ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28 ივლისი, 2013

ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28 ივლისი, 2013

29. ივლ, 2013 / მთავარი

„ეს ჰეპატიტია, გაეცანი, დაუპირისპირდი!“

ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს. ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი. ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს  ვირუსული ჰეპატიტებისა  და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

A, B, C, D და E ჰეპატიტის ვირუსებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული ინფექციები და ღვიძლის ანთებითი პროცესები, რაც შეიძლება ციროზის ან ღვიძლის კიბოს მიზეზი გახდეს. დაახლოებით 240 000 მილიონი ადამიანი B ჰეპატიტის ქრონიკული  ფორმით არის დაავადებული,  დაახლოებით 150 000 მილიონი ადამიანი კი – C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით.

2013 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის თემაა: „ეს ჰეპატიტია, გაეცანი, დაუპირისპირდი!“

კამპანიის პროცესში აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული,  თუ  რა საშიშროებას წარმოადგენს ჰეპატიტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

 მიზანი: 

ვირუსული ჰეპატიტები – „ფარული ეპიდემია“ – ინფორმირებულობისაგან კონკრეტულ ვალდებულებებსა და ქმედებებზე გადასვლა.

მილიონობით ადამიანი ცხოვრობს  ჰეპატიტის ვირუსით, მილიონობით ადამიანი კი დაინფიცირების რისკის ქვეშაა.  ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ისინი   B და C ქრონიკული ჰეპატიტის ვირუსის მტარებლები არიან. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ჰეპატიტთან ასოცირებული ღვიძლის დაავადების შედეგად,  უმეტეს შემთხვევაში ციროზით და ღვიძლის კიბოთი.

2013 წლის ჰეპატიტების მსოფლიო დღე ფოკუსირდება შემდეგ აქტივობებზე:

  • ვირუსული ჰეპატიტების და მასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის, სკრინინგის და კონტროლის  გაძლიერება;
  • B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის მოცვის გაფართოება და ვაქცინაციის ჩართვა იმუნიზაციის ნაციონალურ პროგრამებში;
  • ჰეპატიტებზე გლობალური რეაგირების კოორდინაცია

მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატიტის ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების ტვირთი დიდია, ბევრ ქვეყანაში ამ პრობლემასთან მიმართებაში არ გამოიყენება კომპლექსური მიდგომა. ამის ერთ–ერთ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ათწლეულების მანძილზე ჰეპატიტი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ყველა ამ ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ დღეს საქმე გვაქვს „ფარულ ეპიდემიასთან“.

ვირუსული ჰეპატიტი დიდი ტვირთია აგრეთვე ჯანდაცვის სისტემისთვისაც, რადგანაც ღვიძლის კიბოს და ციროზის დროს ღვიძლის უკმარისობის  მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ბევრ ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძირითად მიზეზს. მსგავსი მკურნალობა ბოლო სტადიაზე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შეადგენს ასი ათასობით დოლარს.

http://www.who.int/campaigns/hepatitis-day/2013/event/en/index.html

რა არის ვირუსული ჰეპატიტებიროგორ უნდა დავიცვათ თავი 

ვირუსული ჰეპატიტები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია. მისი გამომწვევია ვირუსები: A,B,C,D,E. ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები, (ანთროპონოზული დაავადება). ისინი გავრცელებულია ყველგან და იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 240 მლნ ადამიანია ინფიცირებული B ვირუსით და 150 მლნ C ვირუსით, (ლეტალობის ზოგადი კოეფიციენტი  დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს).

ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები განსხვავდებიან გადაცემის მექანიზმით, დაავადების სიმძიმითა და ქრონიკული მიმდინარეობის თავისებურებებით.

A(HAV) და   E(HEV) ვირუსული ჰეპატიტების გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური მექანიზმით, დაბინძურებული საკვებითა და წყლის საშუალებით (დაბინძურებული წყლით გავრცელების შემთხვევაში ახასიათებთ ეპიდაფეთქება). ახასიათებთ დაავადების მსუბუქი, საშუალო და ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობა. დაავადების ქრონიკული ფორმების ჩამოყალიბება არ ხდება, ყალიბდება მყარი იმუნიტეტი, რაც იცავს ორგანიზმს განმეორებითი დაავადებისაგან. არსებობს A ვირუსული ჰეპატიტის ეფექტური ვაქცინა. დაავადების ძირითადი შემთხვევები მოდის 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფზე.

D(HDV) ვირუსული ჰეპატიტი გვხვდება მხოლოდ HBV- სთან ერთად და ამძიმებს მის მიმდინარეობას.

HBV და   HCV  გადაცემა ხდება ინფიცირებულის სისხლთან კონტაქტის დროს. დაავადებები მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკული ფორმით (ქრონიკულია ფორმა  როცა ღვიძლის ანთებითი პროცესი 6 თვეზე მეტად ხანგრძლივდება). ქრონიკული ფორმების ჩამოყალიბება დამოკიდებულია ინფიცირებულის ასაკზე: HBV შემთხვევაში ქრონიკული ფორმა ვითარდება დაახლოებით 90%-ში შიდსით დაავადებულ ბავშვებში,

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკ&სჯეც) მონაცემებით 2010 წელს აღრიცხული ვირუსული ჰეპატიტი B-ს შემთხვევები 12%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან, კლება გამოწვეულია როგორც მწვავე,ისე ქრონიკული შემთხვევების ხარჯზე. დაავადების შემთხვევების დიდი ნაწილი გვხვდება 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში. 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი შემთხვევების წილი 2010 წელს 1%-ს შეადგენს (დაავადება არ გამოვლენილა აცრილ კონტიგენტში).  B ჰეპატიტის ფორმების განაწილება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დაავადების გადაცემის ახალი შემთხვევები ახალშობილთა გეგმიური იმუნიზაციის დაწყების შემდეგ მცირდება, გარდა ამისა 2007 წლის ივნისიდან საქართველოში ვიშნევსკაია-როსტროპოვიჩის ფონდის მხარდაჭერით პროექტის ” B ჰეპატიტის პერინატალური პროფილაქტიკა” ფარგლებში დაიწყო HBsag  დადებითი დედების ახალშობილების იმუნიზაცია სპეციფიკური იმუნოგლობულინით.

  ჰ ე პ ა ტ ი ტ ი

C ჰეპატიტი  C ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე გადამდები დაავადებაა, რომლის კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება მერყეობდეს მწვავე რამდენიმეკვირიანი მსუბუქი მიმდინარეობიდან ქრონიკულ მიმდინარეობამდე მთელი სიცოცხლის მანძილზე.

დაავადების გავრცელება ხდება ინფიცირებული პირის სისხლის მოხვედრით ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. C ვირუსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღვიძლის დაავადებების გამომწვევ ვირუსებს შორის.

C ვირუსით მსოფლიოში ყოველწლიურად 3-4 მლნ. ადამიანის დაინფიცირება ხდება, 150 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დაავადების ქრონიკული ფორმით და ციროზის და/ან ღვიძლის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ. 350 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად C ჰეპატიტთან ასოცირებული ღვიძლის დაავადების გამო.

C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა ინფიცირებული პირის სისხლთან კონტაქტის გზით.

C ჰეპატიტი განკურნებადია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებით.

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით სამედიცინო კვლევები გრძელდება.

გეოგრაფიული განაწილება:

C ჰეპატიტი  ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. დაავადების ქრონიკული ფორმების გავრცელება მაღალია ეგვიპტეში (15%), პაკისტანში (4,8%), ჩინეთში (3,2%). აღნიშნულ ქვეყნებში ვირუსის გადაცემის ძირითადი გზები დაკავშირებულია დაბინძურებული ინსტრუმენტებით ჩატარებულ ინექციებთან.

გადაცემის გზები:

C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული პირის სისხლთან კონტაქტისას შემდეგი გზების საშუალებით:

●          კონტამინირებული (C ვირუსის შემცველი) სისხლის და/ან სისხლის პროდუქტების გადასხმით, ორგანოთა გადანერგვით.

●          სამედიცინო დაწესებულებებში კონტამინირებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით.

●          ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მოხმარებისას.

●          ვერტიკალურად – ინფიცირებული დედიდან შვილზე.

●          ინფიცირებულთან სქესობრივი კონტაქტით ან მასთან საერთო ბასრი და მჭრელი საგნების გამოყენებით (ამ გზებით ვირუსის გადაცემა შედარებით იშვიათია).

C ჰეპატიტი არ ვრცელდება ძუძუთი კვებით, წყლით, საკვები პროდუქტებით, კოცნით, ჩახუტებით, ინფიცირებულთან საერთო საკვების ან სასმელის გამოყენებით.

სიმპტომები:

C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი 2 კვირიდან 6 თვემდე მერყეობს. დაავადებულთა დაახლოებით 80%-ს სიმპტომები არ უვლინდებათ. მწვავე მიმდინარეობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ტემპერატურა, დაღლილობა, მადის დაქვეითება, გულის რევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მუქი შარდი, სახსრების ტკივილი, კანის და სკლერების სიყვითლე.

ახლადდაინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება ქრონიკული ქორმა, რომელთა 60-70%-ს უყალიბდება ღვიძლის ქრონიკული დაავადება, მათგან 5-20%-ში ვითარდება ციროზი, ხოლო 1-5%-ში გარდაცვალება ციროზის ან ღვიძლის კიბოს გამო.

დიაგნოსტიკა:

დაავადების მწვავე ფაზის დიაგნოსტიკა ხშირად ვერ ხერხდება უმეტესად უსიმპტომო მიმდინარეობის გამო. ანტისხეულების გამოვლენის ძირითადი ლაბორატორიული მეთოდით შეუძლებელია მწვავე და ქრონიკული ფორმების დიფერენცირება. ანტისხეულების არსებობა მიუთითებს მხოლოდ ამჟამინდელ ან გადატანილ დაავადებაზე. დიაგნოზის დადასტურების მიზნით გამოიყენება RIBA (რეკომბინანტული იმუნობლოტინგი) ან PCR (პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია ვირუსის გენომის გამოსავლენად).

სისხლში ანტისხეულების (Anti-HCV) 6 თვეზე მეტი ხნით არსებობა დაავადების ქრონიკული ფორმის მანიშნებელია. ღვიძლის დაზიანების ხარისხის შეფასების, ციროზის და კიბოს გამოვლენის მიზნით აუცილებელია სპეციფიკური გამოკვლევის ჩატარება.

რა დაავადებაა ჰეპატიტი B ? 

B ჰეპატიტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ღვიძლის ინფექციაა, გამოწვეული B ჰეპატიტის ვირუსით(HBV), რომელსაც შეუძლია ღვიძლის დაზიანება. HBV გადაეცემა სისხლითა და ინფიცირებული ბიოლოგიური სითხეებით. გადაცემის გზებია: პირდაპირი სისხლი-სისხლთან კონტაქტი(გადასხმისას), დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, გამოყენებული ნემსები და ინფიცირებული დედისგან ახალშობილის ინფიცირება მშობიარობის დროს.

2 მილიარდი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით (საშუალოდ ყოველი მესამე) ექსპოზირებულია B ვირუსთან – გადაიტანა დაავადება ან ამჟამად არის ინფიცირებული

  • ყოველწლიურად 10-30 მილიონი ინფიცირების ახალი შემთხვევაა;
  • აშშ.-ში დაახლოებით 1.25 მილიონ ადამიანს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი და თითქმის 100.000 ინფიცირების ახალი შემთხვევაა ყოველწლიურად.
  • B ჰეპატიტი ფარული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება ინფიცირებული იყოს წლების და ათწლეულების მანძილზეც კი რაიმე სიმპტომის გამოვლენის გარეშე და ამ ხნის მანძილზე ვირუსი ფარულად აზიანებს ღვიძლს. ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს სიმპტომები, ღვიძლის სერიოზულ დაზიანებამდე

დიაგნოზი: 

შესაძლოა სიმპტომები გქონდათ და სისხლის ანალიზის მეშვეობით გაიგეთ, ან სისხლის დონაციის შემდეგ დაგესვათ B ჰეპატიტის დიაგნოზი. მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა გახსოვდეთ – შეინარჩუნე სიმშვიდე! ექიმის რჩევები  დაგეხმარებათ მართოთ თქვენი დაავადება.

წყარო: http://ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=625