სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტი

07. მარ, 2013 / მთავარი

გაცნობებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შეტყობინებათა რეგისტრირებასთან დაკავშირებული ყველანაირი ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. დროებით შეჩერებული ვალიდაცია 24-საათიანი შეტყობინების რეჟიმის შესახებ განახლდება ხუთშაბათს, 7 მარტს 23:59 საათზე. გთხოვთ, აღნიშნულ დრომდე დააფიქსიროთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შემოსული ყველა შეტყობინება და პარასკევს, 2013 წლის 8 მარტს, 00:00-დან განაახლოთ შეტყობინებების 24 საათში დარეგისტრირების რეჟიმი, საქართველოს მთავრობის N36-ე დადგენილების მუხლი 11-ის შესაბამისად.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1336