2.1 შესავალი

31. ივლ, 2011 / 2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

წინამდებარე თავში წარმოდგენილია პაციენტთა მზრუნველობის სფეროში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და განმარტებები, თუ როგორ არის ინტერპრეტი რებული ეს სტანდარტები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებებში. თავი დაყოფილია სამ ნაწილად: პირველ ნაწილში აღწერილია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული ადამიანის უფლებების ძირითადი საერთაშორისო წყაროები; მეორე თავი ეხება პაციენტთა უფლებე ბს, ხოლო მესამე პროვაიდერების უფლებებს. ყველა ნაწილი მოიცავს ქვეთავებს, რომლებშიც განხილულია სტანდარტები და მოცემულია შესაბამისი უფლების ინტერპრეტაცია (მაგალითად, ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), ასევე შესაძლო უფლებადარღვევის მაგალითები. მოცემული სტანდარტები მოიცავს, როგორც სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებებს (როგორიცაა მაგალითად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი), ასევე გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ არასავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტებს (მაგალითად მსოფლიო ექიმთა ასოციაციის დეკლარაცია პაციენტთა უფლებებზე).