თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე – იანვარი, 2014

თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე – იანვარი, 2014

19. იან, 2014 / მთავარი

2014 წლის იანვარი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვეა. ამ თვის თემაა  ,,თანდაყოლილი ანომალიები არის საერთო, ძვირი და კრიტიკული პრობლემა“. თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვis უზრუნველყოფისთვის საჭიროა მრავალი ორგანიზაციის  ძალისხმევა, წინა წლის   თემაზე დაყრდნობით,,,ყოველი 4 ½ წუთში  ბავშვები იბადებიან  თანდაყოლილი ანომალიით“ 2014  წლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, გაიზარდოს იმის აღქმა, რომ ანომალიებით დაბადებულები არიან ,,საერთო, ძვირი და კრიტიკული პრობლემა“ და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს თანდაყოლილი ანომალიების პრევენცია. აშშ-ში ყოველ 33 ახალშობილიდან ერთი ანომალიით იბადება და ეს წარმოადგენს ბავშვთა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს, ხოლო ბავშვები რომლებიც გადარჩებიან და ცოცხლობენ თანდაყოლილი ანომალიით, მთელი ცხოვრების  მანძილზე აქვთ  ფიზიკური, გონებრივი და სოციალური პრობლემების მაღალი რისკი. საქართველოში თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობა ბოლო წლების განმავლობაში იცვლება „ტალღი­სებურად“.  თუმცა 2010 წელიდან  მოყოლებული აღინიშნება თანდაყოლილ ანომალიათა მატება. 2012 წელს თანდაყოლილ ანომალიათა ინციდენტობამ 9.0 შეადგინა.

სურათი 4:  თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობის დინამიკა საქართველოში, 2007-2012

st

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სტატისტიკური ცნობარი, 2012.

 

2011-2012 წლებში თანდაყოლი ანომალიათა გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის გამო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისცი­დო­ზისა და სმენის სკრინინგი ახალშობილებში. ასევე ხდება მაღალი რისკის ორსულებში ანტენატალური სკრინინგი. თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლიგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის.   ინფორმირებულობის გაზრდა, მოგვცემს საშუალებას, რომ  შევძლოთ  თანდაყოლილი ანომალიების,    საჭიროა  ორსულებისა და მომავალი დედების განათლება შემდეგ საკითხებზე:

  • ფოლიუმის მჟავის მიღებით ორსულობამდე 2 თვის ადრე და ორსულობისას 12 კვირის განმავლობაში,
  • დედათა ქრონიკული დაავადებების მართვა, როგორიცაა დიაბეტი, ეპილეფსია, ფენილკეტონურია;
  • ორსულობის დროს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით პრეპარატების მიღება აუცილებლობის შემთხვევაში;
  • ალკოჰოლისგან, თამბაქოსგან და  მსუბუქი ნარკოტიკისგან თავის შეკავება;
  • ანტინატალური მეღვალყურეობის განხორციელება
  • ტოქსიური ნივთიერებიდან თავის არიდება სახლში და სამსახურში;
  • თავის არიდება ოჯახური ძალადობისგან;
  • ოჯახის მემკვიდრეობითი პრობლემების ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტირება;

ლიტერატურა:  http://www.nbdpn.org/bdpm2014.php წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=780