ცე ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა

ცე ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა

09. იან, 2014 / მთავარი

2014-2015 წლებში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი 1,000პაციენტისათვის C-ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა(ანტივირუსული მედიკამენტების ჩათვლით) და სამოქალაქო სექტორში 10,000 ბენფიციარს შეეძლება C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შეძენას შეღავათიან ფასად.

დღეისათვის, ჯანდაცვის სამინისტროში დასრულებულია C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის პროცედურები სასჯელაღსრულების სისტემაში მედიკამენტების მისაწოდებლად და ასევე, ხელმოწერილია შეთანხმება სამოქალაქო სექტორის ბენეფიციარებისათვის 2 წლის განმავლობაში მედიკამენტების შეღავათიანი ფასით მიწოდების თაობაზე.

განხორციელებულ ტენდერში პეგილირებული ინტერფერონის შესაძენად რეგიონისათვის უპრეცედენტოდ დაბალი ფასი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტრო 1,000 პატიმრისათვის პეგილირებულ ინტერფერონს (პეგფერონის 180 მკგ/1 მლ ფლაკონს) შეიძენს 158.67 ლარად, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე პეგილირებული ინტერფერონის ფასზე 60%-ით ნაკლებია.
იგივე შეღავათიანი ფასი გავრცელდება საჯარო სექტორში 10,000 პაციენტზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ პეგფერონის 180 მკგ/1 მლ ფლაკონი ფიქსირებულ ფასად – ეროვნულ ვალუტაშიარაუმეტეს 92,88 აშშ დოლარის ექვივალენტიღირებულებით (გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).

სახელმწიფო შესყიდვით დაფიქსირებული ფასით და მომწოდებელთან (შპს „ჯი-ემ-პი”) მიღწეული შეთანხმებით საქართველო რეიტინგში ეგვიპტის შემდეგ იმ სიის სათავეში ექვევა, სადაც პეგილირებული ინტერფერონი მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატებაა პაციენტებისათვის ანტივირუსული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც ვირუსზე გამოკვლევის შემდეგ პაციენტთა მკურნალობას გულისხმობს, მსჯავრდებულთა ჩართვა სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე 2014 წლის 1 მარტიდან დაიწყება.

სამოქალაქო სექტორში მედიკამენტების შეღავათიან ფასად შეძენა C ჰეპატიტით ინფიცირებულ მოქალაქეებს 2014 წლის 1 ივლისიდან შეეძლებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანხმობის წერილის საფუძველზე. სამოქალაქო სექტორის ბენეფიციართა რეგისტრაცია სააგენტოში 2014 წლის 1 თებერვლიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე 1 ივლისისათვის შეღავათიან ფასად უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6,000 ერთეული, რაც საკმარისი იქნება სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად. 1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში – მცოცავი გრაფიკის პრინციპით – რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტმარაგს 2014-2015 წწ. პერიოდისათვის.

პაციენტებს მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი აფთიაქებიდან.

ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის, მედიკამენტის ფასის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე (www. moh.gov.ge) და ასევე, ცხელ ხაზზე (1505).

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1696

Tags: