ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკენეში – საქართველო და მსოფლიო

ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკენეში – საქართველო და მსოფლიო

22. ნოე, 2015 / მთავარი

21 ნოემბერს გლობალური კონფერენცია „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო” გაიმართა. კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე” დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი იყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივ კონფერენციაზე განხილული იქნა ჯანდაცვის სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები.
ფრანგმა პოლიტიკოსმა თავის მოხსენებაში საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა რეფორმებს შეაფასა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრზიდენტი ჟან ელი მალკინი.
გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია,რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი ჟან ელი მალკინი არის ინფექციური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ექიმი სამკურნალო პრაქტიკის 25 წლიანი გამოცდილებით, ძირითადად, პასტერის ინსტიტუტის (პარიზი) სამედიცინო ცენტრში. ის უძღვებოდა მთელ რიგ საკონსულტაციო პროგრამებს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და აივ ინფექციასთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი.
კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება.
ბერნარ კუშნერი ერთ-ერთი დამაარსებელია ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე”. 2007-2010 წლებში, იყო საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი. თუმცა წარსულში, მუშაობდა როგორც სოციალური საკითხების მინისტრი. 2015 წელს „იერუსალიმ პოსტმა” ბერნარ კუშნერი მსოფიოს ყველაზე გავლენიან 15 ებრაელ ადამიანს შორის დაასახელა. ამავე წლიდან კუშნერი არის უკრაინის მოდერნიზების სააგენტოს ლიდერი ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით. ფრანგი პოლიტიკოსი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში.
ბერნარ კუშნერი წითელი ჯვრის ექიმადაც მუშაობდა. როგორც ექიმმა, მან დიდი გამოცდილება მიიღო ნორვეგიის სამოქალაქო ომის დროს. მოგვიანებით მან დამოუკიდებლად დაარსა ორგანიზაცია-მსოფლიო ექიმები.
შეხვედრის მეორე ნაწილზე, ბერნარ კუშნერი ქართული მედია საშუალებების მთავარ წამყვანებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

 

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2572