ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ

24. ოქტ, 2013 / საერთაშორისო

საქმეში ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ (Ghavtadze v. Georgia) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა არ შეასრულეს მომჩივნის ჯანმრთელობის დაცვის, ასევე მისთვის სამარისი და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების პოზიტიური ვალდებულება. მომჩივანი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ესაჭიროებოდა C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობა. შედეგად, სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ სასჯელაღსრულების დაწებულებებში ზოგადად მკურნალობისა და გადამდები დაავადებებებით დაავადებული ავადმყოფების მკურნალობის პრობლემა სისტემური ხასიათისაა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანი უმოკლეს ვადაში უნდა მოთავსდეს ისეთ დაწესებულებაში, რომელშიც მას ჩაუტარდება ვირუსული C ჰეპატიტის შესაბამისი მკურნალობა, ტუბერკულოზის მკურნალობის პარალელურად.

იხ. ფაილი: http://justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fgadackvetilebebi%2Fgavtadze.pdf