თირკმლის მსოფლიო დღე

თირკმლის მსოფლიო დღე

15. მარ, 2013 / მთავარი

თირკმლის მსოფლიო დღე არის ნეფროლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISN) და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის (IFKF) ერთობლივი ინიციატივა. ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის მარტის მეორე ხუთშაბათს. 2013 წლის თემაა „თირკმელები სიცოცხლისთვის–შევაჩეროთ თირკმელების შეტევა!“ თირკმლის მსოფლიო დღე აღინიშნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის თირკმლის როლის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით.

     მიზნები: 
• ამაღლდეს ცნობიერება  ჩვენი „საოცარი თირკმელების“  შესახებ;

• ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ დიაბეტი და სისხლის მაღალი წნევა თირკმლის ქრონიკული დაავადების რისკ–ფაქტორებს წარმოადგენს;

• თირკმლის ქრონიკული დაავადების გამოსავლენად ხელი შეეწყოს დიაბეტითა და ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტებისათვის სკრინინგის სისტემატურად ჩატარებას;

• ხელი შეეწყოს პრევენციული ქცევების გამომუშავებას;

• მიეწოდოს საგანმანათლებლო ინფორმაცია მედიცინის მუშაკებს მათი უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ თირკმლის ქრონიკული დაავადების გამოვლენისა და რისკის შემცირების კუთხით, განსაკუთრებით მაღალი რისკის პოპულაციაში;

• ხაზი გაესვას ჯანდაცვის ადგილობრივი და ეროვნული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თირკმლის ქრონიკული დაავადების ეპიდემიის კონტროლის საქმეში. მსოფლიოში ჯანმრთლობის დაცვის ორგანიზაციები  აღმოჩნდებიან მაღალი და მუდმივად მზარდი ხარჯების წინაშე, იმ შემთხვევაში თუ   თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს არ  ჩაუტარდებათ ადექვატური მკურნალობა. თირკმლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მთავრობებს მოუწოდებენ, მიიღონ ზომები, განახორციელონ ინვესტირება თირკმლის  დაავადებების სკრინინგში;

• ხელი შეეწყოს ტრანსპლანტაციის განვითარებას, როგორც თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში   შედეგზე ორიენტირებულ საუკეთესო არჩევანს და ორგანოების დონაციას, როგორც  სიცოცხლის გადარჩენის ინიციატივას.

თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობა შესაძლებელია მისი ადრეულ ეტაპზე  გამოვლენის შემთხვევაში. ეს ხელს უწყობს სხვა გართულებების პრევენციას და მნიშვნელოვნად ამცირებს მსოფლიოში თირკმლისა და გულ–სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების  შედეგად სიკვდილობასა და ინვალიდობას.

http://www.worldkidneyday.org/about