ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ

22. იან, 2014 / საერთაშორისო

საჩივარი No 1871/08
18/12/2012
საქმეში ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ მომჩივანი სასჯელს იხდიდა რუსთავის მე-6 საპყრობილეში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იგი დავობდა, რომ ვინაიდან მას საპყრობილეში შეეყარა C ჰეპატიტი და არ მოხდა დაავადების სათანადო მკურალობა, მის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (”ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“).
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა არასათანადო მკურნალობის გამო 2008 წლის 30 ოქტომბრამდე, ხოლო იმ მკურნალობასთან მიმართებით, რაც პაციენტს 2008 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ გაუწიეს, მე-3 მუხლის დარღვევა არ დაუდგენია.