საიას ტრენინგები პაციენტის უფლებებზე

საიას ტრენინგები პაციენტის უფლებებზე

12. იან, 2016 / მთავარი

2015 წლის 19-20 და 23-24  დეკემბერს,  ფონდი “ღია საზოგადოება-საქრთველოს” ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის “ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში” ფარგლებში, ორგანიზება გაუკეთა  2 იდენტურ ტრენინგს პაციენტის უფლებებთან დაკავშირებით. ტრენინგები ჩატარდა სასტუმრო “როიალ ბატონში” (ილიას ტბა) და ლოპოტას ტბაზე და მასში მონაწილეობა მიიღო 60-მა ექიმმა და იურისტმა შემდეგი სამედიცინო მომსახურების ცენტრებიდან და ორგანიზაციებიდან:  შპს “მედისონი”, შპს “სენაკის სამშობიარო სახლი, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, სამხედრო ჰოსპიტალი, კლინიკა “გიდმედი”,  იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო,  სადაზღვევო კომპანია “იმედი- ელ”, “ბავშვთა ახალი კლინიკა”, ჯოენის სამედიცინო ცენტრი, თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, პსპ “ნიუ ჰოსპიტალი, შპს “ახალი სიცოცხლე”, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 42-3ე მუხლი, ჰერა XXI, იურიდიული დახმარების სამსახური.

ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის სისტემები და საქართველოს ჯანდაცვის სიტუაციური ანალიზი;
  • ადამიანის უფლებები და პაციენტის უფლებები; საქართველოს ჯანდაცვის სისტემა როგორ უწყობს ხელს პაციენტის უფლებების დაცვას;
  • სამედიცინო მომსახურების გამწევთა უფლებები/ჯანმრთელობის უფლებისა და პაციენტის უფლებების ერთმანეთისგან გამიჯვნა;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიზანი; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლები;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკული ასპექტები, პაციენტის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემა;

IMG_1965 (004)ტრენინგის სხვადასხვა სესიებს უძღვებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტი სოფიო ლებანიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე და იურიდიული სამსახურის უფროსი სალომე ბახსოლიანი, საიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი თამარ დეკანოსიძე.

ორივე ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა მონაწილეთა დიდი ინტრესიდან და ცხარე დისკუსიიდან გამომდინარე.

გამოითქვა სურვილები ანალოგიური ტრენინგების მომავალშიც  ჩატარების მიზნით.