ჰიპერტენზიის გაიდლაინის სამუშაო ვერსიის განხილვა

ჰიპერტენზიის გაიდლაინის სამუშაო ვერსიის განხილვა

07. მარ, 2014 / მთავარი

2014 წლის 6 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში  გაიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა დარგის ექსპერტებთან,სამედიცინო დაწესებულებების და პროფესიული სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში ჰიპერტენზიის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული აქტივობების, მათ შორის ჰიპერტენზიის პრევენციისა დაკონტროლის საშუალოვადიანი სტრატეგიის,  სამოქმედო გეგმისა და  ეროვნული გაიდლაინის სამუშაო ვერსიის გაცნობა დაინტერესებული მხარეებისა და ექსპერტთა ფართო წრისათვის.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, USAID-ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების (HCI) პროექტის ფარგლებში პროფესიულ სამედიცინო ასოციაციებთან მჭირდო თანამშრომლობით შემუშავდა მოზრდილებში ჰიპერტენზიის მართვის ეროვნული გაიდლაინი, რომლის რეკომენდაციების საბოლოო  შეჯერების მიზნითაც ,შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია.

ეყრდნობა რა უახლეს, საერთაშორისოდ აღიარებულ მტკიცებულებებს, გაიდლაინი გვთავაზობს ჰიპერტენზიის მართვის განახლებულ, ეროვნულ კონტექსტთან ადაპტირებულ რეკომენდაციებს სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისათვის, რომელთა დანერგვაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადების, ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას, გართულებების პრევენციასა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod/album&id=50&mid=158