კონფერენცია „პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში – ვასრულებთ დაპირებას“

კონფერენცია „პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში – ვასრულებთ დაპირებას“

06. დეკ, 2013 / მთავარი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით სასტუმრო  „ძველ თბილისში“   შუალედური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების სახელწოდებაა „პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში – ვასრულებთ დაპირებას“.

კონფერენციაზე  სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს ანგარიში პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში 2013 წლის განმავლობაში მიღწეულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

18 თვიანი რეფორმის პირველ 11 თვეში:

•    მოხდა სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცია, დაინერგა მართვის თანამედროვე  მოდელი;

•    მკვეთრად გაუმჯობესდა ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე და პატიმართა საავადმყოფოებში გადაყვანის მაჩვენებელმა 2013 იანვრიდან დღემდე 5516 პაციენტი შეადგინა;

•    7-დან 12 მილიონ ლარამდე გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი;

•    სიკვდილობის მაჩვენებელი სისტემაში 142-დან 21-მდე შემცირდა;

•    დაინერგა ჯანდაცვის ელექტრონული პროგრამა რომელიც სამედიცინო ისტორიებს და რეფერალს არეგულირებს (PEHR);

•    20-45% განახლდა სამედიცინო პერსონალი. გაორმაგდა ექიმის და ექთნის ხელფასი და გაიზარდა ექიმის ავტონომია;

•    პირველადი ჯანდაცვის მოდელი დაინერგა  დამატებით 5 დაწესებულებაში;

•    შემუშავდა C ჰეპატიტის პროგრამა;

•    შემუშავდა მედიკამენტების სტანდარტი;

•    განახლების პროცესშია სამედიცინო ინფრასტრუქტურა;

•    შემუშავდა კვების ახალი სტანდარტი, რომელიც 2014 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება;

•    მოხდა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს შორის არსებული ერთობლივი კომისიის რეფორმა;

•    შემუშავების პროცესშია და მიმდინარე წელს დაიწყება სუიციდის პრევენციის პროგრამა;

•    განხორციელდა პრევენციული კამპანიები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად წითელას, ღორის გრიპის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ;

•    შემუშავდა მიგრანტი პატიმრებისთვის ახალი საინფორმაციო სტანდარტი;

•    25-35% შემცირდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდება/მოხმარება;

გამოწვევად რჩება პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრიული დახმარება, ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობა და რეაბილიტაცია, ასევე სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ბ-ნმა სოზარ სუბარმა, იუსტიციის მინისტრმა: ქ-ნმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქ-ნმა ეკა ბესელიამ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო   ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ბ-ნი თომას ჰამერბერგი.

კონფერენციაზე მსჯავრდებულებისათვის/ბრალდებულებისათვის განკუთვნილი 4 საინფორმაციო ხასიათის ვიდეო რგოლის აჩვენეს, რომლებიც სხვადასხვა ვირუსული დაავადების პრევენციას ისახავს მიზნად, ვიდეო რგოლები 6  ენაზეა ნათარგმნი.

პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებისათვის 14 პირი დაჯილდოვდა:

1.    ქეთევან ხუციშვილი (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“)

2.    ირაკლი ქარსელაძე (სახელმწიფო კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსი)

3.    დავით სერგეენკო (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი)

4.    C ჰეპატიტის პროგრამის ავტორთა ჯგუფი (ნ.ავალიანი; მ. ბუწაშვილი; ლ. შარვაძე; პ. საბელაშვილი; ლ. გოგოლაძე; ქ. გასიტაშვილი)

5.    კახა ქუნთელია (ექიმი)

6.    თამარ კეზელი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ფარმაციის საკითხებში)

7.    ზურაბ ვარდიაშვილი (ჟურნალ „ლიბერალის“  ჟურნალისტი)

8.    „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ (ნ. გელაშვილი; ნიკა კვარაცხელია; თამარ გაბიანი)

9.    ნინო მახაშვილი („გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დირექტორი)

10.     თამარ სირბილაძე (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო)

11.    ევა პასტრანა (საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების ადგილობრივი კოორდინატორი)

12.    ნოდარ ხადური (ფინანსთა მინისტრი)

13.    კახა კოჟორიძე („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე)

14.    მარიამ ჯაში (შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე)

წყარო: http://www.mcla.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=1728

Tags: , , ,