7.1 სამედიცინო დაწესებულებების უფლებები და მოვალეობები

31. ივლ, 2011 / 7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

სამედიცინო მომსახურების გამწევი არის ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამედიცინო სერვისს

სამედიცინო დაწესებულები გვევლინებიან საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად. 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად სამედიცინო დაწესებულებების სამართლებრივი სტატუსი ძირითადად არის ს.ს. და შ.პ.ს; ასეთი ორგანიზაციების მფლობელია ს.ს.ი.პ საწარმოთა მართვის სააგენტო /საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო/ და ქ. თბილისის მერია.

მფლობელობა გამოიხატება ტექნიკური ნაწილის, კერძოდ შენობა-ნაგებობათა ფლობაში. მართვა მთლიანად მენეჯერთა კომპეტენციას წარმოადგენს. პოლიკლინიკების, ამბულატორიების, ჰოსპიტლების და სხვა სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები
ვალდებულნი არიან ჩაერთონ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, გაანაწილონ ფინანსები და გამოვიდნენ წარმომადგენლებად საზოგადოებისა და მესამე პირების წაინაშე.

ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო პარტნიორის სახით მონაწილეობს სამეწარმეო საზოგადოებაში. აქ სახელმწიფო გამოდის შპს-ს პარტნიორად და/ან ს.ს აქციონერად.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კონტროლს. მაშასადამე, სახელმწიფო, როგორც საჯარო სამართლის უპირველესი იურიდიული პირი, სამეწარმეო საზოგადოებებში პარტნიორად მონაწილეობს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. ეს ნიშნავს, რომ მას ყველგან შეუძლია გამოსვლა, გარდა სპს-სა და კომანდიტურ საზოგადოებაში კომპლემენტარად ყოფნისა.

საქართველოს კანონით «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ», მუხლი 15-ის თანახმად:

«ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამისს სამართლებრივ აქტებს».

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.

სამედიცინო მომსახურებით და სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის 100% რჩება სამედიცინო დაწესებულების განკარგულებაში, რომლის განაწილებასაც ეკონომიკური კლასიფიკატორის მიხედვით, როგორც წესი, ახდენს დაწესებულების ხელმძღვანელი /მენეჯერი, გენერალური დირექტორი.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სამედიცინო დაწესებულება შეიძლება იყოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი. სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო არასამეწარმეო სამედიცინო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას წარმართავს თავისი წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მენეჯერების პრეროგატივაა განსაზღვრონ შრომის ორგანიზაცია და ანაზღაურების წესი, ფორმა თუ ოდენობა. კანონის 59 მუხლის 3) პუნქტის თანახმად:

«სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება ნარდობლივია. მისი ოდენობა და პირობები განისაზღვრება:

ა) ცალკეულ სპეციალობაში მაქსიმალური დატვირთვის ნორმატივით, რასაც დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამედიცინო დაწესებულებასა და ცალკეულ მუშაკს შორის.

«საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მეორე თავის მე-5 მუხლის თანახმად:

ყველა საწარმო ვალდებულია:

ა) დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

დღეისათვის კანონი «ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ» ადგენს 42 სახის ლიცენზიას სამედიცინო მომსახურების გამწევისათვის.

მას შემდეგ, რაც სამედიცინო დაწესებულება სრულად დააკმაყოფილებს სალიცენზიო მოთხოვნებს, სამედიცინო საქმიანობებზე ლიცენზიას გასცემს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო (კანონი «ლიცენზირების და ნებართვების შესახებ» მე-10 (3) მუხლი).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ გადაცდომად ითვლება სამედიცინო, საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის (ლიცენზიის, სერტიფიკატის) გარეშე.

ამავე კოდექსის 445(5’) მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა.

საქართველოს კანონის «საექიმო საქმიანობის შესახებ» მე-5 მუხლის თანახმად, ექიმი სპეციალისტი არის:

«პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;

ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;

კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 3 განსაზღვრულია თუ რა არის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა.

„დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა-შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სამედიცინო პერსონალი-სამედიცინო და არასამედიცინო განათლების მქონე პირები, რომლებიც ეწევიან სამედიცინო საქმიანობას.
სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისას სამედიცინო პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით-ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით და ეთიკის ნორმების დაცვით. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად, ასევე:

ა) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ;

ბ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით;

გ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებსა და ხელმძღვანელებს.

პაციენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება განსაზღვრულია კანონით «პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ» და ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაცია «ევროპაში პაციენტის უფლებებისათვის ხელშეწყობის შესახებ».

ექიმის (დამუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის) უფლებამოვალეობანი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შექმნილია პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე.

საბჭო აგრეთვე განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასან დაკავშირებულ განცხადებასსაჩივრებს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. საბჭოს აქვს თავისი მუშაობის წესი და გარდა ზემოაღნიშნული ფუნქციებისა დებულებით სხვა ფუნქციებიც გააჩნია.

სათანადო პირობებში მუშაობის უფლება

ჯანდაცვის მუშაკებს აქვთ მთელი რიგი უფლებები სათანადო, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მუშაობისთვის.
სათანადო პირობებში მუშაობა არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების წინაპირობა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ექიმს უფლება აქვს დამსაქმებელს მოთხოვოს მისთვის ადეკვატური სამუშაო გარემის შექმნა. უფრო მეტიც, კანონმდებლობა ყველა დამსაქმებელს ავალდებულებს უსაფრთხო გარემო შეუქმნას თავის დასაქმებულებს.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუციის 30.4 მუხლის თანახმად, «შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.»

კანონები:

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნა. (მუხ. 93.1).

საქართველოს შრომის კოდექსი

დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი (მუხ. 35.1). დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე (მუხ 35.2). დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად (მუხ 35.4).

დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას (მუხ. 35.3).

დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები (მუხ. 35.6).

კოდექსის მიხედვით, მის ამოქმედებამდე უნდა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები (მუხ. 54. 1 (ბ). ასეთი ნუსხა მიღებულია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

) დამხმარე აქტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოცილური დაცვის მინისტრიეს ბრძანება 215 (11.07.2007), საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე (მუხ. 54.1.ბ) განსაზღვრავს შემთხვევებს, რომელთა დროსაც დასაქმებულებმა უნდა გაიარონ რეგულარული სამედიცინო შემოწმება, რის ხარჯებსაც დამსაქმებელი იღებს.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსი არ შეიცავს აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებულ დებულებებს.

) სხვა წყაროები

არ არსებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასტან დაკავშირებით.

შეკრების და გაერთიანების თავისუფლება

ჯანდაცვის მუშაკებისთვის შეკრების და გაერთიანების თავისუფლება მნიშვნელოვანია თავიან თი უფლებების ეფექტურად დასაცავად და ხარისხიანი მომსახურების გაწევისთვის.

შეკრების და გაერთიანების თავისუფლება ზოგადად ყველა საქართველოს მოქალაქის უფლებაა. ჯანდაცვის კანონმდებლობა აძლიერებს პროფესიული გაერთიანებების როლს სტანდარტების დაწესების, ჯანდაცვის მუშაკთა სერთიფიცირების და ჯანდაცვის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.

ა) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუცია შეიცავს ზოგად დებულებას გაერთიანებების შექმნის უფლების შესახებ. 26-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით:

“ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.”

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

პროფესიულ გაერთიანებებს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს (მაგ. აკადემიურ, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს) უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ჯანდაცვის მართვის სისტემაში (მუხ. 18):

“ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო მართვაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, მონაწილეობენ პროფესიული ასოციაციები,აკადემიები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები,სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები.”

49-ე მუხლის თანახმად, ექიმს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით დაშვებულ პროფესიულ შეკრებაში, მიუხედავად მისი ჩატარების ადგილისა, საკუთარი, სახელმწიფო ან სხვა კანონიერი დაფინანსების ხარჯზე.

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

კანონი ითვალისწინებს ექიმების პროფესიული გაერთიანებების მონაწილეობას პროფესიის რეგულირებაში. ექიმთა პროფესიულ გაერთიანებებს აქვთ შემდეგი მიზნები:

  • ექიმთა დიპლიმისშემდგომი განათლება/ტრეინინგი და სერტიფიცირება (მუხ. 12, 20, 37);
  • ექიმთა პროფესიული საქმიანობის მონიტორინგი (მუხ. 66);
  • ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობა (მუხ. 94);
  • სხვა ქვეყნებიდან სპეციალისტების მოწვევა (მუხ. 11).

ბ) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

დ) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსის დებულებები არ ეხება განხილულ უფლებას.

ე) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება

ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს უფლება აქვთ სათანადო და სამართლიან სასამართლო განხილვაზე.

ბ) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია

კონსტიტუციის არც ერთი დებულება არ უზრუნველყოფს სამართლიანი განხილვის უფლებას სპეციალურად ექიმებისთვის, თუმცა, ეს უფლება გარანტირებულია კონსტიტუციის მიერ ყველა პირისთვის: უდანაშაულობის პრეზუმფცია (მუხ. 40), სასამართლოს ხელმისაწვდომობა, დაცვის უფლება, პრინციპი Nullum crimen sine lege – არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე, ნულლა პოენა სინელეგე – არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე, Ne bis in idem – არ შეიძლება ორჯერ მსჯავრდება ერთი და იმავე დანაშაულისთვის (მუხ. 42); თავისუფლების უკანონო შეზღუდვის აკრძალვა (მუხ. 18) და საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების დაარსების აკრძალვა (მუხ. 83.4).

კანონები:

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

ექიმის პროფესიული საქმიანობა ექვემდებარება ზედამხედველობას და ხარისხის კონტროლს, რომელსი მონაწილეობის უფლებაც, კანონის მიხედვით, ექიმს აქვს. სამინისტრო პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, შერჩევით აკონტროლებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო დოკუმენტაციას. შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თავისი შეხედულებით, უფლება აქვს დოკუმენტს დაურთოს ახსნაგანმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება მისი დამოკიდებულება დოკუმენტში მოცემული შენიშვნებისადმი (მუხ. 68).

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, განსაკუთრებით სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტო, პასუხისმგებელია კონტროლი გაუწიოს და დაარეგულიროს ჯანდაცვის მომსახურების გამწევები.

ამასთანავე, პაციენტები, მათი წარმომადგენლები, დამსაქმებლები და კოლეგები უფლებამოსილი არიან შეიტანონ საჩივარი ან განცხადება პროფესული განვითარების საბჭოში სერთიფიცირებული ექიმის წინააღმდეგ. საბჭო აწესებს სანქციებს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (მუხ. 75-79).

განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი (მუხ. 84). დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებზე წერილობით უნდა გასცეს პასუხი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბჭო გადაწყვეტს, რომ საკმარისია ზეპირი პასუხი (მუხ, 85.1).

საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება (მუხ. 87).

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: წერილობითი გაფრთხილება; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები (მუხ, 74.1)

ექიმებს შეუძლიათ გაასაჩივრონ ნებისმიერი ზემოთაღნიშნული, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის დარღვევების შესახებ (მუხ. 74.3, 77.4, 80 და 89).

ბ) დამხმარე აქტები

პროფესიული განვითარების საბჭოს დაარსება, ფუნქციები და პროცედურები ასახულია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის N122/ნ ბრძანებაში (16.05.2008) ბრძანება N122/ნ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის #24/ნ ბრძანება (30.01.2005) არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სტატუტს. იგი განსაზღვრავს სააგენტოს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც მეთვალყურეობს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობას.

დ) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსის დებულებები არ ეხება განხილულ უფლებას.

ე) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება

ჯანდაცვის მომსახურების გამწევებს უფლება აქვთ მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება.

ა) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები ….. განისაზღვრება კანონით”.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

თუ ჯანმრთელობის დაცვის რომელიმე სპეციალობაში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში სათანადო ანაზღაურების მიღება არ არის ექიმისა და პაციენტის შეთანხმების საგანი, დაწესებულება შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შესაბამისად უზრუნველყოფს ექიმს ადექვატური ანაზღაურებით (მუხ. 46). სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მედიცინის ცალკეულ სპეციალობებში, აგრეთვე, ზოგიერთ რეგიონებში მომუშავე სამედიცინო პესონალისათვის შეიძლება დაწესდეს შეღავათები და დანამატები ხელფასზე (მუხ. 47).

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურებით უზრუნველყოფა (მუხ. 93.2).

უფრო მეტიც, ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აწესებენ ხელფასზე დანამატებსა და სხვა შეღავათებს, საცხოვრებელი ფართობისა და სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფის ჩათვლით (მუხ. 95).

ბ) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

გ) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსის დებულებები არ ეხება განხილულ უფლებას.

დ) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

დამოუკიდებელი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უფლება

დამოუკიდებელი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ჯანდაცვის პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ დამოუკიდებელი, ძალდაუტანებელი გადაწყვეტილებები მკურმნალობის შესახებ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია:

საქართველოს კონსტიტუცია არ სეიცავს ამ უფლების ამსახველ დებულებებს.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

ექიმი ვალდებულია მკურნალობის დროს პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით (მუხ. 30).

კანონი აღიარებს ექიმის პროფესიას, როგორც «თავისუფალ პროფესიას.» ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია, ხელისუფლების წარმომადგენელმა ან კერძო პირმა მოსთხოვოს ექიმს ამ კანონში მოცემული პრინციპების, საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა. ყოველგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის სამედიცინო პერსონალს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (მუხ. 34).

დაბოლოს, ექიმს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოწეროს და/ან დანიშნოს ნებისმიერი აპრობირებული მედიკამენტი და მკურნალობის მეთოდი (მუხ. 51).

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

ექიმი გადაწყვეტილების მიღებისას უბდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი (მუხ. 6 და 38). არავის არ აქვს უფლება მოთხოვოს ექიმს იმოქმედოს პროფესიული სტანდარტების და ეთიკის საწინააღმდეგოდ (მუხ. 6).

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსის დებულებები არ ასახავს განხილულ უფლებას.

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის უფლება

ექიმებს გარკვეულ შემთხვევებშიუფლება აქვთ უარი უთხრან პაციენტებს მკურნალობაზე.

ეს უფლება შეზღუდულია შემთხვევებით, როდესაც არ არსებობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროება და არსებობს სამედიცინო დახმარების უწყვეტობს უზრუნველყოფის შესაძლებლობა, ან როცა მნიშვნელოვანი რისკი ექმნება მომსახურების გამწევის სიცოცხლესა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციისკანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუცია არ შეიცავს მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ დებულებებს.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ: არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და არ აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ან სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ექიმს შეუძლია უარი თქვას ამა თუ იმ სახის სამედიცინო ჩარევაზე, თუ ასეთი ჩარევა ეწინააღმდეგება ექიმის მორალურ და კულტურულ ფასეულობებს და შესაძლებელია, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწიოს სხვა ექიმმა. ამის შესახებ ექიმი აცნობებს კიდევაც პაციენტს (ექიმი და პაციენტი, მუხ. 7).

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.