სუსგ, N ას-33-406-05, 13 აპრილი, 2005 წ;

22. მაი, 2013 / საკასაციო სასამართლო

საკასაციო საჩივარი

საქმის ნომერი ას-33-406-05
თარიღი 13/04/2005
შედეგი დატოვებულია უცვლელად
კატეგორია ვალდებულებითი სამართლებრივი დავა
სახეობა სხვა სახის დავები
დავის საგანი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ

გადაწყვეტილება/განჩინება

ას-33-406-05 13 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისსაქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 ნოემბერს ნ. ვ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “…-ის საავადმყოფო“…-ის” მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემაღნიშნა, რომ 2002წ. 10 აგვისტოს საკონსულტაციოდ მიმართა შპს “…” და ექიმმა კ. დ.-მ დაუსვადიაგნოზი: “მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის კოქსართოზი, რითაც დადასტურდა სხვაკლინიკებში დადგენილი დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკად განესაზღვრა მენჯ-ბარძაყისსახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება. სარჩელის მიხედვით, ქირურგიული ოპერაციისჩატარების წინ მოსარჩელე, როგორც პაციენტი, არ იყო გაფრთხილებული. კლინიკაში მასგანუმარტეს, რომ, თუ წინასწარ გადაიხდიდა 2000 აშშ დოლარს, ჩაუტარდებოდა ოპერაცია,ჩაუდგამდნენ იმპორტულ პროთეზს და ორ თვეში სრულად განიკურნებოდა. 2002წ. 10 აგვისტოსმოსარჩელე მოთავსდა კლინიკაში და 2002წ. 11 აგვისტოს გაუკეთდა ოპერაცია – მარცხენამენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება გირჩევის ტიპის ენდოპროთეზით.საავადმყოფოდან გამოწერეს მეათე დღეს.

ერთი თვის შემდეგ მოსარჩელეს ნაოპერაციებ ფეხში არ ჰქონდა ძალა, პაციენტს დაუმოკლდაფეხი და დაკოჭლდა, ხოლო პროთეზი გარეთ გამოვარდა. ოპერაციიდან ორი თვის შემდეგფეხზე დაყრდნობის შემთხვევაში ფეხი სივდებოდა. მოსარჩელის მეუღლემ მკურნალ ექიმსაუხსნა საქმის ვითარება, რომელმაც ურჩია ხშირი მოძრაობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ პაციენტს (მოსარჩელეს) გადაუღესრენტგენი და კლინიკაში ურჩიეს მეორე ოპერაციის გაკეთება. ამისთვის ექიმმა მოითხოვა 800-900 აშშ დოლარი. მოსარჩელემ შეძლო მხოლოდ 200 აშშ დოლარის გადახდა.

2003წ. 5 მარტს მოსარჩელეს ჩაუტარდა მეორე ოპერაცია, ხოლო ამავე წლის 10 მარტსპაციენტი გაეწერა სტაციონარიდან. ექიმის რჩევით, პაციენტი ერთი თვის განმავლობაში უნდაწოლილიყო, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, მეუღლის დახმარებით, გაიარა ფეხზე,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და იგრძნო მწვავე ტკივილი. ტელეფონით დაუკავშირდა კლინიკისექიმს, რომელმაც აუკრძალა სიარული. ექიმმა უთხრა, რომ, ასაკის გამო, ორგანიზმიგამოფიტულია და ცემენტს არ იღებსო.

2003წ. 17 აპრილს მოსარჩელეს სასწრაფოდ ჩაუტარეს მესამე ოპერაცია. საავადმყოფოდანგამოწერილ იქნა მეხუთე დღეს. გამოწერის დროს მას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა დააუტანელი ტკივილები.

ერთი თვის შემდეგ მოსარჩელის მეუღლე დაუკავშირდა მკურნალ ექიმს, რათა მოეხსნათძაფები. სახლში მისულმა მორიგე ექიმმა მოხსნა ძაფები და მეუღლეს განუმარტა, რომ კლინიკამზად იყო მეოთხე ოპერაციის ჩასატარებლად, რისთვისაც მოითხოვა 1100-1200 აშშ დოლარი.ამის საშუალება მოსარჩელეს აღარ ჰქონდა და მან მეოთხე ოპერაციის ჩატარებაზე უარიგანუცხადა.

მოსარჩელის განმარტებით, მასა მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რაცგამოიხატება სამი უშედეგო ოპერაციის ჩატარების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებაში, რისგამოც მოითხოვა მატერიალური ზიანის _ 2700 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 500000ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მას უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობისადა დაუსაბუთებლობის გამო. მოპასუხის განმარტებით, პაციენტს დაუდასტურდა სხვაკლინიკებში დადგენილი ზემოაღნიშნული დიაგნოზი და მკურნალობის ერთადერთ სწორტაქტიკად განესაზღვრა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება. პაციენტიდაეთანხმა ოპერაციის ჩატარებას 2000 აშშ დოლარად. მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომენდოპროთეზი ულტრათანამედროვე არ იყო. ულტრათანამედროვე ენდოპროთეზიგაცილებით ძვირფასია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გირჩევის ტიპის ენდოპროთეზიდანერგილია და დღესაც იხმარება სამედიცინო პრაქტიკაში.

პირველი ოპერაციის შემდგომი პერიოდი შეესაბმებოდა გადატანილი ოპერაციისსირთულეს. პაციენტს უტარდებოდა პოსტოპერაციული გეგმური მკურნალობიდან მეათე დღესპაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა და დაენიშნა ამბულატორულიმკურნალობა. გაწერის ეპიკრიზში და ფორმა ¹27-ში მითითებულია, რომ პაციენტი საჭიროებდაპოსტოპერაციულ სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის ჩატარებას (სამკურნალოფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია) პაციენტმა ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერჩაიტარა აღნიშნული მკურნალობა, ექიმის ნებართვის გარეშე დაიწყო სიარული. ოპერაციისშემდგომ პაციენტი წოლით რეჟიმზე იყო ორი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ, ყველაფრისმიუხედავად ,დადიოდა 6 თვეს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოპერაცია ჩატარდახარისხიანად.

სასამართლო კოლეგიის 2004წ. 5 მარტის განჩინებით განსახილველ საქმეზე ჩატარდასასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაკოლეგიის 2004წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკამყოფილდა ნაწილობრივ დამოპასუხეს ნ.ვ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 2200 აშშ დოლარისა დამორალური ზიანის _ 10 000 ლარის გადახდა.

სასამართლო კოლეგიამ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

საერთაშორისო კონვენცია „ბიოლოგიაში და მედიცინაში ადამიანის უფლებების დაღირსების დაცვის შესახებ“ (1997წ. 4 აპრილის) განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი ჩარევაჯანმრთელობის სფეროში, სამედიცინო კვლევის ჩათვლით, უნდა განხორციელდეს სათანადოპროფესიული ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-4მუხლის განმარტებითი მემორანდუმი განმარტავს, რომ ექიმის ძირითადი მოვალეობაა არამარტო პაციენტის განკურნება, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დატკივილის შემსუბუქება და პაციენტის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. (რატიფიცირებულია 27.05.2000).

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არათუ შესრულდა კონვენციის მოთხოვნა, არამედმოპასუხის არასწორი მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ხანგრძლივი ფიზიკური დასულიერი ტკივილი. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტისთანახმად, საექიმო შეცდომად ითვლება ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტისმდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაცკონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.

სკ-ის 1007-ე მუხლისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის თანახმად,სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორიდიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანიანაზღაურდება საერთო საფუძვლით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდებაპასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის“.

დასახელებული ნორმის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ზიანისდადგომაში ბრალი არ მიუძღვის, ეკისრება მოპასუხე მხარეს.

პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვისპასუხისმგებლობის დაკისრების სამოქალაქო სამართლებრივი საფუძვლები: ზიანი, ქმედებისმართლსაწინააღმდეგო ბრალი და მიზეზობრივი კავშირი პირის მოქმედებასა და დამდგარშედეგს შორის, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ოთხივე პირობა არსებოთს.

მოსარჩელეს მოპასუხის არასწორი მკურნალობის შედეგად სამჯერ უშედეგოდ ჩაუტარდაუმძიმესი ქირურგიული ოპერაცია. იგი გახდა მესამე ჯგუფის ინვალიდი და შეეზღუდა შრომისუნარი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს სასამართლო სამედიცინოექსპერტიზის ცენტრის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ორივე ოპერაცია შესრულებულიაარასწორად, ტექნიკური წუნით. ამჟამად მოსარჩელეს ესაჭიროება ოპერაციულიჩარევა-ენდოპროთეზის დარჩენილი ფეხის კომპონენტის ამოღება და რეენდოპროთეზირება.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგომოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივიკავშირი და მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა მკურნალობის აღიარებული სამედიცინოსტანდარტები, რასაც მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

აღნიშნული დასტურდება „სამედიცინო დახმარების ფარმაცევტული საქმიანობისა დანარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის“ კომისიური დასკვნით. მოპასუხისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში საექიმო საქმიანობის განხორციელებისას დარღვეულიასაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპები, რომლის თანახმად (საექიმოსაქმიანობის შესახებ“ კანონის 38-ე მუხლი), დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტიპროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიულისტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს უნდასცემდეს პაციენტის ღირსებას“. იმავე კანონის 39-ე მუხლით დადგენილია პაციენტისათვისინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. დასახელებული კომისიური დასკვნის დგინდება, რომპაციენტი არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გართულებების შესახებ, ასევე, შესაძლოსარევიზიო რეპროტეზირების შემთხვევაში დამატებითი ხარჯების შესახებ.

„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტულისაქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის“ კომისიურიდასკვნით ნ.ვ.-ს 2002წ. 11 აგვისტოს ოპერაცია გაუკეთდა გირჩევის ტოტალური ენდოპროთეზისგამოყენებით, რა დროსაც ტაბუხის ფოსო დაფიქსირდა ცემენტით. დასკვნების მიხედვით,გირჩევის ტოტალური ენდოპროთეზი მოძველებული ტექნოლოგიური კონსტრუქციაა და იგისამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენებოდა დაახლოებით 25წ. წინ. ამჟამად იგი მედიცინაში აღარიხმარება. კონსტრუქცია, განსაკუთრებით მისი ტაბუხის ფოსოს კომპონენტი,გათვალისწინებულია მხოლოდ უცემენტო ფიქსაციისათვის, რადგან ტაბუხის ფოსოს ცემენტითდამაგრება იძლევა არამყარ ფიქსაციას, რასაც შედეგად მოჰყვა ტაბუხის ფოსოს ამოვარდნა დააუცილებელი გახდა მეორე ოპერაცია. მეორე ოპერაციისას, 2003წ. 5 მარტს, კვლავ არასწორადშეირჩა ენდოპროთეზი. მოპასუხის მიერ გამოყენებული გირჩევის ხელოვნური ტაბუხის ფოსოგანმეორებით ამოვარდა და კვლავ საჭირო შეიქმნა ოპერაციული ჩარევა. 2003წ. 17 აპრილსგაკეთდა მესამე ოპერაცია. ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა მაღალტექნოლოგიურიკონსტრუქციის იმპლანტანტის ტაბუხის ფოსოს გამოყენება და იმის გათვალისწინებით, რომ ნ.ვ.-ს ესაჭიროებოდა ტკივილის მოხსნა ან მისი მნიშვნელოვანი შემცირება, ოპერაციაშემოიფარგლა მხოლოდ დისლოცირებული ტაბუხის ფოსოს ამაღლებით. მოპასუხის მიერ, ასევე,არასწორად დაინიშნა ავადმყოფის პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო მკურნალობა.წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მოსარჩელეს ოპერაციების შემდგომ პერიოდებშიდაენიშნა ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, რაც არამართებულია და იგი ვერ უზრუნველყოფდაპროთეზის ფიქსაციის სიმყარეს, ვინაიდან ენდოპროტეზის ცემენტით ფიქსაციის შემთხვევაშიოპერაციის შემდგომ პერიოდში კიდურის დატვირთვა იწყება პირველი ორი კვირის ფარგლებშიყავარჯნების დახმარებით. პარალელურად ავადმყოფს უტარდება კოპლექსური ღონისძიებებისახსრის ირგვლივი კუნთების გასაძლიერებლად. ჯოხის გარეშე სიარულის დაწყების ვადადამოკიდებულია განხორციელებული რეაბილიტაციის ხარისხზე.

ამასთან, კომისიური დასკვნის შედეგად, ასევე, დადგინდა სხვადასხვა დარღვევები, კერძოდ:ავადმყოფს არ ჩაუტარდა დანიშნული გამოკვლევებიდაენ ნევროპათოლოგისა დაანესთეზიოლოგის კონსულტაცია, ასევე, შიდა სტანდარტით გათვალისწინებული თერაპევტისკონსულტაცია.

კოლეგიამ მიუთითა, რომ საოპერაციო ოქმში არ არის დაფიქსირებული ოპერაციისდასახელება, გაუტკივარების მეთოდი, დიაგნოზი ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. არჩატარებულა რეზეცირებული ძვლის ფრაგმენტების ჰისტო-მორფოლოგიური შესწავლა, რითაცმოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ჯანდაცვის მინისტრის 20000წ. 15 დეკემბრის ¹242\ნ ბრძანება„საქართველოში პათოლოგანატომიური სამსახურის შემდეგი გაუმჯობესების შესახებ“. ამასთან,დარღვეულია კანონის – „პაციენტის უფლებების შესახებ“ თავი IV, 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტი,კერძოდ, ყველა შემთხვევაში წერილობითი ინფორმირებულ თანხმობაზე ქმედუნარიანიპაციენტის მაგიერ ხელს აწერს მეუღლე ან შვილი.

სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერებიდან გაურკვეველია, როდის იქნა ამოღებულიჭრილობიდან დრენაჟი, მოიხსნა თუ არა ნასკვი. პაციენტი გამოწერილია სტაციონარიდან მე-8დღეს, მაშინ, როდესაც არსებული შიდა სტანდარტი ითვალისწინებს მკურნაობის 14-21 ს\დღეს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ბრალის ფორმად მიიჩნიაუხეში გაუფრთხილებლობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისიმოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალიხარისხით.

გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მატერიალური ზიანი 500 აშშ დოლარის მოთხოვნისნაწილში დაუსაბუთებელია, საქმის მასალებში არ არის წარმოედგენილი დასახელებულითანხის გახარჯვის დამადასტურებელი მტკმიცებულებები, რაც შეეხება 2200 აშშ დოლარისეკვივალენტი ლარის გადახდას, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლო მიიჩნია, რომმატერიალური ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისსასარგებლოდ უნდა დაეკისროს არაქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურებაც, რისსაფუძველსაც იძლევა სკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმადაც, სხეულისდაზიანების ან კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურებაარაქონებრივი ზიანისათვისაც.

სკ-ის დასახელებული მუხლის მიხედვით, მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდესგონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანითგამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. მორალური ზიანის განსაზღვრისას, სასამართლოკოლეგიამ მხედველობაში მიიღო მიყენებული მორალური ტკივილის სიმძიმე, მისი ასაკი,შრომისუნარის შეზღუდვა მოსარჩელის უდიდესი სულიერი განცდა, მოპასუხის ქონებრივიმდგომარეობა და გონივრულად მიიჩნია მოპასუხისათვის 10000 ლარის დაკისრება მოსარჩელისსასარგებლოდ.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “…-ის”დირექტორმა ქ. ბ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სკ-ის 1007-ე მუხლითსამედიცინო დაწესებულებას პასუხისმგებლობა ეკისრება მიყენებული ზიანისათვის იმშემთხვევაში, თუ არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმომშობი სამი წინაპირობა: ბრალი,ქმედების არამართლზომიერება და მიზეზობრივი კავშირი. სასამართლომ აღნიშნული ნორმაისე გამოიყენა, რომ მითითებული გარემოებების არსებობაზე არ მიუთითა. აღნიშნულთანდაკავშირებით კოლეგიამ სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე არ დაადგინა საქმისფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, კასატორი მიუთითებს, რომსასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა უარი შუამდგომლობაზე განმეორებითი ექსპერტიზისდანიშვნის თაობაზე. იგი თვლის, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზეგანსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები დადგებოდა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომაღნიშნულით დაარღვია სსკ-ის 171-ე მუხლი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორიგადაწყვეტილების მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთაახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაგამო:

განსახილველი დავის საგანია მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოპასუხესტაციონარია, სადაც მოსარჩელეს რამდენჯერმე ერთი და იმავე სახის ოპერაცია ჩაუტარდამარცხენა ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარზე. დადგენილია, რომ ოპერაციები უშედეგოდდამთავრდა, კერძოდ, ნაცვლად გამოჯანმრთელებისა, მოსარჩელის ჯანმრთელობისმდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნული დადგენილია საქმეზე ჩატარებულისასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორადდაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სტაციონარის ბრალის, ქმედებისარამართლზომიერი და მიზეზობრივი კავშირის თაობაზე. მართალია, საოლქო სასამართლომმიუთითა სკ-ის 1007-ე მუხლზე. რომელიც დელიქტურ ვალდებულებით ურთიერთობებსაწესრიგებს, მაგრამ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მითითებული გარემოებების არსებობას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 394-ემუხლის პირველი ნაწილი, რადგან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო (2003 წ. 4მარტის სამედიცინო მომსახურეობის ხელშეკრულება) ურთიერთობა. ვალდებულებისდარღვევისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისას დგება სამოქალაქო პასუხისმგებლობა.მოცემული ნორმის საფუძველზე ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლიამოითხოვოს გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოვალე ამ შემთხვევაში სტაციონარია. რადგანსკ-ის 396-ე მუხლით, მოვალემ იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორცსაკუთარი ბრალეული მოქმედებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომმოსარჩელემ მოთხოვნა სათანადო მოპასუხეს წარუდგინა. რაც შეეხება სარჩელისდასაბუთებულობას, საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა მოთხოვნის მაკვალიფიცირებელგარემოებებზე (ბრალი, მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი). პალატაარ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საოლქო სასამართლომ არ იმსჯელამოპასუხის ბრალეულობის, მოქმედების არამართლზომიერებისა და მიზეზობრივ კავშირზე.პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზისდასკვნით დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები ზიანის არსებობის, ბრალის,მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობისმდგომარეობის გაუარესება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ კონსტრუქცია, განსაკუთრებით მისიტაბუხის ფოსოს კომპონენტი, გათვალისწინებულია მხოლოდ უცემენტო ფიქსაციისაათვის,რადგან ტაბუხის ფოსოს ცემენტით დამაგრება იძლევა არამყარ ფიქსაციას. არამყარ ფიქსაციას კიშედეგად მოჰყვა ტაბუხის ფოსოს ამოვარდნა, რაც შემდგომში გახდა მეორე ოპერაციულიჩარევის მიზეზი. მეორე ოპერაციის დროსაც ხელოვნური ტაბუხის ფოსოს ფიქსაცია კვლავცემენტით გაკეთდა, რის გამოც განმეორებით მოხდა ფოსოს ამოვარდნა.

პალატა მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული ფაქტობრივიგარემოებები მიუთითებენ, რომ ზიანი არსებობს, რადგან სტაციონარში ჩატარებულიოპერაციებით გამოჯანმრთელების ნაცვლად პაციენტს გაუუარესდა ჯანმრთელობისმდგომარეობა. მოპასუხეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუარსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუარსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით;მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივიკავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, ზიანის მიყენებისას არსებობსბრალეულობის პრეზუმფცია – ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებსმისი ბრალის არარსებობის ფაქტს. პალატა მიუთითებს, რომ ბრალის არსებობა გულისხმობსმართლწინააღმდეგობის არსებობას. რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, იგი დადგენილია საქმისფაქტობრივი გარემოებებით. ამასთან, მტკიცების ტვირთი მართლსაწინააღმდეგობის და ბრალისარარსებობის თაობაზე, აწევს მოპასუხეს. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,მოპასუხემ სასამართლოს არ წარუდგინა საკმარისი მტკიცებულებები შესაგებელშიმითითებული გარემოებების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს ინიციატივით(სსკ-ის 162-ე მუხლი) დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითდადგენილია, რომ ოპერაციები ჩატარებულია არასწორად – ტექნიკური წუნით. მოპასუხემხარემ კი სასამართლოს არ წარუდგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა მისბრალეულობას. მართალია, მთავარ სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლა განმეორებითექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, მაგრამ, ჯერ ერთი, ვერ დაასაბუთა, რატომ, რა საფუძვლითუნდა დანიშნულიყო განმეორებითი ექსპერტიზა (სსკ-ის 173-ე მუხლი), მეორე, არ მიუთითა იმსაპატიო მიზეზებზე, რატომ არ იყო ასეთი შუამდგომლობა აღძრული სასამართლოგანხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე (სსკ-ის 215-ე მუხლი). ამდენად, საკასაციოპრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „…-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთაკოლეგიის 2004წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.