პალიატიური მზრუნველობა და პაციენტის უფლებები

პალიატიური მზრუნველობა და პაციენტის უფლებები

02. ივნ, 2011 / წიგნები

პალიატიური მზრუნველობა და პაციენტის უფლებები – განმარტებები და რჩევები პაციენტებისათვის (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო)

პუბლიკაციის შესახებ

დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა პალიატიური მზრუნველობასაც მოიცავს. მრავალი წლის მანძილზე ჩვენში იმ პირებისათვის, რომლებიც პალიატიური მზრუნველობას საჭიროებდნენ, მათ შორის, ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტებისათვის, არ არსებობდა ადეკვატური რესურსები. აქ ვგულისხმობთ სათანდო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალსა და მომსახურების იმ ფორმებს, რომლებსაც ასეთ პაციენტებს შესთავაზებდნენ.

საბედნიეროდ, მსგავსად მრავალი სხვა ქვეყნისა, ჩვენშიც დაიწყო პალიატიური მზრუნველობის განვითარება და, ერთი შეხედვით, `უიმედო~ პაციენტებსაც იმედი გამოუჩნდა –ტკივლის და სხვა მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება, ზრუნვა მათ ფსიქოსოციალურ პრობლემებზე.

დღეს პაციენტებისათვის გარკვეულ ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა, როგორც ბინაზე მოვლის, ისე სტაციონარში (საავადმყოფოში) გაწეული სამედიცინო მომსახურების სახით.

პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია, თუ რას ითვალისწინებს პალიატიური მზრუნველობა, როგორ შეიძლება პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების მიღება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.

მეორე მხრივ, პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია, გაერკვნენ მათ ინდივიდუალურ უფლებებში, რომელიც პალიატიური მზრუნველობასთან არის დაკავშირებული ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა სრულყოფილი ინფორმაციის მიღება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, პაციენტის ახლობლების როლი გადაწყვეტილების მიღებისას, კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი და სხვა.

წინამდებარე პუბლიკაცია სწორედ ზემოაღნიშნული საკითხების განმარტებას ისახავს მიზნად.