სოციალური მომსახურეობის სააგენტოს განცხადება “გეგმიური ამბულატორიის ბენეფიციართა რეგისტრაცია“

07. მარ, 2013 / მთავარი

ხუთშაბათს, 2013 წლის 7 მარტს, იხსნება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდული საქართველოს მთავრობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გეგმიური ამბულატორიის კომპონენტის ფარგლებში. ბენეფიციარების რეგისტრაცია ხორციელდება ფინანსური აღრიცხვისა და მართვის კატეგორიის, საყოველთაო ჯანდაცვა-გეგმიური ამბულატორიის მოდულში.

ტექნიკური დახმარებისათვის იხილეთ ზედა მენიუში ღილაკი „დახმარების” ქვეშ არსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო.” გთხოვთ, შეავსოთ მოცემული ფორმა საქართველოს მთავრობის N36-ე დადგენილების 23-ე პუნქტში მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1337