენტისათვის ნების თავისუფალი გამოხატვის უფლება ; არჩევანი და გაძლიერება : პაციენტებს ასევე უფლება აქვთ, მათი შესაძლებლობის ფარგელებში მონაწილეობა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე . ჯანდაცვის მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს პაციენტთა საჭიროებების შესაბამისი მკურნალობისა და მენეჯმენტის არჩევანის საშუალება, უნდა მოხდეს პაციენტთა ორგანიზაციების გაძლიერება, რათა მათ ეფექტურად შეძლონ პაციენტების და მათი ოჯახების დახმარება .

პაციენტთა მონაწილეობა ჯანდაცვის პოლიტიკაში :   პაციენტებმა და პაციენტთა ორგანიზაციებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების ყველა საფეხურზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პოლიტიკა პაციენტთა ინტერესებზეა ორიენტირებული . მონაწილეობა არ   უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ჯანდაცვის სფეროთი, არამედ პაციენტთა ჩართულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვა ისეთ სფეროებშიც ( მაგალითად სოციალური პოლიტიკა ), რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე .

ხელმისაწვდომობა და მხარდაჭერა :   ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს პაციენტებისთვის, რაც გულისხმობს უსაფრთხო, ხარისხიან და სათანადო მომსახურებას, მკურნალობას და პრევენციულ ღონისძიებებს . ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა პაციენტისთვის მიუხედავად მათი სოციალურ – ეკონომიკური სტატუსისა .

ინფორმაცია : იმისათვის რომ პაციენტებმა და მათმა წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ, აუცილებელია სწორი, სათანადო და დეტალური ინფორმაციის მიწოდება . ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს შესაბამისი ფორმით პაციენტის მდგორმარეობის, ენის, ასაკის, შესაძლებლობების და კულტურის გათვალისწინებით .

»  ჯაკარტის დეკლარაცია 21- საუკუნეში ჯანმრთელობის პოპულარიზაციის ღონისძიებათა წარმართვის შესახებ (1997) 21

დეკლარაცია ჯანდაცვის მე -4 საერთაშორისო კონფერენციის საბოლოო შედეგობრივი დოკუმენტია . მან ჩამოაყალიბა 21- ე საუკუნეში ჯანდაცვის პოპულარიზაციის პრიორიტეტები, სოციალური პასუხისმგებლობის, ინვესტიციების ზრდის, უსაფრთხო ინფრასტრუქტურისა და ინდივიდის გაძლიერების ჩათვლით .

»  ექთნები და ადამიანის უფლებები 1998, ექთანთა საერთაშორისო საბჭო (ICN) 22

ექთანთა საერთაშორისო საბჭო ჯანდაცვის უფლებას განიხილავს, როგორც თითოეული ინდივიდის უფლებას, განურჩევლად ფინანსური, პოლიტიკური, გეორგრაფიული, რასობრივი თუ რელიგიური ნიშნისა . ეს უფლება მოიცავს უფლებას, აირჩიო და უარი თქვა სამედიცინო მომსახურებაზე, მზრუნველობაზე თანხმობის გაცხადებისა და უარის თქმის ჩათვლით ; ინფორმირებულ თანხმობას, კონფიდენციალობას, ღირსებას, ღირსეულად გარდაცვალების უფლების ჩათვლით . ამასთან, იგი მოიცავს როგორც პაციენტის, ისე სამედიცინო მომსახურების გამწევის უფლებებს .

———————

1იხ. რატიფიცირებული ხელშეკრულებების ცხრილი: http://www2.ohchr.org/english/bodies/docs/status.pdf

2იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/ccpr.htm

3იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/cescr.htm

4იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://daccessdds.un.org/doc/UNDOC/GEN/G00/439/34/PDF/G0043934.pdf?OpenElement

5იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/cedaw.htm 

6იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/cerd.htm

7იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/cat.htm

8იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/crc.htm

9იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/cmw.htm

10 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/disabilities-convention.htm

11 http://www2.ohchr.org/english/issues/health/right/

12 იხ. ტექსტი: http://www2.ohchr.org/english/issues/health/right/docs/draftguid.doc

13 სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს მიღწევად სტანდარტზე ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ 2007 (A/HRC/4/28) პარ.43.

14 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/treatmentprisoners.htm

15 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/bodyprinciples.htm

16 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www2.ohchr.org/english/law/principles.htm

17 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: http://www.who.int/hpr/NPH/docs/declaration_almaata.pdf

18 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: www.uianet.org/documents/qquia/resolutions/Sante4GB.pdf

19 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: www.wma.net/e/policy/l4.htm

20 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: www.patientsorganizations.org

21 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: www.who.int/hpr/NPH/docs/jakarta_declaration_en.pdf

22 იხ. ტექსტი ინგ. ენაზე: www.icn.ch/pshumrights.htm