საქმე N2/1102-2010 22 თებერვალი 2011 წ. თბილისი

02. სექ, 2013 / რაიონული (საქალაქო) სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

დავის საგანი: არასათანადო მკურნალობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე 2009 წლის 30 ივლისს მოთავსდა სამედიცინო დაწესებულება შპს X-ში კლინიკური დიაგნოზით: საშვილოსნოს მრავალკვანძოვანი მიომა მენომეტრორაგია. მას ჩაუტარდა ოპერაცია ლაპარატომია, ტოტალური ჰისტერექტომია და ორმხრივი ადნექსექტომია. მოსარჩელე ითხოვდა არასათანადო მკურნალობით გამოწვეული ზიანისთვის ექიმთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას,  რაც აისახებოდა ოპერაციის შემდგომი პოსტოპერაციული ჭრილობის ინფლიტრატით.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით პაციენტს დიაგნოზი დაესვა სწორად, ოპერაციები ჩატარდა ხარვეზების გარეშე, თუმცა, პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტი საჭიროებდა უფრო აქტიურ და ხანგრძლივ საექიმო მეთვალყურეობას.  ექიმი ტელეფონის მეშვეობით უწევდა მოსარჩელეს კონსულტაციებს. დასკვნის თანახმად განმეორებითი ოპერაციის ჩატარება საჭირო გახდა პოსტოპერაციული ჭრილობის ინფილტრატის გამო, რაც, ექსპერტის განმარტებით, შეიძლება გამოეწქია ცხივმოვანი ქსოვილების ჭარბად განვითარებას. ოპერაციის ჩატარების შემდეგ პაციენტი თავისი გადაწყვეტილებით მეორე დღეს ჭრილობის დასამუშავებლად არ მისულა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს X-ის ექიმების უმოქმედობა, კერძოდუარი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, არ დგინდება, გაითვალისწინა რა, რომ სტატისტიკურად პოსტოფერაციულ პერიოდში დაჩირქების ალბათობა 2-დან 10 პროცენტამდეა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.  ოპერაციის შემდგომი გართულება არ არის გამოწვეული ექიმების ბრალეული მოქმედების შედეგად და მათ არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროთ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე.

იხ. PDF ფაილი: 21102-2010